თეგი: ბრიუსელში ვიზიტი
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტისას, ფრანგ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.ტრის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას ევროპული მომავლისადმი და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხრიდან წევრობის განაცხადის გაკეთებას და თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებულ პროცედურებს. მინისტრები მიესალმნენ და აღნიშნეს საფრანგეთის მხარდაჭერა ასოცირებული ტრიოს ევროპული მისწრაფების მიმართ და ასევე ხაზი გაუსვეს საფრანგეთის როლს აღნიშნულ პროცესში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით. შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის წვერი სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერილი იქნება საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული მისწრაფება და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ილია დარჩიაშვილი: ორმხრივ ფორმატებში, პარტნიორები ღიად და თავისუფლად საუბრობენ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე, აქტიურად ემხრობიან, ევროპულ ოჯახში ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და ამ მხრივ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებებს, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. მიმდინარე წლის 16-18 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს მართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. შეხვედრებზე ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილება. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრული ურთიერთობები, რაც გამყარებულია დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული პოლიტიკური დიალოგის ფორმატით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისთვის აღნიშნული ფორმატის დიდ პოტენციალს. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ დიალოგის მომდევნო შეხვედრის ჩატარების მიმართულებით.
ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება განაცხადი - ღარიბაშვილი პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე
ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება განაცხადი, - ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს 31 მაისს დაგეგმილ ვიზიტზე ნებართვა მთავრობისგან ჯერ ისევ არ მიუღია. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტს ბრიუსელში ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუღია "ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი, ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც ადმინისტრაციები წყვეტენ ერთმანეთში. ამის საჯაროდ გამოტანა, ვფიქრობ, არასერიოზულია. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი, რომელიც შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი მანამდე, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა. მე ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ირაკლი კობახიძე: გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ