თეგი: ბუბა კიკაბიძე
ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ კიკაბიძის პროდუსერი სოციალურ ქსელში წერს. ბუბა კიკაბიძე 1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
ვახტანგ კიკაბიძე - დიდებული ერის დიდებული ადამიანი - ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარი
„ვახტანგ კიკაბიძე - დიდებული ერის დიდებული ადამიანი" - ამ სიტყვებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას, Facebook-ზე ეხმაურება. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა უკრაინის პრეზიდენტი Facebook-ზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მის ახლობლებს უსამძიმრებს. „ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო. დიდებული ერის დიდებული ადამიანი. ლეგენდა, რომელსაც ყველა ვხედავდით. ხელოვანის ნათელი ხსოვნა და სამძიმარი მის ახლობლებს" - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. უკრაინის რადა: ვახტანგ კიკაბიძემ სიტყვითა და საქმით დაგვიჭირა მხარი და დაგმო რუსეთის შემოჭრა
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ქართული კინოსა და მუსიკის ვარსკვლავს დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება ფილარმონიიდან 3 საათზე იქნება. დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდნენ აზერბაიჯანული, სომხური და უკრაინული დელეგაციები, მათ შორს ომში მყოფი ქვეყნის კულტურის მინისტრიც. ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე, დედისა და მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა. ბუბა კიკაბიძე 1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
ილია მეორე: დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარის წერილი ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო, საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მას ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად, რადგან მისი დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონი, სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში და ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ჩვენს ურთიერთობას ბატონ ვახტანგთან. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში. ამიტომაც იქცა იგი და ბ-ნი ფრუნზე მკრტიჩიანი - ,,მიმინოს" გმირები, - მეგობრობის ძეგლად ქცეულ სიმბოლოდ. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვახტანგის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიჰმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“, - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლობას ვუხდით ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო ესწრება. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა „პატივი მაქვს, წაგიკითხოთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა: ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს. ილია მეორე: დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას. გლოვის ნიშნად, თავს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად. ვახტან კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება“, – აღნიშნულია წერილში.
ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ხელოვანი მისი ანდერძის თანახმად, ოჯახის წევრების გვერდით დაასაფლავეს. სამოქალაქო პანაშვიდი ჯერ ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, რის შემდეგ ხელოვანი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გადაასვენეს, საიდანაც უკანასკნელ გზაზე მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა უწყვეტი აპლოდისმენტებით გააცილეს. ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა. ბუბა კიკაბიძე 1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
კიევში ერთ-ერთი ქუჩისთვის, ბუბა კიკაბიძის სახელის დარქმევას ითხოვენ
კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა პეტიცია, რომლის თანახმადაც კიევის ერთ-ერთი ქუჩისთვის, ბუბა კიკაბიძის სახელის დარქმევას ითხოვენ. „ვახტანგ კიკაბიძე ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, უკრაინის ნამდვილი მეგობარი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მხარი დაუჭირა. მსახიობმა უარი განაცხადა რუსეთის მეგობრობის ორდენზე 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის საქართველოში შეჭრისა და ტერიტორიების ოკუპაციის გამო. მას შემდეგ ბუბა კიკაბიძე რუსეთში აღარ ჩასულა. მან მხარი დაუჭირა უკრაინას 2014 წლის შემდეგ რუსეთთან კონფრონტაციაში. 2019 წელს ის აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში (ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბიჟნე) რუსი ბოევიკებისგან განთავისუფლების 5 წლისთავის პატივსაცემად ჩავიდა. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“, - ნათქვამია პეტიციაში. სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა.