თეგი: ბულგარეთი

უცხოური მედია: NATO-ს შეიარაღებული ძალები რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება

NATO აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტს აფართოებს. ალიანსის შეიარაღებული ძალები გაზაფხულიდან რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება. გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება ალიანსის ქვეყნებმა უკვე მიიღეს, ფორმალურად კი მას 16 თებერვალს, NATO-ს მინისტერიალზე დაამტკიცებენ. ამასთან, როგორც ალიანსში განმარტავენ, დამატებითი ძალების განთავსება რუსეთის ქმედებებზე რეაგირებაა, რომელსაც უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი: საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ

ბულგარეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს. შესაბამისი პოსტი ქვეყნის პრემიერის კირილ პეტკოვის Twitter გვერდზე განთავსდა. „სასარგებლო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში და გვქონდეს კოორდინაცია შავი ზღვის ლოგისტიკის ნაწილში. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, - აღნიშნავს კირილ პეტკოვი.

საქსტატი: 2022 წლის იანვარში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთი იყო

2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.3 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს, 49.6 მლნ. აშშ დოლარით ბულგარეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 46.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 42.7 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 141.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 85.9 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 75.2 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, საქსტატის ანგრიშის მიხედვით, 2022 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 66.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 36.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მლნ. აშშ დოლარით. ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მიმდინარე წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 80.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 72.7 მლნ. აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 64.0 მლნ. აშშ დოლარით.

Politico: პოლონეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გადასცემენ

პოლონეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გადასცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამ ქვეყანას უკრაინისთვის საერთო ჯამში 70 მოიერიშე და გამანადგურებელი თვითმფრინავი უნდა გადაეცა. ასევე წაიკითხეთ: ქვეყნები, რომლებმაც რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დახურეს

ბულგარეთი თავისი ტერიტორიიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს

ბულგარეთი თავისი ტერიტორიიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს და აცხადებს, რომ ისინი ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელია. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელია. ასევე წაიკითხეთ: ახალმა ზელანდიამ შეზღუდვები დააწესა პუტინის, მიშუსტინის, ლავროვისა და შოიგუს წინააღმდეგ

ბულგარეთი კიდევ ერთ რუს დიპლომატს აძევებს

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ჯაშუშობაში დაადანაშაულა.  შესაბამის  დოკუმენტაცია დღეს ბულგარეთში რუსეთის საელჩოს მეორე პირს გადაეცა. რუს დიპლომატს 72 საათი აქვს, იმისთვის, რომ ბულგარეთი დატოვოს.  ბულგარეთის პროკურატურის ინფორმაციით, ჯაშუშობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა, რომ ჯაშუშები ბულგარეთში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მუშაობდნენ.  საგულისხმოა, რომ ეს ბულგარეთში მიმდინარე თვეში უკვე მეორე სკანდალია. 2 მარტს დაზვერვამ გამოავლინა თადარიგის გენერალი, რომელიც კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.  საპასუხოდ ბულგარეთის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა.  ასევე წაიკითხეთ ბულგარეთი თავისი ტერიტორიიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს  

ბულგარეთისა და პოლონეთის მთავრობები „გაზპრომის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდას თქმით, „გაზპრომის“ წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება. ის დარწმუნებულია, რომ პოლონური გაზის კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ რუსული მხარისგან გაზის მიწოდების შეწყვეტისა და ხელშეკრულების დარღვევისთვის. „პოლონური კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ კონტრაქტები რუსული გაზის მიწოდებაზე, შეწყვეტილი ხელშეკრულების წინააღმდეგ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამენ. მე მტკიცედ მჯერა, რომ ისინი აიღებენ კომპენსაციას შეთანხმების დებულებების დარღვევისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“, - თქვა დუდამ ჩეხეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნიკოლოვმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბულგარეთის მთავრობა მოსკოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წარმოებისთვის მზადაა მას შემდეგ, რაც რუსულმა ენერგოგიგანტმა, „გაზპრომმა“ ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. „ბულგარგაზმა ტრანზაქცია შეასრულა, რის შემდეგაც თანხა „გაზპრომიდან“ უკან დაბრუნდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონტრაქტის დარღვევაზე, მაშინ სამართლებრივი პერსპექტივიდან აბსოლუტურად ნათელია, ვინ დაარღვია კონტრაქტი". - თქვა ნიკოლოვმა. ბულგარეთის გაზის მარაგების 90% რუსეთიდანაა იმპორტირებული. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბულგარეთი იმპორტის სხვადასხვა მიმწოდებელზე გადანაწილების გეგმას განიხილავს და სხვა რეგიონებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის თქმით, ქვეყანაში Świnoujście-ის ტერმინალი ექვსი მილიარდი კუბური მეტრიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებას რვა მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ასევე, ნორვეგიაში ახალი ბალტიის გაზსადენის მშენებლობა 3 თვეში დასრულდება, რომელიც პოლონეთს 10 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს მიაწვდის. გარდა ამისა, პოლონეთს ხუთ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი LNG სლოვაკეთთან მშენებარე ახალი ტრანსსასაზღვრო მილსადენიდანაც მიეწოდება. 27 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთისა და ბულგარეთისთვის „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტის  გადაწყვეტილებას "კრემლის კიდევ ერთი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროკავშირის შანტაჟში დაადანაშაულა. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა  რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აგროპროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტისთვის ბულგარეთის პორტით ისარგებლებს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბულგარეთის პორტ „ვარნას“ აგროპროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტისთვის გამოიყენებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მიღწეულია შეთანხმება უკრაინული აგროპროდუქტებისა და ხორბლის ბულგარეთის პორტის გავლით ექსპორტზე. ამ მიმართულებით იხსნება ახალი პერსპექტივები“, - განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ პეტკოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი მზადაა უკრაინას „ვარნას“ პორტის მომსახურება შესთავაზოს, ძირითადად ხორბლის ექპორტისთვის.  ასევე წაიკითხეთ უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს

ბულგარეთი თხევად გაზს აშშ-სგან იყიდის

ბულგარეთი ივნისიდან  თხევად გაზს აშშ-სგან უფრო დაბალ ფასში იყიდის, ვიდრე „გაზპრომისგან“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბულგარეთის ხელისუფლება ავრცელებს. შესაბამისი შეთანხმება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამილა ჰარისის შეხვედრისას იყო მიღწეული. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესები, არის ცხადი ნიშანი იმისა, რომ ენერგეტიკის სფეროში გადამჭრელი ზომების მიღების პროცესი დაჩქარდეს. თავის მხრივ კამილა ჰარისმა, ბულგარეთს მიულოცა და განაცხადა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს

ბულგარეთი აზერბაიჯანიდან გაზის სრულად მიღებას 1-ელი ივლისიდან შეძლებს. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა პარასკევს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, იუწყება Trend TASS-ზე დაყრდნობით. „აზერბაიჯანიდან გაზის სრულად მიღება შეგვიძლია 1-ელი ივლისიდან, ეს მიწოდება არ არის დამოკიდებული საბერძნეთთან სისტემათაშორისი გაზსადენის მშენებლობის დასრულებაზე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ბულგარეთი თხევად გაზს აშშ-სგან იყიდის პეტკოვმა ასევე განაცხადა, რომ ივნისში გაფორმდა ხელშეკრულება შეერთებული შტატებიდან ორი ტანკერისთვის თხევადი გაზის მიწოდების შესახებ და გემების გადმოტვირთვის ადგილი იყო დაცული. „ამერიკული გაზი ასევე მიეწოდება ბულგარეთს, ყველაფერი შეთანხმებულია“, - დასძინა მან. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

ბულგარეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ტეოდორა გენჩოვსკას შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა, სადაც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო მიმდინარეობს. საგარეო უწყების ცნობით, საუბრის ძირითადი თემა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურები იყო. „ბულგარეთის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსება და ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს წარმატებული სვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განხორციელებული რეფორმები და ამ თვალსაზრისით საქართველოს მოწინავე პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროგრესი სათანადოდ დაფასდება ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღებისას, ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს მისწრაფებების გათვალისწინებაზე, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღს - კერძოდ 30 წელს და აღნიშნეს ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების და ყველა ძირითად სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მზაობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ მიმართულებასა და საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების პოტენციალის გათვალისწინებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სატრანზიტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრულ ხალხთაშორის კონტაქტებსა და ტურიზმის სექტორის გააქტიურებით ხალხთაშორისი მეგობრობის კიდევ უფრო ხელშეწყობას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილი სოფიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.  

ბულგარეთი მზადაა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალობად ქცევის გზაზე დაეხმაროს - კირილ პეტკოვი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბულგარელი კოლეგისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან. „ბულგარელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ეროვნულ დღესასწაულს. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ბულგარეთის რესპუბლიკის მზადყოფნა და სურვილი ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების და საერთო ინტერესების ყველა სფეროში ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. ბულგარეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან. ამ მხრივ, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ბულგარეთის მთავრობის მზადყოფნა, შემდგომშიც ითანამშრომლოს თქვენთან თქვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალობად ქცევის გზაზე. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - აღნიშნულია კირილ პეტკოვის მილოცვაში.  

ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა

აზერბაიჯანი ბულგარეთს გაზს IGB ინტერკონექტორის მეშვეობით მიაწვდის, რომელიც ტრანსადრიატიკის გაზსადენთანაა (TAP) დაკავშირებული. ამის შესახებ სამშაბათს, 31 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა ბულგარელ კოლეგასთან თეოდორა გენჩოვსკაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბულგარეთისა და პოლონეთის მთავრობები „გაზპრომის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს მხარეებს შორის 25 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. IGB-ის ამოქმედება ივლისშია დაგეგმილი, აკონკრეტებს Interfax-Azerbaijan. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტეჩოვმა ადრე აღნიშნა, რომ სოფია 1 -ელი ივლისიდან აზერბაიჯანული გაზის სრულად (1 მილიარდი კუბური მეტრი) მიღებას მოელის. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.  ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთი ანგარიშით 5:2 დაამარცხა

ერთა ლიგის ც4 ჯგუფის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები რაზგრადში ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელ წუთზე დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა. ნიკა კვეკვესკირის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი ძელმა მოიგერია. დღემდე, გუნდებმა სულ ექვსჯერ ითამაშეს და საქართველოს ნაკრებს აქამდე მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 4:0 დაამარცხა

ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო

ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო. ამის შესახებ ტელეკომპანია Nova იუწყება. ბულგარეთი თხევად გაზს აშშ-სგან იყიდის ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს ამჟამად ტანკერი, საბერძნეთის ტერმინალის ნაცვლად თურქეთში იტვირთება. გემიდან თხევადი საწვავის გადატვირთვას დაახლოებით 18 საათი დასჭირდება. მაისში ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი 2022 წლის ივნისიდან აშშ-დან „გაზპრომზე“ დაბალი ფასებით თხევად აირს მიიღებს. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  

ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს, სავარაუდოდ, აგვისტოდან მიიღებს

საბერძნეთ-ბულგარეთის (IGB), დამაკავშირებელი გაზის ინტერკონექტორის გაშვების თარიღი ცნობილია. ინტერკონექტორის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ბულგარეთში 2022 წლის ივლისში განხორციელდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა. ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა „ჩვენი შემდგომი გამარჯვება იქნება საბერძნეთთან გაზსადენის გახსნა, რომლითაც აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს მივიღებთ. მიმდინარე კვირას ვიყავი ბაქოში, რათა განგვესაზღვრა მიწოდების მოცულობა. ჩვენ გვექნება 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელსაც მალე მივიღებთ. ველით, რომ ეს ივლისში მოხდება. აგვისტოდან კი ბულგარეთი გაზს საბაზრო ფასზე უფრო იაფად მიიღებს“, - განაცხადა პეტკოვმა. მისი თქმით, IGB უზრუნველყოფს გაზის ტრანსპორტირებას და მიწოდებას ახალი წყაროებიდან, რაც მას ბულგარეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითად ელემენტად და გაზის წყაროების დივერსიფიკაციის ეროვნული გეგმის ნაწილად აქცევს. გაზსადენის სატუმბი სიმძლავრე იქნება სამი მილიარდი კუბური მეტრი, შესაძლებელი იქნება გამტარუნარიანობის ხუთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. ინტერკონექტორის გამტარუნარიანობის ნახევარი უკვე დაცულია. ბულგარგაზთან გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე შაჰ-დენიზ-2-თან მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდების ხელშეკრულება გაფორმდა. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.  ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.

ბულგარეთს აზერბაიჯანული გაზი სატესტო რეჟიმში მიეწოდება

საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB), ბულგარეთს აზერბაიჯანული გაზი სატესტო რეჟიმში მიეწოდება. ამის შესახებ კომპანია ICGB AD აცხადებს. ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს, სავარაუდოდ, აგვისტოდან მიიღებს „ჩვენ დავიწყეთ გაზის რეალური ნაკადების სატესტო მიწოდება, თუმცა ეს არის კომერციული ექსპლუატაცია“, - აცხადებენ კომპანიაში. ბულგარეთმა და აზერბაიჯანმა „შაჰ-დენიზი2“-ის საბადოდან ერთი მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღებაზე ხელშეკრულება გააფორმეს. ბულგარეთმა საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორით გაზის ეს მოცულობა უნდა მიიღოს. გაზსადენის სიმძლავრეა 3 მილიარდი კუბური მეტრი, რაც შესაძლოა, 5 მილიარდამდე გაიზარდოს. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.  ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.

ბულგარეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 თანამშრომელი გააძევა

ბულგარეთმა განაცხადა, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის პერსონალიდან 70 წარმომადგენელს ჯაშუშობის გამო აძევებს. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის კირილ პეტკოვის განცხადებით, დიპლომატების გაძევება არ არის რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ აგრესია. „ეს არ არის აგრესიის აქტი რუსი ხალხის მიმართ. როდესაც უცხოური მთავრობები ცდილობენ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას, ჩვენ გვყავს ინსტიტუტები, რომლებიც უპასუხებენ“, - განაცხადა პეტკოვმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბულგარეთი ამცირებს რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის რაოდენობას 48-მდე და გაძევებულ რუს დიპლომატებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა კვირას, სამ ივლისს.  „კვირას ჩვენ ველოდებით სავსე თვითმფრინავს, 70-ადგილიანს, რომელიც მოსკოვში გაფრინდება“, - განაცხადა პეტკოვმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბულგარეთი ასევე დროებით ხურავს თავის დიპლომატიურ მისიას რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში და მოელის, რომ რუსეთი დროებით შეაჩერებს საკუთარი მისიის საქმიანობას ბულგარეთის ქალაქ რუსეში.

ბულგარეთმა რუს დიპლომატების ხელფასები დაუბლოკა

ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, სოფიაში, რუსეთიდან საელჩოში გადმორიცხული ფული დაბლოკა, რომელიც რუსი დიპლომატების ხელფასების დასაფარად იყო განკუთვნილი.  „არის ფულადი გადმორიცხვა რუსეთის საელჩოში, რომელიც უშუალოდ ევროკომისის სანქციების ქვეშ ხვდება. რუსეთის საელჩო ითხოვს, რომ ამ გადმორიცხვაზე სანქციებმა არ იმოქმედოს. ახლა ამ საკითხს ევროკომისიასთან ვათანხმებთ“, -განაცხადა ვასილევმა.  ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა დააზუსტა, რომ გადმორიცხული თანხა $890 ათასს შეადგენს.  ბულგარეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოფიის მთავრობამ, რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 წევრის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რუსი დიპლომატები და ოფიციალური პირები მოსკოვში გასულ კვირას გაემგზავრნენ.    

ბულგარეთმა რუსეთის საელჩოსთვის საბანკო გადარიცხვა დაბლოკა

ბულგარეთმა სოფიაში რუსეთის საელჩოსთვის საბანკო გადარიცხვა ევროკავშირის სანქციების მოტივით დაბლოკა. საუბარია $890 ათასზე. ბულგარეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 თანამშრომელი გააძევა ამის შესახებ ფინანსთან მინისტრმა ასენ ვასილევმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე განცხადებით, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ეს თანხა განკუთვნილი იყო მისიის თანამშრომელთა ხელფასებისთვის. მინისტრის განმარტებით, ბულგარეთის მთავრობა ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს ბრიუსელთან იმის თაობაზე, დაუშვას თუ არა გამონაკლისი ტრანსფერის დასაშვებად.

ბულგარეთი სამხრეთ დერეფანს გაზსადენით დაუკავშირდა

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (Interconnector Greece-Bulgaria-IGB) გაზსადენი დღეს ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ახალი განშტოებაა. მისი მეშვეობით აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთში გადაიქაჩება. ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა საპროექტო კომპანია ICGB AD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერძნული მხრიდან, კონსტანტინოს კარაიანაკოსმა განაცხადა, რომ საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (IGB) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკულ რუკას შეცვლის. ღონისიძიება საბერძნეთის ქალაქ კომოტინის მახლობლად გაიმართა, სადაც ინტერკონექტორი საბერძნეთის გაზგამანაწილებელ ქსელს და ტრანსადრიატიკის გაზსადენს, TAP-ს (Trans Adriatic Pipeline) უკავშირდება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვის შეფასებით, IGB ინტერკონექტორის ექსპლუატაციაში გაშვება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა გაზის სამხრეთ დერეფნის გაფართოების, ასევე, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის ახალი პროექტების განსახორციელებლად როგორც ბულგარეთში, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება TAP გაზსადენის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. მინისტრის მონაცემებით, წელიწადზე მეტია, რაც ევროპას 13,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება. აქედან საბერძნეთის წილი 1,4 მილიარდ კუბურ მეტრს, ბულგარეთის კი - 440 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. 2022 წლის იანვარ-ივნისში ბულგარეთში გაზის ექსპორტმა 160 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, წლის ბოლომდე კი მიწოდების 600 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდა იგეგმება. აზერბაიჯანი ბულგარეთში 1-ელი ივლისიდან ყოველდღიურად 2,6 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს ეწევა, რაც მიწოდების 1,7 მილიონი კუბური მეტრით ზრდას ნიშნავს. IGB-ის სატუმბი სიმძლავრე 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომელსაც 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის რესურსი აქვს. ინტერკონექტორის გამტარუნარიანობის ნახევარი უკვე დაჯავშნილია. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც.

ბულგარელი კანონმდებლები ამერიკული F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენას განიხილავენ

NATO-ს წევრი ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მიმართეს კანონმდებლებს, რომლებიც ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენას განიხილავენ. თავდაცვის მინისტრ  დრაგომირ ზაკოვის თქმით, ვაშინგტონმა ბულგარეთს რვა უფრო თანამედროვე აღჭურვილობის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მეორე პარტია შესთავაზა. ზაკოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი ისარგებლებს ამ შეთავაზებით და ეს საკითხი პირველ ნოემბრამდე უნდა გადაწყვიტოს. ამ საკითხმა ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია. პრორუსული პოლიტიკური ძალები თვითმფრინავის შესყიდვას ეწინააღმდეგებიან. 2019 წელს, ბულგარეთმა აშშ-სგან რვა F-16 Block 70 გამანადგურებელი თვითმფრინავის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარი გადაიხადა. აპრილში, აშში-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DFCA) განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ბულგარეთისთვის ოთხი ($1,673 მილიარდის ღირებულების) F-16 C Block 70 გამანადგურებლის და ოთხი F-16 D Block 70 გამანადგურებლის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა. 

ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა

ბულგარეთში, ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა. ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი ის გახდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლების ფორმირება ვერ შეძლეს.  ბულგარეთის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა, დღეს ქვეყნის პრეზიდენტ რუმენა რადევს აცნობეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე უარს ამბობენ.  პრეზიდენტმა 18 ივლისს ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას მთავრობის ფორმირების მანდატი მისცა. ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების მესამე მცდელობა იყო. მანამდე მთავრობის დაკომპლექტება კოლაიციამ „განვაგრძობთ ცვლილებს“ სცადა, თუმცა ესეც უშედეგოდ დასრულდა.  ბულგარეთის სოციალისტურ პარტიის ლიდერმა კორნელია ნილოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.   2021 წელს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები სამჯერ გაიმართა.   

ბულგარეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა პარლამენტი დაითხოვა და 2 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.  ბულგარეთის პრეზიდენტმა სათანადო ხელსეკრულებას უკვე მოაწერა ხელი.  ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა  მანამდე, 28 ივლისს ბულგარეთის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა, ქვეყნის პრეზიდენტ რუმენა რადევს აცნობეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე უარს ამბობენ.  პრეზიდენტმა 18 ივლისს ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას მთავრობის ფორმირების მანდატი მისცა. ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების მესამე მცდელობა იყო. მანამდე მთავრობის დაკომპლექტება კოლაიციამ „განვაგრძობთ ცვლილებს“ სცადა, თუმცა ესეც უშედეგოდ დასრულდა.  ბულგარეთის სოციალისტურ პარტიის ლიდერმა კორნელია ნილოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.   2021 წელს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები სამჯერ გაიმართა.   

ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა

ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული და უძრავი ქონების ფლობისთვის საჭირო ვიზების გაცემა გაურკვეველი დროით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.  ამ გადაწყვეტილების მიზეზი, 5 აგვისტოს რუსეთიდან 14 ბულგარელი დიპლომატის გაძევება გახდა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის საპასუხო ზომები, ბულგარეთის მსგავს გადაწყვეტილებაზე რუსეთის საგარეო მისიების თანამშრომლებთან დაკავშირებით. ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა ესტონეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა მანამდე ესტონეთმა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვისა და სასწავლო ვიზების გაცემას. ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ფინეთის მთავრობაც განიხილავს სავიზო შეზღუდვებს. ოფიციალური ჰელსინკი გეგმავს, ეს საკითხი აგვისტოს ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დააყენოს.

ბულგარეთს აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი გაზის შესყიდვა სურს

ბულგარეთი აზერბაიჯანთან, გაზის იმპორტის მოცულობის ზრდაზე მოლაპარაკებას იწყებს. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როსენ ხრისტოვმა, აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა.  „ჩვენ ამერიკულ Cheniere Energ-თან კონკურენტულ ფასად თხევადი გაზის მიწოდებაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ნედლეულის გადატვირთვა თურქეთში განხორციელდება. თხევადი გაზით დატვირთული ამერიკული ტანკერი სტამბოლში ოქტომბერში ჩავა“, - განაცხადა ხრისტოვმა.  ამასთან, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკულ Cheniere Energ-გან მიღებული თხევადი გაზი, ბულგარეთის მოთხოვნის 1/3 დააკმაყოფილებს. მისი თქმით 1/3 მოცულობის ბუნებრივი გაზის შესყიდვის სურვილი აზერბაიჯანს ბულგარეთისგან აქვს. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება სხვა მომწოდებლებსაც მოელაპარაკება.   

NATO-ს საჰაერო ძალებმა ბულგარეთში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

ბულგარეთის, კანადის, საბერძნეთის, რუმინეთის და შეერთებული შტატების თვითმფრინავები ოპერაციებში ერთობლივი მუშაობის უნარს აუმჯობესებენ. ამ მიზნით, ერთობლივი წვრთნა „Thracian Viper“ ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ჩატარდა. თვითმფრინავები ბულგარეთის, საბერძნეთისა და რუმინეთის ტერიტორიიდან ბულგარეთის ხელმძღვანელობით მანევრირებდნენ. წვრთნებში მონაწილეობდნენ F-16, F-18, MiG-29 და Su-25 ტიპის თვითმფრინავები, ასევე, AS-532 Cougar ტიპის ვერტმფრენები. „Thracian Viper" 2010 წლიდან ყოველწლიურად იმართება, რაც კარგ შესაძლებლობას აძლევს მოკავშირეთა საჰაერო ძალებს, თავიანთი უნარები მრავალეროვნულ გარემოში დახვეწონ. ბულგარეთის საჰაერო ძალების (BAF) ეკიპაჟებმა ერთობლივი საფრენოსნო წვრთნაზე „Thracian Viper – 2022“ დავალებების შესრულება 8 აგვისტოს დაიწყეს. წვრთნაში საბერძნეთის, კანადის, რუმინეთისა და შეერთებული შტატების საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ. მომზადებულია ალიანსის წყაროების მიხედვით

ბულგარეთი გაზის იმპორტის გაზრდაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს განაახლებს

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთი გაზის იმპორტის გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს განაახლებს. ჰრისტოვის თქმით, სამინისტრო გააგრძელებს გაზის იმ მოცულობის მოძიებას, რომელიც საკმარისი იქნება მთელი ზამთრის პერიოდისთვის. „მათ [აზერბაიჯანს] აქვთ გაზი და საკითხი ფასზეა. ძალისხმევა მიმართული იქნება საშუალოვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც უზრუნველყოფს გაზის სისტემატიურ მიწოდებას კონკურენტულ ფასებში. ამ დროისთვის ჩვენ შეშფოთებული ვართ ფასების მუდმივი ზრდის ტენდენციით და არა მოცულობით, რადგან არის შეთავაზებები გაზის მიწოდებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო.  

ბულგარეთში არალეგალი მიგრანტებით სავსე ავტობუსისა და პოლიციელების ავტომობილის შეჯახების შედეგად 2 სამართალდამცველი ადგილზე დაიღუპა

ბულგარეთში, შავი ზღვისპირა ქალაქ ბურგასში, პოლიციელები მიგრანტების ავტობუსის შეჩერებას ცდილობდნენ, რა დროსაც ავტობუსი სამართალდამცველების ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტობუსს თურქული სანომრე ნიშები აქვს, მასში 47 მიგრანტი იყო, თუმცა მათი ეროვნება არ სახელდება. როგორც ცნობილია, ავტობუსი ჯერ პოლიციის მანქანას დაეჯახა, შემდეგ მის თავზე გადაიარა და ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა.  

ბულგარეთი რუსი ტურისტებისთვის სავიზო მოსაკრებელს აორმაგებს

ბულგარეთი რუსი ტურისტებისთვის სავიზო მოსაკრებელს ორჯერ ზრდის. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა ილინ დიმიტროვმა განაცახდა.  პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა მინიმუმამდე შეზღუდა  მისივე თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, სოფია გააუქმებს სხვადასხვა შეღავათს სავიზო გადასახადზე, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში შესვლისას სარგებლობენ. ამრიგად, რუსი ტურისტებისთვის სავიზო მოსაკრებელი 35 ევროდან 80 ევრომდე გაიზრდება. პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 31 აგვისტოს განაცხადა. კულება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.  

ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, რუსეთი სასწრაფო წესით დატოვონ

ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, სასწრაფო წესით დატოვონ რუსეთი. „უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრი გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვის, ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, ევაკუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გართულდეს, ან შეუძლებელიც კი იყოს. ჩვენ ვურჩევთ პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც რჩებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ქვეყანა დატოვონ“, - განაცხადა პოლინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის ამოქმედებული გაზსადენი, ბაზარზე თამაშის წესებს შეცვლის

ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. IGB ინტერკონექტორი შეცვლის თამაშის წესებს ბაზარზე და საშუალებას მოგვცემს განთავისუფლდეთ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან. ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა.  „ეს მილსადენი ცვვლის თამაშის წესებს ბულგარეთისთვის. ეს არის საკვანძო პროექტი ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ევრპას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ რუსული წიაღისეულისგან გათავისუფლდეს“, - განაცხადა ფორ დერ ლაიენმა გაზსადენის გახსნის ცერემონალზე.  მილსადენი საბერძნეთის კომოტინიდან, ბულგარეთის ქალაქ სტარა ზაგორამდე გაივლის. 240 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ბულგარეთს, სამხრეთ გაზის დერეფანსა და ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP) აკავშირებს. რაც უზრუნველყოფს მიწოდებას სხვადასხვა წყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, მათ შორის მოლდოვასა და უკრაინაში. IGB მილსადენის სიგრძე 182 კმ-ია, საიდანაც 31 კმ საბერძნეთშია. ტექნიკური სიმძლავრე - 3 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. შესაძლებელია მისი 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა საბერძნეთში საკომპრესორო სადგურის აშენებით, რაც ასევე უზრუნველყოფს ტრანზიტს.  მილსადენი ბულგარეთში 1 მილიარდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს.  გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მომავალ ტერმინალზე ალექსანდროპოლისში, კომოტინთან ახლოს. მანამდე ბულგარეთი თავისი საჭიროებების 90%-ზე მეტს, რუსული გაზის იმპორტით აკმაყოფილებდა. რუსული რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, „გაზპრომმა“ Bulgargaz-ს გაზის მიწოდება. შემდეგ ბულგარეთმა აზერბაიჯანიდან საცდელი გაზის მიღება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი რუსული გაზით წლიური მოთხოვნილების დაახლოებით 40%-ს ფარავდა.  

ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის კომერციული ოპერირება დაიწყო. ამის შესახებ Trend-ს დიზაინერ კომპანია ICGB-ში განუცხადეს. „გაზსადენი ექსპლუატაციაში პირველი ოქტომბრის დილის 7 საათზე შევიდა. ბუნებრივი აირის პირველი მოცულობები ტრანსადრიატიკის გაზსადენიდან ინტერკონექტორით გავიდა. გაზსადენს წელიწადში 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. „ჩვენ ვზეიმობთ სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის კომერციულ დაწყებას, რომლის მნიშვნელობაც სცილდება საბერძნეთისა და ბულგარეთის ეროვნულ საზღვრებს. IGB-ის ექსპლუატაციაში შესვლით, ჩვენ გადავედით რეგიონის ენერგეტიკული სისტემის განვითარების საკვანძო ეტაპზე და წინ ვდგამთ უზარმაზარ ნაბიჯს უფრო ძლიერი, ურთიერთდაკავშირებული და დამოუკიდებელი ევროპისკენ“, - განაცხადა ICGB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თეოდორა გეორგიევამ. როგორც გეორგიევამ აღნიშნა, ეს არის პირველი პროექტი ბულგარეთში, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის წყაროების რეალურ დივერსიფიკაციასა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. „ეს არის პირველი სრულად ავტომატიზირებული გაზსადენი ქვეყანაში და მის დასასრულებლად ჩვენ დავასრულეთ მესამე უდიდესი ჰორიზონტალური მიმართულების ბურღვა ევროპაში. IGB ასევე იქნება ბულგარეთის ერთადერთი პირდაპირი კავშირი TAP-თან და ქვეყანას სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილად აქცებს“, - აღნიშნა გეპრგოევამ.   

ბულგარეთში ვადამდელ არჩევნებში, ყოფილი პრემიერის პარტია იმარჯვებს

2 ოქტომბერს ბულგარეთში გამართულ ვადამდელ არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „სამოქალაქო მოძრაობა ბულგარეთის განვითარებისთვის" (GERB) იმარჯვებს, იუწყება რადიო თავისუფლების ეროვნული სამსახური სამი სოციოლოგიური სააგენტოს დათვლაზე დაყრდნობით. მათი შეფასებით, GERB ხმების 23-25 ​​პროცენტს იღებს. მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი მეთაურის, კირილ პეტკოვის პროევროპული „განაგრძეთ ცვლილებები“ დაახლოებით 19% პროცენტის ზღვარზე. შემდეგ მოდის ეროვნული უმცირესობების პარტია „მოძრაობა უფლებათა და თავისუფლებებისთვის“ ხმების 14,8%-ით, „რენესანსი“ ხმების 9,9%-ით, „დემოკრატიული ბულგარეთი“ 7,5%-ით, „ბულგარული მზის ამოსვლა“ ხმების 4,5 პროცენტს აგროვებს, პოპულისტური „არის ასეთი ხალხი“ 4 პროცენტიან გამსვლელ ნიშნულზეა. წინა პრემიერ-მინისტრმა პეტკოვმა უკვე აღიარა დამარცხება და განაცხადა, რომ მისი პარტია არ შეეცდება მმართველ კოალიციაში შესვლას და ოპოზიციის ადგილს დაიკავებს, იუწყება RS Bulgarian Service. თუმცა, GERB-ს არ ექნება საკმარისი ხმები მინისტრთა კაბინეტის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად - მას მოუწევს კოალიციური პარტნიორების ძებნა. ამას ართულებს ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ბორისოვი და მისი თანამოაზრეები კორუფციაში დაადანაშაულა. ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 18 თვის განმავლობაში მეოთხედ გაიმართა. პეტკოვის მთავრობა ივნისში, მზარდი ინფლაციის ფონზე და კოალიციიდან „ასეთი ხალხის“ გასვლის გამო გადადგა. პეტკოვის თქმით, მთავრობას ეწინააღმდეგებიან რუსული სადაზვერვო სამსახურები და მაღალი კორუფცია. ივნისში სოფიამ 70 რუსი დიპლომატი და რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომელი გააზევა. მანამდე კი, მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის ყველა სანქციას მხარი დაუჭირა.   

აზერბაიჯანიდან ტრანზიტის შემდეგ ბულგარეთში გაზზე საბითუმო ფასი, მესამედით შემცირდა

საბერძნეთთან (IGB) ინტერკონექტორის გაშვების გამო, ბულგარეთში გაზის საბითუმო ფასი ერთბაშად 34%-ით დაეცა. იუწყება Trend სამშაბათს ბულგარეთის ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელ კომისიაზე (EWRC) დაყრდნობით.  ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა გავრცელებული ინფორმაციით, მარეგულირებელმა დაამტკიცა ბუნებრივი აირის საბითუმო ფასი ოქტომბრისთვის 233,36 BGN (116,93 აშშ დოლარი/119,31 აშშ დოლარი/ევრო 119,31) მეგავატ საათზე, რაც წინა თვესთან შედარებით 34% ნაკლებია. IGB, რომელიც პირველ ოქტომბერს ამოქმედდა, ბულგარეთს საშუალებას მისცემს აზერბაიჯანის შაჰდენიზ-2-ის კონდენსატის საბადოზე წარმოებული გაზი მიიღოს. IGB უკავშირდება TAP-ს, რომლის მეშვეობითაც შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი ევროპულ ბაზრებს მიეწოდება. გაზსადენის სიგრძე 182 კილომეტრია. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე გაზსადენი წელიწადში სამი მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს. მეორე ეტაპზე, ბაზრის განვითარების მიხედვით, მილსადენის გამტარუნარიანობა შეიძლება 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს, რაც საკომპრესორო სადგურის დამატების შედეგად მოხდება. გაზის დაახლოებით ნახევარი - 1,57 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში - უკვე დაჯავშნილია (25 წლამდე) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით. დარჩენილი ხელმისაწვდომი სიმძლავრე აუქციონის გზით ორ წამყვან პლატფორმაზე - PRISMA-სა და RBG-ზე იქნება შემოთავაზებული.   

თურქეთმა ბულგარეთის საზღვარზე ღობე ააშენა

არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, თურქეთმა ბულგარეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, რადგან ხშირია სატვირთო მანქანებით მიგრანტების შეპარვის შემთხვევები. ამის შესახებ Hurriyet Daily News წერს.  2,5 მეტრი სიმაღლის მავთულის ღობე კაპიკულეს მახლობლად, ბულგარეთის სასაზღვრო გადასასვლელთან ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ედირნეში აშენდა.  გამოცემის ცნობით, გაიზარდა სათვალთვალო კამერებისა და არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ უსაფრთხოების გაზრდილი ზომების ფარგლებში, დაცვის მექანიზმი გაძლიერდა.  

ევროპარლამენტმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის სივრცეში მიღებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის დაჩქარებულად მიღებას უჭერს მხარს. რეზოლუციას ჰყავდა 547 მომხრე, 49 წინააღმდეგ წავიდა, 43-მა კი, თავი შეიკავა. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ საბჭომ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. შედეგად, 2023 წლიდან უნდა გაუქმდეს შიდა საზღვრებზე ადამიანების შემოწმებები. შენგენის ზონა ევროკავშირის 400 მილიონზე მეტი მოქალაქისა და ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს დღეს შენგენის ზონა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას მოიცავს, გარდა ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ირლანდიისა და რუმინეთისა. ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი ასევე შენგენის ზონაში შედიან.  

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაუშვა

ბულგარეთის პარლამენტმა, 3 ნოემბერს რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ The Sofia Globe იტყობინება. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 175-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 49, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. კენჭისყრამდე პარლამენტის დარბაზში ოთხსაათიანი დებატები გაგრძელდა. პარლამენტის „მწვანე შუქის“ შემდეგ ბულგარეთის მთავრობას ერთ თვეს აქვს იმისთვის, რათა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების პროექტი მოამზადოს.   

თურქეთის საზღვარზე ბულგარელი პოლიციელი მოკლეს

ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთის საზღვარზე ბულგარელი პოლიციელი მოკლეს. დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლისა და ჯარისკაცის მისამართით, რომლებიც სოფელ გოლიამ დერვენტის მახლობლად პატრულირებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. ოფიციალური პირების თქმით, სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც არ დაშავებულა, საპასუხო ცეცხლი გახსნა. „ეს არის კრიმინალური ქმედება, უკიდურესი აგრესია... ეს არის პირველი თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით, მიგრანტების მიერ", - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა ივან დერმენჯიევმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა. „ამიერიდან, ჩვენ უკომპრომისო ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენი ოფიცრების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, თურქულმა მხარემ თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ბულგარეთმა 350-მდე ჯარისკაცი განალაგა თურქეთთან და საბერძნეთთან სამხრეთ საზღვარზე, რათა დაეხმაროს სასაზღვრო პოლიციას მიგრანტების მზარდ ნაკადთან ბრძოლაში.

ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. 2021 წლიდან სამდივნოს თავმჯდომარე ქვეყანა ბულგარეთია და წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალს სოფია მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრის შემდეგ მონაწილეები ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებენ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს გარდა, მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი და მონტენეგრო. დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. საქართველომ მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა. საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. 2017 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს.  

სოფიაში, ეკლესიასთან, რომელშიც რუსეთის ელჩი და მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი იმყოფებიან, მოქალაქეებმა პროტესტი გამოხატეს

ბულგარეთში, სოფიის ცენტრში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  მოქალაქეები იმ ტაძართან შეიკრიბნენ, სადაც რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი, მიტროპოლიტი ანტონი იმყოფებიან.  სოფიაში, რუსული ეკლესიის წინ მოქალაქეები სკანდირებენ "მკვლელები" და "ეს არ არის მოსკოვი". პროტესტი დაიწყო მიტროპოლიტ ანტონი ვოლოკოლამსკის ვიზიტის გამო, რომელიც მიტროპოლიტის გადაყენების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს "საგარეო საქმეთა მინისტრად" დაინიშნა. ილარიონი საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობს. წირვას ასევე ესწრება რუსეთის ელჩი ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვა.  

ხორვატია შენგენის ზონას იანვრიდან შეუერთდება

შენგენის შეთანხმების 26-ვე ქვეყანამ, ხორვატიის გაწევრიანებას ხმა მისცა. ხორვატია შენგენის შეთანხმების წევრი 2023 წლის პირველ იანვარს გახდება. ევროკომისიამ ასევე გაუწია რეკომენდაცია ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ მას ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. Euronews-ის ცნობით, ავსტრია ეწინააღმდეგებოდა როგორც ბულგარეთის, ისე რუმინეთის შენგენის შეთანხმებასთან მიერთებას. ნიდერლანდები რუმინეთის მიღებას დაეთანხმა, მაგრამ ბულგარეთის შემთხვევაში თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის სივრცეში მიღებას მხარი დაუჭირა აღსანიშანავია, რომ ბულგარეთი და რუმინეთი ხორვატიაზე ადრე გახდნენ ევროკავშირის წევრები. შენგენის ზონა, რომლის საზღვრებშიც მოქმედებს „შენგენის შეთანხმება“, 1995 წლიდან არსებობს. კოვიდპანდემიის დროს შენგენის ქვეყნებში სასაზღვრო შემოწმება ნაწილობრივ განახლდა. 2022 წელს შენგენის ზონაში მყოფმა არაერთმა ქვეყანამ აუკრძალა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებს შენგენის ტურისტული ვიზებით მათ ტერიტორიაზე შესვლა, მათ შორის შენგენის ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ გაცემული ვიზებით.  

ბულგარეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას პირველად გაუგზავნის

ბულგარეთი უკრაინას პირველ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. ქვეყნის პარლამენტმა პარასკევს დაამტკიცა უკრაინაში გასაგზვნი იარაღის სია, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად მოხდა. 240-ადგილიანი პარლამენტიდან სულ 148-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი დახმარების გაგზავნას, წინააღმდეგნი კი, სოციალისტები და პრორუსული „აღორძინების პარტია“ იყვნენ. „იარაღის სია გასაიდუმლოებულია, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სოფია კიევს ძირითადად მსუბუქ იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. „ჩვენი დახმარება სრულად შეესაბამება უკრაინის პრიორიტეტებს, მაგრამ ჩვენ არ ვაგზავნით S-300 ტიპის სისტემებს და არც MIG-29-ის ან SU-25-ის ტიპის თვითმფრინავებს", - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა მედიას.  Reuters-ის ცნობით, ბულგარეთი იყო ევროკავშირის იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან, რომლებმაც კიევს დახმარება არ გაუგზავნეს. რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილმა სოციალისტურმა პარტიამ, რომელიც წინა ხელისუფლების პარტნიორი იყო კოალიციაში, უკრაინისადმი დახმარების წინადადება მაისში დაბლოკა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინაში ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი დიმიტარ სტოიანოვი, უკრაინას თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის განსახილველად ეწვია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. „მაქვს პატივი მივესალმო ბულგარეთის თავდაცვის მინისტრს დიმიტარ სტოიანოვს უკრაინაში. მადლობელი ვარ ბულგარეთის გადაწყვეტილების გამო, დახმარება გაუწიოს უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ მოუთმენლად ველით უკრაინასა და ბულგარეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას", - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.  16 დეკემბერს ბულგარეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა ბულგარეთსა და უკრაინას შორის უკრაინას იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ შეთანხმებას.   

ბულგარეთი ანკარასთან, მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს

სოფია აგრძელებს მოლაპარაკებებს ანკარასთან, რათა თურქული LNG ტერმინალის სიმძლავრე მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაღებად გამოიყენოს.  ამის შესახებ ჟურნალისტებს ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განუცხადა. მინისტრის თქმით, ბულგარეთში LNG-ის შესყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის, მაგრამ არის პრობლემა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელია მისი გადმოტვირთვა. ამჟამად ბულგარეთი იყენებს Revitussa LNG ტერმინალს საბერძნეთში. „ეს ტერმინალი ძალიან დატვირთულია. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრე“, - განაცხადა როზენ ჰრისტოვმა. „ბულგარეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთში LNG ტერმინალებზე მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის რეზერვის თაობაზე და BOTAŞ ქსელიდან გაზის გადატანაზე ბულგარეთის საზღვარზე“,- თქვა როზენ ჰრისტოვმა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბულგარეთს შეუძლია ნებისმიერი ტერმინალის გამოყენება თურქეთში და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებები გაფორმდება LNG სხვადასხვა მომწოდებლებთან.  ბულგარეთში ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 3,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.  

ბულგარეთმა თურქეთთან, გაზის მიწოდებაზე 13-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ბულგარულმა გაზის კომპანია Bulgargaz-მა და თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა, ხელი მოაწერეს 13-წლიან შეთანხმებას ბულგარეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებზე და ბუნებრივი აირის ქსელზე წვდომის მინიჭების შესახებ, რათა გაზის მიწოდება შეძლონ. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, „13-წლიანი შეთანხმება ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზის ტრანსპორტირებას და ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებას“. შეთანხმების თანახმად, ბუნებრივი აირი, რომელსაც ბულგარეთი საერთაშორისო ბაზრებზე შეისყიდის, ჯერ თურქეთში გადამუშავდება, რის შემდეგაც  მილსადენით მიეწოდება. სოფია უკვე გეგმავს წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის სიმძლავრის რეზერვს თურქულ LNG ტერმინალებზე და იმპორტის ხელშეკრულებების გაფორმებას ევროპულ და ამერიკულ LNG მწარმოებლებთან. ბულგარეთი, რომელიც თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, ცდილობს უზრუნველყოს ალტერნატიული გაზის მიწოდება ხელმისაწვდომ ფასებში მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიწოდება 2022 წლის აპრილში შეუწყვიტა, ბულგარული მხარის მიერ გაზის საფასურის რუბლის გადახდაზე უარის გამო.  

ბულგარეთში, კოალიციამ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო

ბულგარეთში პარტიათა კოალიციამ „განაგრძეთ ცვლილება“ ვერ ჩამოაყალიბა მთავრობა და მანდატი პრეზიდენტ რუმენ რადევს დაუბრუნა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „ჩვენ ვერ შევასრულეთ ეს დავალება. სამწუხაროდ, ჩვენი ეროვნული მიზნების ჩამონათვალმა პრიორიტეტებით და მათი მიღწევის ამოცანებით არ მიიღო საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალისხმევა ღირდა. დისკუსია, თუ რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს ბულგარეთი, უახლოეს თვეებში გამოიკვეთება“, - განაცხადა კოალიციის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ნიკოლაი დენკოვმა. ახლა რადევმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ პოლიტიკურ ძალებს გადასცეს მესამე მანდატი მმართველი კოალიციის შესაქმნელად და თუ ეს მცდელობა ჩაიშალა, მას მოუწევს პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების გამოცხადება, რომელიც სავარაუდოდ აპრილში გაიმართება.  

ბულგარეთი ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს იწყებს

ბულგარეთი აზერბაიჯანთან, ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.  ბულგარეთი ანკარასთან, მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა ქვეყნის პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის - ანგარიში მან აღნიშნა, რომ ბულგარეთი ასევე ემზადება რუმინეთთან მოლაპარაკებებისთვის გაზის მიწოდებაზე. მისივე თქმით, ეს პროცესი 2026 წლის შემდეგ დაიწყება. ბულგარეთში ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 3,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.  

ბულგარეთი და საბერძნეთი, ტრანსბალკანური ნავთობსადენის პროექტის განახლებას აპირებენ

ბულგარეთის ხელისუფლებამ საბერძნეთთან ტრანსბალკანური ნავთობსადენის პროექტის განახლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა.  ამის შესახებ პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ფორუმზე „ბულგარეთის ენერგეტიკა - სტრატეგია 2023-2053“ განაცხადა. ბერძნულ ალექსანდროპოლისსა და ბულგარულ ბურგასს შორის ნავთობსადენის მშენებლობის იდეა დაახლოებით 20 წლის წინ გაჩნდა. 2011 წელს ბულგარეთმა ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზეზების გამო მიატოვა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა წელიწადში 50 მილიონ ტონამდე რუსული ნავთობის მისი ტერიტორიის გავლით საბერძნეთში გადატანას. რამდენიმე კვირის წინ ბულგარეთის პრეზიდენტი პროექტის განახლებაზე საუბრობდა, ახლა კი ნავთობი საპირისპირო მიმართულებით - საბერძნეთიდან ბულგარეთში უნდა ამოტუმბოს. „ჩვენ შევთანხმდით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, საბერძნეთის პრეზიდენტთან, რომ რაც შეიძლება მალე განახლებულიყო ბურგას-ალექსანდრუპოლისის პროექტი, მაგრამ ამჯერად მარაგი ალექსანდროპოლიდან ბურგასში უნდა წავიდეს. ეს აუცილებელია როგორც ჩვენი ქარხნისთვის, ასევე სხვა ქარხნებისთვის შავი ზღვის რეგიონში, რათა მათ ნავთობის მიღება მთელი მსოფლიოდან შეეძლოთ“, - განაცხადა რუმენ რადევმა.  

ბულგარეთსა და სერბეთს შორის გაზსადენის მშენებლობა იწყება

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი და მისი სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი, ოთხშაბათს, ბულგარეთისა და სერბეთის დამაკავშირებელი გაზსადენის (IBS) მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. სამშენებლო სამუშაოების საზეიმო გახსნას, რომელიც ბულგარეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ენერგეტიკის მინისტრები როზენ ხრისტოვი და დუბრავკა დედოვიჩი, ასევე Bulgartrnasgaz-ის დირექტორი ვლადიმერ მალინოვი დაესწრებიან. ცერემონიის დაწყებამდე რადევი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ვუჩიჩთან. ცნობისათვის, ინტერკონექტორის საერთო სიგრძე დაახლოებით 170 კილომეტრი იქნება ბულგარეთის ქალაქ ნოვი ისკარიდან სერბეთის ნისამდე განთავსდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ გაზსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 1,8 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. პროექტი ევროკავშირის პრიორიტეტულ სიაშია და სპეციალიზებული ფონდი (Connecting Europe Facility, CEF) აფინანსებს.  

ბულგარეთსა და სერბეთს შორის გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ბულგარეთის ტერიტორიაზე დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა (Bulgaria-Serbia Interconnector Gas Pipeline, IBS) გახსნეს. ამის შესახებ სააგენტო Tanjug იტყობინება. ნიშ-დიმიტროვგრადის გაზსადენის მშენებლობა ქალაქ კოსტინბროდში (დედაქალაქი სოფიას დასავლეთით 15 კმ) დაიწყო. ბულგარეთი - სერბეთის დამაკავშირებელი გაზსდენის მარშრუტია- სერბეთის ქალაქი ნისი - ბულგარეთის ქალაქი დიმიტროვგრადი - ქალაქი სოფია; გაზსადენის სიგრძეა - 109 კმ, ორმხრივი გაზსადენის საერთო სიგრძე ორივე ქვეყანაში - 170 კმ-ს შეადგენს, ხოლო გამტარუნარიანობა - 1,8 მლრდ მ3/წელიწადში.  სერბეთის ინვესტიციები 90 მილიონ ევროდ შეფასდა, საიდანაც 49,6 მლნ ევროს ევროკავშირი უზრუნველყოფს, კიდევ 25 მილიონი ევროს კი ევროპის საინვესტიციო ბანკი.  სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა იმედი გამოთქვა, რომ სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა ოქტომბრისთვის დასრულდება და გაზის მიწოდება 2023 წლის ბოლომდე შესაძლებელი გახდება.  

2024 წელს ბულგარეთი შეძლებს მისთვის საჭირო გაზის იმპორტს აზერბაიჯანიდან და აშშ-დან - ენტონი ბლინკენი

საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) საშუალებით, მომავალ წელს, ეს უკანასკნელი შეძლებს გაზის თითქმის 100 პროცენტის იმპორტს აზერბაიჯანიდან და აშშ-დან, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ის საბერძნეთში ვიზიტით იმყოფება. „მაგალითად, ბულგარეთი რუსეთზე იყო დამოკიდებული, ახლად აშენებული საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორი, ეს გაზსადენი ბულგარეთს საშუალებას აძლევს, ჩაანაცვლოს ეს წყარო. მომავალ წელს ბულგარეთი თავისი შიდა საჭიროებისთვის გაზის თითქმის 100 პროცენტს შემოიტანს აზერბაიჯანიდან და შეერთებული შტატებიდან ამ ინტერკონექტორის შედეგად“, - განაცხადა ბლინკენმა. საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (Interconnector Greece-Bulgaria-IGB) ოფიციალურად 2022 წლის ივლისში გაიხსნა, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ახალი განშტოებაა. ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა.  

მიაწვდის თუ არა ბულგარეთი უკრაინას საბრძოლო მასალას

ბულგარეთი, დიდი ალბათობით, უკრაინას უზარმაზარ საბრძოლო მასალას მიჰყიდის შუამავლების მეშვეობით, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს ომზე, განუცხადა ტელეარხ BTV-სთან ინტერვიუში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბოიკო ნოევმა. მისი თქმით, ბულგარეთი 175 მილიონი ევროს ღირებულების ძველ საბრძოლო მასალას გადასცემს სახელმწიფო სამხედრო ქარხანას VMZ-ს და სანაცვლოდ მიიღებს ახალ საბრძოლო მასალას. ყოფილი მინისტრის თქმით, ბულგარეთს აქვს საბჭოთა სტანდარტების საბრძოლო მასალის მარაგი, რომელიც უკრაინის არმიას სჭირდება. EURACTIV-ის გამომძიებელი ჟურანლისტების ცნობით, ბულგარეთის მიერ მილიარდობით ევროს ღირებულების იარაღის კიევისთვის მიწოდება არ შეწყვეტილა, მიუხედავად სოფიის ხელისუფლების ოფიციალური მტკიცებისა. კერძოდ, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი საჯაროდ გამოვიდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ. თუ ბულგარეთი საბრძოლო მასალას ჯარიდან სამხედრო ქარხანაში გადასცემს და შემდეგ შუამავლების მეშვეობით უკრაინაში მიაწოდებს, რადევს შეუძლია, განაგრძოს თავის მხარდამჭერებს უთხრას, რომ სოფია არ ეხმარება უკრაინას, წერს Euroactiv. ბულგარეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელმაც არ დაადასტურა მონაწილეობა ევროკავშირის გეგმაში, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას გულისხმობს.  

ბულგარეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები მეხუთედ ტარდება

ბულგარელები ბოლო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნებში მეხუთედ მონაწილეობენ. Reuters-ის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ბულგარეთმა შესაძლოა, კვლავ ვერ შეძლოს ფუნქციონალური საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბება. ექვსი თვის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის ჩამოყალიბება. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მთავარი კონკურენტები კვლავ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „გერბი“  და ასევე ექსპრემიერ კირილ პეტკოვის - „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“ (PP) არიან. ორივე პარტია 26%-ანი მხარდაჭერით სარგებლობს. „სამი წლის წინ ბულგარეთში მასობრივი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები დაიწყო, მაგრამ პოზიტიური ცვლილების ნაცვლად, დემონსტრაციებმა არჩევნების სერია გამოიწვია. 10-წლიანი ხელმძღვანელობის დასრულების შემდეგ, ბორისოვმა ძალაუფლება 2021 წელს დაკარგა. მას შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შექმნეს სტაბილური კოალიციები, რამაც პოლიტიკური არეულობა და დროებითი მთავრობები გამოიწვია. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ბულგარეთი გაყო. ბულგარეთი ევროკავშირისა და NATO-ს ალიანსის წევრია, მაგრამ იზიარებს ღრმა ისტორიულ და კულტურულ კავშირებს რუსეთთან, რამაც გავლენა მოახდინა ბულგარეთის პოლიტიკურ ლანდშაფტზე“, - წერს DW. ბულგარეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელმაც არ დაადასტურა მონაწილეობა ევროკავშირის გეგმაში, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას გულისხმობს. კერძოდ, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი საჯაროდ გამოვიდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ. EURACTIV-ის გამომძიებელი ჟურანლისტების ცნობით, ბულგარეთის მიერ მილიარდობით ევროს ღირებულების იარაღის კიევისთვის მიწოდება არ შეწყვეტილა, მიუხედავად სოფიის ხელისუფლების ოფიციალური მტკიცებისა. ორ კოალიციას, რომლებიც კვლევის შედეგების სათავეში არიან, კიევისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას უჭერენ მხარს.    

ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები მთლიანად დახურა

სანქციების განხორციელების შესახებ ევროკავშირის დირექტივის ფარგლებში, ბულგარეთმა რუსული გემებისთვის ყველა თავისი პორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. აკრძალვა სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ რუსულ გემებზეც ვრცელდება. აკრძალვა ძალაში 8 აპრილს შედის და რუსეთის საზღვაო გადაზიდვების ყველა გემზე გავრცელდება. ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნის პორტებში რუსეთის დროშის მცურავ გემების შესვლაზე აკრძალვა გასული წლის 17 აპრილიდან დააწესა, რაც გათვალისწინებული იყო ევროპული სანქციების მეხუთე პაკეტით.  

თურქეთიდან ბულგარეთში გაზის მიწოდება დაიწყო

თურქულმა ნავთობკომპანიამ (BOTAS) და ბულგარულმა Bulgargaz-მა ოთხშაბათს დაიწყეს გაზის პირველი გადაზიდვა თურქეთიდან ბულგარეთში 13-წლიანი შეთანხმების საფუძველზე, იუწყება Anadolu. „დღევანდელი მიწოდება იქნება დაახლოებით 55 მილიონი კუბური მეტრი (მკმ), მაგრამ ჩვენ გვექნება წლიური მიწოდება 1,5 მილიარდი კუბური მეტრი (მკმ). ეს სიმძლავრე შეიძლება, გაიზარდოს მოთხოვნის ზრდასთან ერთად. ტექნიკურად, ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა BOTAS-ის გენერალურმა მენეჯერმა, ბურჰან ოზჯანმა. ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი, როსენ ჰრისტოვი გადაწყვეტილებას მიესალმა. მისი თქმით, პარტნიორობა უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არამხოლოდ ბულგარეთის, არამედ, მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისთვის.  

ბულგარეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი დროებით აკრძალა

ბულგარეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის 20 სხვა საკვები პროდუქტის იმპორტი დროებით აკრძალა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა გილიბ დონევმა გააკეთა. იმპორტის აკრძალვა 24 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აკრძალვა არ შეეხება ტრანზიტულ პროდუქციას. „ჩვენ იძულებულები ვართ, მივიღოთ ეს ეროვნული ზომა, რადგან ევროპული უწყებები ჯერ ისევ განიხილავენ ადეკვატურ ზომებს. იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი გაიგებს ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პოზიციას. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის, მაგრამ ბულგარელი ფერმერების გაბანკროტება, მას ვერაფრით დაეხმარება“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა. პოლონეთმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის აღდგენის შესახებ, - განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა Reuters-ის ცნობით. პოლონეთის განვითარების მინისტრმა ვალდემარ ბუდამ განმარტა, რომ უკრაინული საკვები პროდუქტების პოლონეთში იმპორტის აკრძალვა ძალაში რჩება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ცალმხრივი აკრძალვა მიუღებელია, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა 16 აპრილს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, უკრაინიდან იმპორტი შეწყვიტეს. უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით სლოვაკეთიც აჩერებს პოლონეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ შეზღუდვები 30 ივნისამდე გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია“, - განაცხადა სპიკერმა და აღნიშნა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ კოორდინაციას. 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის. უნგრეთის მთავრობამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ. კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს არღვევს.

უკრაინამ და ბულგარეთმა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს

უკრაინამ და ბულგარეთმა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს. მიზანი ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებაა. ეს საკითხი განიხილეს ბულგარეთში უკრაინის ელჩის, ოლესია ილაშჩუკისა და ვიცე პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის ჰრისტო ალექსიევის შეხვედრაზე. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებმა განიხილეს მდინარე დუნაის გასწვრივ ახალი მესამე ხიდის მშენებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქონლისა და ხალხის მზარდი ნაკადის მართვას და დაეხმარება უკრაინას აღდგენის პროცესში. „ჰრისტო ალექსიევმა ხაზი გაუსვა ბულგარეთის ძალისხმევას, უზრუნველყოს სოლიდარული დერეფნები სასურსათო უსაფრთხოებისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ერთად იმუშაონ უკრაინასა და ბულგარეთს შორის სატრანსპორტო სერვისების გასაუმჯობესებლად და სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს", - აცნობა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინულ მედიას.   

ბულგარეთი რუსული „ჰიბრიდული თავდასხმების“ უპრეცედენტო ზრდის შესახებ იუწყება

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლაი მილკოვმა განაცხადა, რომ რუსული ჰიბრიდული თავდასხმები გაიზარდა, იტყობინება ბულგარული საინფორმაციო სააგენტო Novinite. ჰიბრიდული თავდასხმების ზრდა „მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს ბულგარეთის სტაბილურობას და, შესაბამისად, მის დემოკრატიულ ღირებულებებსა და პროცესებს“, - თქვა მილკოვმა უსაფრთხოების კონფერენციაზე 27 აპრილს. „რუსეთი იყენებს ჰიბრიდული ტაქტიკის სრულ არსენალს, ენერგიისა და ძირითადი საკვების მარაგის ინსტრუმენტალიზაციას ახდენს, კიბერ აქტივობებს, პროპაგანდის უპრეცედენტო გაძლიერებას ახდენს, რაც მიზნად ისახავს შიდა პოლიტიკურ დესტაბილიზაციას - უკმაყოფილების პროვოცირებას და უკრაინის მიმართ სოლიდარობის შემცირებას", - განაცხადა მილკოვმა. 26 მარტს, უკრაინის გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების კომპიუტერული ჯგუფმა (CERT-UA) 300-ზე მეტი კიბერშეტევა დაარეგისტრირა. ჯგუფის თქმით, ეს თავდასხმები უკრაინაზე რუსეთის ომის მთავარი სტრატეგიაა და გამოიყენებოდა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და უკრაინის მხარდაჭერის შესამცირებლად. ცნობილია, რომ მეზობელი მოლდოვა ასევე გახდა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე.  

რადევი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვაზე: ბულგარეთი რეგიონის ენერგეტიკულ სტრატეგიას აყალიბებს

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა აყალიბებს რეგიონის ენერგეტიკულ სტრატეგიას და წარმოადგენს ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრს ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, იუწყება ადგილობრივი მედია.  „ამჟამად ბულგარეთი გაზს აზერბაიჯანიდან იღებს. ჩვენ გვაქვს უფასო წვდომა ხმელთაშუა ზღვაში ექვს ტერმინალსა და საბერძნეთისა და თურქეთის გაზის გადაცემის სისტემებზე. ბულგარეთი ძალიან კარგად სარგებლობს გეოგრაფიული მდებარეობით და ევროკავშირის წევრობით, ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე, მაგრამ ასევე ხელს უწყობს ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ინტერესებს“, - განაცხადა რადევმა.  მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დროებითი მთავრობის ქმედებებს, რომელმაც, მისი შეფასებით, მიუხედავად კრიზისისა, მოახერხა ინფლაციასთან გამკლავება, სამრეწველო წარმოებისა და ექსპორტის გაზრდის პირობების შექმნა. „საბერძნეთთან დავასრულეთ ინტერკონექტორის პროექტი, დავიწყეთ სერბეთთან ხაზის მშენებლობა, რომელსაც მიმდინარე წლის ოქტომბერში დავასრულებთ. ამჟამად, ევროპაში საწვავის ყველაზე დაბალი ფასები გვაქვს. ჩვენ ვაგრძელებთ საბერძნეთთან თანამშრომლობას, თებერვალში ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ალექსანდროპოლისი-ბურგასის ნავთობსადენის მშენებლობაზე“, - აღნიშნა რადევმა.   

ბულგარეთში გენერალური პროკურორის კორტეჟზე შესაძლო თავდასხმის ფაქტს იძიებენ

ბულგარეთის ხელისუფლებამ შექმნა ოპერატიული შტაბი შსს-სა და სპეცსამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა გამოიძიოს ქვეყნის გენერალური პროკურორის, ივან გეშევის კორტეჟთან დაკავშირებული ინციდენტი. მანამდე, მედია წერა, რომ ბულგარეთში, სოფელ კოვაჩევოს მახლობლად მიმავალ გზაზე, გენერალური პროკურორის ივან გეშევის კორტეჟს ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირებმა დაუდეს. ბომბი ავტოკოლონის წინ აფეთქდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ინფორმაციისთვის, გენერალური პროკურორი ივან გეშევი პარასკევს უკრაინასა და მოლდოვაში იმყოფებოდა.  

შუა დერეფანს სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა უერთდებიან

ამ წლის მეორე ნახევრიდან, კიდევ სამი ქვეყანა - სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა შეუერთდებიან ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც შუა დერეფანი. ამის შესახებ TITR ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა აზიის კონფერენციაზე, ალმათიში განაცხადა. „მომდევნო ხუთ წელიწადში დაახლოებით, ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფანში ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. TITR მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზრებთან ცენტრალური აზიის მწარმოებლების ინტეგრაციაში“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ TITR-ის ინიციატორები აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო იყვნენ. „ამ მარშრუტის მიზანი საქონლის ტრანზიტის უზრუნველყოფაა ისეთი ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა, ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტზე 2017 წლიდან მუშაობს. მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, მათ შეუერთდებიან სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ შემოგვიერთდებიან ავსტრია, უნგრეთი და გერმანია. ასევე ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულნი ფრანგი ექსპედიტორები“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი აბდიკერიმოვმა ისიც აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი მიმართულება TITR-ის ფარგლებში არის თურქეთი, კერძოდ, მერსინის პორტი, სადაც დიდი მარცვლეულის ბირჟაა განთავსებული. 2022 წელს, TITR-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1,48 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2,5-ჯერ, - 898 000 ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით. ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.  შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

ბულგარეთი აპირებს, შეუერთდეს ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტს

ბულგარეთი გეგმავს, შეუერთდეს კასპიის ზღვიდან ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ელნურ სოლტანოვმა განაცხადა. „სამხრეთის გაზის დერეფანთან ერთად აზერბაიჯანი ქმნის დერეფნებს მწვანე ენერგიის ტრანსპორტირებისთვის. მაგალითად, ქვეყანამ გასული წლის დეკემბერში მიაღწია შეთანხმებას საქართველოსთან, რუმინეთთან და უნგრეთთან შავი ზღვის ფსკერზე შესაბამისი დერეფნის შექმნაზე კასპიის ზღვიდან ევროპისკენ. ბულგარულმა მხარემ ასევე გამოხატა ამ პროექტში მონაწილეობის დაინტერესება და ჩვენ ველით, რომ ბულგარეთი ოფიციალურად შეუერთდება ამ პროექტს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ საქართველოსთან კავშირი გააუმჯობესოს და რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს - FT „ჩვენი მიზანი, შევქმნათ ენერგეტიკული დერეფანი აზერბაიჯანის ნახიჩევანიდან თურქეთამდე და შემდგომ მსოფლიო ბაზრებზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. სოლტანოვმა აღნიშნა, რომ ევროპა და მისი ფინანსური ინსტიტუტები მიესალმებიან ამ პროექტებს და მზად არიან, დააფინანსონ ისინი. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.  

მედია: ბულგარეთში 370 პრორუსული პროპაგანდისტული ვებგვერდი გამოავლინეს

სოფიაში დაფუძნებული სოციალური კვლევების ფონდის ანალიზმა გამოავლინა 370 ვებგვერდი, რომლებიც ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას, წერს Euractiv 20 ივნისს. „2022 წელს რუსული პროპაგანდა მძლავრად გავრცელდა ბულგარეთის ონლაინ სივრცეში. 2021 წელთან შედარებით, 2022 წლის ბოლოს ის თითქმის 20-ჯერ გაიზარდა“. დეზინფორმაციული აქტივობები დაიწყო მცირე ქსელით, რომელიც გავრცელდა სულ მცირე 370 ვებგვერდზე. ეს ზრდის თითოეულ შეტყობინებაზე წვდომას დაახლოებით 400-ჯერ, ასკვნის ანალიზი. ცნობილია, რომ მოსკოვი იყენებს საინფორმაციო ომის ინსტრუმენტებს, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, რათა შეარყიოს უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა მიმდინარე შეჭრის დროს. 2022 წლის ოქტომბრიდან ESTAT-ის მიერ ბულგარეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა დაახლოებით 67.5%-მა განაცხადა, რომ ბულგარეთმა უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის მიმართ.   დაახლოებით 16,3%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას, ხოლო 8,6%-მა განაცხადა, რომ რუსეთს უნდა დაუჭიროს მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი აკრიტიკებდა უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხს, მედიის ცნობით, მთავრობა კიევს იარაღს აწვდიდა მესამე მხარის დახმარებით. ახლახან დანიშნულმა მინისტრთა კაბინეტმა გამოავლინა ინტერესი, შეუერთდეს ევროკავშირის ძალისხმევას, კიევს მიაწოდოს 2,2 მილიარდი დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვები.  

ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

მიუხედავად პრეზიდენტის წინააღმდეგობისა, 26 ივნისს ბულგარეთის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მისივე თანახმად, პაკეტის დამტკკიცების შესახებ ინფორმაცია მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურმა თავის ვებგვერდზე გაავრცელა. „დამტკიცებული სია მოცულობით შეესაბამება დროებითი მთავრობის მიერ 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოწოდებული პირველი პაკეტით გათვალისწინებულ დახმარებას", - განაცხადა ბულგარეთის მთავრობამ. მისივე თანახმად, დახმარების პაკეტი „არ დაარღვევს ბულგარეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სტანდარტებს და მათ საბრძოლო მომზადებას“. როგორც უკრაინული მედია წერს, 2022 წლის ნოემბერში ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის სამხედრო და ტექნიკური დახმარების მიწოდების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, თუმცა არაოფიციალურად, კირილ პეტკოვის ყოფილმა პროევროპულმა მთავრობამ კიევს, სავარაუდოდ, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა და იარაღი მიაწოდა. ბულგარეთის ახალმა პროევროპულმა მთავრობა დაადასტურა, რომ უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას გააგრძელებს.  

ზელენსკი ახალი მთავრობის მიწვევით ბულგარეთში ჩავა - მედია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი მთავრობის მიწვევით ბულგარეთს ეწვევა, იტყობინება ბულგარეთის გაზეთი 24 Chasa დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. ვიზიტი, სავარაუდოდ, 6 ივლისს შედგება, თუმცა მისი დეტალები უსაფრთხოების გამო გასაიდუმლოებულია. ბულგარეთის მთავრობა ზელენსკის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარელმა კანონმდებლებმა უარი თქვეს ზელენსკის მიმართვის მოსმენაზე, რომელიც მათ უკრაინისთვის გაზრდისკენ მოუწოდებდა. ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი 27 ივნისს გამოაცხადა, თუმცა მისი შინაარსი არ დაუზუსტებია. 15 ივნისს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Politico-ს განუცხადა, რომ სოფიას სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ. ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.  

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით არსებული პროროსული ძალების სამიზნეა

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინის მიმართ მისმა პოზიტიურმა მიდგომამ ის ქვეყნის შიგნით „პრორუსული ძალების" სამიზნედ აქცია. მედია: ბულგარეთში 370 პრორუსული პროპაგანდისტული ვებგვერდი გამოავლინეს „რუსეთმა, სავარაუდოდ, გაააქტიურა ქვეყანაში არსებული მთელი თავისი აქტივები,“ - აღნიშნა მინისტრმა და ამ საკითხთან კავშირში ულტრამემარჯვენე აღორძინების პარტია დაადანაშაულა. ზელენსკი ახალი მთავრობის მიწვევით ბულგარეთში ჩავა - მედია მინისტრის თქმით, ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მომზადება დაიწყო. ისევე, როგორც სოფიას წინა სამხედრო დახმარების პაკეტების შემთხვევაში, მინისტრმა არც ახლა გაამჟღავნა მისი ზუსტი შინაარსი. თუმცა აღნიშნა, რომ წინა ორი გადაზიდვა იყო „საკმაოდ სერიოზული". „ბულგარეთი უზრუნველყოფს „მატერიალურ საშუალებებს", რომლებიც ბულგარეთის სამხედრო ძალების შესაძლებლობებს არ არღვევს,“ - განაცხადა თაგარეევმა. გარდა მატერიალური დახმარებისა, მინისტრმა ასევე აღნიშნა ბულგარეთის მზადყოფნა, ყოველწლიურად მოამზადოს 60 უკრაინელი მედიკოსი. ბულგარეთის დახმარების წინა შეფერხებებთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ სამომავლო მარაგი გაცილებით სწრაფად უნდა მომზადდეს, ვიდრე ადრე, რადგან ის პარლამენტის განხილვას არ საჭიროებს.  

ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს

ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მომზადება დაიწყო. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარეევმა Glavcom-ს განუცხადა. ისევე, როგორც სოფიას წინა სამხედრო დახმარების პაკეტების შემთხვევაში, მინისტრმა არც ახლა გაამჟღავნა მისი ზუსტი შინაარსი. თუმცა აღნიშნა, რომ წინა ორი გადაზიდვა იყო „საკმაოდ სერიოზული". „ბულგარეთი უზრუნველყოფს „მატერიალურ საშუალებებს", რომლებიც ბულგარეთის სამხედრო ძალების შესაძლებლობებს არ არღვევს,“ - განაცხადა თაგარეევმა გარდა მატერიალური დახმარებისა, მინისტრმა ასევე აღნიშნა ბულგარეთის მზადყოფნა, ყოველწლიურად მოამზადოს 60 უკრაინელი მედიკოსი. ბულგარეთის დახმარების წინა შეფერხებებთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ სამომავლო მარაგი გაცილებით სწრაფად უნდა მომზადდეს, ვიდრე ადრე, რადგან ის პარლამენტის განხილვას არ საჭიროებს. თაგარეევმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ მისმა პოზიტიურმა მიდგომამ ის „პრორუსული ძალების" სამიზნე გახადა. მედია: ბულგარეთში 370 პრორუსული პროპაგანდისტული ვებგვერდი გამოავლინეს „რუსეთმა, სავარაუდოდ, გაააქტიურა ქვეყანაში არსებული მთელი თავისი აქტივები,“ - აღნიშნა მინისტრმა და ამ საკითხთან კავშირში ულტრამემარჯვენე აღორძინების პარტია დაადანაშაულა. ზელენსკი ახალი მთავრობის მიწვევით ბულგარეთში ჩავა - მედია

უკრაინა და ბულგარეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ - ზელენსკი სოფიაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი დენკოვი შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გააძლიერონ. მის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ხუთშაბათს სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ბაზრის სტაბილურობა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბულგარეთი მზად არის, შეუერთდეს მშვიდობის ფორმულის განხორციელებას. ამის შემდეგ ზელენსკის თურქეთში ელოდებიან. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მარცვლეულის ინიციატივისთვის ვადის ამოწურვამდე (17 ივლისამდე), 7 ივლისს შეხვდებიან. უკრაინის პრეზიდენტი ბულგარეთში ჩავიდა. 5 ივლისს მან Twitter-ზე დაწერა, რომ ერთი კვირა რჩება NATO-ს სამიტამდე - „ევროპაში საერთო უსაფრთხოებისთვის საკვანძო მომენტამდე“. NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება. ყველა დონეზე უკრაინულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცემული გარანტიები იმის შესახებ, რომ „უკრაინა გახდება ალიანსის წევრი", არ არის საკმარისი. ამის ნაცვლად, უკრაინა სთხოვს მოკავშირეებს, უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის მკაფიო პერსპექტივა. ასევე გაეცანით:   უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი   გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას   უკრაინას NATO-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება - პენტაგონი

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს. აღსანიშნავია, რომ 11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება. დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ბულგარეთში იმყოფება, ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლაი დენკოვთან ერთად მოაწერა ხელი უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას. 15 ივნისს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Politico-ს განუცხადა, რომ სოფიას სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ. ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.  

ბულგარეთმა უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. როგორც ცნობილია, ზელენსკი სოფიაში ვიზიტით იმყოფება. ასევე ვიზიტის ფარგლებში, უკრაინისა და ბულგარეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი. ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი 27 ივნისს გამოაცხადა, თუმცა მისი შინაარსი არ დაუზუსტებია. 15 ივნისს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Politico-ს განუცხადა, რომ სოფიას სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ. ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.

ბულგარეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ ევროკავშირის ინიციატივას უერთდება

ბულგარეთმა გადაწყვიტა, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ ევროკავშირის ინიციატივას შეუერთდეს. ამის შესახებ Sofia Globe მთავრობის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ბულგარეთი უკრაინას 100 ჯავშანმანქანას გაუგზავნის - მედია „ბულგარეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა გახდება ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის პროექტის სრულუფლებიანი წევრი, რაც  საბრძოლო მასალისა და მომსახურების მიწოდებისთვის ახალ კარგ შესაძლებლობას შექმნის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ბულგარეთმა უკრინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ოფიციალურად პირველად განაცხადა

ბულგარეთი კიევს მძიმე ტექნიკით დაეხმარება. სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინას ბულგარეთმა გამოუყო, 100 ჯავშანმანქანას მოიცავს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს. სამხედრო ტექნიკა სოფიამ შსს-ს მარაგებიდან გამოყო. ეს არის პირველი სამხედრო პაკეტი ბულგარეთიდან უკრაინაში, რომელიც ოფიციალურად გამოცხადდა. აქამდე სამხედრო დახმარება გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ მანამდე არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთი უკრაინას საბრძოლო მასალებით ეხმარებოდა. „ეს არის ჯავშანტექნიკა, რომელიც არასოდეს ყოფილა გამოყენებული, რაც გარკვეულწილად, იწვევდა ხარჯებს მათი შენახვისა და მოვლისთვის“, - განაცხადა მმართველი კოალიციის დეპუტატმა. მისივე თქმით, „უკრაინელები დარწმუნდებიან, რომ ეს ტექნიკა მათთვის სასარგებლო იქნება.“ ჯავშანმანქანები არმიის საცავებში 1980-იანი წლების ბოლოდან ინახებოდა, იტყობინება ამბობს ბულგარეთის მმართველი პარტიის წევრი ივაილო მირჩევი. მისივე თქმით, ბულგარეთმა სანაცვლოდ, შესაძლოა, ამერიკული დახმარება მიიღოს. დეპუტატის განმარტებით, მანქანების ნაწილი უკრაინაში გაგზავნამდე შეკეთდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ ევროკავშირის ინიციატივას უერთდება. აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში იმყოფებოდა. გაფორმდა რიგი შეთანხმებები. ბულგარეთმა უკრაინის ევროინტეგრაციას დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი. ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს კიდეც პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერდა რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედია kyivindependent-ი. ზელენსკი ბულგარეთში სწორედ ახალი მთავრობის მიწვევით ჩავიდა. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია

ბულგარეთი უკრაინას 100 ჯავშანმანქანას გაუგზავნის - მედია

ბულგარეთი კიევს მძიმე ტექნიკით დაეხმარება. სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინას ბულგარეთმა გამოუყო, 100 ჯავშანმანქანას მოიცავს. ინფორმაციას Euractiv- ი ავრცელებს. სამხედრო ტექნიკა სოფიამ შსს-ს მარაგებიდან გამოყო. „ეს არის ჯავშანტექნიკა, რომელიც არასოდეს ყოფილა გამოყენებული, რაც გარკვეულწილად, იწვევდა ხარჯებს მათი შენახვისა და მოვლისთვის“, - განაცხადა მმართველი კოალიციის დეპუტატმა. მისივე თქმით, „უკრაინელები დარწმუნდებიან, რომ ეს ტექნიკა მათთვის სასარგებლო იქნება.“ ჯავშანმანქანები არმიის საცავებში 1980-იანი წლების ბოლოდან ინახებოდა, იტყობინება ამბობს ბულგარეთის მმართველი პარტიის წევრი ივაილო მირჩევი. მისივე თქმით, ბულგარეთმა სანაცვლოდ, შესაძლოა ამერიკული დახმარება მიიღოს. დეპუტატის განმარტებით, მანქანების ნაწილი უკრაინაში გაგზავნამდე შეკეთდება. აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში იმყოფებოდა. გაფორმდა რიგი შეთანხმებები. ბულგარეთმა უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი. ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს კიდეც პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერდა რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედია kyivindependent-ი. ზელენსკი ბულგარეთში სწორედ ახალი მთავრობის მიწვევით ჩავიდა. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია  

უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც ომში კიევს ადანაშაულებს - Politico

უკრაინამ ბულგარეთის პრორუსული პრეზიდენტი მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა. რუმენ რადევის მტკიცებით, კიევია დამნაშავე რუსეთთან ომში და „უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს.“ Politico-ს თანახმად, რადევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამ ომს უკრაინა დაჟინებით ითხოვს, ხოლო მის საფასურს მთელი ევროპა იხდის." „მის კომენტარს უკრაინის საელჩო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „უკრაინის ომში დადანაშაულება, რომელსაც ჩრდილოელმა მეზობელმა მოღალატეობრივად შეუტია, რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეზისია ევროპაში.“ საელჩომ ასევე განაცხადა, რომ კიევი მთელ ძალისხმევას მშვიდობის სწრაფად დამყარებაში დებს. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უარყო რადევის პოზიცია, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ომს ახანგრძლივებს“, - წერს თავის მხრივ Associated Press-ი. ბულგართესა და უკრაინას შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამ თვის დასაწყისში სოფიაში გამართულ შეხვედრაზე ბულგარეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ომს „არავითარი სამხედრო გადაწყვეტა“ არ აქვს და „სულ უფრო და უფრო მეტი იარაღი ამას ვერ მოაგვარებს". ზელენსკიმ მას უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამანადგურებელი ომი უკრაინელების წინააღმდეგ წამოიწყო და არა სხვა ქვეყნების. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია  

ბულგარეთის ყოფილი პრემიერის პარტია, „ლუკოილისთვის“ ბურგასის სამხრეთით მდებარე პორტზე კონტროლის ჩამორთმევას ითხოვს

მმართველმა კოალიციამ - ცენტრისტულ-ლიბერალურმა პარტიამ  -„ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას - დემოკრატიული ბულგარეთი“ (WCC-DB) დღეს დილით ეროვნულ ასამბლეას (პარლამენტს) წარუდგინა წინადადება, რომლითაც როზენეტის (Rosenets) პორტი ბულგარეთის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა დაბრუნდეს. ამის შესახებ სოფიაში დაფუძნებული გამოცემა Novinite წერს. ახლა პორტი, რომელიც ბურგასის სამხრეთით მდებარეობს, მეორე უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიის, ლუკოილის კონტროლის ქვეშაა. ლუკოილს ნებართვა გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტ რუმენ რადევის მიერ დანიშნულმა დროებითმა მთავრობამ კიდევ 24 წლით გაუხანგრძლივა. პროექტი მედიას დღეს სამთავრობო კოალიციაში მყოფი ორი პარტიის თანათავმჯდომარეებმა კირილ პეტკოვმა და ათანას ათანასოვმა წარუდგინეს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პორტზე კონტროლი ბულგარეთის სახელმწიფოსთვის არის საკვანძო და პრინციპში, ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ბულგარეთის კონტროლის ქვეშ. განსაკუთრებით ის, რაც საზღვრის გასწვრივ არის," - ამბობენ ინიციატივის ავტორები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პორტის დაბრუნება შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას, რომელიც ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო მოქმედებს. „ამგვარად, ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ შენგენი არის ჩვენი ეროვნული მიზანი,“ - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.  „ვინაიდან ბულგარეთის სახელმწიფოს არ აქვს კონტროლი ამ პორტზე, იქ კონტრაბანდა მიედინება. იმპორტირებული ნავთობის დიდი ნაწილი ან გარკვეული ნაწილი არ არის დეკლარირებული ბულგარეთის სახელმწიფოში და რეალიზებული შემოსავლები რუსეთის მხარდასაჭერად, ომში მიდის,“ - განაცხადა თავის მხრივ, ათანას ათანასოვმა. ცნობისთვის, კირილ პეტკოვი პეტკოვი არის ბულგარელი პოლიტიკოსი, ეკონომისტი და მეწარმე, რომელიც 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე იყო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი. მისი პარტია 2023 წლის აპრილის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა და პარლამენტში 64 ადგილი მოიპოვა. 2023-07-17 11:02:00 უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც ომში კიევს ადანაშაულებს - Politico ბულგარეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში მე-5 საყოველთაო არჩევნები ჩატარდა.  

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას მხარი დაუჭირა

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის შეიარაღებასთან და სათადარიგო ნაწილებთან ერთად, 100-მდე ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნას დაუჭირა მხარი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The Sofia Globe იტყობინება. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები განმარტავენ, ბულგარეთს არ სჭირდება ჯავშანტექნიკა, რომელიც ათწლეულების წინ შეიძინა ბულგარეთის კომუნისტების დროს იყო შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელი შეიარაღებული ძალებისთვის. ბულგარეთმა უკრინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ოფიციალურად პირველად, 14 ივლისს განაცხადა.  

მედია: საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა და მისმა ბერძენმა კოლეგამ, კირიაკოს მიცოტაკისმა უკრაინული მარცვლეულის საბერძნეთში სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ Mediapool-ი დენკოვზე დაყრდნობით წერს. გეგმის მიხედვით, ბულგარული მატარებლები უკრაინული მარცვლეულით უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე დაიტვირთება და მარცვლეულს საბერძნეთის ალექსანდროპოლის პორტში გადაიტანს. როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია აქვს თუ არა ბულგარეთს საჭირო სატრანსპორტო შესაძლებლობები, რადგან მისი სახელმწიფო რკინიგზა ლოკომოტივებისა და სატვირთო ვაგონების დეფიციტს განიცდის. თუმცა, საბერძნეთმა თავისი სარკინიგზო ხაზების განვითარება დაიწყო, რაც ბულგარეთის ინტერესს იწვევს. ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ბულგარეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე, ბულგარეთისა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ საჰაერო წვრთნებს  - Thracian Summer 2023 გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sofiaglobe ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სამინისტროს განცხადებით, უკვე 15 წელზე მეტია, ერთობლივი წვრთნები საჰაერო ძალებს და სპეციალური ოპერაციების ძალებს გამოცდილების მიღებაში ეხმარება. უწყების განცხადებით, სწავლების მიზანია საჰაერო ძალების ეფექტიანობის გაუმჯობესება და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების თეორიული და ტაქტიკური-სპეციალური მომზადების გაზრდა. ერთობლივი წვრთნების ფარგლებში, 8-დან 17 აგვისტოს ჩათვლით, ბულგარეთის საჰაერო ძალებისა და აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენებს განახორციელებენ. სწავლების მონაწილეები ასევე გაივლიან დაშავებულების ევაკუაციის შესახებ ტრენინგს.  

მედიის ცნობით, ბულგარეთი უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება

ბულგარეთის მთავრობამ ოთხშაბათს გამართული შეხვედროს დროს გადაწყვიტა, შეუერთდეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას, რათა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების ვალდებულებები. ამის შესახებ მედია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. როგორც აღინიშნა, ბულგარეთი უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს, „რომელიც რუსეთის აგრესიას უპირისპირდება, ასევე პირდაპირ წვლილს შეიტანს ევროპის ყველა წევრი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაში.“ „ამ თანმიმდევრული პოლიტიკის შესაბამისად, ბულგარეთი შეუერთდება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის მხარდასაჭერად,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამ დროისთვის უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაციას სულ 15 ქვეყანა შეუერთდა. ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან  ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.  

აშშ-ის და ბულგარეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

NATO-ს სარდლობის ცნობით, ბულგარეთის შეიარაღებული ძალები და შეერთებული შტატების საჰაერო ძალები ურთიერთობებს აძლიერებენ. კერძოდ, ამ ქვეყნების ძალები თავსებადობას წვრთნების საშუალებით გააძლიერებენ. „NATO-ს ძალები რეგულარულად ვარჯიშობენ ერთად, აძლიერებენ ეფექტიანობას და კოლექტიურ მზადყოფნას, რაც უზრუნველყოფს მოკავშირეების მზადყოფნას ალიანსის ტერიტორიის დასაცავად,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე, ბულგარეთისა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ საჰაერო წვრთნებს  - Thracian Summer 2023 მართავენ. სწავლებისთვის გამოყოფილი ლოკაციებია ბულგარეთის საავიაციო ბაზები და მიმდებარე ტერიტორიები. ბულგარეთი NATO-ს წევრია 2004 წლიდან.  

ბულგარეთი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 150 000 ევროს გამოუყოფს

ბულგარეთის მთავრობამ ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტა, რომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 150 000 ევრო გამოუყოს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს არის ბულგარეთის თანმიმდევრული პოზიციის დადასტურება ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს ტანჯვის შემსუბუქებას და უკრაინის მოსახლეობის დახმარებას. ბულგარეთის ჰუმანიტარული დახმარება სამ ნაწილად გადაეცემა გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისს, გაეროს ბავშვთა ფონდს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. დაფინანსება ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ჰუმანიტარული ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი უკრაინას დაახლოებით, 100 ერთეულ ჯავშანმანქანას მიაწვდის. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბულგარული მხარე ჯავშანტექნიკას პირდაპირ კიევს გადასცემს და არა შუამავლების მეშვეობით, როგორც ამას ადრე აკეთებდა. ბულგარეთის ამჟამინდელმა პროდასავლურმა მთავრობამ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი უკრაინის NATO-ში შესვლას. ბულგარეთი უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდა. ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების დროს, ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი. ბულგარეთმა უკრინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ოფიციალურად პირველად 14 ივლისს განაცხადა. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც ომში კიევს ადანაშაულებს - Politico  

ბულგარეთის ხელისუფლებამ ლუკოილის ნავთობტერმინალის ნაციონალიზაცია მოახდინა

ბულგარეთის მთავრობამ სახელმწიფოს,  ბურგასის პორტთან მდებარე ნავთობის ტერმინალი Rosenets-ი დაქვემდებარებაში გადასცა. ადრე ის რუსულ კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნოდა. ბულგარეთის ხელისუფლებამ ლუკოილს ტერმინალის ექსპლუატაციის კონცესიის შეწყვეტის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში აცნობა. ბულგარეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა გეორგი გვოზდეიკოვმა განაცხადა, რომ მთავრობა კომპენსაციას არ გადაუხდის კონცესიონერს, რადგან ხელშეკრულება ფორსმაჟორული ვითარების გამო შეწყდა. ბულგარეთის ყოფილი პრემიერის პარტია, „ლუკოილისთვის“ ბურგასის სამხრეთით მდებარე პორტზე კონტროლის ჩამორთმევას ითხოვს „ამიერიდან ლუკოილს შეუძლია, ეძიოს თავისი უფლებები სხვაგან, მაგრამ არა ბულგარეთში. ჩვენ დავიცავით კანონი და ევროპული რეგულაციები,“ - განაცხადა მინისტრმა. 2011 წელს ლუკოილმა ხელი მოაწერა კონცესიის ხელშეკრულებას ტერმინალის მართვაზე. ხელშეკრულების ვადა 35 წელია. ამ ზაფხულს, ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ხელშეკრულება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ამ დროისთვის, ბულგარეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც რუსული ნავთობის იმპორტისთვის 2024 წლის ბოლომდე მიიღო ექსკლუზიური ნებართვა  მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთს ნავთობზე ემბარგო დააწესა. შეგახსენებთ, რუსეთი მის მიერ უკრაინაში წარმოებულის გამო, სანქციების ქვეშაა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

ბულგარეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

ბულგარეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. „მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი დენკოვს და მის გუნდს, ასევე ბულგარელ პარლამენტარებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ ნაბიჯს. ბულგარეთი არის ნამდვილი სოლიდარობის მაგალითი,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ივნისში, ევროკავშირი ხუთ წევრ სახელმწიფოში მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვას დაეთანხმა. გადაწყვეტილების მიზეზად ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დაცვა დასახელდა, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებზე ფასების ვარდნის მიზეზად უკრაინული მარცვლეულის იმპორტს ასახელებენ.  

რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და სანდო პარტნიორს. მთავრობის მეთაურმა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების აუცილებლობას. განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ვაჭრობა და ეკონომიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაში, რადგან ბულგარეთი მუდმივად რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. გამოითქვა მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით გაფართოვდეს საინვესტიციო თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. აღინიშნა, რომ როგორც შავი ზღვის ქვეყნებმა, საქართველომ და ბულგარეთმა უნდა გააგრძელონ ერთობლივი ძალისხმევა, რათა სრულად იქნას გამოყენებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში.  

ბულგარეთში NATO-ს ახალი სამხედრო ბაზა განთავსდება

ბულგარეთში NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 55 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება, იტყობინება ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტო ქვეყნის თავდაცვის მინისტრ თოდორ თაგარეევზე დაყრდნობით. თაგარევის თქმით, გათვალისწინებულია  ყაზარმების, აღჭურვილობის შესანახი შენობებისა და გზების მშენებლობა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სოფიას აქვს საბიუჯეტო თანხები ამ პროექტის განვითარებისთვის, მაგრამ საჭირო რესურსების ნაწილს NATO მაინც უზრუნველყოფს. ბაზის ადგილმდებარეობა ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ მრავალფუნქციური საბრძოლო ჯგუფი, სავარაუდოდ, ორ სამხედრო ბაზაზე, იამბოლის რეგიონში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგდება. მშენებლობა სავარაუდოდ, 2025 წლისთვის დასრულდება. უკრაინული მედია წერს, რომ ოფიცრების უმრავლესობა ადგილზე იტალიიდან ჩავა. NATO-ს ახალ ბაზაზე განლაგებული საბრძოლო ჯგუფი შეასრულებს თავდაცვით ფუნქციებს პოტენციური აგრესორი ქვეყნის საფრთხის შემთხვევაში. ბულგარეთი აძლიერებს თავდაცვას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბულგარეთმა დაიწყო თავდაცვისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერება. ბულგარეთმა დაიწყო სანაპირო დაცვის რაკეტებით აღჭურვა. როგორც უკრაინული მედია წერს, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა დენკოვი მიზნად ისახავს ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოების რუსული გავლენისგან გაწმენდას. თუმცა მოქმედი პრეზიდენტი რუმენ რადევი არ იზიარებს მის შეხედულებებს და შესაძლოა, ხელი შეუშალოს გადამწყვეტ რეფორმებს.   ბულგარეთი NATO-ს წევრი 2004 წელს გახდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც ომში კიევს ადანაშაულებს - Politico

მედიის ცნობით, ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე იპოვეს დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამაგრებული

ბულგარეთის ნაციონალური რადიოს ცნობით, NATO-ს წევრი ქვეყნის ბულგარეთის შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ ტიულენოვოს მახლობლად იპოვეს დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამაგრებული. BNR-ის ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თვითმფრინავის შესახებ პოლიციას შეატყობინეს და ტერიტორია ალყაში მოაქციეს. მიმდებარე სასტუმროდან ტურისტების, დაახლოებით 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ექსპერტებმა შემთხვევის ადგილიდან კადრები გააანალიზეს და განაცხადეს, რომ ნაპოვნია დრონი, რომელზეც 82 მმ-იანი ნაღმტყორცნი იყო მიმაგრებული. ტიულენოვოში ბულგარეთის საზღვაო ძალების მესაზღვრეების გუნდი გაემგზავრა. რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს  

ბულგარეთი მის ტერიტორიაზე დრონის პოვნაზე: არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ომი გვერდს აგვივლის

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი, თოდორ თაგარევი შავიზღვისპირეთის ქალაქ ტიულენოვოში აღმოჩენილ დრონს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა მიმაგრებული, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს. თაგარევის თქმით, ზუსტად შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ აღმოჩენილი დრონი უკავშირდება ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. „ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ომი ჩვენ როგორღაც გვერდს აგვივლის. დიახ, არსებობს რისკები ბულგარეთისთვის!" - აღნიშნა ბულგარეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მინისტრის განმარტებით, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის და რომ გრძელდება გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა დრონი ბულგარეთში.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს. შეხვედრის სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.  პრესსამსახურის ცნობითვე, პრეზიდენტი დღეს, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა.

ბულგარეთი ამერიკულ საბრძოლო მანქანებს Stryker-ს შეიძენს

ქვეყნის სახმელეთო ჯარების მოდერნიზაციისა და NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ბულგარეთის მთავრობამ ამერიკული წარმოების Stryker-ის საბრძოლო მანქანების შეძენა დაამტკიცა. ამის შესახებ AP იტყობინება. ბულგარეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ბულგარეთში 183 Stryker-ის ავტომობილისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა, საერთო ჯამში 1,5 მილიარდ დოლარად. „პროექტის მიზანია, ბულგარეთმა მიაღწიოს NATO-ს მოკავშირეებთან თავსებადობას, ასევე, შეიძინოს და შეინარჩუნოს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები დამოუკიდებლად, ერთობლივ ოპერაციებში და კოლექტიური თავდაცვის სისტემაში, ასევე მონაწილეობა მიიღოს მოკავშირე ოპერაციებში. ქვეყნის ფარგლებს გარეთ,“ - ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაში. ბულგარეთმა, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია დააჩქარა და საბჭოთა წარმოების მოძველებული იარაღის სისტემები ჩაანაცვლა.  

მედია: ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის S-300-ის ტიპის კომპლექსებისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემას მხარი დაუჭირა

27 სექტემბერს ბულგარეთის პარლამენტმა დახურულ კარს მიღმა მხარი დაუჭირა უკრაინას S-300-ის ტიპის კომპლექსებისთვის რაკეტების მიწოდებას, რომელთა შეკეთება ქვეყანას საკუთარი ძალებით არ შეუძლია. ინფორმაციას უკრაინული მედია ბულგარეთის გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ბულგარეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კიევი შეძლებს მათ შეკეთებას და თავდაცვის მიზნით გამოყენებას.  „გადაწყვეტილების მიღებამდე დებატები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დახურული კენჭისყრის ზუსტი შედეგი უცნობია. ასევე გაუგებარია, რატომ ჩატარდა კენჭისყრა დახურულ კარს მიღმა,“ წერს Sofia Globe.  

ბულგარეთი რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

ბულგარეთში რუსული ნომრების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვები გავრცელდება როგორც ავტომობილებზე, ასევე სატვირთო მანქანებზე. ამის შესახებ ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ანტონ ზლატანოვმა განაცხადა. აკრძალვა სავარაუდოდ, 2 ოქტომბრის დღის ბოლომდე ამოქმედდება. რუსულ ნომრიანი მანქანების აკრძალვას ხორვატია და საფრანგეთიც შეუერთდნენ. გარდა ამისა, ჩეხეთი გერმანიის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული ნომრების მქონე მანქანების აკრძალვის პრეცედენტი დაფიქსირდა. ანალოგიურ გადაწყვეტილებას სამი ოქტომბრიდან აამოქმედებს ნორვეგიაც, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ შენგენის შეთანხმების ნაწილია და აქვს სახმელეთო საზღვარი რუსეთთან. მანამდე შეზღუდვები ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ასევე, პოლონეთმა და ფინეთმა შემოიღე, რითაც ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს.   

ბულგარეთი პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს

ბულგარეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას დიპლომატიურ, პოლიტიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დონეზე. შესაბამისი განცხადება ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია გაბრიელმა დღეს კიევში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გააკეთა. გაბრიელმა აღნიშნა, რომ უკრაინისადმი სოლიდარობის მიზნით, ბულგარეთმა ცოტა ხნის წინ გააუქმა აკრძალვა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე. მინისტრის თქმით, ბულგარული მხარე ასევე მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას და მიაჩნიათ, რომ უკრაინამ უნდა წარმართოს ეს პროცესი. „კიევში ევროკავშირისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიზნად ისახავს, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ აღნიშნა გაბრიელმა. ბულგარეთი რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს ამ დროისთვის, ბულგარეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც რუსული ნავთობის იმპორტისთვის 2024 წლის ბოლომდე მიიღო ექსკლუზიური ნებართვა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთის ნავთობზე ემბარგო დააწესა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების დროს, ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი. ბულგარეთმა უკრინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ოფიციალურად პირველად 14 ივლისს განაცხადა.  

ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება

13 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ილია დარჩიაშვილი  შეხვედრას გამართავს ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარია გაბრიელთან,  როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.  საუბარი შეეხება საქართველოს პროგრესს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. დღესვე ილია დარჩიაშვილი  ეწვევა სოფიას ტექნოლოგიების ინსტიტუტს.  

ბულგარეთის პარლამენტმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - ამის შესახებ საუბარია შესაბამის დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. (დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ.) საგარეო უწყების ცნობით, დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უალტერნატოვოს ხდის. ამასთან, დეკლარაცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. დოკუმენტში ბულგარეთის მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს,როგორც მნიშვნლოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს. დეკლარაციაში აღნიშნულია,რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს,განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. ამასთან, ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას,მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოფიაში ვიზიტით იმყოფება. „სიხარულით მსურს განვაცხადო, რომ ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ეს ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა! განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ულამაზეს სოფიაში ჩემი ვიზიტის დროს! ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას! ჩვენ ერთად მივიწევთ ნათელი, ერთიანი მომავლისკენ!" - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.  

რუსებმა NATO-ს წევრ ქვეყანაში პირველი აფეთქება 2011 წელს მოაწყვეს - The Insider

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფი, რომელიც ცნობილია როგორც სამხედრო ნაწილი 29155, ბულგარეთში, 2011 წელს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდა, რაც NATO-ს ქვეყანაში რუსეთის დაზვერვის პირველ ასეთ დივერსიულ აქტად ითვლება. ამის შესახებ The Insider-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაშია ნათქვამი. მისი ერთ-ერთი ავტორია ხრისტო გროზევი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარემოებების გამოძიებაში. Insaider-ის ცნობით, აფეთქების მიზანი, საქართველოსთვის იარაღის მიწოდების არდაშვება იყო. „2011 წლის დივერსიული აქტი ლოვნიდოლში, რუსეთის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ნომერ 29155-ე დანაყოფის პირველი ძირგამომთხრელი ოპერაციაა NATO-ს ტერიტორიაზე. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ დაუსჯელობაში და გააგრძელეს ოპერაციები ბულგარეთსა და ჩეხეთში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი სამოქალაქო მსხვერპლი," - წერს The Insider-ი. ოპერაციას გენერალი ანდრეი ავერიანოვი ხელმძღვანელობდა. ავერიანოვმა და მისი ჯგუფის წევრებმა ნიკოლაი ეჟოვმა, სერგეი რომანოვმა, რუსტამ ჯაფაროვმა, ალექსეი კაპინოსმა და ანატოლი ჩეპიგამ სავარაუდოდ, დაამონტაჟეს დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობები ბულგარეთში გადასაზიდად განკუთვნილ საბრძოლო მასალებში და ისინი ლოვნიდოლის საწყობში ჩასვლის შემდეგ ააფეთქეს. გამოძიების თანახმად, ევროპაში აფეთქებების მონაწილე რუსეთის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ბევრმა ყოფილმა თანამშრომელმა პოზიციები რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებში დაიკავა. ბულგარეთის პროკურატურამ ადრე განაცხადა, რომ იძიებდა გრუს შესაძლო მონაწილეობას 2011 წელს ბულგარეთის სოფელ ლოვნიდოლში კომპანია EMCO-ს კუთვნილ საწყობში მომხდარ აფეთქებაში.  

ბულგარეთმა რუსი პროპაგანდისტი გააძევა

ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტომ (DANS) განაცხადა, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ჟურნალისტის, ალექსანდრ გაცაკის ექსტრადიციის თაობაზე ბრძანება გასცა. DANS-ის ცნობით, რუსეთის მოქალაქე ბულგარეთში ჟურნალისტის საფარქვეშ ახორციელებდა სადაზვერვო საქმიანობას, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. „ოთხშაბათს ალექსანდრ გაცაკმა ბულგარეთის ტერიტორია დატოვა, განაცხადა DANS-ის პრესცენტრმა. რადიო თავისუფლების ბულგარულმა სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. შეკითხვებს არ გამოხმაურებია არც გაცაკი. მოსკოვი დაიმუქრა, რომ „საპასუხო ზომებს მიიღებს ბულგარეთის ხელისუფლების ქმედებების გამო.“ სექტემბრის ბოლოს ბულგარეთმა ჯაშუშობაში ეჭვის გამო, სოფიის რუსული ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ვასიანი და ეკლესიის კიდევ ორი მოღვაწე გააძევა, რასაც მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა, ეკლესია კი, რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა, ქვეყანაში პრორუსული განწყობები კვლავ შესამჩნევია. ბევრი ბულგარელი ასევე მხარს უჭერს ნეიტრალიტეტის პოზიციას რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით. 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 67.5% ამჯობინებდა, რომ მათ მთავრობას ომში მხარე არ გამხდარიყო. 2023 წლის ივნისში გამოკითხული ბულგარელების თითქმის 65%-მა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% ემხრობოდა სამხედრო დახმარების მიწოდებას. კიდევ 66%-ს სურდა, რომ მთავრობა აეკრძალა რუსული სახელმწიფო მედია.  

ბულგარეთის პარლამენტმა აშშ-სგან 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანების შესყიდვა დაამტკიცა

ბულგარეთის პარლამენტმა აშშ-სგან Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანების შესყიდვას მხარი დაუჭირა. 1,5 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტი ქვეყნის არმიის მოდერნიზაციისა და NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიიღეს. 240-ადგილიან პარლამენტში 134-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა 183 Stryker-ის სატრანსპორტო საშუალების შეძენის შეთანხმებას, რომელიც მთავრობამ სექტემბერში დაამტკიცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბულგარეთისთვის Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანების პოტენციური მიყიდვა სექტემბერში დაამტკიცა. თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარეევმა ეროვნულ ასამბლეას განუცხადა, რომ ეს არის სერიოზული ნაბიჯი ბულგარეთის არმიის მოდერნიზაციისკენ. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბულგარეთმა თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა გადაწყვიტა. შავი ზღვის აუზის წარმომადგენელ ბულგარეთს სტრატეგიული პოზიცია აქვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. მან უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალაც გაუგზავნა.  

ბულგარეთმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავს ფრენის ნებართვა მისცა

ბულგარეთმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, თავისი საჰაერო სივრცის გავლის ნებართვა მისცა. „ეს ნებართვა არ ვრცელდება მისი დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი პირები არიან,“ - ნათქვამია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 27 ნოემბერს ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთოს შეხვედრას დაესწრებოდა, თუ ბულგარეთი მას საჰაერო სივრცეს გაუხსნიდა.  

ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების გაგზავნას ვეტო დაადო

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინაში ჯავშანტექნიკის ადრე დამტკიცებულ მიწოდებას. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ბულგარული სამსახური პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. 22 ნოემბერს, ქვეყნის პარლამენტმა უკრაინისთვის 100 ბულგარული ჯავშანტრანსპორტიორის უფასო გადაზიდვის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოში მოაწერეს ხელი. საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობამ რატიფიცირებას მისცა ხმა, წინააღმდეგი მხოლოდ სოციალისტები და პრორუსული აღორძინება იყვნენ. რადევმა თავისი ვეტო იმით გაამართლა, რომ ჯავშანტექნიკის გამოყენება შესაძლებელია ბულგარეთში - მაგალითად, საზღვრის დაცვაში ან სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. „მე ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. პარლამენტს შეუძლია, პრეზიდენტის ვეტო გააუქმოს და შეთანხმების შესრულება მოითხოვოს. ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს კიდეც პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია  

„ლუკოილი“ ბულგარეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილი“ ბულგარეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ კომპანია იტყობინება. „ლუკოილს“ ბულგარეთში  ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ნეფტოხიმი“ ბურგასში, ასევე, საწვავისა და ბენზინგასამართი სადგურების საცავების ქსელი ეკუთვნის. კომპანია „გადახედავს სტრატეგიას ქვეყანაში აქტივების მიმართ“, რის მიზეზადაც ასახელებს ცვლილებებს თავისი საქმიანობის განხორციელების პირობებში. „ლუკოილის“ თანახმად, ბულგარეთის ხელისუფლებამ მოიწონა „დისკრიმინაციული კანონები“ და „მიკერძოებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები“ მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია საერთაშორისო კონსულტანტების მეშვეობით განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის ბიზნესის გაყიდვას. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბულგარეთის ხელისუფლება ცდილობს, შეამციროს რუსეთის საწვავზე დამოკიდებულება.  

ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გადაცემას დაეთანხმა

ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გადაცემას მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ვეტო დაადო უკრაინაში ჯავშანტექნიკის ადრე დამტკიცებულ მიწოდებას. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ბულგარული სამსახური პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. 22 ნოემბერს, ქვეყნის პარლამენტმა უკრაინისთვის 100 ბულგარული ჯავშანტრანსპორტიორის უფასო გადაზიდვის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოში მოაწერეს ხელი. საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობამ რატიფიცირებას მისცა ხმა, წინააღმდეგი მხოლოდ სოციალისტები და პრორუსული აღორძინება იყვნენ. რადევმა თავისი ვეტო იმით გაამართლა, რომ ჯავშანტექნიკის გამოყენება შესაძლებელია ბულგარეთში - მაგალითად, საზღვრის დაცვაში ან სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. „მე ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. პარლამენტს შეუძლია, პრეზიდენტის ვეტო გააუქმოს და შეთანხმების შესრულება მოითხოვოს. ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს კიდეც პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია  

ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა F-16-ებზე უკრაინელი პილოტების წვრთნას მხარი დაუჭირა

ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა F-16-ებზე უკრაინელი პილოტების წვრთნას მხარი დაუჭირა. თავდაცვის კომიტეტმა დაამტკიცა უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე, ბულგარეთის საჰაერო სივრცის გამოყენების ჩათვლით. ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გადაცემას დაეთანხმა სოფიამ ასევე უნდა მოამზადოს 4-მდე ქვეითი ან მექანიზებული ასეული, სულ 160 უკრაინელი ჯარისკაცისგან წელიწადში. ბულგარეთმა უკვე გაუწია უკრაინას სხვადასხვა სამხედრო დახმარება, ამჟამინდელმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვის ხელმძღვანელობით, პრო-უკრაინული პოზიცია დაიკავა. დენკოვის კოალიციას უპირისპირდება ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი, რომელიც არაერთხელ აკრიტიკებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ვეტო დაადო უკრაინისთვის 100 ჯავშანტექნიკის მიწოდებას, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ პარლამენტი შეძლებს ვეტოს დაძლევას.  

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინის დახმარებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინის დახმარებაზე პრეზიდენტ რუმენ რადევის ვეტო დაძლია. 162 ბულგარელმა დეპუტატმა კვლავ მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიკაციის კანონპროექტს, ხოლო 55 წინააღმდეგი წავიდა.  პრორუსული ძალების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს უკრაინაში ჯავშანტექნიკის გადაცემის განზრახვა, გაიმეორეს პრეზიდენტის თეზისები იმის შესახებ, რომ ჯავშანტრანსპორტიორი შეიძლება, ბულგარეთის საზღვრის დასაცავად იყოს გამოყენებული. ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების გაგზავნას ვეტო დაადო  

სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის ინაუგურაცია გაიმართა

სერბეთის ქალაქ ნიშში გაიმართა სერბეთ-ბულგარეთის გაზსადენის მსხვილი ენერგეტიკული პროექტის ინაუგურაცია. ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუმენ რადევი. ხაზის მშენებლობის პროექტი ნაწილობრივ ფინანსდება ევროკავშირის გრანტებით, 49,6 მილიონი ევროს ოდენობით, ასევე, 25 მილიონი ევროს ხელსაყრელი სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, რომლის ნაწილს სერბეთი დაფარავს. სერბეთის რესპუბლიკამ სამუშოსთვის 20 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. გაზის ინტერკონექტორი, რომელიც სერბეთისა და ბულგარეთის გაზის ქსელებს აკავშირებს, სერბეთსა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს, რაც სერბეთს საშუალებას მისცემს, უფრო უსაფრთხო და სტაბილური მიწოდება უზრუნველყოს გაზის ქსელის სხვადასხვა სისტემიდან, განსაკუთრებით, აზერბაიჯანიდან.  სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს.  სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ - არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე - 2027 წლისთვის.

ბულგარეთის პრეზიდენტი: ევროპის ენერგეტიკული რუკა იცვლება

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის ენერგეტიკული რუკა იცვლება და შემთხვევითი არ არის, რომ სერბეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი არის საერთო ინტერესების პროექტი. ამის შესახებ მან ინტერკონექტორის ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა. სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს. აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, სერბეთმა აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. AFP: სერბეთს აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ გზას უხსნის

Reuters: ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის გახსნა სერბეთს საშუალებას მისცემს, რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს

სერბეთმა გაზის მიწოდების დივერსიფიცირებისთვის ბულგარეთთან დამაკავშირებელი მილსადენი გახსნა. მილსადენის გახსნის ცერემონიას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მისი ბულგარელი და აზერბაიჯანელი კოლეგები რუმენ რადევი და ილჰამ ალიევი დაესწრნენ. Reuters-ის ცნობით, ახალი მილსადენი, რომელიც სერბეთს ბულგარეთთან აკავშირებს, მიზნად ისახავს, შეამციროს სერბეთის დამოკიდებულება რუსულ გაზზე. სერბეთსა და ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს ახლა აზერბაიჯანულ ექსპორტზე ექნებათ წვდომა. 15 ნოემბერს სერბეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ. სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის ინაუგურაცია გაიმართა  

სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს

სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს. მოსკოვი სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟს განიხილავს, როგორც ბულგარეთის მტრულ ნაბიჯს, რომელიც “აუარესებს ორმხრივ ურთიერთობებს.“ ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. წლების განმავლობაში კამათის და პროტესტის შემდეგ, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟი დაიწყო. ძეგლის დანგრევის მიზეზი, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ქანდაკებების ცუდი მდგომარეობაა, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს. ცნობილია, რომ რესტავრირებული ბრინჯაოს ფიგურები სამუშაოს დასრულების შემდეგ მუზეუმში განთავსდება. Euronews-ის ცნობით, ძეგლის დემონტაჟის საკითხი 90-იანი წლების შუა ხანებიდან დადგა და ყველაზე მწვავედ ეს თემა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ დაისვა.  

ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას უნგრეთი ვეტოს დაადებს, თუ სოფია რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს

რუსულ გაზზე გადასახადის გამო, უნგრეთი ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით აშანტაჟებს. Reuters-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთი ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას დაადებს ვეტოს, თუ სოფია რუსულ გაზზე სატრანზიტო გადასახადს არ გააუქმებს. „მკაფიოდ გავაგებინეთ ბულგარელებს, რომ თუ დიდხანს გააგრძელებენ ამას, თუ დიდი ხნის განმავლობაში საფრთხის ქვეშ დააყენებენ უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას, მაშინ ვეტოს დავადებთ შენგენის ზონაში მათ შესვლას,” - განაცხადა სიიარტომ. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რათა რუსულ გაზზე აღარ იყვნენ დამოკიდებული, უნგრეთი ყოველწლიურად რუსეთიდან გაზის 4.5 მილიარდ კუბურ მეტრს იღებს 2021 წლის შეთანხმების ფარგლებში, ძირითადად სერბეთისა და ბულგარეთის გავლით.  

შავი ზღვის განაღმვის მიზნით, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ

NATO-ს წევრების და შავი ზღვის აუზის ქვეყნების, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრები 2024 წლის 11 იანვარს, სტამბოლში, სამმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომლის მიზანიც შავ ზღვაში ტერიტორიული წყლების განაღმვაა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. NATO-ს სამი მოკავშირე შავი ზღვის განაღმვისთვის სპეციალურ ძალებს შექმნის - Bloomberg ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი მათი ტერიტორიული წყლების ნაღმებისგან გასაწმენდად, ერთობლივი დანაყოფის შექმნას გეგმავდნენ.  

ბულგარეთმა რუსეთის გაზზე სატრანზიტო გადასახადი გააუქმა

ბულგარეთის პარლამენტმა რუსეთის გაზზე სატრანზიტო გადასახადი გააუქმა. მანამდე, უნგრეთმა განაცხადა, რომ ამის გამო ვეტოს დაადებდა სოფიას მისწრაფებას, გაწევრიანდეს თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონაში. „ბულგარელებს მკაფიოდ ვუთხარით, რომ თუ ამას დიდხანს შეინარჩუნებენ, თუ უნგრეთის ენერგიით მომარაგების უსაფრთხოებას დიდხანს გამოუთხრიან ძირს, ჩვენ ვეტოს დავადებთ მათ შესვლას შენგენში," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 16 დეკემბერს. რუსეთის გაზი უნგრეთში, სერბიასა და ავსტრიამდე ბულგარეთის ტერიტორიას გადის. „მე არაერთხელ ვუთხარი (უნგრეთის პრემიერ-მინისტრს) ვიქტორ ორბანს, რომ ეს გადასახადი არ არის მიმართული უნგრეთის წინააღმდეგ. მათ, ალბათ, აქვთ გარკვეული ეჭვები ან იყენებენ მას საბაბად (ჩვენს დასაბლოკად). მნიშვნელოვანია ამ დაბრკოლების მოხსნა და ვიცოდეთ, რომ უნგრეთთან ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრობლემები შენგენისთვის,“ განუცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი დენკოვმა ტელეკომპანია Nova-ს.   

ბაქო მზადაა, ბულგარეთში LUKOIL-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეძენის ვარიანტი განიხილოს

ბაქო მზადაა, ბულგარეთში LUKOIL Neftohim Burgas-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეძენის ვარიანტი განიხილოს, თუ კონკრეტული წინადადება იქნება მიღებული. Euronews Bulgaria-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა ბულგარეთში, ჰუსეინ ჰუსეინოვმა განაცხადა. „თუ შეთავაზება იქნება ბურგასში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესაძენად, სოკარი (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია) და ჩვენი მთავრობა მზად არიან განიხილონ ეს,“ აღნიშნა ელჩმა. მანვე განმარტა, რომ არსებითი განხილვისთვის უნდა იყოს კონკრეტული წინადადება, „რომელიც ჯერ არ არსებობს.“ LUKOIL-მა ბულგარეთში ოპერირება 1999 წლის ოქტომბერში დაიწყო და ბურგასის გადამამუშავებელი ქარხნის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, რომლის სიმძლავრე 8,8 მილიონი ტონაა.  

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას მარტიდან ნაწილობრივ შეუერთდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას საჰაერო და საზღვაო საზღვრებით შეუერთდებიან. ევროკომისიის ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება რუმინეთთან და ბულგარეთთან 2024 წლის მარტიდან საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შესახებ. სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შემდგომი გადაწყვეტილების შესახებ კი მსჯელობა 2024 წელს გაგრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნულს ისტორიული მომენტი უწოდა. „დღეს ისტორიული მომენტია ბულგარეთისა და რუმინეთისთვის… და დიდი სიამაყის დღე რუმინეთისა და ბულგარეთის მოქალაქეებისთვის. მარტის მდგომარეობით ისინი შეძლებენ თავისუფლად გადაკვეთონ შიდა საზღვაო და საჰაერო საზღვრები სასაზღვრო კონტროლის გარეშე. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ორივე ქვეყნისთვის და მთლიანად შენგენის ზონისთვის. ვულოცავ ბულგარეთს და რუმინეთს,“  - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2007 წლიდან არიან. ქვეყნების ინტეგრაცია შენგენის ზონაში წლების განმავლობაში იბლოკებოდა, ავსტრია და ნიდერლანდი ამის მიზეზად არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდას ასახელებდნენ. შენგენის ზონაში ბულგარეთის შეერთების წინააღმდეგი იყო ასევე უნგრეთი, თუმცა წლის ბოლოს პოზიცია შეცვალა.  

NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა განაცხადა, რომ თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიზანიც შავი ზღვის განაღმვაა. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, შესაბამისი შეთანხმების საკითხზე მუშაობა 2023 წლის ზაფხულის ბოლოდან მიმდინარეობს. „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას თავად შეთანხმების კონცეფციაზე და ტექსტზე, როგორ მოვაგვაროთ ყველა საკითხი და მომავალ კვირას ჩემი მოადგილე იქნება სტამბულში, რომ მოაწეროს ხელი და ეს მისია მალე დაიწყება,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს. შავი ზღვის განაღმვის მიზნით, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ  

NATO-ს წევრი სამი ქვეყანა სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეუერთდნენ შავი ზღვის განაღმვის მისიას

ბულგარეთმა, რუმინეთმა და თურქეთმა სხვა ქვეყნებს მოუწოდეს, შეუერთდნენ შავი ზღვის განაღმვის მისიას. ამის შესახებ Euractiv Bulgaria-ს ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ბულგარეთის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ჯგუფის საქმიანობა არ იქნება მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და შავი ზღვის განაღმვის ოპერაცია, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებას. ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ხუთშაბათს, სტამბოლში უნდა გაფორმდეს, რის შემდეგაც ოპერატიული დაგეგმვის პროცესი დაიწყება. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ჯგუფები რეგულარულად ასრულებენ განაღმვის სამუშაოს. ოქტომბერში პირველად გახდა ცნობილი, რომ სამი ქვეყანა ერთობლივი ძალების შექმნას განიხილავდა. ეს მისია NATO-ს ოპერაციად არ განიხილება, მაგრამ ეს იქნება შავი ზღვის მოკავშირეების პირველი ერთობლივი ქმედება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს  

ბულგარეთი NATO-ს 5000 ჯარისკაცის განლაგებისთვის ინფრასტრუქტურას აშენებს

ბულგარეთში NATO-სა და სამოქალაქო მიზნებისთვის 6 მილიარდი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურა აშენდება, - ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ ტაგარეევმა BTV-სთან განაცხადა. ინფრასტრუქტურა მოიცავს გზებს, რკინიგზას, ნავთობსადენებს, საწყობებს და სხვა შენობებს. NATO ბულგარეთში განათავსებს მრავალეროვნული ბრიგადის საბრძოლო გუნდებს, რომლებიც სულ 5000 ადამიანისგან შედგება. ისინი იქნებიან შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან და ხუთი სხვა ქვეყნიდან. ბულგარეთში NATO-ს ახალი სამხედრო ბაზა განთავსდება.  

ბულგარეთს რუსეთისთვის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტის ჩამორთმევა სურს

ბულგარეთში, მმართველი უმრავლესობის დეპუტატები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, ჩამოართვას რუსეთს ტურისტული კურორტი კამჩია. კურორტი კამჩია მოსკოვის მუნიციპალური ქონების დეპარტამენტის საკუთრებაა, მაგრამ ის იმართება ბულგარეთის მოქალაქეების მიერ, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს ოფიციალურად არ ექვემდებარებიან. „კოალიციის  - „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს - დემოკრატიული ბულგარეთი“, პარლამენტის წევრი ივაილო მირჩევი კურორტს ბულგარეთის სანაპიროზე რუსეთის ანკლავს უწოდებს, რომელიც 14 წელზე მეტია, ფუნქციონირებს. „საკანონმდებლო ინიციატივა დიდი ხანია, დაგვიანებულია, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო. რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს 2014 წლიდან და ახალი სანქციები მიიღება რუსეთის აგრესიის საპასუხოდ,“ - განაცხადა მირჩევმა და დასძინა, რომ იმისათვის, რომ ბულგარეთმა შეასრულოს საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულება, პარლამენტმა კონკრეტული კანონი უნდა მიიღოს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეიძლება, რუსული ტურისტული ცენტრი კამჩია ევროპაში რუსული გავლენის გასავრცელებლად გამოიყენებოდეს. ერთი კვირის წინ, ბულგარულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის ქონების დეპარტამენტმა რუსეთის ნავთობის გიგანტის ლუკოილის ხელმძღვანელის დანიშვნა მოითხოვა კამჩიას ცენტრის დირექტორად. მოსკოვის ეს დირექტივა კურორტ კამჩიასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსული აქტივების შესაძლო ჩართმევის ფონზე გახდა ცნობილი. ბულგარეთის ხელისუფლების მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, ბულგარეთში 500,000-ზე მეტ ქონებას დაახლოებით, 300,000 რუსი ფლობს. ბულგარეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთის რომელიმე ფიზიკური პირის ან სუბიექტის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, ქვეყანას ოფიციალურად არ აქვს სანქციების აღსრულების ინსტრუმენტები. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კამჩაის თემა უკვე უსაფრთხოების საკითხადაც იქცა. ბულგარეთის შავი ზღვის იზოლირებულ სანაპიროზე, ხეებს შორის კამჩიის სანატორიუმი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მდებარეობს. აქ არის სასტუმროები, სპორტული დარბაზები, სკოლა, საკონფერენციო ცენტრები და ობსერვატორიაც კი. სოფელ ბლიზნაცის მიწა საკურორტო ქალაქ ვარნადან 25 კილომეტრში მდებარეობს. მიწა მოსკოვის მთავრობამ 2008 წელს შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბულგარეთის კანონმდებლობით, უცხოელებისთვის და უცხოური კომპანიებისთვის ეს შეუძლებელი იყო. მოსკოვმა კერძო სანაპირო ჩაიგდო ხელში და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებიც გადაიხადა. სოფიამ კი, მილიონები დახარჯა, რომ ამ კომპლექსისთვის წყალსადენი გაეყვანა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპლექსი დაიხურა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი გაჩნდა კითხვა, რამდენად სწორია, ეს მიწა ეკუთვნოდეს რუსეთს, რომელიც ბულგარეთს „არამეგობრულ ქვეყნად“ მიიჩნევს, მით უფრო ახლა, როცა რუსი სამხედროებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შავი ზღვის სანაპიროს ნაწილს ფლობდნენ. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბულგარეთის ხელისუფლებას ქონების უკან დაბრუნება რომც უნდოდეს, ამას მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოახერხებს - თუ დაამტკიცებს, რომ ის თაღლითობით არის შეძენილი. მსგავსი რამის დამტკიცება კი, გაჭირდება. კამჩიის კომპლექსის შესყიდვის ისტორია 1990-იან წლებში იწყება. კომპანია „ბალკანტურისტი“ თავის ქონებას ჰყიდდა. ეს კომპანია 1989 წლამდე, კომუნისტური რეჟიმის დროს ტურიზმით იყო დაკავებული. 2003 წელს მოსკოვის მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიაზე ნაკვეთების მიტაცება დაიწყო.

შავი ზღვის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდა

NATO თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მიერ შავ ზღვაში ერთობლივი მისიის დაწყებას მიესალმა. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს „ჩვენ მივესალმებით, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი ერთად მუშაობენ შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ნავიგაციის უფრო დიდი თავისუფლებისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ - წერს NATO-ს პრესსპიკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განაღმვის ერთობლივ ოპერაციებს უხელმძღვანელებს მათ ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ათანას ზაპრიანოვმა 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ნაღმთა კონტრზომების საზღვაო ჯგუფის დაარსებას ითვალისწინებს შავ ზღვაზე (MCM Black Sea). ინიციატივის მიზანია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შავ ზღვაში აღმოჩენილი ნაღმების გაუვნებელყოფა. „MCM Black Sea-ის აქტივობები სრულიად მშვიდობიანი ბუნებისაა და არ განხორციელდება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ ხელი შეეწყობა ინტერაქციას და კარგ მეზობლურ ურთიერთობას მონაწილეებს შორის ისე, რომ შავი ზღვის არეალში NATO-ს ყოფნის, შეკავებისა და თავდაცვის მიმდინარე ძალისხმევა არ ჩანაცვლდება,“ - წერია ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ფაქტი დადებითად შეაფასა ამრიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც აქტიურად უძღვებოდა ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. „მოხარული ვარ, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე. სურსათის ფასებზე გავლენას ახდენს ის, რაც ხდება შავ ზღვაში და განაღმვის ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენას,“ - წერს შაჰინი. ცნობისთვის, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. NATO სტრატეგიულ კონცეფციას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა 2014 წელს დაიწყო უკრაინაში აგრესია, ყირიმის ანექსიის სახით, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია  

ბულგარეთმა უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემა დაიწყო

ბულგარეთმა უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემა დაიწყო, რომელთა მიწოდება გასული წლის ბოლოს გადაწყდა. ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ ტაგარეევმა Facebook-ზე დაწერა. „ოპერაცია გრძელდება. თავდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების პროცესს," - წერს მინისტრი. გასული წლის 21 ივლისს ბულგარეთის პარლამენტმა, უკრაინისთვის 100-მდე ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნას მხარი დაუჭირა.  

ბულგარეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა

ბულგარეთის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა. ბულგარეთის მთავრობის დელეგაციაში შედიან იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები - ათანას სლავოვი, იულიან პოპოვი და რუმენ რადევი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები სტანიმირ გეორგიევი და ტიჰომირ სტოიჩევი, ასევე შეიარაღებული ძალების მეთაური ადმირალი ემილ ეფთიმოვი. ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, ვიზიტი უკრაინისადმი ბულგარეთის მხარდაჭერის გამოხატვაა. „ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - აღნიშნულია დენკოვის განცხადებაში, რომელსაც ბულგარეთის მთავრობა ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ 2023 წლის ნოემბერში მოახდინა სოფიასა და კიევს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც 100 ჩამოწერილი ჯავშანტრანსპორტიორის უკრაინაში გადაცემას არეგულირებს, თუმცა, დაპირებული ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდება ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვის საკითხის გამო გადაიდო. ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინის დახმარებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია  

ზელენსკი: უკრაინა დაინტერესებულია ბულგარეთთან იარაღის ერთობლივი წარმოებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლაი დენკოვთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიევი დაინტერესებულია სოფიათან ერთობლივი სამხედრო წარმოებით. მისი თქმით, ასეთი წარმოების წყალობით, ბულგარეთი შეძლებს ეკონომიკაში სამუშაო ადგილებიც და სახსრებიც უზრუნველყოს, ამავდროულად, უკრაინა შეძლებს დეფიციტის საჭიროებების დაფარვას. "უკრაინა ძალიან დაინტერესებულია ერთობლივი სამხედრო წარმოებით ბულგარეთთან და სხვა ქვეყნებთანაც. პირველ რიგში იმ ქვეყნებით, რომლებსაც აქვთ დიდი პოტენციალი სამხედრო ინდუსტრიაში," - აღნიშნა ზელენსკიმ. ანამდე კიევში დენკოვს უკრაინის პრეზიდენტმა უმასპინძლა. „ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ომის საჭიროებებზე, არამედ, ომის შემდგომ დროზეც. ვფიქრობ, რომ ამით დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნებიც და თავდაცვის ინდუსტრიებიც," - განაცხადა ზელენსკიმ. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ორშაბათს ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.  

ბულგარეთმა ჯაშუშობაზე ეჭვების გამო, რუსეთის ორ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ბულგარეთის სახელმწიფო უშიშროების სააგენტომ (SANS), რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) სახელით ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ორ პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Novinite იტყობინება. როგორც მედია წერს, აკრძალვა მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პირები ბულგარეთში სადაზვერვო საქმიანობას აწარმოებდნენ.  „ამ ორ პირს აეკრძალა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა და დარჩენა ხუთი წლის ვადით, როგორც იძულებითი ადმინისტრაციული ღონისძიება ბულგარეთის რესპუბლიკაში, რადგან არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი მოქმედებენ ბულგარეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ,“ აღნიშნულია SANS-ის პრესრელიზში. ეჭვმიტანილები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბულგარეთში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ცხოვრობდნენ.  

დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ექვს ბულგარელს წაუყენეს ბრალი

დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბულგარეთის კიდევ ერთი მოქალაქე დაადანაშაულეს. დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ექვს ბულგარელს წაუყენეს ბრალი. ბრიტანული გამოძიების თანახმად, შუამავლის ცენტრალური როლი მოსკოვსა და ბულგარეთის მოქალაქეთა ჯგუფს შორის ფინანსური კომპანია Wirecard-ის ყოფილმა ოპერაციულმა დირექტორმა იან მარსალეკმა შეასრულა, რომელიც გერმანიის მართლმსაჯულებას ემალება. გამოძიება თვლის, რომ მარსალეკი გერმანიიდან გაფრენის შემდეგ ჯაშუშურ საქმიანობაში იყო ჩართული. გამოძიების ინფორმაციით, ის ახლა რუსეთში იმყოფება, სადაც FSB-ის მიერ უზრუნველყოფილი სახელმწიფო დაცვა მიიღო.  

ბულგარეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის

ბულგარეთმა უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გამოუცხადა. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის თოდორ თაგარევის განცხადებით, ბულგარეთის დახმარება უკვე 47 მილიონ ევროს შეადგენს. მისი თქმით, ამჟამად უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდება მიმდინარეობს. ”უკრაინის APC-ები ჯერ კიდევ სოფიაშია. ისინი გაიგზავნება რამდენიმე დღეში,“ ამბობს თაგარევი. დეკემბერში ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის უფასო მიწოდებას. თუმცა, მოგვიანებით ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) პრეზიდენტ რადევის ვეტო გადალახა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთი აჭიანურებს უკრაინაში 100 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდებას, რადგან თავდაცვის სამინისტრომ NATO-ს ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა სთხოვა.  

ბულგარეთმა რუსულ ნავთობზე უარი თქვა

ბულგარეთში დღეიდან რუსული ნავთობის იმპორტზე სრული აკრძალვა ამოქმედდება. ის იყო ევროკავშირის ბოლო ქვეყანა, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან რესურსის მიღებას, გასულ წელს ემბარგოს დაწესების შემდეგ აგრძელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა ბულგარეთს ნება დართო, გაეგრძელებინა შესყიდვები რუსეთის ფედერაციიდან 2024 წლის ბოლომდე, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეუერთდეს ნავთობის ემბარგოს ვადაზე ადრე. რუსული ნედლეულის იმპორტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა და ეს ნაბიჯი „მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რუსეთის პირდაპირი დაფინანსების“ შეწყვეტის აუცილებლობით ახსნა. 2023 წლის ბოლოს ბულგარეთი რუსეთიდან ყოველდღიურად ყიდულობდა 200 ათას ბარელ ნავთობს, რომელიც ლუკოილის საკუთრებაში არსებულ ბურგასის ქარხანას ამარაგებდა. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ. პირველი იანვრიდან ბულგარეთში ასევე შეწყდა რუსული ნავთობიდან მიღებული გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტიც.  

ბულგარეთი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს შეუერთდება

„ბულგარეთი აპირებს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს შეუერთდეს,“ - ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა როზენ დიმიტროვ ჟელიაზკოვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა. AZERTAC-ის ცნობით, როზენ დიმიტროვ ჟელიაზკოვმა შეაქო აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ურთიერთობების განვითარება, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს ემყარება. მანვე აღნიშნა ორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებში. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა აზერბაიჯანს COP29-ის მასპინძლობა მიულოცა და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული მწვანე და განახლებადი ენერგიის პროექტების მნიშვნელობას. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ცნობისთვის, შავი ზღვის კაბელის პროექტის დაწყებისას არსებული შეთანხმებით, აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და შემდეგ გაიყიდება უნგრეთში.  

ბულგარეთმა უკრაინისთვის დაპირებული ჯავშანტექნიკის გაგზავნა დაიწყო

ბულგარეთის მთავრობამ უკრაინისთვის დაპირებული ჯავშანტექნიკის გაგზავნა დღეს დაიწყო. მთლიანობაში, უკრაინაში 110 ჯავშანტრანსპორტიორი გაიგზავნება. მათ ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელია თავდაცვის სამინისტრო. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის თოდორ თაგარევის განცხადებით, ბულგარეთის დახმარება უკვე 47 მილიონ ევროს შეადგენს.  დეკემბერში ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის უფასო მიწოდებას. თუმცა, მოგვიანებით ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) პრეზიდენტ რადევის ვეტო გადალახა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთი აჭიანურებს უკრაინაში 100 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდებას, რადგან თავდაცვის სამინისტრომ NATO-ს ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა სთხოვა.  

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდნენ

ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა, ბულგარეთი და რუმინეთი, 31 მარტს, ევროპის თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდნენ და გახსნეს საჰაერო და საზღვაო მგზავრობის შესაძლებლობა სასაზღვრო შემოწმებების გარეშე. თუმცა სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი მაინც დარჩება, რადგან ავსტრია, თავშესაფრის მაძიებელთა შემოდინების შიშის გამო, წინააღმდეგია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შენგენის ზონის გაფართოებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ისტორიული მომენტია. „ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ოჯახს შეუერთდებიან. მივესალმები შიდა საჰაერო და საზღვაო სასაზღვრო შემოწმებების გაუქმებას. ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ და ერთიან ევროპას ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ - წერს ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. რუმინეთის მთავრობის განცხადებით, შენგენის წესები გავრცელდება ოთხ საზღვაო პორტსა და 17 აეროპორტზე - ქვეყნის ოტოპენის აეროპორტი, დედაქალაქ ბუქარესტის მახლობლად, შენგენის ფრენების უდიდეს ცენტრს წარმოადგენს. ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2007 წლიდან არიან. ქვეყნების ინტეგრაცია შენგენის ზონაში წლების განმავლობაში იბლოკებოდა, ავსტრია და ნიდერლანდი ამის მიზეზად არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდას ასახელებდნენ. შენგენის ზონაში ბულგარეთის შეერთების წინააღმდეგი იყო ასევე უნგრეთი, თუმცა წლის ბოლოს მან პოზიცია შეცვალა. თავდაპირველი შენგენის ხელშეკრულება 1985 წელს გაფორმდა, როდესაც ევროპის რამდენიმე მეზობელი სახელმწიფო ( გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდი და ლუქსემბურგი) სასაზღვრო კონტროლის გაუქმების შესახებ შეთანხმდა. მომდევნო წლებში ზონა ეტაპობრივად გაფართოვდა და 2007 წელს მას ყოფილი სოციალისტური ბანაკის და საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა.  

ბულგარეთს დროებითი მთავრობა ჰყავს

ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევის განკარგულებით, ქვეყნის ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრად პოლიტიკოსი დიმიტარ გლავჩევი დაინიშნა.  მან ერთგულების ფიცი ქცევის პარლამენტის წინაშე უკვე დადო. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტმა რუმენ რადევმა 9 ივნისისთვის დანიშნა. 2021 წლის შემდეგ ეს არის ქვეყანაში მეექვსე ვადამდელი არჩევნები, რასაც საპარლამენტო ძალების მიერ მთავრობის ფორმირების შესახებ დაუსრულებელი უთანხმოება იწვევს. 8 მარტს, პოპულისტური პარტიის - „არის ასეთი ხალხის“ - უარი, გამოეყენებინა მინიჭებული მანდატი და მოეხდინა მთავრობის ფორმირება, „კრიზისის“ მიზეზი გახდა. მანამდე მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია "გერბმა" („მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“) და მისმა ყოფილმა პარტნიორმა „დემოკრატიულმა ბულგარეთმა“ განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ მთავრობის ფორმირება. წინა არჩევნები ქვეყანაში გასული წლის აპრილში გაიმართა, მანამდე კი, სტაბილური კოალიციის არარსებობის პირობებში, ბულგარეთს პრეზიდენტ რუმენ რადევის მიერ დანიშნული დროებითი მთავრობა მართავდა. 6 აპრილს დანიშნული ტექნიკური მთავრობის მეთაური დიმიტარ გლავჩევი კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა. მან დროებით მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად ბულგარეთის პარლამენტს უნდა წარუდგინოს.  

ბულგარული კომპანია რუსული „გაზპრომისგან“ 400 მილიონი ევროს კომპენსაციას მოითხოვს

ბულგარული კომპანია Bulgargaz რუსული „გაზპრომისგან“ 400 მილიონი ევროს კომპენსაციას მოითხოვს 2022 წლიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, განაცხადა რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმერ მალინოვმა, იუწყება Nova. მისი თქმით, შესაბამისი მოთხოვნა უკვე მზად არის, მაგრამ ჯერ „ბულგარგაზი“ „გაზპრომს“ მისცემს შესაძლებლობას, ნებაყოფლობით მოაგვაროს მოთხოვნა მოკლე დროში. „თუ ეს არ მოხდება, ჩვენ საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართავთ პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში,“ - განაცხადა მალინოვმა. უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, 2022 წლის 27 აპრილს, „გაზპრომმა“ შეუწყვიტა გაზის მიწოდება Bulgargaz-ს რუბლით გადახდაზე უარის გამო. ეს გაანგარიშების სქემა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემოიღო, როგორც ულტიმატუმი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს სანქციების პირველი ტალღით დაარტყეს. „გაზპრომის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგად ბულგარეთში გაზის ფასებმა მკვეთრი მატება დაიწყო. 2022 წლის ივლისში 100 კუბური მეტრი (1 მგვტ.სთ) დაახლოებით 95 ევრო ღირდა, აგვისტოში კი, უკვე - 149 ევრო. ომამდე ბულგარეთი იმპორტის საჭიროების სამ მეოთხედს რუსული გაზით ფარავდა. 2023 წლის ბოლოს, „გაზპრომმა“ პირველად განიცადა წმინდა ზარალი 25 წლის განმავლობაში. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით, მისი მოცულობა - 629 მილიარდი რუბლი რეკორდია კომპანიის მთელი ისტორიის განმავლობაში.  

საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამხედრო დერეფანს ქმნიან

საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ნიკოს დენდიასის Twitter (X) განცხადებით, საბერძნეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა კოორდინირებული სამხედრო მობილობის დერეფნის შექმნა გადაწყვიტეს. „დღეს ბულგარელ და რუმინელ კოლეგებთან ერთად მოვაწერე ხელი განზრახვის წერილს (LoI) ჰარმონიზებული სამხედრო მობილობის დერეფნის შექმნის შესახებ, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ვაშინგტონში,“ - დაწერა დენდიასმა სოციალურ პლატფორმა X-ზე. მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საბერძნეთში, ალექსანდროპოლისში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა, სადაც განიხილება დაგეგმილი ქმედებების სისრულეში მოყვანა. ბერძნული მედიის ცნობით, სამხედრო დერეფანი NATO-ს აღმოსავლეთ ფრთაზე გაივლის. გეგმა ითვალისწინებს ოთხი პორტის, მათი შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ქსელების ინტეგრირებას. დერეფანი დააკავშირებს თესალონიკს და ალექსანდროპოლისს ვარნასთან ბულგარეთში და კონსტანცასთან რუმინეთში - ეს არის NATO-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ოთხი ქალაქი NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან სიახლოვის გამო.შეთანხმება საშუალებას მისცემს სამხედრო პერსონალს, შეუფერხებლად გადაადგილდნენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, მისიის შესრულებისას შეუფერხებლად გადაკვეთონ სასაზღვრო პუნქტები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ამჟამად საჭირო დროსა და ბიუროკრატიულ პროცედურებს. გარდა ამისა, რუმინეთი აარსებს NATO-ს უდიდეს ბაზას ევროპაში, რომელიც მოიცავს 30 კვადრატულ კილომეტრ ფართობს 10000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალით. რამშტეინის პერსონალის ნაწილი მალე გადავა მიხაილ კოგალნიცეანუს ბაზაზე, შავი ზღვის სანაპიროზე, რადგან რუსული საფრთხის გამო, კოალიციის ინტერესები სულ უფრო გადაინაცვლებს აღმოსავლეთისკენ. ვაშინგტონის სამიტი NATO-ს სამიტზე დასკვნით დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის. „ტერორიზმი, ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით, არის ყველაზე პირდაპირი ასიმეტრიული საფრთხე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, არის გლობალური და ურთიერთდაკავშირებული,“ წერია ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში. შავი ზღვა შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია  

საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგება

საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლის განახლების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოში ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. საბორნე მიმოსვლის აღდგენის თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება. რკინიგზის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაო წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. მხარეებმა, სარკინიგზო ბორანის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე/სარკინიგზო მიმოსვლა ბოლო ორი წელია, შეჩერებულია. „აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის გავლით, ტვირთების გადაზიდვების ლოგისტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი საშუალებით საქართველო და ბულგარეთი, უწყვეტად განახორციელებენ ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტირებას, სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით. აღნიშნული მიმოსვლა ერთი მხრივ, დამატებითი ტვირთნაკადების შემოდინებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მარშრუტის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საბორნე გემების რეგულარული მიმოსვლა, უახლოეს მომავალში აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვების მზარდ მოთხოვნას უზრუნველყოფს," - ვკითხულობთ განცხადებაში. როგორც საბორნე, ისე სარკინიგზო კავშირები ბულგარეთსა და საქართველოს შორის,  აერთიანებს შავ ზღვაზე გადაზიდული საქონლის ლოგისტიკას. საბორნე მომსახურების აღდგენა ასევე გადამწყვეტია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (შუა დერეფნის) ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით.  შეგახსენებთ, საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა გასული წლის 27 ივნისს დაიწყო. აშშ რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას მიესალმა  

ბულგარეთის ელჩი: საბორნე მიმოსვლის ხელშეკრულებას უფრო კონკრეტული და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს

Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ბულგარეთის ელჩი საქართველოში ვესელინ ვალკანოვი აცხადებს, რომ ბულგარეთი დაინტერესებულია, განავითაროს ინფრასტრუქტურული კავშირი ევროპასა და აზიას შორის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში საერთო ინტერესის მქონე პროექტების განხორციელების მიმართულებით. ამით ელჩი ეხმაურება საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ დოკუმენტის გაფორმებას და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას უფრო კონკრეტული ქმედება უნდა მოჰყვეს. „ბულგარეთს დიდი სურვილი აქვს, განავითაროს ინფრასტრუქტურული კავშირი ევროპასა და აზიას შორის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში საერთო ინტერესის მქონე პროექტების განხორციელების მიმართულებით. ეს ძალიან თანხვედრაშია ჩვენს სურვილთან, გავაძლიეროთ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა საქართველოსთან, ჩვენს მეზობელთან შავი ზღვის გასწვრივ. მსოფლიოს ამ ნაწილის მზარდი მნიშვნელობა, ჩვენი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, ასევე მოითხოვს ქმედებას ჩვენგან, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომლებიც ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტითა და შუა დერეფნით ჩნდება. შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას სწორედ აღნიშნულის ფონზე ვხედავ. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთსა და საქართველოს შორის საბორნე კავშირი 45 წელზე მეტია, არსებობს. საზღვაო ტრანსპორტის ეფექტიან გამოყენებას მრავალი უპირატესობა აქვს. სავაჭრო ნაკადები იქ ელოდება დამუშავებას და საქონლისა და ტვირთის მიწოდებას საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა და არც ისე ძვირადღირებული გზით. საბორნე მიმოსვლა ამ კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ იმისთვის, რომ მან მოლოდინი გაამართლოს და მომგებიანი იყოს, გვჭირდება საკმარისი ტვირთი ორივე მიმართულებით - დასავლეთი - აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ-დასავლეთი. შესაბამისად, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას უფრო კონკრეტული, და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს. ყველა დაგროვილი და ხელმისაწვდომი გამოცდილება და ცოდნა, მაგ. TRACECA-სგან,  ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული. სერვისების კოორდინაცია, ლოგისტიკა და დიგიტალიზაცია, მათი გამარტივება, მოდერნიზაცია და დაჩქარება ხელს შეუწყობს უკეთესი შედეგების მიღწევას და უფრო ფართო გზის გახსნას ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან შემოსული სავაჭრო ნაკადებისთვის ევროკავშირამდე. მარშრუტის გასწვრივ მყოფი ყველა ქვეყანა მიიღებს ამისგან სარგებელს და უნდა მიმართონ საჭირო ძალისხმევას, რათა შესაძლებლობები მათი მოსახლეობისთვის რეალურ სარგებლად აქციონ. ბულგარეთის მხარე მზად არის და მას აქვს სურვილი, წინ წასწიოს ეს თანამშრომლობა საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან,“ განუცხადა Europetime-ს ბულგარეთის ელჩმა. საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგება ინფორმაციისთვის: შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს  

ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს

Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ეტაპზე, აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის. ვაშინგტონი ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მასშტაბირების საჭიროებაზე მიუთითებს. „ზოგადად, ჩვენ მივესალმებით და ვახალისებთ მრავალმხრივ ძალისხმევას, დასავლეთ ევროპისკენ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული კავშირის მხარდასაჭერად. ასეთი ძალისხმევა ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო, მდგრადი და აყვავებული რეგიონის შექმნას. ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის “ინვესტორთა ფორუმი, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის საკოორდინაციო პლატფორმა და USAID Trade Central Asia მხოლოდ რამდენიმეა იმ პროგრამებიდან, რომლითაც შეერთებული შტატები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციის მხარდაჭერას აგრძელებს, ცენტრალურ აზიაში ჩვენს პარტნიორებთან კავშირის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით. C5+1 დიპლომატიური პლატფორმის მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონული თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, რომელიც ეხმარება რეგიონს, გადაჭრას საერთო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი (ცენტრალურ) აზიელი პარტნიორების ავტონომია და სუვერენიტეტი. 2023 წლის სექტემბერში გამართული C5+1 საპრეზიდენტო სამიტის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა, რომლის მიზანიცაა PGI-ის მეშვეობით, ტრანსკასპიური დერეფნის დაკავშირებადობა, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მასშტაბირება, ეკონომიკური განვითარების დაჩქარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. PGI-ის მეშვეობით, შეერთებული შტატები ამჟამად აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება, ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ინფორმაციისთვის, PGI (აშშ) არის კოორდინატორის ოფისი გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების პარტნიორობისთვის (PGI) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აშშ-ის პრეზიდენტის G7+ ფლაგმანურ ინიციატივას სტრატეგიული, ღირებულებებზე ორიენტირებული და მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების განვითარებისთვის დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.  ასევე წაიკითხეთ: ბულგარეთის ელჩი: საბორნე მიმოსვლის ხელშეკრულებას უფრო კონკრეტული და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს  

ბულგარეთი შუა დერეფნის მარშრუტის გაფართოებაში ჩართვას ითხოვს

ბულგარეთს შუა დერეფნის მარშრუტის გაფართოებაში მონაწილეობა სურს. ამის შესახებ Trend-ს ULlogistics-ის კომერციულმა წარმომადგენელმა ვიტალი სტოევმა განუცხადა. სტოევმა აღნიშნა, რომ ბულგარეთს გეოგრაფიული მდებარეობა მას აშკარა უპირატესობას ანიჭებს. „ბულგარეთს აქვს სტრატეგიული წვდომა ორ საზღვაო პორტთან და ქვეყანა ესაზღვრება ხუთ სახელმწიფოს: რუმინეთს, სერბეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და საბერძნეთს. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას, იყოს ძირითადი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა რეგიონს. გარდა ამისა, ბულგარეთის განვითარებული ინფრასტრუქტურა მას მიმზიდველ მონაწილედ აქცევს. რას მიიღებს ბულგარეთი პროექტში მონაწილეობით? გარდა აშკარა ეკონომიკური სარგებელისა, ქვეყანას შეუძლია, მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა ინფრასტრუქტურაში. რაც შეეხება თავად შუა დერეფნის პერსპექტივებს, მისი მნიშვნელობა უდავოა. ეს მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის არსებული სავაჭრო გზების ალტერნატივა ხდება. სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ასეთი ალტერნატივა უზრუნველყოფს დამატებით მოქნილობას და საიმედოობას. სამომავლოდ, მარშრუტმა შეიძლება, გაიაროს სხვადასხვა ქვეყანა მიზნებიდან და ლოგისტიკური საჭიროებიდან გამომდინარე, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის აქტუალობას,“ - აღნიშნა სტოევმა. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.