თეგი: გემის ჩაძირვა
უკრაინის საზღვაო ძალებმა, კიდევ ერთი რუსული გემი ჩაძირეს
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები რუსული საბუქსირე გემის „ვასილი ბეხის“ ჩაძირვის შესახებ იუწყება. კერძოდ, უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ გემზე საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტორ“-ით დარტყმა მაშინ განხორციელდა, როდესაც კუნძულ ზმეინისკენ საბრძოლო მასალა, იარაღი და პერსონალი გადაჰქონდა. ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ რუსულ გემზე წარმატებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ცნობები დაადასტურა. „მიულოცეთ კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟს“, - დაწერა მარჩენკომ ტელეგრამის არხზე. საბუქსირე გემი „ვასილი ბეხი“ ასტრახანის გემთმშენებლებმა ააგეს. მისი სიმძლავრე 1605 ტონაა. ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში 2017 წელს შევიდა. შეგახსენებთ, რომ აპრილში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ფლოტის ფლაგმანი კრეისერო „მოსკვა“ რაკეტა „ნეპტუნის“ დაარტმის შედეგად ჩაძირეს. რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა ჩაძირული კრეისერი „მოსკვა“ უკრაინამ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა CNN: პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადებით, კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ტაიფუნის გამო, ჩინეთის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა. არის მსხვერპლი
საინჟინრო გემი, რომელზეც 30 მეზღვაური იმყოფებოდა, ტაიფუნ „ჩაბას“ ეპიცენტრში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც, ჰონგ-კონგის სანაპიროდან 300 კილომეტრში ჩაიძირა. მაშველებმა სამი მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენი 27-ის ბედი კი, ამ დრომდე უცნობია. ადგილზე ორი სამაშველო თვითმფრინავი, ოთხი ვერტმფრენი და სამაშველო გემია მობილიზებული, თუმცა სამძებრო სამუშაოები გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე დაახლოებით 144 კილომეტრია საათში, ხოლო ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.
ტაილანდის ყურში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
სულ მცირე 18 მეზღვაური დაიღუპა ტაილანდის საზღვაო ძალების გემის ჩაძირვისას. ამის შესახებ ნათქვამია სამეფო საზღვაო ძალების ანგარიშშია ნათქვამი. ტაილანდში სამხედრო გემი ჩაიძირა სამხედროების ინფორმაციით, ეკიპაჟის 105 წევრიდან გადარჩა 76 ადამიანი, დაიღუპა 18. მანამდე 6 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი. ცნობისთის, შემთხვევა 18 დეკემბერს, ღამით, მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმა გემის ელექტროსადგურები დატბორა, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია.
ინდოეთის ოკეანეში ჩინური ნავი ჩაიძირა
ინდოეთის ოკეანეში ჩინური სათევზაო ნავი ჩაიძირა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს. დაკარგულია ეკიპაჟის ყველა, 39 წევრი. ბორტზე 17 ჩინელი, 17 ინდონეზიელი და 5 ფილიპინელი წევრი იყო. ჩინური მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარების განკარგულება გასცა.შემთხვევის ადგილზე ავსტრალიიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ. ჩინეთმა ოპერაციაში დასახმარებლად ორი ხომალდი განათავსა.