თეგი: გერარდ ქუინი
გაეროს სპეციალური მომხსენებელი გერარდ ქუინი საქართველოშია
გაეროს სპეციალური მომხსენებელი გერარდ ქუინი საქართველოში იმყოფება. შესაბამისი ინფორმაცია Europetime-ს მიაწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა სამხრეთ კავკასიაში (UN OHCHR). ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერარდ ქუინმა შეისწავლა ეროვნული კანონმდებლობა და შესაბამის საჯარო პოლიტიკა და ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ახორციელებს შშმ პირთა უფლებების დასაცავად და მხარდასაჭერად. გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტი 4 სექტემბერს დაიწყო. ის საზოგადოებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებივი მდგომარეობის შესახებ მის დასკვნას 14 სექტემბერს წარუდგენს. თბილისის გარდა, გერარდ ქუინი ასევე იმყოფებოდა საქართველოს რეგიონებში. მას ჰქონდა შეხვედრები საქართველოს მთავრობის, სახალხო დამცველის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ასევე შეხვდა შშმ პირებს და მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებს, მოინახულა შშმ პირებისთვის განკუთვნილ ინსტიტუციები და ფსიქიატრიული დაწესებულებები. გაეროს სპეციალური მომხსენებელი პრესკონფერენციას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, 14 სექტემბერს, 14:00 საათზე გამართავს.