თეგი: გადაზიდვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, მარცვლეულის ექსპორტისთვის მზადაა. გაერო: უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა შესაძლოა, ოდესის პორტი 29 ივლისს დატოვოს „ჩვენთვის მთავარია ვიყოთ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გარანტორი. ვიდრე ვიღაც ბლოკავს შავ ზღვას და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების სიცოცხლე მიაქვს, ჩვენ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ გადარჩნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკი ოდესაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და უკრაინული ხორბლის გემებზე გადატვირთვის პროცესს დაესწრო. „ჩვენი ქვეყანა მზადაა. ყველა ინფორმაცია გადავეცით გაეროს და თურქეთს. ჩვენი სამხედროები იქნებიან უსაფრთხოების გარანტორები. ინფრასტრუქტურის მინისტრი მყოფება პირდაპირ კავშირზე თურქულ მხარესთან და გაეროსთან. ველით მათ ნიშანს, რომ ხორბლის გადაზიდვა დავიწყოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტს იწყებს
2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს. როგორც Trend-ი იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა სმილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა. „გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა. მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“. ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, 2023 წელს 1,5 მილიონ ტონა ნავთობს გადატვირთავს
ყაზახეთი, 2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავს. ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რადგან KazMunayGas-მა და აზერბაიჯანულმა SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 5 წლის ვადით ბაქო (აზერბაიჯანი) - თბილისი (საქართველო) - ჯეიჰანი (თურქეთი) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. რჩება მხოლოდ იმის დადგენა, თუ რომელი ყაზახური ნავთობკომპანია გადაიტანს ამ მოცულობებს (1,5 მილიონი ტონა ნავთობი) მომავალი წლიდან. მოცულობის გაზრდას ველოდებით მომავალში. ვინაიდან ამით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აზერბაიჯანიც არის დაინტერესებული“, - განაცხადა დაურენ კარაბაევმა KMG-ში გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ ადრე ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ნავთობის ექსპორტს ალტერნატიული მარშრუტებით გაზრდის.
ერდოღანმა, TANAP-ით, ევროპის ბაზრისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაასახელა
ამ დროისთვის, ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) მეშვეობით ევროპის ბაზრებზე მიწოდებულია 18,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სილივრის მიწისქვეშა გაზის საცავის გაფართოების პროექტის მეორე ეტაპის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და ეს პროცესი გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროში. გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, „თურქული ნაკადის“ პროექტის წყალობით, თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის „ლურჯი საწვავით“ მომარაგებაში.
TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა იზრდება
ევროპა-კავკასია-აზიის (TRACECA) სატრანსპორტო დერეფნის აზერბაიჯანული მონაკვეთით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 42, 424,6 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, ტვირთბრუნვამ კი 10,518,6 მლნ ტ-კმ შეადგინა. ინფორმაციას აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ტვირთების გადაზიდვა) 26.9%-ით და (ტვირთბრუნვა) 32.6%-ით მეტია. 10 თვის განმავლობაში საავტომობილო ტრანსპორტით 22 918.6 ათასი ტონა ანუ ტვირთის 54%, რკინიგზით 13 896.2 ათასი ტონა ანუ 32.8%, წყლის ტრანსპორტით 5 609.8 ათასი ტონა ანუ 13.2% გადაიზიდა. დერეფნის გასწვრივ გადაზიდული სატრანზიტო ტვირთის წილმა 27,1%, ანუ 11,498,4 ათასი ტონა შეადგინა.
ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს
ყაზახეთი გერმანიაში, ნავთობის საცდელი გადაზიდვის შესაძლებლობას 2023 წლის იანვარისთვის განიხილავს. ამის შესახებ ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანიის KazMunayGas-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ასტანაში გაიმართა მოლაპარაკებები KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარეს მაგზუმ მირზაგალიევსა და გერმანიის მემარცხენე პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ბუნდესტაგის დეპუტატ კრისტიან გორკეს შორის. ასევე, მირზაგალიევმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით მოლაპარაკება გამართა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან მიხაელ კელნერთან. მხარეებმა შვედეთის ქარხანაში ყაზახური ნავთობის ექსპორტზე ისაუბრეს. ბუნდესტაგის დეპუტატმა გამოხატა ინტერესი ყაზახეთიდან ნედლეულის დრუჟბას ნავთობსადენით გადაზიდვის შესახებ. „ყაზახეთის პრეზიდენტის ინსტრუქციების თანახმად, KazMunayGas განიხილავს 2023 წლის იანვარში ნავთობის საცდელი ტვირთის გერმანიაში გაგზავნის ვარიანტს“, - განაცხადა მირზაგალიევმა. შეგახსენებთ, რომ 10 მილიონ ტონაზე მეტ ნედლ ნავთობს, Schwedt-ის გადამამუშავებელი ქარხანა ბერლინსა და აღმოსავლეთ გერმანიის დიდ ნაწილს აწვდის.