თეგი: გიორგი ვაშაძე
სამი ოპოზიციური პარტია ომბუდსმენის კანდიდატებად ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს წარადგენს
„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს წარადგენენ. ნინო ჩხობაძე: სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი გამოცდილება, სახალხო დამცველობის კანდიდატებს ცოტას ჰქონდათ როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს 3 კანდიდატს უჭერს. "ჩვენთვის ამოცანა არის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, დანარჩენს პროცესი გვიჩვენებს, არავის ვურჩევ "ქართულ ოცნებას" შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია, თუ 2 ხმას შეუვსებ, აღარ ხარ ოპოზიცია. რაც შეეხება 7 კანდიდატის დასახელებას - თაღლითური სქემა მოიგონეს, მე ხომ არ მომიგონია და არც მხარი დამიჭერია, რომ 7 უნდა დასახელდეს, თავის სატელიტები ხომ ჰყავთ, "სოციალისტები" ჰყავთ, სხვები ჰყავთ, წარადგენინონ მათ კანდიდატები,", - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.
გიორგი ვაშაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის. ამის შესახებ ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, ამ სცენარს გუნდში განიხილავენ, რადგან ერთ გარემოში „პრორუსებთან ყოფნა აუტანელია“. ვაშაძემ განმარტა, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით მუშაობდა ის პარლამენტში და განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის უნდა მოხდეს პარლამენტიდან გამოსვლა და შესაბამისად, დასავლელი პარტნიორების შემზადებაც არის საჭირო. „ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, რომ პარლამენტი დავტოვოთ, ამ სცენარს ჩვენ განვიხილავთ. ჩემთვის აუტანელია ერთ გარემოში ყოფნა პრორუსებთან. მხოლოდ იქ ვიქნები, სადაც ვხედავ 12 პუნქტთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა - შევედი და ხმა მივეცი. არ ვაპირებ ყოველდღიურ რეჟიმში კობახიძეებთან და სხვებთან, პრორუსებთან მუშაობას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, პარლამენტის დატოვებისთვის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის უნდა მოხდეს ეს და აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებში სიტუაციის შემზადება. მათ კარგად უნდა ავუხსნათ წინასწარ რა ხდება. მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება. როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი ვაშაძეს: არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი
არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს, გიორგი ვაშაძეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით უსმენენ.„არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. ეს არის ფარისევლობა, სიყალბე და ტყუილი. ამას გარდა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს და ჩვენ ყველას. ამ დროს, რეალურად, მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე საუბრობდით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვის ფორმით: "რატომ არ არის დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, თქვენს ქმედებებში ხომ არ იკვეთება მოღალატეობრივი ქმედება და აგვაცილეთ ევროპისკენ მიმავალ გზას?" ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს
„მივიღეთ გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის, პროდასავლური პატიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა 20 ივლისს, „რედისონში“ გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. „კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით, კვლევით ასევე ყველაზე დიდია პროდასავლურ პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმაშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების. მინდა, მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღამაშენებელს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლად თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. „დღეს ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობასთან, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას, ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდება საქართველოს მოსახლეობა," - აღნიშნა თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ. პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა 20 ივლისს განაცხადა, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ „დროას“ თანამშრომლობა „საჭირო და საინტერესო იყო“. „სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი. ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ - არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში. ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რას ამბობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებაზე
„ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება”, ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს. „ვფიქრობ, რომ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგადად, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს ოპოზიციის მხარეს არის, ეს არის ფუნდამენტური პრობლემები. მე არ ვიცი, ახლა ეს ადამიანები ვერ ხედავენ ან არ უნდათ დაინახოთ, თუ რაშია მათი ძირითადი პრობლემები, თუმცა არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. ორი „ლუზერის” გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება, როგორ გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგებიან არჩევნებზე. ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ხვალინდელი დღე, მნიშვნელოვანია იმ რეფორმების გაგრძელება, რაც „ქართულ ოცნებას“ წამოწყებული აქვს, ასევე, იმ პროექტების დასრულება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს,“- განაცხადა კალაძემ. მისი შეფასებით, ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, „ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე, მიუხედავად, ზეწოლებისა, მოწოდებებისა, ეს იქნება სანქციების მიერთება, თუ მეორე ფრონტის გახსნა.“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს თეა წულუკიანის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ძველ გაერთიანებასთან დაბრუნებით ცდილობს გაძლიერებას. „ძალიან თუ მოვინდომებთ, ვიყოთ სერიოზულები, უკეთეს შემთხვევაში, ეს გაერთიანება უნდა შეფასდეს იმად, რომ ძალა, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ რაღაც რესურსს შეიძენდა, პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებოდნენ, იქნებოდა პოლიტიკური გაერთიანება, ხმებს მოიპოვებდნენ და გამოეყვნენ თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“, მე ვიტყოდი, აბსოლუტური ილუზიებით, ახლა ისევ უბრუნდებიან ძველ გაერთიანებას, რომელსაც ისინი იდეურად და იდეოლოგიურად ისედაც ყოველთვის ეკუთვნოდნენ და ამით ცდილობენ საკუთარი თავის გაძლიერებას. უარეს შემთხვევაში, შეიძლება ალბათ ითქვას, რომ, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა და აქედან ჩვენ არ ველოდებით არავითარ შედეგს,“ - განაცხადა წულუკიანმა.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის: კოალიციას შტაბური, კამპანიური მუშაობა სჭირდება. ამის გამოცდილება გიორგი ვაშაძეს აქვს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ. „საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ცვლილებები სჭირდებათ. საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება აქვს გადაწყვეტილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ის ძალა, ის გუნდი, რომელიც მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ცხადია. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კოალიციას სჭირდება, მათ შორის, შტაბური, კამპანიური მუშაობა და 2018 წელს გვაქვს ოპოზიციას საუკეთესო გამოცდილება იმის, რომ ერთტურიან არჩევნებში, ვგულისხმობ, პირველ ტურში გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2018 წელს და 2024-ში ვადიან ან ვადამდელი არჩევნების პირობებში, ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ტური არჩევნების, მხოლოდ ერთი დღე არჩევნების და არანაირი ორი ტური აღარ არსებობს. შესაბამისად, 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება, შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს, ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს