თეგი: გაჟონვა

რუსეთის მაღაროში მეთანის ყველაზე დიდი გაჟონვა დაფიქსირდა

Guardian-ის ცნობით, კუზბასში მდებარე რუსული ქვანახშირის მაღარო "რასპადსკაიაზე" მეთანის ყველაზე დიდი გაჟონვა დაფიქსირდა. სატელიტური მონიტორინგის თანახმად, იანვარში საათში დაახლოებით 90 ტონა მეთანს გამოტყორცნიდა, რაც მეთანის ყველაზე დიდი დაფიქსირებული გაჟონვაა. კანადური კომპანია GHGSat-ი, რომელიც 2016 წლიდან ეწევა სათბურის გაზების ემისიების სატელიტურ მონიტორინგს, აცხადებს, რომ 2022 წლის იანვარში "რასპადსკაიადან" საათში 658-დან 17 994 კილოგრამამდე ზომის 13 მეთანის ვუალი მოჩანდა. კომპანიამ აღმოჩენის შესახებ მხოლოდ ახლა განაცხადა, რადგან დრო დასჭირდა იმისთვის, რათა შეემოწმებინა საკუთარი დასკვნები და დაჰკავშირებოდა „რასპადსკაიას“ ოპერატორს. კომპანიის ინფორმაციით, მომხდარზე ოპერატორს რეაგირება არ მოუხდენია. მოკლევადიან პერსპექტივაში - ატმოსფეროში გაზის დაშლას ოცი წელი სჭირდება - მეთანი გლობალურად 80-ჯერ უფრო მეტად ათბობს, ვიდრე ნახშირორჟანგი. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მეთანის ემისიების შემცირება გლობალური ტემპერატურის ზრდის შენელების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა. 2021 წლის ნოემბერში გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატის სამიტზე ასზე მეტი ქვეყანა შეთანხმდა, რომ 2030 წლისთვის მეთანის ემისია მინიმუმ 30%-ით შემცირდა. მათ შორის რუსეთი არ იყო. ყველა მიწისქვეშა ნახშირის მაღარო აწარმოებს მეთანს, რომელიც უნდა იყოს გაჟღენთილი, რათა არ მოხდეს მისი დაგროვება და აფეთქება. თუმცა, არსებობს უფრო ეკოლოგიურად სუფთა გზები მეთანის მოსაშორებლად: მაგალითად, შესაძლებელია მისი დაჟანგვა და შემდეგ გარემოში გაშვება. კომპანია მიიჩნევს, რომ გაჟონვა მთელი 2021 წლის მეორე ნახევარში ხდებოდა და ახლა იანვრის მოცულობის დაახლოებით მესამედს შეადგენს. Ghgsat-ის ენერგეტიკის, ნარჩენებისა და მაღაროების დირექტორის ბროდი უაიტის თქმით, "რასპადსკაიაში" მომხდარი გაჟონვა 25% - ით ზრდის მაღაროში მოპოვებული ყველანაირი ნახშირის წვის შედეგად მიღებული ემისიების რაოდენობას. რუსეთი მეთანის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს წყაროს წარმოადგენს.  

მედია: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს

ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს. ამის შესახებ Tagesspiegel წერს. გამოცემის ცნობით, დანიისა და შვედეთის ხელისუფლებამ 24 საათზე ნაკლებ დროში Nord Stream 1 და Nord Stream 2 -ზე სამი დაზიანება დააფიქსირა. (გაზსადენები,  ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთის ფედერაციიდან გერმანიამდეა გაყვანილი). ზღვაში შეიქმნა არანავიგაციისა და ფრენის ზონები, ხოლო დანიის ენერგეტიკული ობიექტები უსაფრთხოების „ნარინჯისფერ“ რეჟიმზე გადავიდა. გერმანული გამოცემა ირწმუნება, რომ ყველაფერი დივერსიაზე მიუთითებს. „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან. Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა.  დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც.  მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.