თეგი: ბორდერიზაცია

საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, უკანონო მოქმედებები ზარდიანთკარის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.