თეგი: გერმანიის პოლიცია
გერმანიის პოლიციამ რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს 30 ნახატი ჩამოართვა
გერმანიის პოლიციამ რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს, მის კოლექციაში არსებული 30 ნახატი ჩამოართვა. მათ შორისაა მარკ შაგალის ნამუშევარი. ნახატების საერთო ღირებულება სულ მცირე 5 მილიონ ევროს შეადგენს. Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ნახატები უსმანოვის სუპერიახტის - Dilbar-ის ინტერიერის ნაწილი იყო. 2021 წლის შემოდგომაზე, იახტა ჰამბურგში, სარემონტოდ განათავსეს. ამის შემდეგ, ნახატები საექსპედიტორო კომპანიის ერთ-ერთ საცავში ინახებოდა. თებერვალში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ალიშერ უსმანოვი ევროკავშირის სანქციების ქვეშ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირების გამო მოექცა. მას კანონით, გერმანიაში არსებული ყველა ქონების დეკლარირება მოეთხოვებოდა, თუმცა ეს არ გააკეთა. 600 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა (Dilbar) გერმანიის ხელისუფლებამ მას მარტში ჩამოართვა.
გერმანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დროს გრეტა ტუნბერგი დააკავა
გერმანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დროს ცნობილი შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. რეგიონის პოლიციის სამმართველოს სპიკერის თქმით, უცნობია, რა ბედი ეწევა ტუნბერგს, რომელიც აქციას გასულ კვირას შეუერთდა. როგორც ცნობილია, დაგეგმილია სოფლის დანგრევა იმისათვის, რომ ქვანახშირის მაღარო გაფართოვდეს. ამასთან, მაღარო ენერგეტიკულ გიგანტ RWE-ს ეკუთვნის. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ მაღაროს გაფართოება სათბურის გაზების უზარმაზარ რაოდენობის გამოფრქვევას გამოიწვევს.