თეგი: გაეროს უშიშროების სხდომა

რუსეთის ელჩი გაეროს: უკრაინის მთავრობა, ზელენსკის მეთაურობით, ნაცისტები არიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოჩართვის შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით რუსეთის წარმომადგენელი გაეროს უშიშრეობის საბჭოში, ვასილი ნებენზია გამოვიდა.  მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა - პრეზიდენტი ზელენსკის ხელმძღვანელობით, რომელიც ებრაელია - ნაცისტები არიან.  ვასილი ნებენზიამ რუსეთის ჯარების მიერ ბუჩაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების შესახებ ბრალდებები უარყო და თქვა, რომ შეიმჩნევა "აშკარა შეუსაბამობა მოვლენებში, რომლებიც ნაჩვენებია უკრაინული და დასავლური მედიით". ასევე, მან თქვა, რომ უკრაინის ქალაქში ჟურნალისტების მიერ ნაპოვნი ცხედრები არ იყო იქ რუსული ძალების გაყვანისას და დასძინა, რომ ეს "დადასტურებულია რამდენიმე ვიდეოთი".  "ცხედრები არანაირად არ ჰგავს მათ, ვინც ქუჩაში სამი, ან ოთხი დღის განმავლობაში იწვა", - ამბობს რუსეთის ელჩი გაეროში. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.  ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.  ასევე წაიკითხეთ  New York Times-ი: სატელიტურ ფოტოებში ჩანს, რომ ბუჩას ქუჩებში ცხედრები უკვე იყო, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ