თეგი: გადახდის სისტემა
„ჯორჯიან ეარვეისმა“ გადახდის სისტემებში რუსული „Мир“-ი დაამატა
7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში „მასტერქარდისა“ და „ვიზას“ გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა. ამ ინფორმაციას რადი თავისუფლება ავრცელებს. გამოცემის ცნობით, "ჯორჯიან ეარვეისის" საიტზე "მირის" სიმბოლო უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ გამოჩნდა. „მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს [შევუერთდე], სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ. მე მაინტერესებს, ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს. სამტრედიაში რომ რკინიგზა გააჩერეს, მე ამ სისტემით ვერ ვიმუშავებ”, - უთხრა “ჯორჯიან ეარვეისის” ქართველმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა რადიო თავისუფლებას და განმარტა, რომ თუკი შეუკვეთენ, რუსეთიდან პირდაპირ რეისებზეც არ იტყვის უარს. “Мир”-ი რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთაც მუშაობს, სულ რამდენიმე ქვეყანაში. საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც “Мир”-ი ოფიციალურად გამოიყენება. "Мир"-ზე მუშაობა რუსეთმა 2014 წელს მას მერე დაიწყო, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვისთვის ფინანსური სანქციების დაწესების პერსპექტივებზე დაიწყო მსჯელობა. დღეს, როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო “VISA”-მ და “Mastercard”-მა რუსეთი დატოვეს, "Мир"-ს უკვე გაცემული აქვს 100 მილიონი ბარათი და ფარავს რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონს. "Мир"-ი არ მუშაობს ოკუპირებულ ყირიმში. წყარო - რადიო თავისუფლება
Georgian Airways-ი: ჩვენს საიტზე, საგადახდო სისტემების Мир-ის ლოგო სხვა კომპანიამ "დაუკითხავად" განათავსა
ავიაკომპანია Georgian Airways-ის განცხადა, რომ მათ საიტზე საგადახდო სისტემების კომპანია Мир-ის ლოგო სხვა კომპანიამ "დაუკითხავად" განათავსა. კომპანიის განცხადებით, რომ ლოგო საიტზე Websky.net-მა განათავსა, რომელიც ავიაბილეთებს ყიდის. მათივე თქმით, საიტიდან Мир-ის ლოგოს მოშლა 3 მარტს სთხოვეს. ცნობისთვის, 7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში „მასტერქარდისა“ და „ვიზას“ გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: „ჯორჯიან ეარვეისმა“ გადახდის სისტემებში რუსული „Мир“-ი დაამატა