თეგი: ბუნდესვერი
გერმანიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი რუსულ თვითმფრინავებს აედევნა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი ბალტიისპირეთის გავლით, მოკავშირეთა საჰაერო სივრცის სიახლოვეს, რუსულ თვითმფრინავებს აედევნა. ინფორმაციას NATO-ს წყაროები ავრცელებენ. დანიის F16 ტიპის გამანადგურებლები ისლანდიის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ მათივე ცნობით, NATO-ს საჰაერო პოლიციის გრძელვადიანი მისია მოკავშირე სახელმწიფოთა მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავს. მათივე განცხადებით, ალიანსი საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას ინარჩუნებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბუნდესვერის თვითმფრინავმა მოკავშირეთა საჰაერო სივრცის მახლობლად რუსულ მფრინავს დაბრკოლება შეუქმნა.
გერმანიის არმიის გენერალური ინსპექტორი: გერმანიას ერთ დღეს, შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოს
გერმანიის შეიარაღებული ძალების არმიის გენერალური ინსპექტორი კარსტენ ბროიერი აცხადებს, რომ გერმანიას შესაძლოა, თავდაცვითი ომი მოუწიოს, ამიტომ აუცილებელია NATO-ს მოკავშირის დასაცავად, გერმანიის შეიარაღებული ძალების მომზადებაში არსებული ხარვეზების გამოსწორება. „ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ერთ დღეს შეიძლება, თავდაცვითი ომის წარმოება მოგვიწიოს,“ - ამბობს ბროიერი. მისი თქმით, რუსეთის გადაიარაღება და ვლადიმერ პუტინის ქცევა შეშფოთების მიზეზს იძლევა და გერმანელებს მოუწევთ შეგუება იმ აზრთან, რომ ერთ დღეს შეიძლება თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოთ. კითხვას, შეძლებს თუ არა ბუნდესვერი გაუმკლავდეს NATO-ზე რუსეთის შესაძლო თავდასხმას უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ბროიერმა უპასუხა, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს. „დიახ. წერტილი. ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ თავი და დავიცავთ თავს," - განაცხადა ბროიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ბუნდესვერი მრავალი წლის განმავლობაში ორიენტირებული იყო საერთაშორისო კრიზისების მოგვარებაზე და ჯერ კიდევ არასაკმარისად არის აღჭურვილი ეროვნული და სამოკავშირეო თავდაცვისთვის. მანვე აღნიშნა, რომ არსებობს სტრუქტურები, რომლებიც სწრაფ და მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს თითქმის შეუძლებელს ხდის.