თეგი: გივი თუმანიშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ახალ უფროსს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობას. ცნობისთვის, გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან დღემდე საქართველოს დაზვერვის სამსახურში იყო ანალიტიკური დირექტორატის უფროსი, ხოლო მანამდე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობას დღემდე სერგო თურმანიძე ასრულებდა. ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. საბჭოს აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შორისაა ასევე საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების მონიტორინგი და ანალიზი; უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინირება; ინფორმაციის სწრაფი გაცვლისა და მაღალი ხარისხის ანალიტიკური პროდუქტის შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რელევანტურ უწყებებთან ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობა; საბჭოს სხდომებისა და შესაბამისი ოქმების მომზადება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ცალკეულ მიმართულებებზე, კონკრეტული პროექტების კოორდინაცია.
საქართველო და თურქეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა, გუბერნატორმა სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე; უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების გაწევას და შეხედულებების გაცვლას სხვადასხვა დონეზე; ვიზიტების, სემინარების, ექსპერტების შეხვედრებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის სხვა ფორმების ორგანიზებასა და გამოცდილების გაზიარებას. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსმიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმის მიზანია ორ უწყებას შორის მეგობრული ურთიერთობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, ასევე, გაიმართა შეხვედრა საბჭოს აპარატის უფროსს, გივი თუმანიშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები და თურქული დელეგაციის წევრები. შეხვედრაზე, ორ უწყებას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო შესაძლებლობებსა და ინიციატივებზე იმსჯელეს. თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თბილისში შეხვედრები გამართა