თეგი: გერმანიის პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის გერმანიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „ჩემი ძალიან თბილი მილოცვა ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს დღეს ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით! მქონდა შესაძლებლობა, მემასპინძლა თქვენთვის საქართველოში 2019 წელს, სადაც ჩვენ დავსახეთ გზები საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „მაშინ, როცა საქართველო და გერმანია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავს, დღეს გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ შტაინმაიერთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვისაუბრე და მადლობა გადავუხადე მას იმ როლისთვის, რასაც გერმანია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციის პროცესში თამაშობს. პრეზიდენტ შტაინმაიერთან ახლო მომავალში შეხვედრაზე შევთანხმდით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, გერმანია და საქართველო დღეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს „ბელვიუს“ სასახლეში პირისპირ შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება გერმანიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით. ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან.