თეგი: გავლენა
კვლევა: დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე სრული გავლენა 2023 წლის ბოლოს ექნება
დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე სრული გავლენა 2023 წლის ბოლოს ექნება. ამის შესახებ კიევის ეკონომიკური სკოლის ახალ კვლევაშია ნათქვამი. რუსულ ქვანახშირზე ბრიტანეთისა და ევროკავშირის ემბარგო ამოქმედდა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება, რადგან აგრესორის ენერგოექსპორტი შეზღუდული იქნება. ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკის ვარდნის პროგნოზი 2022 წელს 10-30%-დან 6-9,5%-მდე დაკორექტირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე პროგნოზირებული 20%-დან 12-15%-მდე შემცირდა. კიევის ეკონომიკურ სკოლაში განმარტავენ, რომ ასეთი ცვლილებების მთავარი მიზეზი ენერგობაზარზე არსებული მაღალი ფასებია. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა სანქციების ზემოქმედებამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები რუსეთის ფედერაციის შიდა ეკონომიკაში. ამრიგად, ივნისში რუსეთში ავტომობილების წარმოების შემცირებამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62% შეადგინა. ხოლო სამრეწველო წარმოება ივნისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით დაეცა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული ძირითადი სანქციები ჯერ არ შესულა ძალაში. შესაბამისად, 5 დეკემბერს ამოქმედდება სანქციები ევროკავშირში რუსული ოფშორული ნავთობის ექსპორტზე, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი აიკრძალება. ამავდროულად, რუსული გაზის გაყიდვები ევროპაში გასული წლის დონის მესამედს შეადგენს და სავარაუდოდ, კიდევ შემცირდება და ფაქტობრივად არაუგვიანეს 2024 წელს დასრულდება. რადგან, ამ დროისთვის გერმანია მოელის, რომ რუსული გაზისგან სრულიად დამოუკიდებელი იქნება.
თეირანი კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს „მესამე მხარის“ გავლენის ქვეშ, რომელიც „ორი ქვეყნის ურთიერთობების განადგურებას ცდილობს“
ირანი სამწუხაროს უწოდებს უკრაინის გადაწყვეტილებას ქვეყნის ელჩის გაძევების შესახებ, რადგან ამან შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინამ ირანის ელჩი გააძევა და საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა მოუწოდა უკრაინას, „თავი შეიკავოს მესამე მხარის გავლენისგან, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განადგურებას ცდილობს“. უკრაინამ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს თეირანის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, რუსეთის ჯარს უპილოტო თვითმფრინავები გადასცა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის ქმედებებს, „ბოროტებასთან თანამშრომლობა“ უწოდა. აშშ-ის ინფორმაციით, რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია წარმოებული. აგვისტოს ბოლოს, The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა. ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.