თეგი: ბრიანსკი
რუსეთი ბრიანსკში, ნავთობსაცავზე მომხდარ აფეთქებას იძიებს
მოსკოვი აცხადებს, რომ ბრიანსკში მდებარე ნავთობსაცავზე გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსული მედია იუწყება, რომ ბრიანსკში, ნავთობსაცავზე მომხდარი აფეთქება, ან აფეთქებები, შესაძლოა უკრაინის სარაკეტო თავდასხმების შედეგია. თუმცა, ეს ცნობები ოფიციალური წყაროებით ამ დრომდე არ დასტურდება. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საცავში ხანძარი მოსკოვის დროით 2:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის მასშტაბის მიუხედავად ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. ბრიანსკის მოსახლეობა 400 000-ს აღწევს. ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან 170 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. საკითხზე კომენტარი უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია. ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: რუსეთში, ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში საწვავის ტანკებს ცეცხლი გაუჩნდა
30 ნოემბრის ღამეს, ბრიანსკის ოლქის სურაჟსკის რაიონში ნავთობპროდუქტების ტანკებს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია, რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე ბოგომაზმზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირის ინფორმაციით, ხანძარი 1800 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, არ ზუსტდება. „შემთხვევის ადგილზე 80 ადამიანი და 30 ტექნიკა მუშაობს, მათ შორის სახანძრო მატარებელი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საავიაციო ჯგუფი“, - აცხადებს ბოგომაზი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსეთში, ბრიანსკის ოლქის სოფელი სუზემკაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა - მედია
რუსეთში ბრიანსკის ოლქის სოფელი სუზემკაში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. სუზემკა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ათ კილომეტრში მდებარეობს. რადიო თავისუფლებისა და ასევე, სააგენტო Anadolu-ს რუსული სამსახურები ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის კომენტარზე დაყრდნობით წერენ, რომ ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. სროლაში ის „უკრაინელ ნაციონალისტებს“ ადანაშაულებს. გამოცემა „ბაზა" იტყობინება, რომ ღამის განმავლობაში ბრიანსკის ოლქისთვის ცეცხლის გახსნა გრძელდებოდა. სამი საათისთვის სუზემკაში კიდევ სამი ჭურვი ჩამოვარდა. ერთი კერძო სახლს მოხვდა, მაგრამ არ აფეთქდა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, სოფელს კიდე ორი ჭურვი დაეცა. რუსეთის საზღვრისპირა ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებზე შეტევაში რუსეთი ხშირად ადანაშაულებს უკრაინას. კიევი შეტევებში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.
ბრიანსკის ოლქში, ბოლო ორი დღის განმავლობაში რკინიგზაზე მეორე აფეთქება მოხდა
ბრიანსკის ოლქში უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში რკინიგზაზე მეორე აფეთქება მოხდა. მსხვერპლი არ არის. რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა, რომ სნეჟეცკაიას სადგურის რაიონში ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. „ადგილზე მუშაობენ საქალაქო სახანძრო ბრიგადები, გაგზავნილია ასევე, სახანძრო მანქანა და ორი სარემონტო მატარებელი“, - ნათქვამია „რუსეთის რკინიგზის“ განცხადებაში. „რუსეთის რკინიგზამ“ ასევე განაცხადა, რომ ელმავალი და 20-მდე სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ღია აალება არ არის, მოძრაობა სნეჟეცკაია-ბელიე ბერეგის მონაკვეთზე შეჩერებულია. თავის მხრივ, ტელეგრამ არხი წერის, რომ ამობრუნებული ვაგონებიდან, სავარაუდოდ, გოგირდი და ნიტრატი დაიღვარა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო გადავარდნილ ვაგონებსა და დაღვრილ ნივთიერებებს აცივებს. „ბაზის“ ინფორმაციით, რკინიგზის ლიანდაგზე ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა. პირველ მაისს ბრიანსკის ოლქში აფეთქების შედეგად რელსებიდან გადავიდა.
რუსეთი ბრიანსკის ოლქზე დრონის შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე დაახლოებით, საღამოს 8 საათზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს. მოსკოვს სავარაუდო თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები არ უთქვამს. რუსული ტელეგრამ არხები მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ბრაიანსკში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, რასაც ქალაქის თავზე კვამლი მოჰყვა. დილით, რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ბრაიანსკის თავზე სამი თვითმფრინავი მოიგერია. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთს მხოლოდ ამ თვეში დრონი 25-ჯერ დაესხა თავს. მისივე შეფასებით, ბევრმა უპილოტო თვითმფრინავმა სამიზნეებს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას „უჭირს მათი აღმოჩენა და განადგურება.“ შეგახსენებთ, რუსეთი 29 აგვისტოს გვიან საღამოდან ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 უკრაინის დაზვერვამ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
სკოლის მოსწავლემ რუსეთში, ბრიანსკის სკოლაში ცეცხლი გახსნა
ბრიანსკის სკოლის მერვეკლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. დაიღუპა მისი კლასელი, თავდამსხმელმა კი, თავი მოიკლა. ადგილობრივების ცნობით, მოსწავლემ სკოლაში დააგვიანა, კლასში შესულმა კი, ხუთჯერ ისროლა. მის მოტივებზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ტელეგრამის არხზე ადგილობრივები წერენ, რომ გოგო თანაკლასელების მხრიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ბულინგის მსხვერპლი. კლასელებს შორის კონფლიქტის ვერსიას განიხილავენ სამართალდამცველებიც. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაჭრილია კიდევ ოთხი მოსწავლე, ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა ბრიანსკის მე-5 გიმნაზიაში მოხდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასსის" ცნობით, სკოლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა. იუწყებიან, რომ იარაღი მამამისს ეკუთვნოდა.
რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობის ბაზა იწვის
რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინციში, ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ხანძარია. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი აცხადებს. მისი მტკიცებით, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შეტევა სცადეს „უკრაინელმა ტერორისტებმა“, რომელთა უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით „ჩაახშეს.“ ბრიანსკის ოლქზე დრონით შეტევის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტრადიციულად განაცხადა, რომ „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და „აღკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.“ ხანძრის მასშტაბურობას ადასტურებს „მოსკოვის რკინიგზის“ მიერ ტელეგრამით გავრცელებული ცნობა, რომ ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზაზე, რეზერვუარებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო მატარებელი 120 ტონა წყლით და 5 ტონა ქაფით გაგზავნა. ბრიანსკის ოლქის ქალაქი კლინცი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით, 550 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინას კლინცის ნავთობის ბაზაზე დრონით შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის შიგნით შეტევებისა და ხანძრის შესახებ ცნობები ხშირია.