თეგი: ბორჯომში მომხდარი თავდასხმა
პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია - ჰერჩინსკი
პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც ბორჯომში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება" "მე გავეცანი გარკვეულ ცნობებს, თუმცა ჩემთვის სრულად არ არის ცნობილი, რა მოხდა. ვიმედოვნებ, რომ ეს აუცილებლად იქნება გამოძიებული. რისი თქმაც შემიძლია ხმამაღლა და მკაფიოდ, ისაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია, ის მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ვიმედოვნებ, ვითარება საქართველოში არასდროს გაუარესდება ასეთ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის დონემდე. ეს არ უნდა იყოს დაშვებული", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.