თეგი: გაფიცვა
IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაიყინა, რის გამოც ფინანსური რესურსი შეზღუდული გვაქვს
კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „IDS ბორჯომის“ პრესსამსახური ავრცელებს. „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს დავითაშვილი: სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს „ბორჯომის“ აქციების ნაწილს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს ბორჯომში „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები აქციას მართავენ „როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, – აცხადებენ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. დღეს „IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს შესასვლელები სრულად გადაკეტილი აქვთ. 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. 19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.
ჯანდაცვის სამინისტროში, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მოთხოვნების განხილვისთვის შეხვედრა დაინიშნა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლების აქციის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ 16:00 საათზე სამედიცინო პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელსა და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლობის მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრაზე მხარეები პოზიციების დაახლოებას შეეცდებიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან ზრდასთან ერთად ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებისთვის დამატებით ანაზღაურებას ითხოვენ.
გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა. სამმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ის მოთხოვნები, რაც დასაქმებულებს აქვთ და სამინისტროს წარმომადგენლებისგან ალტერნატიული შეთავაზებები მოისმინეს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება. „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჯანდაცვის სამინისტროში, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მოთხოვნების განხილვისთვის შეხვედრა დაინიშნა 7 ივნისს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან ზრდასთან ერთად ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებისთვის დამატებით ანაზღაურებას ითხოვენ.
Lufthansa ხვალისთვის დაგეგმილ 800 ფრენას გააუქმებს
გერმანულმა Lufthansa-მ (LHAG.DE) განაცხადა, რომ 800 ფრენის გაუქმება მოუწევს. შედეგად, სავარაუდოდ 130 000 მგზავრი დაზარალდება. ფრენის გაუქმების მიზეზი პილოტთა ერთდღიანი გაფიცვაა. პროფკავშირმა ოთხშაბათს გვიან განაცხადა, რომ ანაზღაურების შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა და Lufthansa-ს მფრინავები 24-საათიან გაფიცვას მოაწყობენ.
რუსთავის მეტალურგიული საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ
რუსთავის მეტალურგიული საწარმო "რუსელოისის" თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა ხელფასების 50 პროცენტიანი გაზრდა. როგორც ცნობილია, საწარმო ამჟამად გაჩერებულია. მუშების ნაწილი საწარმოს შესასვლელთანაა შეკრებილი და დირექციის პასუხს ელოდება. "მძიმე სამუშაო პირობების ფონზე, 600-700-ლარიანი ხელფასი, სრულიად არასაკმარისია ცხოვრების მინიმალური პირობების დაკმაყოფილებისთვის", - აცხადებენ მეტალურგიული საწარმო "რუსელოისის" თანამშრომლები.
New York Times-ის ჟურნალისტები გაიფიცნენ
The New York Times-ის ასობით ჟურნალისტმა და სხვა თანამშრომელმა ხუთშაბათს 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს, რაც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გაზეთისთვის მსგავსი ტიპის პირველი გაფიცვაა. Newsroom-ის თანამშრომლები და The NewsGuild of New York-ის სხვა წევრები ამბობენ, რომ მობეზრდათ ვაჭრობა, რომელიც გაჭიანურდა მას შემდეგ, რაც მათ ბოლო კონტრაქტი, 2021 წლის მარტში ამოიწურა. გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, კლიფ ლევიმ განაცხადა, რომ თანამშრომლებს ხელფასების დაუყოვნებლივ, 5,5%-ით და შემდეგ, 2023 და 2024 წლებში, სამ-სამი პროცენტით ზრდა შესთავაზეს. პროფესიული კავშირი კი მოითხოვს, რომ ხელფასები ჟურნალისტებს დაუყოვნებლივ, 10%-ით გაუზარდონ. პროფკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ 1,100-ზე მეტმა თანამშრომელი 24-საათიით შეაჩერებდა მუშაობას, თუ ხუთშაბათს მხარეები არ მიაღწევდნენ შეთანხმებას. „არასოდეს არ არის ადვილი, მიიღო გადაწყვეტილება და უარი თქვა საქმის კეთებაზე, რომელიც გიყვარს, მაგრამ ჩვენი წევრები მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რაც სჭირდებათ უკეთესი ნიუსრუმის მოსაპოვებლად“, - ნათქვამია The NewsGuild-ის Twitter პოსტში. მოლაპარაკებები სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ხელფასების ზრდა და დისტანციური მუშაობის პოლიტიკა.
მასშტაბური გაფიცვის გამო ბერლინის აეროპორტში 300-მდე ფრენა გაუქმდა
ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტში, მასშტაბური გაფიცვის გამო დღეს დაგეგმილი ყველა სამგზავრო რეისი ან გაუქმდა ან გადაიდო. მედიის ცნობით, გაფიცვა შეეხება 35 000-მდე მგზავრს, რომლებსაც ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის გავლით ფრენა ჰქონდათ დაგეგმილი. გაფიცვა ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტში ოთხშაბათს დილის 3:30 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება. 2018 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიაში გაფიცვის გამო 300-მდე ფრენა გაუქმდა. გაფიცვა პროფკავშირის მიერ იყო ორგანიზებული. მთავარი მოთხოვნაა ხელფასების ზრდა. აეროპორტის თანამშრომლები კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ხელფასის 500 ევროთი გაზრდას ითხოვენ.
ჰოლივუდის მსახიობების გაფიცვა შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს
მსახიობმა ბრაიან კოქსმა განაცხადა, რომ ჰოლივუდის მსახიობების მიერ ახლახან გამოცხადებული გაფიცვა შეიძლება, წლის ბოლომდე გაგრძელდეს. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკის მწერალთა გილდიას, რომლის 20 000 წევრიც მაისის შემდეგ გაფიცულია. ჰოლივუდის მსახიობებმა 14 ივლისიდან გაფიცვა გამოაცხადეს და სცენარისტების პროტესტს შეუერთდნენ. ამერიკული კინოს მსახიობთა გილდიის და ტელევიზიის და რადიოს არტისტების ფედერაციის გაერთიანებულმა პროფკავშირმა (SAG-AFTRA) გაფიცვის გადაწყვეტილება სტუდიებთან და ციფრულ პლატფორმებთან თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე და უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. პროფკავშირი 160 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. გაფიცულები მოითხოვენ, რომ გაიზარდოს საბაზისო ხელფასი და ციფრულ პლატფორმებზე ფილმების ჩვენების ჰონორარი. გარდა ამისა, მოითხოვენ გარანტიას, რომ მათ შრომას არ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი. ამერიკულ კინოინდუსტრიაში მსგავსი მასშტაბის გაფიცვა 1960 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ. პროფკავშირის განცხადებით, თეატრში სამუშაო მოცულობის ინტენსიურად გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა. კერძოდ, განათლებისა და კულტურის პროფკავშირში აცხადებენ, რომ დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია. „დასაქმებულები ითხოვენ ხელფასების მატებას! ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ დამსაქმებელმა ორი თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. ახლა უკვე გაფიცულთა მოთხოვნა ამ ადამიანების სამსახურში აღდგენაცაა. მიუხედავად მედიაციის უშედეგოდ დასრულებისა, მოვუწოდებთ დამსაქმებელს, დააკმაყოფილოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები. დროა, ოპერის სხვა თანამშრომლები შემოუერთდნენ ბრძოლას შრომის ღირსეული ანაზღაურებისა და პირობებისთვის. მოგიწოდებთ ყველას დავუდგეთ გვერდში ამ ადამიანებს,“ - ნათქვამია პროფკავშირის Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
ოპერის გაფიცული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ოპერის გაფიცული თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 17 თანამშრომელი, რომლებიც 53 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები, სამსახურიდან ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი მაისურაძის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ. პროფკავშირების ცნობით, გაფიცულმა თანამშრომლებმა ოპერის ხელმძღვანელს 25 დეკემბერს აცნობეს გაფიცვის შეწყვეტის შესახებ და მიმართეს წერილით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 26 დეკემბრიდან ისინი ჩვეულებრივად შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას. ბრძანების თანახმად, ოპერამ უკვე აიყვანა მათ ნაცვლად ახალი თანამშრომლები, ვინაიდან თეატრში აქტიური სეზონი მიმდინარეობს, გასამართია სპექტაკლების პრემიერები და ხელი ეშლებოდა გაფიცვით თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას. „ჩვენ მივაღწიეთ ხელფასების 40%-იან ზრდას და შრომის ინსპექციის შესვლას ოპერაში, რაც დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობის გამოსწორების საწინდრად მივიჩნიეთ, ამიტომ გაფიცულებმა ჩათვალეს, რომ გაფიცვის საფუძველი ამოიწურა და გადაწყვიტეს სამუშაო ადგილზე დაბრუნება. პროცედურის დაცვით, ჩვენ ოპერის ადმინისტრაციას ვაცნობეთ ამის შესახებ, თუმცა ოპერაში დასაქმებულებს ადმინისტრაცია კანონდარღვევით არ უშვებდა, დღეს კი გვაცნობეს, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი, ანტიკონსტიტუციური უკანონობა" - წერს ფეისბუკზე პროფკავშირების დამფუძნებელი ნიკოლოზ წიქარიძე. მისი თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას უკვე სასამართლოში გააგრძელებენ ოპერის წინააღმდეგ. ოპერის ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუკეთებია.
გერმანიის აეროპორტებში დღეს 1000-ზე მეტი რეისი გაუქმდება
გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც Ruters-ი წერს, აეროპორტის თანამშრომლების 24-საათიანი აქცია გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ის ორგანიზებით გაიმართა. დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 1 100 ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, რამაც გადაადგილების პრობლემა 200 000-ზე მეტ მგზავრს შეუქმნა. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გერმანიის აეროპორტების თანამშრომლები 2023 წელსაც არაერთხელ გაიფიცნენ. ბოლო დღეების განმავლობაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მეტი ხელშეწყობის მიზნით აქციებს საფრანგეთის, ბელგიისა და ავსტრიის პროფკავშირებიც მართავენ.