თეგი: განადგურება
ნიუ-იორკის მერის გადაწყვეტილებით, ბულდოზერით ასამდე მოტოციკლი გაანადგურეს
ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა, შეასრულა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება და 23 ივნისს, საჩვენებელ აქციაზე 100-მდე უკანონო მოტოციკლი და კვადროციკლი გაანადგურა. ნიუ-იორკის მერმა მასშტაბური კომპანიის რეკლამირება მოახდინა რომლის ფარგლებშიც 900-მდე მოტოციკლისა და კვადროციკლის კონფისკაცია განხორციელდა. მერმა აღნიშნა, რომ პრობლემა უფრო ღრმაა და ხშირად მოტოციკლებს დაზღვევის არ მქონე პირები მართავენ. „ბევრ ქალაქში ბანდები მოტოციკლებს და კვადროციკლებს იპარავენ და ამით მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან“, - განაცხადა ერიკ ადამსმა. „ამ მოტოციკლებს არ აქვთ დაზღვევა. თუ ის ადამიანს დაეჯახება, მას სამედიცინო ხარჯების საკუთარი ჯიბიდან დაფარვა მოუწევს. ამიტომ ჩვენ შევასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას, დღეს კმაყოფილები ვართ რასაც ვაკეთებთ“, - აღნიშნა ნიუ-იორკის მერმა.
უკრაინის დაზვერვა: ფსკოვის მახლობლად, აეროდრომზე ორი KA-52-ის ტიპის ვერტმფრენი გავანადგურეთ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR), ფსკოვის რეგიონის აეროდრომზე, ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენის განადგურება დაადასტურა. მანამდე რუსული ტელეგრამის არხებმა ორი ვერტმფრენის აფეთქების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. „31 ოქტომბრის ღამით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერეტიეს საჰაერო ძალების ბაზაზე (ოსტროვ-5, ფსკოვის ოლქი) ძლიერი აფეთქება მოხდა. ორი რუსული კა-52 „ალიგატორი“ თავდასხმის ვერტმფრენი მთლიანად განადგურდა. კიდევ ორი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული“, - ნათქვამია ანგარიშში. დეპარტამენტის ცნობით, აფეთქებების შედეგების აღმოსაფხვრელად, ასევე სამხედრო ნაწილში დივერსიული ჯგუფების ძებნის მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კა-52 („Hokum B“ NATO-ს კლასიფიკაციით) რუსული წარმოების სადაზვერვო და თავდასხმის ვერტმფრენია. მისი ღირებულება დაახლოებით $16 მილიონია. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს სულ რაღაც ხუთ დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და საჰაერო თავდაცვამ უკვე ჩამოაგდეს ამ ტიპის შვიდი ვერტმფრენი. მათი უმეტესობა განადგურდა ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, სადაც ბრძოლები გრძელდება.