თეგი: გერმანიის მოქალაქეობა
მედია: გერმანია მოქალაქეობის მინიჭებაზე წესების გაადვილებას გეგმავს
შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს ნენსი ფეზერს სურს, მნიშვნელოვნად გააადვილოს გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაზე მოთხოვნები - ამის შესახებ Deutsche Welle გაზეთი Bild-ზე დაყრდნობით წერს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ უცხოელებს საშუალებას აძლევს, მოქალაქეობის მიღების თხოვნით განაცხადი 8-ის ნაცვლად 5 წლის შემდეგ შეიტანონ. „განსაკუთრებული ინტეგრაციის მიღწევების“ შემთხვევაში, მოქალაქეობა შესაძლებელია სულ რაღაც სამი წლის შემდეგ. უქმდება წინა მოქალაქეობის დათმობის ვალდებულება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ამასთან, პროექტის მიხედვით, გერმანიაში დაბადებული უცხოელი მშობლების შვილებმა ავტომატურად უნდა მიიღონ გერმანიის მოქალაქეობა, თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს „ლეგალური საცხოვრებელი“ გერმანიაში ხუთი წლის განმავლობაში.