თეგი: გია ხარჩილავა

წალენჯიხის მერი: ჩემს ავტომანქანას ვიღაცამ ხელოვნურად გაუჩინა ცეცხლი - ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს

ვიღაცამ ხელოვნურად გააჩინა ცეცხლი. პოლიცია და საგამოძიებო სამსახური იყო, მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა გამოიძიებენ? ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ავტომანქანა უცნობმა პირებმა დაწვეს „სავარაუდოდ, ვიღაცამ ხელოვნურად გააჩინა ცეცხლი. პოლიცია და საგამოძიებო სამსახური იყო, მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა გამოიძიებენ? ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს. ავტომანქანა იყო აბსოლუტურად გამართული ტექნიკურად“, - განაცხადა ხარჩილავამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, გია ხარჩილავას ავტომანქანა, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა დაწვეს.  

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

54 წლის ასაკში გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის უეცარი გართულება გახდა. 2006–2010 წლებში გია ხარჩილავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემი იყო, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გია ხარჩილავამ მაშინ ხმების 51.10% მიიღო.