თეგი: ბრიტანეთი
დიდ ბრიტანეთს თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს
დიდ ბრიტანეთს თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ უკრაინა, ვიდრე მგზავრობის კომერციული საშუალებები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში. უწყების ცნობით, კიევში მდებარე საელჩოს თანამშრომლები დროებით ლვოვში გადავლენ, საიდანაც მუშაობას გააგრძელებენ. „რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულად დააზარალებს ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკონსულო დახმარება უკრაინაში. ასეთ გარემოებებში ბრიტანეთის მოქალაქეები არ უნდა ელოდონ გაძლიერებულ საკონსულო მხარდაჭერას ან ევაკუაციაში დახმარებას“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი: გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლოა, უკრაინიდან მიღებული ლტოლვილები რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ სახლებში განათავსოს
გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლოა, უკრაინიდან მიღებული ლტოლვილები რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ სახლებში განათავსოს. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა LBC-სთან საუბარში, განაცხადა. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს მსგავს ინიციატივას, რააბმა აღნიშნა: „დიახ, აბსოლუტურად. ჩვენ ყველაფერს კომპლექსურად განვიხილავთ“. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის სენატორი პუტინზე: ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში
უკრაინაში ზებგერითი რაკეტის გამოყენების შემდეგ AUKUS მათგან თავდაცვაზე მუშაობას იწყებს
დღეს ავსტრალიამ, აშშ-მ და ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში (AUKUS) ახალი შეთანხმება წარმოადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია „თეთრი სახლის“ვებგვერზეა ხელმისაწვდომი. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამთა კავშირი, რომელიც ცნობილია AUKUS-ის სახელით, ზებგერითი იარაღის კვლევისა და მისგან თავდაცვის მექანიზმის შექმნის მოტივით ითანამშრომლებს. პროგრამა დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ავსტრალიის თავდაცვის ალიანსის ნაწილი იქნება, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა. ინიციატივა გაჟღერდა მას შემდეგ, რაც ჩინეთსა და რუსეთში ზებგერითი რაკეტების წარმოება დაიწყო. ასევე, ვრცელდება დადასტურებული ინფორმაცია გასულ თვეში რუსეთის მიერ უკრაინაში მათი გამოყენების შესახებ. ამასთან, თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში (AUKUS) ავსტარლიას გადასცემს ატომურ წყალქვეშა გემს, შესაბამისი აღჭურვილობით უმოკლეს ვადებში და გაუვრცელებლობის უმაღლესი სტანდარტები ზედმიწევნით იქნება დაცული. გაფართოებული შესაძლებლობების ფარგლებში AUKUS შეიმუშავებს და უზრუნველყოფს ერთობლივ მოწინავე სამხედრო შესაძლებლობებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 2022 წლის მარტს სამი მოკავშირის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩევლები ვირტუალურად შეხვდნენ და განიხილეს AUKUS-ის პროგრესი სამმხრივი პარტნირობის ფარგლებში. ავსტრალიამ, აშშ-მ და ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში AUKUS კავშირის შექმნის შესახებ 2021 წლის 15 სექტემბერს განაცხადეს.
ბორის ჯონსონმა პოლონეთიდან კიევში მატარებლით გამგზავრებისას უკრაინის რკინიგზის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა
ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პოლონეთიდან კიევში მატარებლით გამგზავრებისას უკრაინის რკინიგზის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ჯონსონმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მატარებელში არის გადაღებული. ამასთან, ბრიტანეთის ლიდერმა უკრაინელები, როგორც „რკინის ხალხი“, ისე მოიხსენია. „მივემგზავრები უკრაინის რკინიგზის ფანტასტიკური მატარებლით, რომელიც პოლონეთიდან კიევში მიდის”, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
ბრიტანეთმა ბოსნიელი სერბების ორ ლიდერს სანქციები დაუწესა
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მიმართებით პირველი სანქციების შესახებ განაცხადა. კერძოდ, სანქციები დაუწესა ბოსნიელ სერბ პოლიტიკოსებს, მილორად დოდიკს და ზელიკა ცვიანოვიჩს. ბრიტანეთმა ისინი ბოსნია-ჰერცეგოვინის ლეგიტიმურობისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა იმ პოლიტიკის გატარებით, რომელიც "დე ფაქტო გამოყოფას" უტოლდება. სერბმა მინისტრებმა ბოსნიაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაბლოკეს. დოდიკს და ცვიანოვიჩს აეკრძალათ ბრიტანეთში შესვლა და გაიყინება მათი ნებისმიერი ქონება, რომელიც ბრიტანეთშია განთავსებული. „ეს ორი პოლიტიკოსი განზრახ ძირს უთხრის ბოსნია და ჰერცეგოვინაში ძნელად მოპოვებულ მშვიდობას. მათი უგუნური ქცევა, რომელიც წახალისებულია პუტინის მიერ, საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას დასავლეთ ბალკანეთში. ამ მკაცრი სანქციებით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მშვიდობის მტრები პასუხს აგებენ“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. იანვარში შეერთებულმა შტატებმა მილორად დოდიკს სანქციები დაუწესა. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას სანქციებით დაემუქრა ვიოლა ფონ კრამონი: ბოსნიაში დასავლეთის პოზიციების შესუსტება, ნიშნავს, პუტინის პირდაპირ მოწვევას, იმოქმედოს არამხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში
ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟას ოფიციალურად აღარ აღიარებს
დიდი ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX), როგორც ქვეყნის მიერ ოფიციალურად აღიარებული სავაჭრო ბირჟის სტატუსის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი. აღიარებული საფონდო ბირჟის სტატუსი არის მარეგულირებლის მიერ მინიჭებული კლასიფიკაცია კვალიფიციური საფონდო ბირჟების დაბეგვრის გასაადვილებლად. ფინანსთა მინისტრმა ლუსი ფრეზერმა აღნიშნა, რომ „მოსკოვის საფონდო ბირჟის აღიარების ოფიციალურად გაუქმება არის მკაფიო სიგნალი, რომ რუსეთში ახალი ინვესტიცია არ შემოვა. ბრიტანული მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ასეთი ზომები გამოწვეულია, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის შეზღუდვებით, რომელიც ბროკერებს უკრძალავს აქტივების გაყიდვას არარეზიდენტების სახელით. ეს ნიშნავს, რომ ბირჟა აღარ მუშაობს კომერციული სტანდარტების მიხედვით. სამშაბათს მარეგულირებელმა დაიწყო ორკვირიანი კონსულტაცია, მათ შორის სტატუსის გაუქმების ბრძანების პროექტის განხილვა. ამასთან, დოკუმენტი ისეა შემუშავებული, რომ ბრიტანელმა ინვესტორებმა არ იგრძნონ ცვლილება მოსკოვის ბირჟაზე არსებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა „სამართლიანია და იცავს ბრიტანელი გადასახადების გადამხდელთა ინტერესებს“.
Bloomberg: ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს გამოიტანს
ბრიტანეთი მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის გამოტანას გეგმავს, რომელიც აგრესორის თავდაცვის კომპლექსისა და ოლიგარქების წინააღმდეგ იქნება მიმართული. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, სანქციები რუსი სამხედროებისა და თავდაცვის კომპანიების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ასევე რუსი ოლიგარქებისა და მათთან დაახლოებულ პირებთან მიმართებით. გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კომენტარისგან თავს იკავებს, რადგან ხელისუფლება მომავალ სანქციებს მედიასთან არ განიხილავს. ასევე განიხილება რიგ რუსულ საქონელზე გადასახადების გაზრდის შესაძლებლობა და უახლოეს კვირებში შესაძლებელია კრემლის პროპაგანდისტების წინააღმდეგ სანქციების გაფართოება. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობა კოორდინაციას უწევს G7-ის სხვა ქვეყნებსა და ევროკავშირს. ევროკავშირმა ასევე უნდა გამოაცხადოს სანქციების მეექვსე რაუნდი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ. აპრილის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ქალიშვილებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ცოლ-შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს. დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. 24 მარტს ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში „ლუკოლის“ მთავარი აქციონერი და პუტინის შვილის ნათლია მედვედჩუკი მოხვდა
ლიზ ტრასი: არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჰპირდება, რომ არ შეწყვეტს მხარდაჭერას მის სრულ გამარჯვებამდე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა Twitter-ზე დაწერა. „უკრაინაში პუტინის ომის მესამე თვე იწყება. რუსეთი საშინელ სისასტიკეს სჩადის - მათ შორის, ოდესაში თავს ესხმის უდანაშაულო მოქალაქეებსა და ბავშვებს, ალყაში აქვს მოქცეული მარიუპოლი. ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს“, - წერს ტრასი. აპრილის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ქალიშვილებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ცოლ-შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს. დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. 24 მარტს ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ლიზ ტრასი: დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს ლიზ ტრასი: ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - განვარძობთ ზეწოლას ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში ლიზზ ტრასი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს
ბრიტანეთმა, სანქცირებულთა სიაში ალინა კაბაევა და პუტინის ყოფილი ცოლი შეიყვანა
ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გაფართოების შესახებ განაცხადა. სანქცირებულთა შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვა და მისი ოჯახის წევრები მოექცნენ. ვის და რატომ დაუწესდა სანქციები ალინა კაბაევა, „ნაციონალური მედია ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ის ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონია (2004 წ) და რუსეთის სახელმწიფო დუმის მე-5 და მე-6 მოწვევის დეპუტატი. ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კაბაევას „ახლო ურთიერთობა“ აქვს პუტინთან. The Wall Street Journal-ის ცნობით კაბაევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოეთში პუტინის აქტივების გადამალვის კუთხით. ლონდონმა ყოფილი ტანვარჯიშის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმით ახსნა, რომ NMG, რომელსაც კაბაევა ხელმძღვანელობს, "აქტიურად ეწევა რუსულ პროპაგანდას" უკრაინაში შეჭრის შესახებ. ამბობენ, რომ კაბაევა "ჩართულია უკრაინის დესტაბილიზაციაში", რადგან ის თავად ან NMG-ის მეშვეობით "უჭერს მხარს ან ხელს უწყობს პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობას". ინდივიდუალური სანქციები ვლადიმერ პუტინის ყოფილ ცოლს, ლუდმილა ოჩერეტნაიასაც შეეხო. დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში ასევე დაამატა ალექსანდრე პლეხოვი და ვიქტორ ხმარინი, რომლებიც პუტინის "მეგობრებად" მიიჩნევიან. ასევე სანქცირებულია მიხაილ კლიშინი, Bank Rossiya-ს აღმასრულებელი დირექტორი, კაბაევას ბებია, ანა ზაცეპლინა, Gelendzhik Seaport-ის გენერალური დირექტორი ვლადიმერ კოლბინი და Gazfond-ის პრეზიდენტი იური შამალოვი. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგი იყო. ლონდონში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების მიზანია პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტება.
ბრიტანეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ახალი სანქციები დაუწესა
დიდი ბრიტანეთი რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. როგორც საგარეო მდივანმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი წარადგენს ახალ შეზღუდვებს, რომლებიც რუსული სახელმწიფო ავიაკომპანიების აქტივებს გაყინავს. სანქციები დიდ ბრიტანეთის აეროპორტებში რუსეთის ავიაკომპანიებს მათი ადგილების გაყიდვას აუკრძალავს სანქციები შეეხება „აეროფლოტს“, „ურალის ავიახაზებს“, ავიაკომპანია „როსიას“. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ბრიტანულ აეროპორტებში რუსული ავიაკომპანიების დაჯდომის ადგილები 50 მილიონი ფუნტის ღირებუებისაა. „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა ევროკავშირმა „აეროფლოტი“ და კიდევ 20 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა „აეროფლოტი“, რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანია, რომელიც რეიტინგით მსოფლიოს 20 უმსხვილეს ავიაკომპანიას შორისაა. კომპანიის საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო ფლობს, ამიტომ „აეროფლოტს“ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს აგრესორი ქვეყნის მთავრობისთვის. „აეროფლოტი“ არა მხოლოდ მომსახურებას უწევს რუსეთის მთავრობას, არამედ ქმნის კრემლის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა Rossiya Airlines, ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ავიაკომპანია რუსეთში. ეს კომპანიაც სახელმწიფო საკუთრებაშია, როგორც აეროფლოტის ნაწილი. ამრიგად, Rossiya Airlines მოქმედებს, როგორც რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული ორგანიზაცია და მისი მხარდამჭერია. „ურალის ავიახაზები“, ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია რუსეთში, ადრე „აეროფლოტის“ ნაწილი იყო. ამ კომპანიასაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის მთავრობისთვის.
მედია: ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უკრაინიდან ლტოლვილებს ფარულად მასპინძლობს
ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარება გადაწყვიტა და საკუთარი სახლის კარი გაუღო. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეფო ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლებში უკვე განათავსეს უკრაინიდან ლტოლვილები. ინფორმაცია უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ხმაურდება. ამის შესახებ გამოცემა Daily Express სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ცნობილია, რომ ლტოლვილთა საქმეების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებიც ომს გამოექცნენ ბრიტანეთში თავი კომფორტულად იგრძნონ. ამასთან, დაახლოებით 150 ათასმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა პროგრამაში „სახლი უკრაინისთვის“ და თავის საცხოვრებელ ფართში უკრაინული ოჯახები განათავსეს. „თითქმის 54 000 უკრაინელი ახლა უსაფრთხოდ ჩავიდა დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ ახალბედებს იმუშაონ და ისწავლონ, რათა მათ შექმნან ცხოვრება აქ და მოუთმენლად ველი დიდ ბრიტანეთში უფრო მეტ ოჯახს", - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლორდ ჰარინგტონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინული ხორბალის განსაბლოკად, ლიეტუვამ ბრიტანეთს სამხედრო-საზღვაო კოალიციის შექმნა შესთავაზა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლონდონში ბრიტანელ კოლეგასთან ლიზ ტრასთან მოლაპარაკებებისას უკრაინული ხორბლის განსაბლოკად საზღვაო კოალიციის შექმნის იდეა გააჟღერა. ”ახალი მოსავლის აღებამდე მცირე დრო რჩება და არ არსებობს სხვა პრაქტიკული გზა მარცვლეულის ექსპორტისთვის, გარდა შავ ზღვაში ოდესის პორტისა. ამ მარცვლეულის ექსპორტისთვის სხვა ადეკვატური ალტერნატივა არ არსებობს. აუცილებელია, დაუცველ ქვეყნებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მსოფლიოს გამოსაკვებად“, - დასძინა მან. ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს ლანდსბერგისი ვარაუდობს, რომ საზღვაო ესკორტის ოპერაციას - არა NATO-ს ეგიდით - შეუძლია დაიცვას მარცვლეულის ხომალდები, როდესაც ისინი იმოძრავებდნენ შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდების გვერდის ავლით. მან შესთავაზა, დიდი ბრიტანეთს, რომ მარცვლეულის პოტენციური დაკარგვით დაზარალებულმა ქვეყნებმა, მაგალითად ეგვიპტემ, შეძლოს საჭირო დაცვის უზრუნველყოფა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი ლიეტუვის გეგმა გულისხმობს შავი ზღვის ნაწილის მინებისგან გაწმენდას უსაფრთხოდ გადასასვლელად, ასევე შეთანხმებას თურქეთთან, რომელიც იცავს შავ ზღვაში შესასვლელს. „ეს იქნება არასამხედრო ჰუმანიტარული მისია და ვერ შეედრება ფრენისთვის აკრძალულ ზონას. ეს შესაძლებლობას მისცემს ხომალდებს ან თვითმფრინავებს, ან ორივეს, რათა უზრუნველყონ მარცვლეულის მიწოდება. უსაფრთხოდ დატოვონ ოდესის პორტი და მიაღწიონ ბოსფორს რუსეთის ჩარევის გარეშე. გვჭირდება მზა ქვეყნების კოალიცია მნიშვნელოვანი საზღვაო ძალებით, რათა დაიცვან გემები და ქვეყნები, რომლებიც განიცდიან ხორბლის დეფიციტს“, - განმარტა მინისტრმა. მისი თქმით, ამ შემთხევევაში, NATO როგორც ალიანსი, არანაირ როლს არ უნდა თამაშობდეს. ლანდსბერგისთან შეხვედრის შემდეგ, ტრასმა თქვა, რომ გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ ბრიტანეთის საზღვაო ხომალდები შეუერთდნენ ესკორტს, თუ გადაიჭრება პრაქტიკული საკითხები, მათ შორის შავი ზღვის მონაკვეთის ნაღმების გაწმენდა და უკრაინისთვის უფრო დიდი დისტანციური იარაღის მიწოდება ნავსადგურის რუსული თავდასხმისგან დასაცავად. დიდი ბრიტანეთი ამ გეგმას მოკავშირეებთან ერთად განიხილავს და მის გასააქტიურებლად, სავარაუდოდ, აშშ-ს თანხმობა დასჭირდება. ”რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ამ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხის მოგვარება და დიდი ბრიტანეთი მუშაობს სასწრაფო გადაწყვეტილებაზე უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გასატანად”, - თქვა მან. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ილია მეორე ბრიტანეთის დედოფალს: ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს. დიდ ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ II-ის „პლატინის იუბილეს“ აღნიშნავს „საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავს. დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი. თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს. შევთხოვ ღმერთს თქვენს დღეგრძელობას და თქვენი სამეფო ოჯახის შემდგომ წარმატებებს,“- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში. დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის 70 წლისთავის აღსანიშნავად, დიდ ბრიტანეთში ოთხდღიანი სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.
მედია: ჯონსონი ზელენსკის EU-ს ალტერნატიული ალიანსის შექმნას სთავაზობს
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის EU-ს ალტერნატიული ალიანსის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით, Corriere Della Sera-მ დაწერა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ელჩს შევსებული კითხვარი გადასცა ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ამ ალიანსში უკრაინისა და ბრიტანეთის გარდა, გაწევრიანების შესაძლებლობა ექნებათ პოლონეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას და მოგვიანებით თურქეთს. გამოცემის წყაროების ცნობით, ჯონსონმა ზელენსკის ეს იდეა 9 აპრილს უკრაინაში ვიზიტისას გაუზიარა. „ალიანსი დააკავშირებს იმ ქვეყნებს, რომელთაც ბრიუსელისადმი უნდობლობა აერთიანებთ, ასევე არ მოსწონთ გერმანიის პასუხი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში“, - წერს გაზეთი. ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა 2014 წელს, უკრაინას არ დაეხმარა გამოცემის ცნობით, კიევს ამ შეთავაზებასთან მიმართებით, აქტიური პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა არც საწინააღმდეგო აზრი გამოუხატავს. „როგორც ჩანს, ზელენსკი ელოდება ევროკავშირის სამიტს, რომელიც 23 ივნისს იმართება და 27 ქვეყნის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, მიანიჭონ თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი“, - წერს მედიასაშუალება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია. ბორის ჯონსონმა მისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში 211 ხმით 148 ხმის წინააღმდეგ უპირატესობა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯონსონი თანამდებობაზე რჩება. დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს 2021 წლის ბოლოს, კორონავირუსის პანდემიის დროს გამართული წვეულებით ე.წ. ლოკდაუნის წესების დარღვევის გამო, კონსერვატორების ნაწილი და ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტია“ თვლის, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებას დაესწრო და ბოდიშს იხდის
ბრიტანული კომპანია უკრაინას განაღმვისთვის 10 რობოტს გადასცემს
ბრიტანული თავდაცვის კომპანია, QinetiQ უკრაინას განაღმვისთვის 10 (TALON) რობოტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის საპატრულო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ ოლექსი ბილოშიცკიმ განაცხადა. „ეს არის რობოტი, რომელიც არამხოლოდ ავლენს „საჩუქრებს“, არამედ ანეიტრალებს მათ. ომამდე ჩვენ უკვე გვქონდა ათზე მეტი მათგანი, ახლა QinetiQ კიდევ 10-ს გადმოგვცემს", - წერს ბილოშიცკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრიტანეთის დედოფალი ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქების სიაში დაწინაურდა
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქების სიაში მეორეა. ამის შესახებ ტელეარხი Sky News იუწყება. ბრიტანეთის დედოფალმა, ამ სიაში მმართველობის ხანგრძლივობით ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულიადეტს გაუსწრო, რომელიც სახელმწიფოს 70 წელი და 126 დღის განმავლობაში მართავდა. აბსოლუტური რეკორდისთვის ელისაბედ მეორეს მმართველობისთვის 2 წელზე ცოტა ნაკლები სჭირდება. ამ დროისთვის, ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქების სიაშია საფრანგეთის მეფე ლუდოვიკ XIV (1638-1715). ის საფრანგეთს 72 წელი და 110 დღე მართავდა. 2015 წელს ელისაბედ II-ემ, დედოფალი ვიქტორიას (1819-1901 წლები) რეკორდი დაძლია.
შოტლანდიამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო
შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა ედინბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე მეორე რეფერენდუმის გამართვის შესახებ განაცხადა. შოტლანდიის მთავრობის ოფიციალურ საიტზე 14 ივნისს გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებით „დამოუკიდებლობა თანამედროვე მსოფლიოში. უფრო ჯანსაღი, უფრო ბედნიერი, უფრო სამართლიანი: რატომ არა შოტლანდია?“, რომელშიც სახელმწიფოს რეფორმირების გეგმაა წარმოდგენილი. დოკუმენტის წინასიტყვაობაში სტერჯენმა დაწერა, რომ ახლა საუკეთესო დროა „ახალი შოტლანდიის“ ასაშენებლად - „კორონავირუსის, ბრექსიტისა და ბორის ჯონსონის“ შემდეგ. ახალი კენჭისყრის ჩასატარებლად საჭიროა დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობა. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახლა არ არის რეფერენდუმზე ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო. ადრე მან პირობა დადო, რომ არ დაუშვებს შოტლანდიის გამოყოფას და განაცხადა, რომ საკითხი 2014 წელს, პირველი რეფერენდუმის დროს გადაწყდა.
ბრიტანეთი ლიეტუვას რუსეთის მხრიდან მუქარის ფონზე მხარდაჭერას უცხადებს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ლიეტუვის ქმედებებს, რომელმაც კალინინგრადის რეგიონში სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი არამეგობრული ქმედებისთვის მზადაა ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს „დიდი ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს ლიეტუვას, რომ რუსეთიდან მათი ქვეყნის გავლით, სანქცირებული საქონლის შემოსვლა აკრძალა. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცენი რუსული აგრესიის წინაშე და გამოვიყენოთ ეს გაუმართლებელი საფრთხეები“, - დაწერა ტრასმა Twitter-ზე. შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
ბრიტანეთი საქართველოს, რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონს გამოუყოფს
დიდი ბრიტანეთი საქართველოს რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონის დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „დღეს გამოცხადებული £5 მილიონზე მეტი დამატებითი დაფინანსება საქართველოსთვის დიდი ბრიტანეთის მხრიდან კიბერმხარდაჭერის მომდევნო ფაზას აღნიშნავს. ეს საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე, ევროპულ უსაფრთხოებას. დიდი ბრიტანეთი ასევე უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მათი კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - წერია განცხადებაში.
ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თანამდებობის შესანარჩუნებლად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება. 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა პრემიერს ჰკითხეს, მიმართავს თუ არა პარლამენტის დათხოვნას. ჯონსონმა უპასუხა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს. „რა თქმა უნდა, მე ამას გამოვრიცხავ. უახლოესი თარიღი საყოველთაო არჩევნებისთვის არის 2024 წელი," - განაცხადა ჯონსონმა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის თანამდებობიდან გადადგომას არსებულ ვითარებაში, ჯონსონმა უპასუხა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს ბორის ჯონსონის მთავრობა, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.
მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომის შესახებ განაცხადოს. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა ჯონსონის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ იტყობინებოდნენ ბრიტანეთის მედიასაშუალებები: ITV და Sky News, ასევე გაზეთები, The Mirror და The Sun. PA Media და dpa „დაუნინგ სტრიტის“ წყაროზე დაყრდნობით ლონდონიდან იუწყებიან, რომ ბორის ჯონსონმა კონსერვატორული პარტიის წევრს, თემთა პალატის დეპუტატს, გრემ ბრედის უთხრა, რომ ის თანამდებობიდან გადადგება მზარდი ბრაზის ფონზე, რომელიც პარტიის წევრების მიმართ არასწორი მოქცევის გამო მისმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. უფრო ადრე ჯონსონთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა ფაქტობრივად მთელმა კაბინეტმა: თანამდებობიდან გადადგა კაბინეტის 120 -დან 50-ზე მეტი წევრი. 7 ივლისს თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა, მიშელ დოულანმა, რომელიც ამ პოსტზე ორი დღის წინ დაინიშნა. 5 ივლისს ჯონსონის მიერ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნულმა ნადიმ ზაჰავიმ კი, პრემიერს 7 ივლისს მოუწოდა, გადადგეს. ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამი წლის წინ გახდა. შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.
Sky News: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის მთავარი ფავორიტია
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის აშკარა ფავორიტია. ამას YouGov-ის ბოლო გამოკითხვა ადასტურებს, იუწყება Sky News-ი. მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს ლიზ ტრასმა G20-ის შეხვედრა დატოვა და ლონდონში ბრუნდება კონსერვატიული პარტიის წევრების ახალი გამოკითხვის თანახმად, თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ამარცხებს ყველა მთავარ კონკურენტს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასსაც. ბენ უოლესმა, როგორც ბორის ჯონსონის დროს თავდაცვის მინისტრმა, უკრაინისთან მიმართებით, ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერის საკითხში, მთავარი როლი შეასრულა. ამასთან, უოლესმა ბორის ჯონსონის მიმართ, მხარდაჭერა ბოლომდე შეინარჩუნა და კაბინეტის 50-ზე მეტი წევრის მსგავსად, თანამდებობიდან არ გადამდგარა. უოლესმა განაცხადა, რომ მას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.
ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერის თანამდებობას ტოვებს და მისი ახალი ლიდერის არჩევამდე პრემიერ-მინისტრად რჩება. ჯონსონმა განაცხადა, რომ უზომოდ ამაყობს თავისი მიღწევებით, მათ შორის არის Brexit-ის დასრულება, პანდემიის გადალახვა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო ქმედებების დროს გამოჩენილი ლიდერობა. ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა. „ნება მომეცით, ახლავე ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. „ახლა ნათელია, რომ პარტიას ახალი ლიდერი სურს, ქვეყანას კი, ახალი პრემიერ-მინისტრი. შეუპოვრად ვიბრძოდი ბოლო დღეების განმავლობაში და ვრჩებოდი თანამდებობაზე, რადგან ვგრძნობდი, რომ ეს იყო ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მე ვცდილობდი, დამერწმუნებინა ჩემი კოლეგები, რომ ექსცენტრიული იქნებოდა ხელისუფლების შეცვლის გადაწყვეტილება, როდესაც გვაქვს ამხელა მანდატი და როდესაც ეკონომიკური სურათი რთული გვაქვს შიდა და საერთაშორისო დონეზე. ვწუხვარ, რომ ამ კამათში წარმატებას ვერ მივაღწიე და, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულია, რომ ამდენი იდეისა და პროექტის განხილვას ვეღაც შევძლებ. ჩემო მეგობრებო, პოლიტიკაში არავინ არის შეუცვლელი და ჩვენი ბრწყინვალე სისტემა წარმოშობს სხვა ლიდერს, რომელიც თანაბრად მოწოდებულია, წინ წაიყვანოს ეს ქვეყანა ამ რთულ პერიოდში. და, იმ ახალ ლიდერს, სადაც არ უნდა იყოს ის, მე ვეუბნები, რომ მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს - თქვენ და ბრიტანულ საზოგადოებას, ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იგრძნობს შვებას და შესაძლოა, საკმაოდ ბევრიც დარჩეს იმედგაცრუებული. მინდა, უბრალოდ, იცოდეთ, რა სევდიანი ვარ, რომ ვტოვებ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბრიტანულ საზოგადოებას, იმ უდიდესი პრივილეგიისთვის, რომელიც მომანიჭეთ. მინდა, იცოდეთ, რომ ამიერიდან, ვიდრე ახალი პრემიერი აირჩევა, თქვენი ინტერესები იქნება დაცული და ქვეყნის მართვა გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრობა თავისთავად განათლებაა. მე ვიმოგზაურე გაერთიანებული სამეფოს ყველა კუთხეში და ჩვენი სამყაროს ბუნებრივი სილამაზის გარდა, უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, რომლებისც გამოირჩევიან ასეთი უსაზღვრო, ბრიტანული ორიგინალურობით და მზად არიან, ძველი პრობლემები ახლებურად გადაჭრან. ჩვენ ოქროს მომავალი გველის“. Sky News.: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის მთავარი ფავორიტია ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.
ნადჰიმ ზაჰავი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს
ბრიტანეთის ახალი ფინანსთა მინისტრი, ნადჰიმ ზაჰავი, რომელიც ამ თანამდებობაზე გასულ კვირას დაინიშნა, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. Sky News-ის ცნობით, მან ამის შესახებ, დღეს განაცხადა. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება „საზოგადოება, მისი ლიდერების ანარეკლია. მარგარეტ ტეტჩერის დროს კი, რომელსაც მე ვიცნობდი, ბრიტანეთი სავსე იყო უსაზღვრო ოპტიმიზმითა და შესაძლებლობებით. ეს დაიკარგა და ცვლილებებია საჭირო. ქვეყანა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე დგას“, - თქვა ზაჰავმა. მოსალოდნელია, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ზაჰავი, ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს. „Brexit -ის შემდეგ, ჩვენ თავისუფალი ერი ვართ. მოდით, აქედან გამომდინარე, ნუ ვილაპარაკებთ შესაძლებლობებზე, არამედ გამოვიყენოთ ისინი. ბიჭი, რომელიც აქ 11 წლისა ჩამოვიდა და ინგლისურად ერთი სიტყვაც არ იცოდა, შეუძლია ემსახუროს უმაღლეს დონეზე მის უდიდებულესობას და კენჭი იყაროს მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა ზაჰავმა. ზაჰავმა, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე, რიში სუნაკი შეცვალა, რომელიც აპირებს, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციისთვის იბრძოლოს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა.
ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე კენჭს იყრის. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება. ნადჰიმ ზაჰავი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ტრასმა თქვა, რომ თუ პრემიერ-მინისტრი გახდება, „გადასახადების შემცირებას პირველივე დღიდან დაიწყებს“. „მე გავაუქმებ ეროვნული დაზღვევის გაზრდილ გადასახადს. დავრწმუნდი, რომ ვინარჩუნებთ კონკურენტულ კორპორატიულ გადასახადს, რათა მოვიზიდოთ ბიზნესი და ინვესტიციები დიდ ბრიტანეთში. მე ვაპირებ კერძო სექტორს უფრო სწრაფად გაზარდოს, ვიდრე საჯარო სექტორი, გრძელვადიანი გეგმით. ჩემი მიზანია შევამციროთ სახელმწიფო ხარჯები და საგადასახადო ტვირთი“, - განაცხადა მან. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება 46 წლის ტრასს დიდი ხანია ასახელებენ ჯონსონის პოტენციურ მემკვიდრედ. მისი პოპულარობა, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის გამოკითხვამაც აჩვენა. ტრასი 2010 წლიდან დეპუტატია. ის მუშაობდა დევიდ კამერონის, ტერეზა მეის და ჯონსონის მთავრობებში. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა.
ბრიტანელ პოლ არის გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთმა უნდა აიღოს - ლიზ ტრასი
„ბრიტანელი მოხალისის, პოლ არის გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთმა უნდა აიღოს. რუსეთის ელჩი ლონდონში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა. „რუსეთის მთავრობა და მისი მარიონეტები აგრძელებენ სისასტიკეს. პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“, - განაცხადა ტრასმა. უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე, პოლ არი დაიღუპა. 45 წლის კაცი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ომში დაქირავებულ ჯარისკაცად მონაწილეობის ბრალდებით აპრილში დააკავეს. პოლ არი კიდევ ერთ მოქალაქე, დილან ჰილისთან ერთად, 25 აპრილს დააკავეს, როდესაც ჰუმანიტარული მისიით რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ზაპოროჟიეში შესვლას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქალაქში ჩარჩენილი ქალისა და მისი ოჯახის სამშვიდობო ტერიტორიაზე გამოყვანა სურდათ. ორგანიზაცია Presidium Network-ის განცხადებით, რომელიც დაკავებულის ოჯახს დახმარებას უწევდა, პოლ არის გარდაცვალების ცნობა ოჯახს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. მანამდე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტმა ომბუდსმენმა, დარია მოროზოვამ განაცხადა, რომ პოლ არი ტყვეობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სტრესის გამო, 10 ივლისს დაიღუპა. მისი თქმით, პოლ არის დიაბეტი ჰქონდა და სუნთქვის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებდა.
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მომავალი ლიდერის კენჭისყრის მესამე ტური, ოთხმა პრეტენდენტმა გადალახა
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მომავალი ლიდერის კენჭისყრის მესამე ტურის შედეგების მიხედვით, არჩევნების ბოლო ტურში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი მიიღებს. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება 1922 წლის საპროცესო კომიტეტის ხელმძღვანელის, სერ გრეჰემ ბრედის თქმით, კენჭისყრაში კონსერვატიული პარტიის 387 დეპუტატმა ხმა მისცა შესაძლო 388-დან. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, არჩევნების შემდეგ ტურში გადავიდნენ: თანასწორობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილი მინისტრი კამი ბადენოჩი (58 ხმა); სავაჭრო პოლიტიკის უმცროსი მინისტრი პენი მორდაუნტი (82); ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი (115); საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი (71). თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა შერჩეული კომიტეტის თავმჯდომარემ ტომ ტუგენდატმა ყველაზე ნაკლები - 31 ხმა მიიღო და რბოლას გამოეთიშა. კენჭისყრის მეოთხე ტური სამშაბათს 17:00 საათზე გაიმართება. რომლის დროსაც ორი ფინალისტი შეირჩევა. ხუთშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტი შესვენებას აცხადებს. ამ დროის განმავლობაში, კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფოსტით კენჭს უყრიან ახალი ლიდერის არჩევას. შედეგი 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა.
ბრიტანეთი რუსეთიდან ოქროს იმპორტს კრძალავს, უარს ამბობს ნახშირსა და ნავთობზეც
ბრიტანეთში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის შესაბამისი ცვლილება 21 ივლისს შევიდა. ბრიტანეთი რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირისა და ოქროს ნაწარმის იმპორტს, ასევე ამ საქონლის პირდაპირ თუ ირიბად შეძენასა და მიწოდებას კრძალავს. რუსული ოქროს იმპორტზე აკრძალვა ძალაში 21 ივლისს შევიდა. რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი 2022 წლის 10 აგვისტოდან, ხოლო ნავთობის იმპორტი 2022 წლის 31 დეკემბრიდან იკრძალება. შეგახსენებთ, რომ გერმანია რუსული ნახშირის ყიდვას 1-ელი აგვისტოდან, ხოლო რუსული ნავთობის ყიდვას 31 დეკემბერს სრულად შეწყვეტს. ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა
ბრიტანეთი უკრაინას ათობით ჰაუბიცას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, დრონებსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის
ბრიტანეთი უახლოეს კვირაში უკრაინას ათობით არტილერიის დანადგარს, ასამდე უპილოტო საფრენ აპარატს და 1600 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინული მედია, ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს. დმიტრო კულება: ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ როგორც აღინიშნა, ახალი აღჭურვილობის მიწოდება მნიშვნელოვნად გაზრდის ბრიტანეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბორის ჯონსონის ბოლო გამოსვლა პარლამენტში: მხარი დაუჭირეთ უკრაინას ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: ევროკავშირის რეგულაციები ჩვენს ბიზნესს ხელს უშლის - ევროკავშირის მოძველებულ ჩარჩოებზე უარი უნდა ვთქვათ
"ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს - უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ლიზ ტრასიმ განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს გააუქმებს. „ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს. დაუნინგ სთრითზე გამოვიყენებ შანსს, უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე და გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რაც წინ გვაქვს. 2023 წლისთვის გავაუქმებ ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს, თუ პრემიერ-მინისტრი გავხდები “, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ამასთან, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ თავს მეამბოხე უწოდა - "ქვეყნის პოლიტიკის ცვლილება მსურს", - განაცხადა ტრასიმ.
ბრიტანეთი რუსეთის ყოველი სარაკეტო იერიშის შემდეგ, უკრაინას დახმარებას გაუზრდის - ლიზ ტრასი
გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის რუსეთის მიერ განხორციელებული ყოველი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დახმარებას გაზრდის - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლიზ ტრასმა სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა დარჩება „ჩვენ უკვე გამოვყავით 4 მილიარდ ფუნტზე მეტი სხვადასხვა სახის დახმარებისთვის და ვმუშაობთ ერთობლივად G7-ის პარტნიორებთან, რათა შემოვიღოთ რუსეთის წინააღმდეგ მეტად ძლიერი სანქციები, გავზარდოთ კოლექტიური წნეხი ომის პუტინისტურ მანქანაზე და გავზარდოთ კოლექტიური დახმარება უკრაინისთვის“, - განაცხადა ლიზ ტრასმა. მისი თქმით, აგრესორი უნდა დამარცხდეს. „სწორედ ამიტომ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს განდევნონ რუსები თავისი ქვეყნიდან. დიდი ბრიტანეთი მას უწევს სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას ჯავშანმანქანებიდან დაწყებული უპილოტო საფრენი აპარატებით დამთავრებული, ჩვენ ვეხმარებით უკრაინელი სამხედროების მომზადებაში ბრიტანეთის ტერიტორიაზე, შემოვიღეთ სანქციები ათასზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ და ასზე მეტი საწარმოს წინააღმდეგ. ეს მკაცრი მოქმედებები მიმართულია პრეზიდენტ ზელენსკის გაძლიერებისკენ. არავინ არ შეიძლება თავი უსაფრთხოდ იგრძნოს იქამდე, ვიდრე რუსეთი უკან არ დაიხევს, ჩვენ ხომ არ შეიძლება დავუშვათ მსგავსი აგრესია მომავალშიც. სწორედ ამისკენ იქნება მიმართული გაერთიანებული სამეფოს მუშაობა“, - განაცხადა ლიზ ტრასმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბრიტანეთმა უკრაინას 6 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Stormer HVM გადასცა
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ბრიტანეთმა უკრაინას 6 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Stormer HVM გადასცა. საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე უკრაინაშია. Stormer HVM – ეს არის ახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც რაკეტებისთვის განკუთვნილი 8 კონტეინერი აქვს და რომელსაც ბრიტანეთის არმია 1997 წლიდან იყენებს. Stormer-ი დაბალ სიმაღლეზე მყოფი ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების გასანადგურებლადაა შექმნილი, მის სახურავზე კი განთავსებულია გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც განსაზღვრავს საჰაერო საფრთხეს, მტრის სამიზნეებსა და პრიორიტეტებს. კომპლექსის სიჩქარე საათში 80 კილომეტრია და მას 3 კაციანი ეკიპაჟი სჭირდება.
ბრიტანეთმა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ბრიტანეთმა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციების სია გააფართოვა. მედია: საფრანგეთმა რუსი ოლიგარქების ქონებაზე გამოძიება დაიწყო სანქცირებულთა სიაში რუსეთის კიდევ 41 მოქალაქე მოხვდა, რომელთაც ბრიტანეთში შესვლა აეკრძალათ, ხოლო მათი აქტივები დაყადაღდება. სანქცირებულთა სიაშია რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებთან ერთად იუსტიციის მინისტრი კონსტანტინ ჩუიჩენკო, ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვის ნათესავები და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ვიტალი ხოცენკო, ასევე ე.წ. ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოადგილე ვლადისლავ კუზნეცოვი და სევასტოპოლის გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი. მანამდე, საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის, (ოლიგარქების) იმ ქონების წარმომავლობის შესწავლა დაიწყო, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
რუსულ ქვანახშირზე ბრიტანეთისა და ევროკავშირის ემბარგო ამოქმედდა
ევროკავშირი და ბრიტანეთი 10 აგვისტოდან რუსული ქვანახშირის იმპორტს აჩერებენ. რუსულ ქვანახშირზე ემბარგოს გადაწყვეტილება ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციების მეხუთე პაკეტში დაამტკიცა. გადაწყვეტილების თანახმად, დღეიდან იკრძალება რუსული ქვანახშირის შესყიდვა, იმპორტი და სხვა მყარი მადნების გადატანა ევროკავშირში, რომელიც სათბობად გამოიყენება. ნახშირზე ევროპული ემბარგოს დაწესების შედეგად რუსეთი წელიწადში დაახლოებით 8 მილიარდი ევროს შემოსავლის დაკარგვას. ემბარგო ასევე გავლენას ნახშირის იმპორტის მეოთხედზე მოახდენს.
ბორის ჯონსონის რეზიდენცია, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის ლურჯი და ყვითელი ყვავილებით გააფორმეს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია უკრაინის დამოუკიდებლობის დღის პატივისცემის ნიშნად, ლურჯი და ყვითელი ყვავილების ინსტალაციითაა მორთული. დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს, ფლორისტებმა დაუნინგ სტრიტის 10-ის შესასვლელი, სადაც ბრიტანეთის პრემიერის ოფიციალური რეზიდენციაა განთავსებული, ყვავილებით დაამშვენეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ არამხოლოდ გვჯერა, არამედ მოწმენი ვართ, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა აქვს 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს
ბრიტანეთში უნიკალური ტყუპები დაიბადნენ
დიდ ბრიტანეთში, 29 წლის შანტელ ბროტონმა უნიკალური ტყუპები გააჩინა, რომელთაც განსხვავებული ფერის კანი აქვთ. ბიჭს ეონი დაარქვეს, გოგონას აზირა. ისინი მიმდინარე წლის აპრილში დაიბადნენ. ბროტონის თქმით, დაბადებისთანავე ბავშვები ერთნაირად გამოიყურებოდნენ, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ აზირა ძმაზე ბევრად მუქი გახდა. ახლა ბავშვების გარეგნობა შესამჩნევად განსხვავებულია. ბიჭს ღია კანი და მწვანე თვალები აქვს, გოგონას კი მუქი კანი და ყავისფერი თვალები. უნიკალური ტყუპების დედა შერეული რასის წარმომადგენელია. მისი დედის ბაბუა ნიგერიიდან იყო. ამასთან, ტყუპების მამის წინაპრები შოტლანდიური და იამაიკური წარმოშობის არიან.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 6 წყალქვეშა დრონს გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 6 წყალქვეშა დრონს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცეელებს. "უკრაინას ექვს წყალქვეშა თვითმფრინავს გადავცემთ, რათა დავეხმაროთ და სანაპირო ზოლის ნაღმებისგან გაიწმინდოს. ასევე, მარცვლეულის ტრანსპორტირება უფრო უსაფრთხო გახდეს", - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უფიხიალურმა წარმომადგენელმა. ამასთან, გაერთიანებული სამეფო სპეციალურ წვრთნებს ჩაუტარებს უკრაინის საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობის ათობით წევრს იმისთვის, რომ მათ დრონების გამოყენება შეძლონ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბრიტანეთის ყველაზე დიდმა სამხედრო ხომალდმა, სამხრეთ სანაპიროსთან მართვა დაკარგა
ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდმა HMS Prince of Wales-მა აშშ-ში გამგზავრებიდან მალევე, სამხრეთ სანაპიროსთან მართვა დაკარგა. ბრიტანული ხომალდი, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, სამხედრო მისიის ფარგლებში მიემართებოდა. სამხედრო ხომალდის გაჩერების მიზეზი, ტექნიკური პრობლემები გახდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუბარია მარჯვენა პროპელერის ლილვის დაზიანებაზე. სამხედრო ხომალდი ამჟამად კუნძულ უაითის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. HMS Prince of Wales -ი გადაზიდვების სიმძლავრით, სამეფო საზღვაო ძალების ორი ავიამზიდიდან, მეორეა. ხომალდის ღირებულება 3 მილიარდი ფუნტია.
რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულ მიზანებს ვერ მიაღწია და 25 000 ჯარისკაცი დაკარგა - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, ორშაბათს თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი „განაგრძობს უკრაინაში ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვას" და ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. მისი შეფასებით, უკრაინაში დღემდე 25 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. „თუ გავითვალისწინებთ დაღუპულებს, დატყვევებულებს, ასევე ათიათასობით დეზერტირს, დაჭრილებთან ერთად 80 000-ზე მეტია“, - თქვა უოლესმა. მან დასძინა, რომ „ეს მუდმივ გავლენას მოახდენს რუსეთის არმიაზე და შემდგომ მის საბრძოლო ეფექტურობაზე. რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს“. ბენ უოლესმა ვლადიმერ პუტინი შეადარა „ნარკომომხმარებელს", რომელმაც ევროპის ქვეყნები გაზზე „შესვა“ და ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით კონტინენტზე ერთიანობისკენ მოუწოდა.
ბრიტანეთის დაზვერვა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიზნებს ასახელებს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის გეგმებზე სამხედრო დაზვერვის ანალიზს აქვეყნებს. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, „ავდიევკა (დონეცკის მახლობლად) და ბახმუტი (60 კმ ჩრდილოეთით) დონბასში რუსეთის შეტევის მთავარ მიმართულებად რჩება. აქ რუსი სამხედროები ყველაზე წარმატებულები არიან, მაგრამ მაინც მიიწევენ წინ, კვირაში არაუმეტეს 1 კმ-ით (ბახმუტისკენ)“, - ნათქვამია მოხსენებაში. დონბასში ოპერაციის პოლიტიკური მიზანია დონეცკის მთელი რეგიონის აღება, რაც საშუალებას მისცემს კრემლს „დონბასის გათავისუფლების შესახებ“ გამოაცხადოს, მიიჩნევენ მოხსენების ავტორები. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ „რუსეთის ძალებმა არაერთხელ დაარღვიეს ამ მიზნის მიღწევის ვადები“. „პირველ სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსეთის ჯარი დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან 15 სექტემბრამდე უნდა მისულიყო“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. ბრიტანეთის დაქვერვის ექსპერტები ამ მიზნის მიღწევას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ. მათი პროგნოზით, რუსეთის გეგმები რეფერენდუმის ჩატარებისა და ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ, კიდევ უფრო გართულდება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე ორი წლით მორატორიუმი გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა გამოაცხადა, რომ ოქტომბრიდან შინამეურნეობები გაზსა და ელექტროენერგიაში წელიწადში, არაუმეტეს 2500 ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში, ლიზ ტრასმა პირველი ხმაურიანი განცხადება უკვე გააკეთა, როცა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე ორი წლით მორატორიუმი გამოაცხადა. მისი თქმით, ზღვრული გადასახადები ელექტროენერგიასა და გაზზე ბრიტანეთში, ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. შედეგად შინამეურნეობები ინგლისში, უელსში და შოტლანდიაში წელიწადში 1000 ფუნტს დაზოგავენ. ასეთივე მხარდაჭერა გავრცელდება ჩრდილოეთ ირლანდიაზე, სადაც დამოუკიდებელი ენერგობაზარი ფუნქციონირებს. „უნდა ვიყოთ თამამები. ჩვენ შევეჯახეთ გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს და უფასო ვარიანტები არ გვაქვს“, - განაცხადა ტრასმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.
დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვის თარიღი, ბუკინგემის სასახლეში გამოცხადდა
დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის დაკრძალვის თარიღი, ბუკინგემის სასახლეში გამოცხადდა - დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში 19 სექტემბერს გაიმართება. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დედოფლის ცხედარის ლონდონში გადასვენების პროცესს მისი ქალიშვილი, პრინცესა ანა დაესწრება. ეს დღე ყველა ბრიტანელისთვის დასვენების დღედ გამოცხადდება. ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
BBC: ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვაზე რუსეთი, ბელორუსი და მიანმარი არ მიიწვიეს
ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაკრძალვაზე რუსეთის, ბელორუსისა და მიანმარის წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეული. ამის შესახებ BBC ბრიტანეთის მთავრობის წყაროებიზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, დედოფლის დაკრძალვაზე ირანის რესპუბლიკა მხოლოდ ელჩების დონეზე იქნება წარმოდგენილი. მოსალოდნელია, რომ მონარქთან გამოსამშვიდობებლად, ბრიტანეთში მთელი მსოფლიოდან 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი ჩავა. მოახლოებულ დაკრძალვას ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ყველაზე დიდ დიპლომატიურ შეკრებას უწოდებენ. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკრძალვაზე მოწვეულ სტუმრებს ურჩევენ არ ისარგებლონ კერძო ტრანსპორტით - ისინი გადაადგილდებიან სპეციალური ავტობუსებით. გამონაკლისი იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. სახელმწიფოს მეთაურებს დაკრძალვაზე კიდევ ერთი ადამიანის წაყვანის უფლება აქვთ.
ოლენა ზელენსკა და დენის შმიგალი ჩარლზ III-ს შეხვდნენ
უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს შეხვდნენ. ინფორმაციას შმიგალი პირად Telegram - გვერდზე ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა და პირველმა ლედიმ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის დიდ ბრიტანეთსa და პირადად მეფეს მადლობა გადაუხადეს. „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მომავალში უკრაინელი ხალხი სიამოვნებით მიიღებს მეფე ჩარლზ III-ს ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში”, - წერს პრემიერ-მინისტრი.
ლიზ ტრასმა დაასახელა დახმარების მოცულობა, რომელსაც ბრიტანეთი უკრაინას 2023 წელს გამოუყოფს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა დაასახელა დახმარების მოცულობა, რომელსაც ბრიტანეთი უკრაინას 2023 წელს გამოუყოფს. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად მინიმუმ £2.3 მილიარდს გაიღებს. დიდი ბრიტანეთი 2023 წელს კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს - ლიზ ტრასი როგორც ბრიტანეის პრემიერმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნა, 2022 წელს ბრიტანეთმა უკრაინას £2.3 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწია, მომავალ წელს კი ეს თანხა გაიზრდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის გამარჯვება შთამაგონებელი იყო. „ეს მამაცი ხალხი აჩვენებს, რისი გაკეთება შეუძლიათ, როდესაც ისინი სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებენ", - განაცხადა ტრასმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დახმარების ტემპი ჩვენი სამხედროების მოძრაობის ტემპს უნდა შეესაბამებოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უნდა შეჩერდეს, სანამ გვიანი არ არის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შესყიდვაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Bloomberg
დიდი ბრიტანეთი მზადაა, თხევადი ბუნებრივი აირი ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეისყიდოს და ამ მიზნით მომწოდებლებთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. მთავრობის ენერგომომარაგების სამუშაო ჯგუფი ეძებს შეთავაზებებს LNG ექსპორტიორებისგან, რათა ინფორმაცია შიდა მყიდველებს მიაწოდოს. სავარაუდო ხელშეკრულებების ხანგრძლივობა 20 წელია. „დიდი ბრიტანეთის მოთხოვნები თხევად გაზზე მაშინ გაჩნდა, როდესაც სხვა ევროპული ქვეყნები, ყველაზე ცივ თვეებში გაზის მარაგისა და გრძელვადიან პერსპექტივაში საწვავის წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობენ. მაგრამ გერმანიის მსგავსი ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთი არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, პირიქით, ეყრდნობა საკუთარ წარმოებას. ამასთან, ბრიტანეთი თხევად გაზს ნორვეგიისგან წყალქვეშა მილსადენებით იღებს“, - წერს Bloomberg.
ჯეიმს კლევერლი: ბრიტანეთი უკრაინას დაეხმარება, ვიდრე ბოლო რუსულ ტანკს უკრაინული ტრაქტორით არ გაიტანენ
ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში, ვიდრე კიევი არ გაიმარჯვებს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელებს ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე, შეუძლიათ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. „ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ მანამ, ვიდრე ბოლო რუსულ ტანკს ბრძოლის ველიდან უკრაინული ტრაქტორი არ გაათრევს“, - თქვა კლერლიმ. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად სტრატეგიული გამძლეობაა საჭირო. „იმიტომ, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ყველა პოტენციურ აგრესორი მიიღებს შეტყობინებას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მყიფეა. ჩვენ არ უნდა გავუგზავნოთ ეს გზავნილი მსოფლიოს”, - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს მიმართა: „და თუ თქვენ უსმენთ ამ გამოსვლას, ბატონო პუტინ თუ ბატონო ლავროვ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა ან ყირიმის ანექსიას“, - დასძინა მან.
რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო გამარჯვება, რაზეც მათი პროპაგანდისტული მანქანა ლაპარაკობდა, შორსაა. რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯერემი ფლემინგმა განაცხადა. კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს „რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო გამარჯვება, რაზეც მათი პროპაგანდისტული მანქანა ლაპარაკობდა, შორს არის და აშკარაა, რომ უკრაინის გაბედულმა ქმედებებმა ბრძოლის ველზე და კიბერსივრცეში სიტუაცია შეცვალა“, – განაცხადა ჯერემი ფლემინგმა. უკრაინის შეიარაღებული ძალები: ჩვენმა საჰაერო ძალებმა, მოწინააღმდეგის 4 რაკეტა ჩამოაგდეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
The Guardian: ბრიტანეთი თავდაცვის მინისტრს „დაკარგავს“, თუ თავდაცვის ხარჯები არ გაიზრდება
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა და მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ ჯეიმს ჰიპიმ განაცხადეს, რომ ისინი თანამდებობებს იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, წინასაარჩევნო დაპირებას არ შეასრულებს და 2030 წლისთვის თავდაცვისთვის მშპ-ს 3%-ს არ დახარჯავს. ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა ამის შესახებ The Guardian წერს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ „მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და მოკავშირეების ვალდებულებები აჩვენებს, რომ თავდაცვა არ არის „დისკრეციული“ ხარჯვა, არამედ პრიორიტეტია. დიდი ბრიტანეთი 2023 წელს კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს - ლიზ ტრასი უოლესი მუშაობს განახლებული ხარჯვის გეგმაზე, რომლის თანახადაც ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2026 წლისთვის - მშპ-ს 2.1%-დან 2.5%-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 2026 წლისთვის და 3%-მდე, რაც დაახლოებით, წელიწადში 100 მილიარდ ფუნტს შეადგენს. თავის მხრივ, უმცროსმა სახელმწიფო მდივანმა შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საკითხებში ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ისიც დატოვებს, თუ ტრასის დაპირება არ შესრულდება.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სუელა ბრავერმანმა თანამდებობა დატოვა. ბრავერმანი ამ თანამდებობაზე 43 დღის წინ დაინიშნა. „ღრმა სინანულით გადავწყვიტე, თანამდებობის დატოვება“, - აცხადებს ბრავერმანი. მან განმარტა, რომ კოლეგას პირადი ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა დოკუმენტი, რაც მთავრობაში მუშაობის წესების დარღვევაა. შსს-ს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად სწორედ ამ შეცდომას ასახელებს. ბორის ჯონსონის პრემიერობის დროს ბრავერმანი გენერალურ პროკურორად მუშაობდა. სუელა ბრავერმანმა შს მინისტრის თანამდებობაზე 43 დღე იმუშავა, სულ რაღაც ხუთი დღით მეტი, ვიდრე ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კვაზი კვარტენგმა. მედიის ცნობით, დიდი ალბათობით, შს მინისტრის პოსტს გრანტ ჩაპი დაიკავებს.
The Times: კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში, შესაძლოა, ბორის ჯონსონმა მიიღოს მონაწილეობა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გეგმავს, რომ ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, „კონსერვატიული პარტიის“ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. როგორც ჩანს, ჯონსონს, ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე დაბრუნება სურს. ამის შესახებ The Times-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც The Times-მა აღნიშნა, კონსერვატიული პარტიის რამდენიმე წევრი უკვე ვარაუდობს, რომ ჯონსონმა უნდა შეცვალოს ტრასი. YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 17-18 ოქტომბერს (ლიზ ტრასის გადადგომამდე) ჩატარდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლიდერობს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
ბენ უოლესი: რუსულმა გამანადგურებელმა შავ ზღვაში, ჩვენი თვითმფრინავის მახლობლად რაკეტა ისროლა
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა პარლამენტს განუცხადა, რომ რუსულმა სუ-27 გამანადგურებელმა ბრიტანულ Boeing RC-135-ის სადაზვერვო თვითმფრინავთან ახლოს რაკეტა გაისროლა, რომელიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შავი ზღვის რეგიონში დაფრინავდა. უოლესის თქმით, ინციდენტი 29 სექტემბერს მოხდა. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა პარლამენტარებს განუცხადა, რომ მომხდარი არ განიხილება, როგორც მიზანმიმართული ესკალაცია. „ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ესაა რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ ესკალაცია. ჩვენმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს იყო ტექნიკური მარცხი", - თქვა უოლესმა. ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა დროებით შეაჩერა თვითმფრინავების ფრენები რეგიონში და შეშფოთება გამოუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის პირადად სერგეი შოიგუს. უოლესის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპასუხა, რომ რაკეტა ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ისროლეს. „რუსეთის თავდაცვის მინისტრის პასუხში, რომელიც 10 ოქტომბერს მიიღეს, ნათქვამია, რომ მათ ჩაატარეს გამოძიება ინციდენტის გარემოებების შესახებ და განაცხადეს, რომ იყო სუ-27 გამანადგურებლის ტექნიკური გაუმართაობა. მათ ასევე აღიარეს, რომ ინციდენტი მოხდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში“, - განაცხადა უოლესმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით განცხადებები არ გაუკეთებია.
ლიზ ტრასმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა ტრასმა თქვა, რომ მან გადადგომის შესახებ უკვე აცნობა მეფე ჩარლზ III-ს. მისი თქმით, ახლა „კონსერვატიული პარტია“ ლიდერის ახალ არჩევნებს გამართავს, რომელიც მთავრობას უხელმძღვანელებს. ბრიტანული მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრი მწვავე კრიტიკის ქვეშ იყო მისი საგადასახადო ინიციატივების გამო და იძულებული გახდა, შეეცვალა ფინანსთა მინისტრი. ამასთან, გააუქმა გამოცხადებული საბიჯეტო გეგმები. „კონსერვატორთა“ პოპულარობა ბოლო კვირებში ბრიტანეთში სოციოლოგიური კვლევის ისტორიაში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ტრასი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად და პრემიერ-მინისტრად ხუთი კვირის წინ აირჩიეს.
დიდი ბრიტანეთი, 2023 წლიდან რუსეთისგან თხევად გაზს აღარ იყიდის
დიდი ბრიტანეთი 2023 წლის პირველი იანვრიდან, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტს შეაჩერებს. ამის შესახებ Twitter-ზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თანამეგობრობის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „2023 წლის პირველი იანვრიდან, დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეაჩერებს. ჩვენ პუტინს წავართმევთ საშუალებებს მისი უკანონო ომისთვის“, - აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ეკონომიკისთვის კრიტიკულად საჭირო, თითქმის 700 დასახელების საქონლის ექსპორტი შეაჩერა.
ბრიტანეთმა უკრაინის არმიას 195 000 ზამთრის ფორმა გადასცა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 195 000-ზე მეტი ზამთრის ფორმა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. კომპლექტში შედის ზამთრის ფორმა, ასევე პირველადი დახმარებისა და ქიმიური ან ბირთვული თავდასხმისგან დაცვის ნაკრები. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ფორმა იმ უკრაინელ ახალწვეულებს გადაეცათ, რომლებმაც სწავლება ბრიტანეთის სასწავლო პოლიგონზე უკვე დაასრულეს . ლონდონი 19 ათას უკრაინელ ჯარისკაცს წვრთნის, მათგან ცხრა ათასმა სწავლება უკვე გაიარა.
ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერების თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ დაშინება არ გაუვა
Sky News-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და მის პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავეცკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სუნაკი და მორავეცკი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით მკაფიო სიგნალები არ უნდა შეწყდეს, რომ „დაშინება არ გაუვა“. გარდა ამისა, სუნაკმა და მორავეცკიმ ისაუბრეს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. საუბარი ასევე შეეხო ბელორუსში არსებულ ვითარებას. კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „მჭიდროდ ადევნებს თვალს მოვლენებს“. „ბელორუსში არსებული ვითარების განხილვისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და მხარს უჭერს პოლონეთს რუსული აგრესიის ფონზე“, - იტყობინება დაუნინგ სტრიტი.
Reuters: აშშ და ბრიტანეთი თხევადი გაზის ექსპორტზე შეთანხმდნენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, აშშ-სთან გაზის მთავარი შეთანხმების გამოცხადებისთვის ემზადება. დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შესყიდვაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Bloomberg აშშ-სა და ბრიტანეთს შორის, მოლაპარაკებები „ენერგეტიკული უსაფრთხოების პარტნიორობაზე“ დასკვნით ეტაპებზეა. Reuters-ის ცნობით, აშშ, დიდ ბრიტანეთში მომდევნო წლის განმავლობაში მილიარდობით კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის გაყიდვას გეგმავს. ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შეთანხმების შესახებ გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე სამიტის შემდეგ გამოაცხადებს. თავის მხრივ, ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ აშშ-სგან მომავალ წელს, დაახლოებით, 10 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის თხევად ბუნებრივ გაზს მიიღებს.
ბრიტანეთმა უკრაინას, კიდევ 1000 საზენიტო რაკეტა გადასცა
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის, ათასამდე საზენიტო რაკეტის გადაცემის პროცესს მალე დაასრულებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განაცხადა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, თუ რომელი ტიპის რაკეტები გადასცა უკრაინას. ამ დრომდე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამ აღჭურვილობით თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების განეიტრალებაა შესაძლებელი, რაც უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება. ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ ოქტომბრის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ უკრაინისთვის საზენიტო რაკეტების გადაცემას გეგმავდა.
ბენ უოლესი: ბრიტანეთი ზამთრის პერიოდში უკრაინის დახმარებას გააძლიერებს
ბრიტანეთი უკრაინის არმიისთვის, ზამთარში დახმარებას გაზრდის. ბრიტანეთმა უკრაინას, კიდევ 1000 საზენიტო რაკეტა გადასცა ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა Reuters-ს განუცხადა. დღეს უოლესი, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად, ეწვია ლიდის სამხედრო ბანაკს კენტში, სადაც უკრაინელი სამხედროებს Interflex-ის პროგრამის ფარგლებში წვრთნიან. მანამდე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას, უკიდურესი ყინვების პირობებისთვის დამატებით მიაწვდის 12 ათას საძილე კომპლექტს მიაწვდის.
მედია: ბრიტანეთი და ევროკავშირი, G20-ის სამიტზე ლავროვის გამოსვლას ბოიკოტს გამოუცხადებენ
დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამოსვლებს G20-ის სამიტზე ბოიკოტი გამოუცხადონ და მოკავშირეებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებენ. პესკოვი: პუტინი G20-ის სამიტს არც ონლაინ რეჟიმში დაესწრება ამის შესახებ The Telegraph-ს ლონდონში და ბრიუსელში ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს. ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს „ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ პარტნიორებთან, რათა დავადგინოთ, რას ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ყველა ამ დანაშაულზე, სისასტიკესა და უკანონო ქმედებებზე,” - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით. The Telegraph-ის ცნობით, ბრიტანელი და ევროპელი დიპლომატები ბოიკოტს გამოუცხადებენ ლავროვის გამოსვლებს G20-ის სამიტზე და თავს აარიდებენ მასთან შეხვედრას. „ლავროვი გაიგებს, რამდენად იზოლირებულია რუსეთი", - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი ინდონეზიაში, ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება.
დიდი ბრიტანეთი, უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს $5,8 მილიონს გამოუყოფს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ დღეს, უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდისთვის, დაფინანსების პირველი ტრანშის გამოყოფის შესახებ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კლევერლიმ, დღეს, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრთან ჰერმან გალუშჩენკოსთან და ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნოს დირექტორის მოადგილესთან დირკ ბუშლესთან შეთანხმება გააფორმა. ლონდონის მიერ გამოყოფილი 10 მილიონიდან უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში, პირველი 5 მილიონი ფუნტი (5,8 მილიონი აშშ დოლარი) გადაირიცხება. „ეს ფინანსური მხარდაჭერა, რუსული თავდასხმების ფონზე, ხელს შეუწყობს კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებას, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ოჯახებისთვისა და ობიექტებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია
ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა დღეს აღიარა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია. ბრიტანეთის ეკონომიკა მომავალ წელს 1,4%-ით შემცირდება. ჰანტმა განმარტა, რომ ეკონომიკაზე გავლენას ახდენს გლობალური ფაქტორები, კერძოდ, უკრაინის ომი, რასაც ენერგორესურსებსა და სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი ნაკლებად იყო მზად იყო ასეთ შოკებთან გამკლავებისთვის, ვიდრე მისი ზოგიერთი კონკურენტი. მთავრობა პროგნოზირებს, რომ დიდ ბრიტანეთს ექნება შედარებით ზედაპირული, მაგრამ გაჭიანურებული რეცესია, რაც გავლენას მოახდენს ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ ინგლისის ბანკის ინდივიდუალური პროგნოზები ახდება, უმუშევრობის დონემ შესაძლოა, 6,5%-ს მიაღწიოს და სამუშაოს გარეშე კიდევ მილიონი ადამიანი დარჩეს.
რიში სუნაკი: ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის ახალ პაკეტს გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას, სამხედრო საჰაერო თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც 120 სპეციალურ საზენიტო იარაღსა და ჰაერსაწინააღმდეგო აღჭურვილობას მოიცავს. რიში სუნაკი კიევში ჩავიდა ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. სუნაკის თქმით, ის ამაყობს, რომ დიდი ბრიტანეთი ომის დაწყებიდან უკრაინის გვერდით დგას. „დღეს ჩამოვედი, რომ ვთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს დახმარებას მანამდე ვიდრე უკრაინაში არ დაისადგურებს მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც მას სჭირდება და იმსახურებს“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ბრიტანეთს შეუძლია, უკრაინასა და მთელ ევროპაში მშვიდობის თანაავტორი გახდეს
დიდ ბრიტანეთს შეუძლია, უკრაინასა და მთელ ევროპაში მშვიდობის ერთ-ერთი თანაავტორი გახდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი სამშვიდობო ფორმულის ერთ-ერთი უპირატესობაა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გამოიჩინონ ლიდერობა ამ ფორმულის პუნქტების განხორციელებაში. ჩვენ ვიწვევთ ჩვენს მეგობრებს, რათა დარწმუნონ საკუთარი თავი იმაში, რაშიც ყველაზე ძლიერები არიან. სწორედ ამის საფუძველზე ვამბობ, რომ გაერთიანებული სამეფოს აქვს შესაძლებლობები, უკრაინასა და მთელ ევროპაში მშვიდობის თანაავტორი გახდეს “, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ბრიტანეთი უკრაინას, Sea Kings-ის ტიპის სამ ვერტმფრენს გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვერტმფრენებს პირველად გადასცემს. საუბარია სულ სამ Sea Kings-ის ტიპის ვერტმფრენზე, რომელთაგან პირველი უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, ოსლოში მოკავშირე ქვეყნების კოლეგებთან შეხვედრაზე, სადაც ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შემდგომ სამხედრო მხარდაჭერაზეც განიხილავენ. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში უკრაინელი სპეციალისტები, დიდ ბრიტანეთში, ვერტმფრენების ოპერირებას სწავლობდნენ. ვერტმფრენებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენებენ. უოლესმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთი უკრაინას, დამატებით 10 000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის. Sea King ვერტმფრენებს ადრე ბრიტანეთის საჰაერო ძალები და საზღვაო ძალები იყენებდნენ. ბოლო Sea King-ის ფლოტში გამოყენება ბრიტანეთმა 2018 წლიდან შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ კიევში მისი პირველი ვიზიტისას, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინას, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დაჰპირდა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას, Brimstone 2-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინაში ლაზერული მართვადი რაკეტები Brimstone2 იგზავნება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ხდება ყუთების ჩატვირთვა სამეფო საჰაერო ძალების ტრანსპორტში, რომელიც შემდეგ უკრაინაში იგზავნება. „Brimstone არის ზუსტი მართვადი რაკეტა, რომელიც საჰაერო ხომალდიდან სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად შეიქმნა. თუმცა, უკრაინის სახმელეთო ძალებმა წარმატებით გამოიყენებენ ისეთი სამიზნეების გასანადგურებლად, როგორიცაა ჯავშანტექნიკა და ტანკები", - აღნიშნავს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. შეგახსენებთ, 22 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა Brimstone-ის გაუმჯობესებული მოდელი, ორმაგი დიაპაზონით. უკრაინამ პირველი Brimstone დაახლოებით ექვსი თვის წინ მიიღო.
ოლენა ზელენსკა ბრიტანელებს: შობის დღესასწაულის აღნიშვნისას, უკრაინის ტრაგედია არ დაივიწყოთ
უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აშკატა მურტის მეუღლეს შეხვდა. დღეს BBC Radio 4-თან ინტერვიუში ზელენსკამ თქვა, რომ ომი ახლა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის კი არა, არამედ მსოფლმხედველობის დაპირისპირების გამო მიმდინარეობს. „უკრაინელები მზად არიან გაუძლონ ორი ან სამი წელი." უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა, ომის დროს ცხოვრებისა და გამარჯვების რწმენის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ხალხი დაიღალა ომით, მაგრამ სთხოვა ბრიტანელებს, არ დაივიწყონ უკრაინა საშობაო დღესასწაულებზე. „ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ მოახლოებული საშობაო არდადეგები არ დაგავიწყებთ ჩვენი ტრაგედიას არ დაივიწყებთ და არ შეგუებით ჩვენს ტანჯვას“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.
უკრაინამ და ბრიტანეთმა ციფრული ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ციფრული ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს. რომლის საფუძველზეც, ბრიტანეთი, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, უკრაინის ეკონომიკას, მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ციფრული ვაჭრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ გარემოში, როდესაც სამხედრო ოპერაციები და ინფრასტრუქტურის განადგურება ფიზიკურ ვაჭრობას ბევრად ართულებს. გარდა ამისა, არსებობს კრიტიკული საჭიროება, რომ ადამიანებმა შეძლონ ციფრული იდენტიფიკაციის გადაწყვეტილებების გამოყენება მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის დაკარგვის ან საზღვრის გადაკვეთის მიუხედავად. შესაბამისად, შეთანხმება ასევე განსაზღვრავს დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის ჩარჩოებს ორი ქვეყნის ციფრული საიდენტიფიკაციო სისტემების მიმოწერასთან დაკავშირებით. ციფრული ვაჭრობის ხელშეკრულება მოიცავს ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა თანამედროვე სფეროს - ციფრულ სავაჭრო სისტემებს, მონაცემთა უფასო გაცვლას, მომხმარებელთა დაცვას, ღია ციფრულ ბაზრებს, ფინანსურ მომსახურებას, ტექნიკურ თანამშრომლობას.
ბრიტანეთმა რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ, დღეს სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა და რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორს არკადი გოსტევი, როსტოვის ოლქის ფედერალური პენიტენციური სამსახურის უფროსის დიმიტრი ბეზრუკი. სანქციები ვრცელდება კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის წევრებზე, ათი გუბერნატორსა და რუსეთის ფედერაციის რეგიონების ხელმძღვანელებზე, მათ შორის დაღესტნის, ინგუშეთისა და ყალმუხეთის ლიდერებზე.
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს პარასკევს გამოაცხადებს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დამტკიცება მოითხოვა გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციები რუსეთში ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს დაუწესდებათ. ასევე ბრიტანეთის მთავრობა აპირებს ზომების გამკაცრებას, რათა მათ არსებულ სანქციებს თავი ვერ აარიდონ. ამასთან, ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლების კავშირში არიან კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან. 7 დეკემბერს, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი წარადგინა.
ბრიტანეთის „ფორმულა 1-ის“ გუნდი უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად აუქციონს მართავს
Aston Martin-ის ფორმულა 1-ის გუნდმა (დიდი ბრიტანეთი) რუსული აგრესიით დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აუქციონი მოაწყო. ამის შესახებ RBC-Ukraine ასტონ მარტინის გუნდის ოფიციალურ ვებსაიტზე დაყრდნობით იუწყება. აუქციონზე გამოტანილი ნივთები მოიცავს F-1-ის ოთხგზის ჩემპიონის სებასტიან ფეტელის სარბოლო კოსტუმს და ხელთათმანებს, ცნობილი Aston Martin-ის მანქანის დიაგრამას და მის ნაწილებს. სამახსოვრო ნივთების აუქციონი 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მთელი თანხა გადაირიცხება UNICEF-ს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად. აუქციონის სლოტები განთავსებულია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დიდი ბრიტანეთი უკრაინაში 900 გენერატორსა და ათას ერთეულ ზამთრის ფორმას აგზავნის - თავდაცვის მინისტრი
დიდი ბრიტანეთი უკრაინაში 900 გენერატორსა და ათას ერთეულ ზამთრის ფორმას აგზავნის. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა დღეს, თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მოსალოდნელია, რომ კიდევ 10,000 კომპლექტის (ზამთრის ტანსაცმლის) მიწოდება შობის წინ. ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებამ დაახლოებით 1,23 მილიონი ზამთრის კომპლექტი გადასცა უკრაინას", - აღნიშნა ბენ უოლესმა.
ბრიტანეთის დაზვერვა: ბახმუტში, რუსეთის ქვედანაყოფებს ქუჩის ბრძოლებში ჩართვისთვის კვალიფიკაცია არ ყოფნით
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, ტრადიციულ დილის მოხსენებაში ომის 301-ე დღეს აფასებს და ბახმუტის მიმართულებით რუსული არმიის ქვედანაყოფების პერსპექტივებს განიხილავს, მას შემდეგ რაც რუსეთის ძალები ბახმუტის შემოგარენში პოზიციებზე გამაგრდნენ. ბახმუტის დამცველებმა ზელენსკის აშშ-ის კონგრესისთვის განკუთვნილი დროშა გადასცეს გასული კვირის განმავლობაში, რუსმა სამხედროები და „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები დონეცკის რეგიონში ოდნავ დაწინაურდნენ. „რუსეთის ქვეითი ჯარი, შემორჩენილია ქალაქის აღმოსავლეთ ინდუსტრიულ რაიონებში და დროდადრო ცდილობს საცხოვრებელ უბნებთან მიახლოებას. ქუჩის ბრძოლები გრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა ინტენსიური ბრძოლები ბახმუტის მიმართულებით 2022 წლის ივნისიდან მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ფრონტის ხაზი ძირითადად გადიოდა ღია ტერიტორიებზე ქალაქის აღმოსავლეთ მისადგომებთან. მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივლისში რუსული ძალები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიდამოებში დაწინაურდნენ, ომის დასახლებებში გაჭიანურებული ფართომასშტაბიანი ბრძოლები არ მომხდარა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის ომი მოითხოვს მაღალკვალიფიციურ ქვეითებს და უმცროსი სამეთაურო პერსონალის დიდ პროფესიონალიზმს, ცუდად გაწვრთნილი Wagner PMC მებრძოლები და მობილიზებული რუსული არმიის რეზერვისტები ძნელად უმკლავდებიან ასეთ ამოცანებს“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
დიდი ბრიტანეთის ქარის ელექტროსადგურებმა 2022 წელს, რეკორდული ენერგია გამოიმუშავეს
კომპანია National Grid-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, გაერთიანებული სამეფოს ქარის ელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 74 ტერავატ/ საათი (TWh) ელექტროენერგია. წინა რეკორდი - 68 TWh - 2020 წელს დაფიქსირდა. ბრიტანეთში ქარის ენერგიის წარმოების პირობები ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია ევროპაში: ქარის ტურბინების უმეტესობა დამონტაჟებულია ოფშორში, სადაც ქარი უფრო ძლიერი და სტაბილურია, ვიდრე ხმელეთზე. მომავალ წელს ქვეყანაში მინიმუმ ერთი ოფშორული ქარის ელექტროსადგური დაიწყებს ოპერირებას - 1,1 გვატიანი Seagreen პროექტი, რომელსაც SSE Plc და TotalEnergies SE ახორციელებენ. ქარის ელექტროსადგურის ამუსავება ზაფხულში იგეგმება.
ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 2,3 მლრდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს
2023 წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად 2.3 მლრდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცახდა. „კიდევ 2.3 მლრდ გირვანქა სტერლინგი მომავალ წელს. ამით დავრწმუნდებით, რომ მათ შეიარაღების სისტემები აქვთ, რომლებიც სჭირდებათ, და გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს სხვა მათ ყიდვაში დაეხმარება",- თქვა უოლესმა. მისი თქმით, ბრიტანეთი ყველაფერს აკეთებს რაც შესაძლებელია, რომ უკრაინამ ამ ომში გამარჯვება და რუსული ძალების გაძევება შეძლოს. ამასთან, უოლესმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინას ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს, რათა კიევმა საჰაერო თავდაცვის კოორდინაცია უკეთ შეძლოს.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი სრულად შეაჩერა
პირველი იანვრიდან, დიდმა ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი სრულად შეაჩერა. „ჩვენ ვუკეტავთ პუტინს მისი უკანონო ომის დაფინანსების გზას და მხარს ვუჭერთ ქვეყნებს მთელს მსოფლიოში, საკუთარი დამოკიდებულების შემცირების გზაზე", - წერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის საკუთარ გვერდზე. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრასთან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა, ისევე როგორც სხვა ბევრმა ქვეყანამ, რუსული ენერგიის მოხმარება შეამცირა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ტრანსკასპიურ დერეფანს პრიორიტეტად ასახელებს - სავაჭრო კიმისარი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში
დიდი ბრიტანეთი, ცენტრალურ აზიაში მის ყველაზე პერსპექტიულ პარტნიორებად ყაზახეთსა და უზბეკეთს განიხილავს. ამის შესახებ Trend-ს მისი უდიდებულესობის სავაჭრო კომისარმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში კენან პოლეომ განუცხადა. „ზედამხედველობას ვაწარმოებ სავაჭრო სამუშაოებზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 14 ქვეყანაში. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ სავაჭრო ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და ამ 14 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 44 მილიარდ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. ცენტრალური აზია ჩვენი წარმატების მთავარი ნაწილია. სწორედ ამიტომ ცოტა ხნის წინ ყაზახეთსა და უზბეკეთში მეტი სავაჭრო რესურსის ინვესტიცია განხორციელდა“, - განაცხადა კენან პოლეომ. როგორც სავაჭრო კომისარმა აზერბაიჯანულ მედიასთან აღნიშნა, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამტარუნარიანობის გაზრდა, რომელიც ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო მარშრუტია, დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრიორიტეტია, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის აღმოსავლეთიდან. TITR, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკისთვის, - განაცხადა სავაჭრო კომისარმა. პოლეომ აღნიშნა, რომ საჭიროა ტრანსკასპიური მარშრუტის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა და დიდი ბრიტანეთი მზადაა, უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა, გაციფრულება თუ პორტების შესაძლებლობების გაზრდა, დაფინანსების უზრუნველყოფა, კერძო სექტორის მოზიდვა, რაც ხელს უწყობს რკინიგზის მუშაობის ოპტიმიზაციას.
ლონდონის აეროპორტში პაკეტის შემოწმებისას ურანი აღმოაჩინეს
დიდ ბრიტანეთში, ჰითროუს აეროპორტში შემოწმებისას პაკეტში მცირე რაოდენობით ურანი აღმოაჩინეს. იუწყება Sky News-ი. მეტროპოლიტენის პოლიციამ განაცხადა, რომ მისი კონტრტერორისტული განყოფილება დაუკავშირდა სასაზღვრო ძალების კოლეგებს აეროპორტში მას შემდეგ, რაც 29 დეკემბერს დაბინძურებული მასალა აღმოაჩინეს. მეთაურმა რიჩარდ სმიტმა თქვა, რომ დაბინძურებული მასალის რაოდენობა "ძალიან მცირე იყო" და, ექსპერტების აზრით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების თქმით, არავინ დაუკავებიათ. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ოფიცრები მუშაობენ პარტნიორ უწყებებთან, რათა გამოიძიონ და უზრუნველყონ საზოგადოებისთვის რისკის არარსებობა. ურანი არის ლითონი, რომელიც ბუნებრივად არსებობს დედამიწაზე, მაგრამ საზიანოა ადამიანისთვის, რადგან ის აუცილებელი ბირთვული ელემენტია.
ბრიტანეთი ციფრული ფუნტის პროექტს ავითარებს
ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს ეროვნული კრიპტოვალუტის, ანუ „ციფრული ფუნტის“ შემოღებას. კონსულტაციები უახლოეს კვირებში დაიწყება. ამის შესახებ BBC ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ენდრიუ გრიფიტზე დაყრდნობით იუწყება. გაერთიანებული სამეფო მიზნად ისახავს გახდეს მსოფლიო კრიპტო ჰაბი, - თქვა ენდრიუ გრიფიტმა. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობამ „დიდი გზა გაიარა მასიური სტაბილური ანგარიშების გადახდის რეჟიმისკენ“. Stablecoins არის ციფრული ვალუტა, რომლის ღირებულება დაკავშირებულია „ტრადიციულ“ ვალუტებთან ან აქტივებთან, როგორიცაა ოქრო. „ციფრული ფუნტის კონფიგურაციის შესახებ საჯარო კონსულტაციები უახლოეს კვირებში დაიწყება“, - თქვა გრიფიტმა. მისი თქმით, ციფრული ფუნტი უნდა დაინერგოს ახალი ფინანსური მომსახურებისა და ბაზრის კანონპროექტის შესაბამისად, რომელიც ახლა ბრიტანეთის პარლამენტში განიხილება.
მედია: ბრიტანეთმა უკრაინას შესაძლოა, Apache-ს ტიპის ვერტმფრენები გადასცეს
დიდი ბრიტანეთი, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინას Apache AH64 E ტიპის ვერტმფრენებს გადასცემს. დიდი ბრიტანეთი უკრაინაში Challenger 2-ის ტიპის ტანკებს გაგზავნის - სუნაკი ამის შესახებ მედია ქვეყნის თავდაცვის სექტორში მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ვერტმფრენების გადაცემა მას შემდეგ იგეგმება, რაც უკრაინა „ჩელენჯერ 2-ის“ ტიპის ტანკებს მიიღებს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით, უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ლონდონის გეგმების შესახებ, რომ თითქოს უკრაინას Apache სამხედრო ვერტმფრენები უნდა მიაწოდოს. ამის შესახებ Sky News-ის კორესპონდენტმა დებორა ჰეინსმა Twitter-ზე დაწერა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბენ უოლესი: რუსეთმა ვერ გატეხა უკრაინელი ხალხის ნება
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უოლესმა აღნიშნა, რომ რუსეთმა „ვერ გატეხა უკრაინელი ხალხის ნება“ და „გენერლებისა და მეთაური ოფიცრების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა“. მისივე თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა უნდა „დააჩქარონ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა, რათა ეკონომიკურად და სამხედრო გზით შევინარჩუნოთ ზეწოლა“ ვლადიმირ პუტინზე. დიდი ბრიტანეთი პირველი დასავლური სახელმწიფო გახდება, რომელიც უკრაინას ძირითად საბრძოლო ტანკებს გადასცემს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერი ღვედის გარეშე მგზავრობის გამო დააჯარიმეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს. BBC-ის ცნობით, რიში სუნაკი მოძრავი ავტომობილიდან "ინსტაგრამზე" პირდაპირ რეჟიმში ჩაერთო უსაფრთხოების ღვედის გარეშე. პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა და ფაქტს შეცდომა უწოდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ რიში სუნაკმა, არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და სადებეტო ბარათი, ასევე, როგორ მართოს ეკონომიკა და ბრიტანეთი. ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში ღვედის გამოუყენებლობის გამო მგზავრები 100 ფუნტი სტერლინგით ჯარიმდებიან.
Bloomberg: ბრიტანელი მილიონერები ქვეყანას ტოვებენ
2022 წელს ბრიტანეთიდან 1 000-ზე მეტი მდიდარი ადამიანი წავიდა, ხოლო 2019 წლიდან ქვეყანა 10 000-ზე მეტმა მილიონერმა დატოვა. „დიდი ბრიტანეთიდან მდიდარი ადამიანების გადინება Brexit-ის შემდეგ არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს ფონზე მიმდინარეობს, წერს Bloomberg საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-ის კვლევაზე დაყრდნობით. მთლიანობაში, 2022 წელს ქვეყანა 1 400-მა ადამიანმა დატოვა, რომელთა ქონებაც 1 მილიონი დოლარია. შედარებისთვის, 2019 წელს დიდი ბრიტანეთი დატოვა 2 200 მილიონერმა, 2018 წელს 2 800-მა, ხოლო 2017 წელს 4 200-მა ადამიანმა. გამოცემის ცნობით, პანდემიის დროს მონაცემები არ გამოქვეყნებულა, რადგან მიგრანტების რაოდენობა მცირე იყო.
ბრიტანული Sea King-ის ტიპის ვერტმფრენები უკრაინაშია - ოლექსი რეზნიკოვი
ბრიტანული Sea King-ის ტიპის ვერტმფრენები უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ბენ უოლასს დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ „უკრაინა და ბრიტანეთი ზღვებსა და მიწებს მთელ ევროპაში ერთად დაიცავენ“. თუმცა რეზნიკოვს არ დაუკონკრეტებია რამდენი ვერტმფრენი გადასცა ბრიტანეთმა უკრაინას.
მედია: ბორის ჯონსონი კიევში ჩასვლას გეგმავს
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში კვლავ აპირებს ჩასვლას. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთები The Guardian-ი და Times-ი წერსენ. Guardian-ის ცნობით, ჯონსონმა მეგობრებს აცნობა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინის დედაქალაქში გამგზავრება სურს. ინფორმაცია გაზეთს უკრაინულმა წყაროებმაც დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მოგზაურობის თარიღების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ ჰქონდათ. Times-ის ცნობით, ვიზიტის დროს ჯონსონი აპირებს, მოუწოდოს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა გააძლიერონ. ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა ბორის ჯონსონი უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის არაერთხელ ეწვია კიევს და სოლიდარობა პირადად გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ. კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფაც არის გახსნილი. ბორის ჯონსონი ფონდს აფუძნებს და უკრაინის აღდგენისთვის თანხების მოძიებას გეგმავს - Telegraph
რუსული ექსპორტი ბრიტანეთში თითქმის ნულამდე დაეცა
ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს (ONS) გამოთვლებით, რუსული საქონლის იმპორტი დიდ ბრიტანეთში გასულ წელს 98%-ით შემცირდა და მხოლოდ 18 მილიონი ფუნტი შეადგინა. გაზეთ Times-ის ცნობით, BNS ვარაუდობს, რომ ბრიტანეთში რუსული ექსპორტის კოლაფსის მიზეზი არა მხოლოდ მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა, არამედ ის ფაქტიც, რომ მეწარმეები ნებაყოფლობით უარს ამბობენ რუსულ საქონელზე და შემცვლელებს ეძებენ.
დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში გაფორმდა. საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების მიხედვით, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ. „აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ბაჰრეინთან, კატართან და ა.შ. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა.
ბრიტანეთი უკრაინას, Challenger 2-ის ტიპის ტანკებს ზაფხულამდე გადასცემს - უოლესი
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბელ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ჩელენჯერ 2-ის ტიპის ტანკების მიწოდება, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში გადასცემს, ზაფხულამდეა მოსალოდნელი. „[ტანკების] მიწოდება განხორციელდება ზაფხულის დასაწყისამდე ან მაისში. ალბათ აღდგომასთან ახლოს", - თქვა უოლესმა. ამავდროულად, მინისტრმა დასძინა, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო, ვერ ისაუბრებს თუ როდის დაიწყება უკრაინული სამხედრობის მომზადება. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში აღდგომა წელს 9 აპრილს აღინიშნება. მანამდე ბრიტანეთში თქვეს, რომ უკრაინა მარტის ბოლოს შეძლებდა „ჩელენჯერ 2-ის“ ტიპის ტანკების მიღებას. 14 იანვარს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცემს Challenger 2-ის ტიპის ტანკებსა და ასევე დამატებით საარტილერიო სისტემებს გადასცემს.
ბრიტანეთის არმია უკრაინულ სატანკო ეკიპაჟებს ამზადებს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინული სატანკო ეკიპაჟების წვრთნების შესახებ ფოტორეპორტაჟი Twitter-ზე გამოაქვეყნა. სამხედროები სწავლებას უკრაინაში გადასაზიდად განკუთვნილ Challenger 2-ის ტიპის ტანკებზე გადიან. „ამ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ეკიპაჟებმა სწრაფად აითვისეს ძლევამოსილი ჩელენჯერ 2-ის ტიპის ტანკების კონტროლი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინისთვის თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადა. 14 Challenger2-ის ტიპის ტანკი უკრაინას მალე გადაეცემა.
Daily Telegraph: ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს დაჯგუფება „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ემზადება, რომ PMC Wagner-ი (დაჯგუფება) ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოაცხადოს, იტყობინება ბრიტანული გაზეთი Daily Telegraph-ი. აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა რა იმას ნიშნავს, რომ „ვაგნერი“ გაუტოლდება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა ისლამური სახელმწიფო და ალ-ქაიდა, რომლებიც აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციებად რუსეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. ასეთ ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს არაპირდაპირი ზეგავლენა დაჯგუფება „ვაგნერის“ უნარზე, მოიზიდოს სახსრები, თუ აქტივები ან ფულადი ნაკადები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით არ ხდება. PMC Wagner-ის აკრძალვის შესახებ მსჯელობა ბრიტანეთში ადრეულ ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ Daily Telegraph-ი თავის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ საკითხს „მწვანე შუქს“ სწრაფად „აუნთებენ“ უკრაინაში სიტუაციის სერიოზულობისა და ამ საკითხში ერთიანობის გათვალისწინებით. გაზეთის ცნობით, ორშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში PMC „ვაგნერის“ საქმიანობის განხილვა გაიმართება. როგორც DailyTelegraph-ი წერს, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრიტანეთის მთავრობა საჯარო კომენტარისგან თავს შეიკავებს. ცნობისათვის, PMC Wagner-ი, რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთან და უკრაინასთან ომის მხარდამჭერთან, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მანამდე, ევროპარლამენტარებმა სამხედრო დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატება მოითხოვეს, მაგრამ დღემდე ეს მხოლოდ ესტონეთმა გააკეთა.
რუსეთის ბარბაროსულმა ომმა მსოფლიოს დამანგრეველი ეფექტი მოუტანა - რიში სუნაკი
რუსეთის ბარბაროსულმა ომმა მსოფლიოს დამანგრეველი ეფექტი მოუტანა, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. დიდი ბრიტანეთი, უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს $5,8 მილიონს გამოუყოფს „კონომიკური საკითხები, რომლებზეც დღეს უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რუსეთის ქმედებებით ბევრად უფრო უარესდება. ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება, შეცვალოს ეს ყველაფერი“, - აღნიშნა სუნაკმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Bloomberg: ბრიტანეთი ზეწოლას ახდენს გერმანიაზე, რათა ბერლინმა უკრაინას Taurus-ი გაუგზავნოს
დიდი ბრიტანეთი აიძულებს გერმანიას, Taurus-ის რაკეტები უკრაინაში გაგზავნოს ოლაფ შოლცმა უარი თქვა კიევში უფრო ძლიერი რაკეტების გაგზავნაზე კანცლერმა განაცხადა, რომ არ სურს დაძაბულობის ესკალაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს გერმანიას, მიაწოდოს შორი მანძილის (Taurus) რაკეტები. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. „ბრიტანეთის მაღალჩინოსნებმა და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განუცხადეს გერმანიას, რომ უკრაინას სჭირდება Taurus-ის რაკეტები,” - წერს გამოცემა. გერმანიამ უნდა შეწყვიტოს უარის გამართლება,“ განაცხადა ერთმა ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა. შოლცი განმარტავს, რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ს. ამასთან, როგორც Bloomberg-ი წერს, გერმანიის კანცლერის სიტყვებს, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის გადაცემულ შორი მანძილის რაკეტებს მართავენ, პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. „შოლცის კომენტარები არასწორია, უპასუხისმგებლო და მოკავშირეებისთვის სახეში სილის გაწვნაა,“ - აღნიშნა თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალისია კერნსმა. შოლცმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე უარი იმით გაამართლა, რომ მათი ოპერირება გერმანელ სამხედროებს მოუწევდათ, რაც, კანცლერის აზრით, ქვეყანას კონფლიქტის აქტიურ მონაწილედ აქცევდა. მის სიტყვებს, უკრაინის შეიარაღებაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოფიციალური გამოხმაურება საფრანგეთისგან არ მოჰყოლია. თუმცა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის პარტიის წარმომადგენელმა, პარლამენტარმა ბენჟამინ ჰადადმა X-ზე დაწერა, რომ შოლცის სიტყვებმა ლონდონთან "დიპლომატიური კრიზისი" გამოიწვია და ბერლინი "ძალიან იზოლირებულია." გასულ თვეებში დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კიევს უკვე მიაწოდა SCALP/Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები, რომლებსაც უკრაინელები ეფექტიანად იყენებდნენ.
ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა
ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში ელჩად დაამტკიცა. როგორც ცნობილია, ზალუჟნი 8 თებერვალს სირსკიმ ჩაანაცვლა.