თეგი: გადადგა
ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერის თანამდებობას ტოვებს და მისი ახალი ლიდერის არჩევამდე პრემიერ-მინისტრად რჩება. ჯონსონმა განაცხადა, რომ უზომოდ ამაყობს თავისი მიღწევებით, მათ შორის არის Brexit-ის დასრულება, პანდემიის გადალახვა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო ქმედებების დროს გამოჩენილი ლიდერობა. ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა. „ნება მომეცით, ახლავე ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. „ახლა ნათელია, რომ პარტიას ახალი ლიდერი სურს, ქვეყანას კი, ახალი პრემიერ-მინისტრი. შეუპოვრად ვიბრძოდი ბოლო დღეების განმავლობაში და ვრჩებოდი თანამდებობაზე, რადგან ვგრძნობდი, რომ ეს იყო ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მე ვცდილობდი, დამერწმუნებინა ჩემი კოლეგები, რომ ექსცენტრიული იქნებოდა ხელისუფლების შეცვლის გადაწყვეტილება, როდესაც გვაქვს ამხელა მანდატი და როდესაც ეკონომიკური სურათი რთული გვაქვს შიდა და საერთაშორისო დონეზე. ვწუხვარ, რომ ამ კამათში წარმატებას ვერ მივაღწიე და, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულია, რომ ამდენი იდეისა და პროექტის განხილვას ვეღაც შევძლებ. ჩემო მეგობრებო, პოლიტიკაში არავინ არის შეუცვლელი და ჩვენი ბრწყინვალე სისტემა წარმოშობს სხვა ლიდერს, რომელიც თანაბრად მოწოდებულია, წინ წაიყვანოს ეს ქვეყანა ამ რთულ პერიოდში. და, იმ ახალ ლიდერს, სადაც არ უნდა იყოს ის, მე ვეუბნები, რომ მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს - თქვენ და ბრიტანულ საზოგადოებას, ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იგრძნობს შვებას და შესაძლოა, საკმაოდ ბევრიც დარჩეს იმედგაცრუებული. მინდა, უბრალოდ, იცოდეთ, რა სევდიანი ვარ, რომ ვტოვებ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბრიტანულ საზოგადოებას, იმ უდიდესი პრივილეგიისთვის, რომელიც მომანიჭეთ. მინდა, იცოდეთ, რომ ამიერიდან, ვიდრე ახალი პრემიერი აირჩევა, თქვენი ინტერესები იქნება დაცული და ქვეყნის მართვა გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრობა თავისთავად განათლებაა. მე ვიმოგზაურე გაერთიანებული სამეფოს ყველა კუთხეში და ჩვენი სამყაროს ბუნებრივი სილამაზის გარდა, უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, რომლებისც გამოირჩევიან ასეთი უსაზღვრო, ბრიტანული ორიგინალურობით და მზად არიან, ძველი პრობლემები ახლებურად გადაჭრან. ჩვენ ოქროს მომავალი გველის“. Sky News.: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის მთავარი ფავორიტია ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა. მან შესაბამისი განცხადებით იტალიის პრეზიდენტს მეორედ მიმართა, რომელმაც მისი თხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ დააკმაყოფილა. დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მანამდე იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა სენატორ პიერ კაზიმის რეზოლუციას, რომელითაც მან მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა. იტალიის სენატის ზედა პალატის სხდომას 192 სენატორი ესწრებოდა. კენჭისყრისას ხმა 133-მა მისცა. აქედან პიერ კაზიმის რეზოლუციას მხარი 95-მა დაუჭირა, ხოლო 38 წინააღმდეგი წავიდა. მარიო დრაგიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სუელა ბრავერმანმა თანამდებობა დატოვა. ბრავერმანი ამ თანამდებობაზე 43 დღის წინ დაინიშნა. „ღრმა სინანულით გადავწყვიტე, თანამდებობის დატოვება“, - აცხადებს ბრავერმანი. მან განმარტა, რომ კოლეგას პირადი ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა დოკუმენტი, რაც მთავრობაში მუშაობის წესების დარღვევაა. შსს-ს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად სწორედ ამ შეცდომას ასახელებს. ბორის ჯონსონის პრემიერობის დროს ბრავერმანი გენერალურ პროკურორად მუშაობდა. სუელა ბრავერმანმა შს მინისტრის თანამდებობაზე 43 დღე იმუშავა, სულ რაღაც ხუთი დღით მეტი, ვიდრე ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კვაზი კვარტენგმა. მედიის ცნობით, დიდი ალბათობით, შს მინისტრის პოსტს გრანტ ჩაპი დაიკავებს.
ლიზ ტრასმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა ტრასმა თქვა, რომ მან გადადგომის შესახებ უკვე აცნობა მეფე ჩარლზ III-ს. მისი თქმით, ახლა „კონსერვატიული პარტია“ ლიდერის ახალ არჩევნებს გამართავს, რომელიც მთავრობას უხელმძღვანელებს. ბრიტანული მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრი მწვავე კრიტიკის ქვეშ იყო მისი საგადასახადო ინიციატივების გამო და იძულებული გახდა, შეეცვალა ფინანსთა მინისტრი. ამასთან, გააუქმა გამოცხადებული საბიჯეტო გეგმები. „კონსერვატორთა“ პოპულარობა ბოლო კვირებში ბრიტანეთში სოციოლოგიური კვლევის ისტორიაში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ტრასი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად და პრემიერ-მინისტრად ხუთი კვირის წინ აირჩიეს.
დანიის პრემიერ-მინისტრი გადადგა
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს მოხდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მისმა მემარცხენე ცენტრისმა ბლოკმა გაიმარჯვა. ფრედერიკსენმა უკვე გამოაცხადა, რომ დარჩება პოლიტიკაში და აპირებს შექმნას უფრო ფართო პოლიტიკური კოალიცია, რომელიც მოიცავს მემარჯვენე ცენტრის პარტიებს. საპარლამენტო არჩევნები დანიაში პირველ ნოემბერს - ვადაზე შვიდი თვით ადრე გაიმართა. პარლამენტის 179 ადგილიდან, მმართველმა მემარცხენე ცენტრის ბლოკმა 87 ადგილი მოიპოვა. მეტე ფრედერიკსენმა განაცახდა,რომ ეს „ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია." სოციალ-დემოკრატიული პარტია, ისევე როგორც წინა წლებში, ლიდერი გახდა, რომელმაც ხმების 27,5% მიიღო.
ოლექსი არესტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი, გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროზე თავდასხმის შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა არესტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომის ცნობებს უკრაინული მედიაც ადასტურებს. „დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. მინდა ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი. პრინციპული შეცდომა - ნიშნავს გადადგომას", - წერს არესტოვიჩი. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა. შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, რასაც უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს რეაქცია მოჰყვა. მან 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკო შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.