თეგი: ბიძინა კოლუმბეგოვი

ბიძინა კოლუმბეგოვი: თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, აქ პანდემია არ დასრულდება

თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, აქ პანდემია არ დასრულდება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კოლუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა. ბიძინა კულუმბეგოვი დანიის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მაჩვენებლებს აქვეყნებს და აცხადებს, განსხვავებებს სწორედ ვაქცინაციის მაჩვენებელი განაპირობებს. "დანია - აქტიური შემთხვევები 575 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 31 (0.0053%); ვაქცინაციის მოცვა 84.4%. დიდი ბრიტანეთი - აქტიური შემთხვევები 2.5 მილიონი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 478 (0.019%); ვაქცინაციის მოცვა 81%. საქართველო - აქტიური შემთხვევები 210 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 282 (0.13%); ვაქცინაციის მოცვა 33%. ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ანუ აქ პანდემია არ დასრულდება!", - წერს კულუმბეგოვი Facebook-ზე.

ბიძინა კულუმბეგოვი: თებერვლის მეორე ნახევრიდან ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები შემცირდება

"თებერვლის მეორე ნახევრიდან ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები შემცირდება",- განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი-2“-ის ეთერში საუბრისას. „პრაქტიკულად, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში პოზიტიური ტესტების რაოდენობა 30%-ზე მეტია, რაც მიუთითებს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების უპრეცედენტო მასშტაბებზე და, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური ფენა დროის მცირე მონაკვეთში უკვე თითქმის 90%-ს გადააჭარბებს, რაც ასევე ხელს უწყობს დაავადების გავრცელების ტალღების და გადაცემის ჯაჭვების შემცირებას, რაც ეპიდემიოლოგიურ სტაბილურობაში უნდა გამოხატოს უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24 616ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს

ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს. ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. "კოვიდს მუტაცია ახასიათებს, ეს მუტაციის უნარი რამდენიმე ფაქტორით არის მნიშვნელოვანი. პირველი - რამდენად სახეცვლილია მის წინა ვარიანტთან შედარებით, იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ დაემალოს იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს აქვს. B.A.4 და B.A.5 ის გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია. რეპროდუქციული ინდექსი 18% არის, ეს ნიშნავს, რომ პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების „წითელას“ გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს. ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი“,- აღნიშნავს კულუმბეგოვი. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.  

ინფექციონისტი განმარტავს, არსებობს თუ არა საქართველოში ე.წ. პომიდვრის ვირუსის გავრცელების საფრთხე

"ე.წ. პომიდვრის ვირუსის საქართველოშ გავრცელების საფრთხე არ არსებობს" - განცხადება ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ინდოეთში ახალი ვირუსი - „პომიდვრის გრიპი“ გავრცელდა "ე.წ პომიდვრის ვირუსის შემთხვევები ინდოეთში დაფიქსირდა. ვირუსს ახასიათებს კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი და ის ძირითადად ბავშვებში ვრცელდება. ვირუსს დაბალი სიკვდილიანობა ახასიათებს. ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება, შესაძლოა ჩვენთანაც არის საკმაოდ მაღალი გავრცელება ისეთი ვირუსის, როგორიც არის ხელის, ფეხის დაავადება, რომელსაც კოკსაკის ვირუსი იწვევს. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არის და სიკვდილიანობა მცირეა,"- აცხადებს კულუმბეგოვი.  ცნობისთვის, ინდოეთში ახალი ვირუსული ინფექცია - „პომიდვრის გრიპი“ გავრცელდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაავადება თავდაპირველად კერალას შტატში დაფიქსირდა, შემდეგ კი, სხვა შტატები მოიცვა. მისი მკურნალობისთვის სპეციალური დანიშნულება არ არსებობს. ასევე წაიკითხეთ: ბიძინა კოლუმბეგოვი: საქართველოში, შესაძლოა ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს  

საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - „კრაკენი“ დომინანტი გახდება - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - „კრაკენი“ დომინანტი გახდება.  „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას, 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ბივალენტური, ახალ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არცერთი დოზა. რა თქმა უნდა, ახლა მეტი აქცენტი უნდა გვქონდეს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რათა ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ. ლოკალური ექსპერტების ინფორმაციით, 500-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს და 300 ჰოსპიტალიზებულია. ჩვენი საწოლფონდის გათვალისწინებით, ჰოსპიტალში მყოფი 300 პაციენტი ცოტა არ არის კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში ჩაანაცვლებს „კრაკენი“ BA4-BA5 შტამს და დომინანტი გახდება. აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკა! სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს. ბივალენტური ვაქცინა არის „ომიკრონის“ საწყის შტამებზე მორგებული, მას მეტი ძალა აქვს, დაიცვას ადამიანი ახალი ვარიანტებისგან, რომელიც ინტერესის და შეშფოთების საგანია. ბივალენტურ ვაქცინას, დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას. ევროკავშირის 28 ქვეყანას თუ შევხედავთ, ახალი ბივალენტური ვაქცინით, ზოგ ქვეყანაში, თითქმის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 20-80 პროცენტია აცრილი“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.