თეგი: ბრიტანეთის დედოფალი

ბრიტანეთის დედოფალი საჯაროდ ხუთი თვის შემდეგ გამოჩნდა

ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II პირველად გამოჩნდა საჯაროდ ხუთი თვიანი პაუზის შემდეგ. ამის შესახებ nbcnews წერს.  გამოცემის ინფორმაციით, 29 მარტს ბრიტანეთის დედოფალი მეუღლის, პრინც ფილიპის ხსოვნის პარაკლისს დაესწრო. პრინცი ფილიპი 2021 წლის აპრილში გარდაიცვალა. ღონისძიებაზე 97 წლის დედოფალი ვაჟის, პრინც ენდრიუს თანხლებით მივიდა, ხელჯოხზე დაყრდნობილი. დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დედოფალ ელიზაბეტ II-ის ტახტზე ასვლიდან 70 წელი სრულდება. მთავარი ზეიმი ივნისში გაიმართება, თუმცა უცნობია, როგორ მიიღებს მონაწილეობას თავად დედოფალი.

ირაკლი ღარიბაშვილი: ელისაბედ II თაობებს ემახსოვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს, რომ ელიზაბეს II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. „გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!”, - წერს პრემიერ-მინისტრი.