თეგი: ბრტანეთი
ბორის ჯონსონის თქმით, ვლადიმერ პუტინი სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ გამართული სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ამის შესახებ BBC წერს. ჯონსონის მტკიცებით, პუტინმა უთხრა, რომ ბრიტანეთზე დარტყმას „მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა". „ის ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: „ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. მისი თქმით, მან გააფრთხილა პუტინი, რომ უკრაინაში შეჭრა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებასა და რუსეთის საზღვართან NATO-ს ჯარების რაოდენობის გაზრდას გამოიწვევდა. ამასთან, BBC-ი წერს, რომ სატელეფონო საუბრის დეტალები გადმოცემულია დოკუმენტურ ფილმში, „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“, რომელიც დღეს ეთერში მოგვიანებით გავა.