თეგი: ბორჯომის ხეობა
ზორეთის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა ხანძრის ახალი კერები გააჩინა - სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა კვლავ გააღვივა ხანძარი. ამ დროისთვის, მეხანძრეები რამდენიმე კერაზე ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ამის შესახებ საქართველოს „პირველ არხს“ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა. ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია როგორც ამირანაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ხანძრის ჩაქრობა დღესვე ვერ მოხერხდება, ხვალ დილიდან სავარაუდოდ, ვერტმფრენის ჩართვა გახდება საჭირო. „მთელი ღამის განმავლობაში, გუშინ საღამოდან მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ერთობლივად მუშაობდნენ და დღეს შუადღისთვის მოხდა ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში გაძლიერებულმა ქარმა კვლავ გააჩინა ახალი კერები და მოხდა ძველი კერების გაღვივება. ამ დროისთვის, ზორეთში სხვადასხვა ლოკაციაზე არის რამდენიმე კერა, ცეცხლი უკიდია ტორფს და არის დაკვამლიანება, ასევე, შეინიშნება ღია ცეცხლიც. მთელი რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური მობილიზებულია. ჩემი ინფორმაციით, მათ ასევე ეხმარებიან სხვა რეგიონის მეხანძრე-მაშველებიც, ყველაფერს აკეთებენ მაქსიმალურად, რომ მოხდეს ხანძრის ჩაქრობა. სპეციალური ტუმბოების საშუალებით მდინარე მტკვრიდან ხდება წყლის აქაჩვა კერებამდე, მაგრამ რადგან არის ციცაბო დამრეცი კლდე, ძალიან რთულია ხანძრის ჩაქრობა და ეფექტური იქნება ვერტმფრენის გამოყენება. დღეს თუ ვერ მოახერხებენ მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას, ხვალ დილით ალბათ, აუცილებელი გახდება ვერტმფრენის ჩართვა“, – გააცხადა ამირანაშვილმა. მანამდე, Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს.
ვახტანგ გომელაური: ვერტმფრენი ჩაერთო მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი მაშინ ჩაერთო, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ვერტმფრენის მუშაობას ხელს ძლიერი ქარი უშლიდა. „გუშინ ფიზიკურად ვერ იმუშავეს. ისეთი ქარი იყო, რომ ვერტმფრენები ვერ ფრინდებოდნენ. პირველი კერა 19 აგვისტოს გაჩნდა, შემდეგ ორი დღე-ღამე გავიდა. პირველ დღეს არ ჩათვალეს საჭიროდ, შემდეგ ქარი ამოვარდა, ქარმა გაავრცელა ცეცხლი. ის, რომ გაწერილია, ვერტმფრენი, ამ დღეს უნდა ჩაერთოს ან არ უნდა ჩაერთოს, ასეთი რაღაც არ არსებობს. მარტო ჩვენთან კი არა, მსოფლიოში არ არსებობს. როცა ჩათვალეს საჭიროდ და გაუჭირდათ, ლოკალიზებას ვერ ახერხებდნენ, გამოიძახეს და ჩამოვიდა“, - განაცახდა გომელაურმა. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების რაოდენობას, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ხუთი სამაშველო ვერტმფრენი ჰყავთ, ოთხი დიდი და ერთი პატარა. მისივე თქმით, ქვეყანას არ აქვს საშუალება, რომ 100 და 200 ვერტმფრენი ჰყავდეს. „ჩვენ პირადად დაგვრჩა ხუთი სამაშველო ვერტმფრენი. ოთხი დიდი „მი-8“ ტიპის და ერთი პატარა. ერთი ვერტმფრენი დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს. ჩვენ რომ დიდი პარკი გვქონდეს, 100 და 200 ვერტმფრენი, ეს პრობლემაა, რადგან ამის საშუალება არ აქვს ჩვენს ქვეყანას, არ ვართ ასეთი მდიდრები. შენახვა სჭირდება. მეორეც, ერთი ვერტმფრენი რომ ჰყავდეს ცალკე ვინმეს, იმას იმხელა ხარჯი უნდა, რომ არარენტაბელურია, არასწორია, როდესაც შეიძლება, სასაზღვროს ვერტმფრენი ემსახურებოდეს, იგივე აღჭურვილობა აქვს, ჯალამბარია, იგივე აღჭურვილობაა, რაც უნდა ჰქონდეს სამაშველო ვერტმფრენს. სასაზღვროს ვერტმფრენი ერქმევა, სამაშველოს თუ კრიმპოლის, ამის აზრს ვერ ვხედავ. რატომღაც დაიხვია ოპოზიციამ, აი, არ უნდა ჰყავდეს? ჰყავს ერთი, ერთი ვერტმფრენი უშველის? არასწორია“, – აღნიშნა გომელაურმა.
ევროპაში აუქციონზე, რუსი ოლიგარქის სუპერიახტა პირველად გაიყიდა
Axioma, სანქცირებული რუსი ოლიგარქის კუთვნილი პირველი იახტაა, რომელიც აუქციონზე, გიბრალტარში გაიყიდა. გიბრალტარის მთავრობას, სანქცირებული რუსი მილიარდერის სუპერიახტა აუქციონზე გამოაქვს საერთო ჯამში, აუქციონზე 63 განაცხადი შევიდა, თუმცა რამდენი გადაიხადა და ვინ არის აუქციონში გამარჯვებული ჯერჯერობით უცნობია. 72,5 მეტრიანი Axioma საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის სასარგებლოდ გაიყიდა. ბანკი ამტკიცებს, რომ იახტის მილიარდერ მფლობელ დიმიტრი პუმპიანსკის დავალიანება, საფინანსო ინსტიტუტის წინაშე $20 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. დიმიტრი პუმპიანსკი სააქციო საზოგადოება TMK-ს მმართველი დირექტორია. საწარმო ნავთობ-გაზის სექტორში საქმიანობს და „გაზპრომის“ დაკვეთით მილებს ამზადებს. რუს მილიარდერს, როგორც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს, ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მილიარდერი, რომლის ქონება დაახლოებით 1,84 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, პუტინის ერთ-ერთი „უახლოესი“ ოლიგარქია.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის არეალი გაფართოვდა
ბორჯომის ხეობაში ხანძრის არეალი გაფართოვდა. ბორჯომის შემდეგ, ცეცხლი ახალციხის სოფლებამდეც აღწევს. ხანძრის ლოკალიზებას, ტყის მიუვალი ადგილები და ცუდი რელიეფი ართულებს. ვახტანგ გომელაური: ვერტმფრენი ჩაერთო მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს და ხანძრის სხვადასხვა სირთულის კერები ჯერ კიდევ ფიქსირდება. შსს-ს ცნობით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. „ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს“, - აცხადებენ შსს-ში. 22 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები და სპეცტექნიკა ჩაერთო. ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბორჯომის ხეობაში ხანძრის არეალი გაფართოვდა „ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება. ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი. მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით გრძელდება ხანძრის მონიტორინგი“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. ადგილზე მუშაობას განაგრძობს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ. 22 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო. 22 აგვისტოდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები და სპეცტექნიკა მონაწილეობენ. ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.