თეგი: ბომბის თავშესაფარი

ფინეთმა ბომბის 50,500 თავშესაფარი აღრიცხა

ფინეთმა დამბობვისგან დასაცავი თავშესაფრები აღრიცხა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თავშესაფრების აღრიცხვის პროცესს ბიძგი მისცა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა მისცა. შსს-ს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 50,500 თავშესაფარი არსებობს, სადაც შეიძლება, საგანგებო მდგომარეობის ან თავდასხმის შემთხვევაში, 4,8 მილიონი მცხოვრები განთავსდეს. როგორც Reuters-ი წერს, მშვიდობიან პერიოდში, ზოგიერთ მიწისქვეშა თავშესაფარში განთავსებულია საცურაო აუზები, სპორტული ცენტრები ან - როგორც ქვეყნის ჩრდილოეთით - სანტა კლაუსის თემატური პარკი. „ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ თავშესაფრების მცირე რაოდენობაში არის ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის მათ გამოყენებას კანონით მოთხოვნილი 72 საათის განმავლობაში,“ - აღნიშნავენ შსს-ს წარმომადგენლები. თავშესაფრებს თითოეული შენობის მეპატრონე უვლის.  ფინეთმა საცხოვრებელი კორპუსების და ოფისების ქვეშ საგანგებო თავშესაფრების აგება სავალდებულო 1950-იანი წლებიდან გახადა, რითაც აიხსნება თავშესაფრების ასეთი დიდი რაოდენობა. ფინეთი NATO-ს წევრი აპრილში გახდა. 5,5 მილიონიან ფინეთს ფართობის მხრივ, ევროპაში მერვე ადგილი უკავია.