თეგი: გადატრიალება
გერმანიაში გადატრიალების მოწყობის ბრალდებით 25 ადამიანი დააკავეს
7 დეკემბერს გერმანიაში, ერთდროულად თერთმეტ ფედერალურ შტატში, პოლიციის სპეცრაზმი მემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებს, რომელიც ბუნდესტაგის შტურმს და პოლიტიკოსების გატაცებას გეგმავდა. ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ისთვის გახდა ცნობილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პოლიციის ოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ გერმანიაში. გამოცემას, გენერალურმა პროკურატურამ ოპერაციის მსვლელობის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. გამოძიების დასკვნის თანახმად, 2021 წლის ნოემბრიდან ეჭვმიტანილები ბუნდესტაგზე შეიარაღებულ თავდასხმას და პოლიტიკოსების დატყვევებას გეგმავდნენ. ჩხრეკა მიმდინარეობს 130-ზე მეტ ბინაში, ოფისსა და საწყობში. ამ დროისთვის დაკავებულია 25 ადამიანი.