თეგი: გადაზიდვები
ჩინეთიდან პირველი საერთაშორისო სატვირთო მატარებელი თეირანისკენ დაიძრა
პირველი საერთაშორისო ტრანსკასპიური სატვირთო მატარებელი ჩინეთიდან , სარკინიგზო სადგურ „იი-ჩვანიდან“ (ნინსია-ჰუეის ავტონომიური რეგიონი) ირანის პორტ „ანზალის“ მიმართულებით დაიძრა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება. Mehr News-ის მონაცემები, სატვირთო მატარებელი ჩინეთის ორი რეგიონის შემდეგ ყაზახეთისა და კასპიის ზღვის გავლით გავლით ირანში, პორტ „ანზალში“ ჩავა. გეგმის მიხედვით, მატარებელი ირანის პორტში 20 დღის შემდეგ ჩავა. მატარებელი 51 კონტეინერს გადაზიდავს. ტვირთის წონა 1400 ტონაა, ხოლო ღირებულება $3 060 000 შეადგენს. ახალი მარშრუტი გადაზიდვის ხანგრძლივობას 20 დღით ამცირებს, შედეგად კონტეინერზე $897 დაზოგვაა შესაძლებელი. მანამდე, სამი დღით ადრე თეირანის სარკინიგზო სადგურში ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანი-თურქეთის მარშრუტის გავლით პირველი მატარებელი ჩავიდა, რომელიც 24 საკონტეინერო ვაგონისგან შედგება და თურქეთიდან ევროპაში ნედლეულს გადაზიდავს.
ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება. ირანი და ყაზახეთი ერთობლივ კომერციულ დოკს აშენებენ ყაზახეთის აქტაუს პორტის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა მისი თქმით, 2022 წლის 5 თვის მონაცემებით, ამ მარშრუტით ყაზახეთმა 2,5-ჯერ მეტი ტვირთი გადაზიდა. ხოლო კასპიის ზღვის ქვეყნებთან ტვირთბრუნვა 9%-ით გაიზარდა. „საზღვაო ტვირთების მოცულობის გაზრდის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საზღვაო ფლოტის გაფართოება. მჯერა, რომ კასპიის აუზის ქვეყნებთან ერთად, დროულად მოგვიწევს გადაუდებელი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება", - განაცხადა თოყაევმა.
უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის პერსპექტივებს განიხილავს
უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს. დღეს ეს და სხვა საკითხები ტაშკენტში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტისას განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა უზბეკეთმა კოლეგამ აბდულა არიპოვმა ტაშკენტში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მათი კაბინეტის წევრების მონაწილეობით მოლაპარაკებები გამართეს. ძირითადი ყურადღება ორი ქვეყნის ურთიერთობებს ეკონომიკურ სფეროში დაეთმო. „მხარეებმა ევროპულ ბაზარზე უზბეკეთის პროდუქციის ექსპორტისთვის, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა განიხილეს“, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო უზბეკეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვა-კასპიის ზღვის მარშრუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა და რეკონსტრუქცია. თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ორმხრივ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა გაზარდოს.მხარეებმა ერთობლივი საწარმოების შექმნაზე ისაუბრეს. საქართველოსა და უზბეკეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმია. ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2021 წელს 18,5 პროცენტით გაიზარდა და $115 მილიონი შეადგინა. უზბეკეთი საქართველოს ამარაგებს ძირითადად სამრეწველო საქონლით, ქიმიური პროდუქტებით, სასმელებით, მანქანებითა და სატრანსპორტო ტექნიკით. საქართველო, უზბეკეთში ფარმაცევტული პროდუქციის, სატრანსპორტო ტექნიკის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სახის იმპორტს ახორციელებს.
გადაზიდვები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა - საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზის ცნობოთ, კომპანიას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. დღეს გამოქვეყნებული 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა.„კომპანიის მთავარი გამოწვევა ისევ უცვლელია: ახალი ტვირთების მოზიდვა დერეფანში და მათი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ამბობს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანელი გადამზიდავების წილი 5.4%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანელი გადამზიდავების წილი 5.4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანში, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში 204 ფიზიკური და იურიდიული პირი იყო დაკავებული. ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო საავტომობილო ტრანსპორტის სამსახურის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გასული წელს წარმოდგენილ ანალოგიურ სტატისტიკაზე 2,9-ჯერ მეტია. მედიის ცნობით, აზერბაიჯანის წილი 4%-ითაა გაზრდილი იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აზერბაიჯანთან ყველაზე მეტი საერთაშორისო ავტოგადაზიდვა აქვთ. გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, აზერბაიჯანული კომპანიების წილი ამ მიმართულებით 6815 ერთეულით გაიზარდა, უცხოური გადამზიდავების მონაწილეობა კი 2234 ერთეულით შემცირდა. აზერბაიჯანული გადამზიდავების ბაზრის წილი მეზობელ ქვეყნებში 7.7%-ით გაიზარდა. მათ შორის თურქეთის მიმართულებით 10.2%-ით, საქართველოში 5.4%-ით, რუსეთსა და ირანში 7.2%-ით.
„მარცვლეულის დერეფნით“ ერთ კვირაში, მილიონ ტონაზე მეტი სურსათის ექსპორტი განხორციელდა
გასულ კვირას უკრაინამ, მარცვლეულის დერეფნით 1,1 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანა. ამ დერეფნით ექსპორტზე, 309 ათასი ტონა ხორბალი გავიდა. რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების შესრულებას ისევ განაახლებს ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო იტყობინება, იუწყება Ukrinform. „მარცვლეულის დერეფნის ბოლო ერთი კვირის სტატისტიკა ასეთია: უკრაინამ გაიტანა თითქმის 0,5 მილიონი ტონა სიმინდი და 309 ათასი ტონა ხორბალი. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჯამური ტონაჟი კვირაში 1,1 მილიონი ტონაა“, - ნათქვამია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს ანგარიშში. მარცვლეულის დერეფნის ფარგლებში, საზღვაო გზით ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანმა მოცულობამ 10 მილიონ ტონას გადააჭარბა. დიდი ოდესის პორტებიდან ჯამში 430 გემი გავიდა, აქედან 279 სიმინდითა და ხორბლით იყო დატვირთული. ასევე წაიკითხეთ: რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება
ჩინეთსა და ირანის პორტ ჩაბაჰარს შორის, პირდაპირი გადაზიდვის ხაზი შეიქმნა
პირველი საკონტეინერო გემი ჩინეთიდან ირანის ყველაზე მნიშვნელოვან პორტ ჩაბაჰარში შევიდა, რაც ჩინეთსა და ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პორტს შორის, პირველი პირდაპირი გადაზიდვის ხაზის შექმნას ნიშნავს. ამის შესახებ ამირ მოღადამმა, (ჩაბაჰარის თავისუფალი ზონის ორგანიზაციის მმართველმა დირექტორმა) განაცხადა. მოგადამმა თქვა, რომ ჩინური გემები, მანამდე ტვირთს საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში, სამხრეთ პროვინციის ჰორმოზგანის ცენტრში ტოვებდნენ, შემდეგ კი ტვირთები მცირე გემებს ჩაბაჰარის პორტში გადაჰქონდათ. მანძილი სანაპირო ზოლის გასწვრივ ამ პორტებს შორის დაახლოებით 550 კილომეტრია.