თეგი: ბოსნია-ჰერცოგოვინა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მხარს უჭერს ბალკანეთის სტაბილურობასა და განვითარებას
ბალკანეთი თურქეთისთვის პრიორიტეტულია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ბოსნია-ჰერცოგოვინაში ვიზიტისას განაცხადა. სარაევოში გამგზავრებამდე ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ბალკანეთის სტაბილურობასა და განვითარებას. ასევე ბალკანეთის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. „ჩვენ ვეცდებით, ვიპოვოთ გამოსავალი ბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან“, - განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, ბალკანეთი თურქეთისთვის პრიორიტეტულია არამხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოგრაფიული მიზეზებით, არამედ რეგიონთან ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირების გამო. ერდოღანი ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის შემდეგ, ერდოღანი სერბეთში ჩავიდა, შემდეგ კი ხორვატიას ეწვევა.
ერდოღანის თქმით, თურქეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეები ID ბარათებით მიმოსვლას შეძლებენ
ახალი შეთანხმების თანახმად, თურქეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეები ID ბარათებით მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ-თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინასა და თურქეთს შორის პირადობის მოწმობებით გადაადგილების შესახებ“, - განაცხადა ერდოღანმა სარაევოში გამართულ პრესკონფერენციაზე. ერდოღანმა განმარტა, რომ ID ბარათებით გადაადგილებაზე გადაწყვეტილება მალე ამოქმედდება. თავის მხრივ, ბოსნიური მხარის განმარტებით, თურქეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მეგობრული ურთიერთობები აქვთ, მათი ისტორიული და კულტურული კავშირები ძლიერია და აღნიშნა, რომ მათ სურთ, გააძლიერონ კავშირები ანკარასთან. ბოსნია და ჰერცეგოვინას სურს, გააფართოოს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა თურქეთთან ერთ მილიარდ დოლარამდე.
ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა
ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ Reuters წერს. „ბოსნია-ჰერცეგოვინას დღეს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ძლიერი სიგნალი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მკაფიო მოლოდინი ახალი ხელისუფლებისგან, რომ განახორციელონ რეფორმები", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის მინიჭებაზე კვირის დასაწყისში შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭებული აქვთ ალბანეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას, მონტენეგროს, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას.
ამერიკული F-16-ები ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, ქვეყნის ცაზე გამოჩნდნენ
ბოსნია-ჰერცეგოვინის ცაზე ორმა ამერიკულმა გამანადგურებელმა გადაიფრინა. ამერიკის საელჩომ სარაევოში განაცხადა, რომ F16-ის ტიპის თვითმფრინავით გადაფრენა, ბოსნიის ძალებთან ერთად ჩატარებული წვრთნების ნაწილი და აშშ-ის ვალდებულების დემონსტრირებაა, რომელიც ბოსნიის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ემსახურება. საელჩოს განცხადება ერთგვარად ეხმაურება ნაციონალისტი და პრო-რუსი, ასევე, აშშ-ის მიერ სანქცირებული მილორად დოდიკის განახლებულ სეპარატისტულ აგიტაციას, რომლის თანახმად, ბოსნიის ნაწილი ქვეყანას უნდა გამოეყოს და სერბეთს შეუერთდეს. მედია წერს, რომ აშშ-ის ეს მხარდამჭერი ჟესტი ერთი დღით უსწრებდა სერბი ნაციონალისტების მიერ დაგეგმილ „ზეიმს,“ რომელსაც „სერბი სეპარატისტები სამხედრო სტილის ნაციონალისტურ აღლუმს უწოდებენ.“ „ეს ორმხრივი სწავლება არის მოწინავე სამხედრო თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას დასავლეთ ბალკანეთში. ის ასევე აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართ," - წერია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, „დეიტონის შეთანხმებით,“, რომელსაც აშშ შუამდგომლობდა, ბოსნიაში 1992-95 წლებში მიმდინარე ომი დასრულდა, რომლის დროსაც, დაახლოებით, 100 000 ადამიანი მოკლეს, ხოლო მილიონი დევნილად იქცა. თავის განცხადებაში აშშ-ის საელჩომ ასევე მიუთითა, რომ ვაშინგტონი "იმოქმედებს", თუ ვინმე შეეცდება, ხელყოს სახელმწიფო კონსტიტუცია და 1995 წლის დეიტონის სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც ბოსნიის ომი დაასრულა.