თეგი: გათიშვა
მოლდოვამ რუსეთის ელჩი, ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო დაიბარა
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის ელჩი, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით, განმარტებების მისაცემად დაიბარა. სარაკეტო დარტყმის გამო, უკრაინასა და მოლდოვაში ელექტროენერგია შეწყდა ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა. პოპესკუმ თავის Twitter-ზე აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მოლდოვა კიდევ ერთხელ დატოვა სიბნელეში. მისი თქმით, ელექტროენერგიის მასიური გათიშვა ხდება მთელ ქვეყანაში, მათ შორის კიშინიოვსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში. „მე დავავალე, რომ ახსნა-განმარტებისთვის გამოეძახათ რუსეთის ელჩი", - განაცხადა პოპესკუმ.