თეგი: გიორგი მარგველაშვილი

ნიკა მელია: გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება. ამასთან, პარტიაში არც იმას ადასტურებენ, რომ გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული კითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერაა დაწერილი. "გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია „იმედში“, „რუსთავი 2-ში“, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის... ვერიდები ჟურნალისტებთან კონფრორნტაციას. ნამდვილად გული მწყდება და არ არის სასიამოვნო სანახავი, სუს-ის რომელიღაცა დეპარტამენტის თანამშრომლის კითხვას აჟღერებდეს ჟურნალისტი, განსაკუთრებით, „რუსთავი 2-იდან“, - განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.  

გიორგი მარგველშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე შეთავაზება მიიღო. „100%-ით ტყუილია. 100%-ს რატომ ვამბობ, ამის არც შემოთავაზება არ ყოფილა, არც განხილვა, არც ჩემი გადაწყვეტილება არ არსებობს. 100%-ით მოგონილი ამბავია. ჩემი აზრით, გუშინდელი სკანდალური ჩანაწერის გადასაფარად. არანაირი განხილვა, შემოთავაზება, მოთელვა არ ყოფილა ბუნებაში. არის ხოლმე ამბები, 1% მართალია და 99%-ს მოაბამენ. ეს ასეთი ამბავიც კი არ არის. სრულიად მოგონილია“, - განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა რადიო თავისუფლებას. კითხვაზე, შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, როგორი იქნებოდა მისი პოზიცია, მეოთხე პრეზიდენტი ამბობს რომ მისი დამოკიდებულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ წლების განმავლობაში უცვლელია, ის არ იზიარებს ამ პარტიის ღირებულებებს და შესაბამისად, ამ პარტიასთან თანამშრომლობა განხილვის საგანი არ იქნებოდა. თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა პირადად მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა, რუსთავი 2-მა 26 აპრილს გაავრცელა.   

საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს - მარგველაშვილი

ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ 130-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართვას აქტივისტები და მოქალაქეებიც უერთდებიან. „მთავარი მიმართვის ადრესატი ქართული საზოგადოებაა. მიმაჩნია, რომ მთავარი, სადაც წყდება ბედი ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის არის ქართული საზოგადოება, მერე ამას მოჰყვება პარტნიორები, მერე მოჰყვება პოლიტიკური პროცესი. მთავარია პოლიტიკური პოზიციის კონსოლიდაცია და ვფიქრობ, რომ კონსოლიდაცია იმის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს წამებით სიკვდილი, ნებისმიერი მოქალაქის. საქართველო მეორედ უკვე არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს, ამის თაობაზე შეიძლება ქართული საზოგადოება ჩამოყალიბდეს. შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ხელი მოაწეროს, ვისაც გულწრფელად წამს, რომ წამება და მკვლელობა მიუღებელია. ხელმოწერა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხოეთის მოქალაქეს", - განაცხადა მარგველაშვილმა. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

იუსტიციის მინისტრი: მარგველაშვილი საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად მოევლინა

მარგველაშვილის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებში ისმის, რომ საქართველოში მსჯავრდებულს წამებით კლავენ. ეს „მოსაზრება“ არის სიცრუე და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს - მარგველაშვილი „ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ყოველთვის, მათ შორის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომაც, როგორც წესი, უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისა და საჯარო მოხელეების ცილისწამებით კი ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად მოევლინა, რომელიც ყველა შესაძლო ხერხით ქვეყნის საშინაო და საგარეო იმიჯის დაზიანებისკენ მიისწრაფის. ბატონმა გიორგიმ, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ათასობით ღირსეულ თანამშრომელს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასე ხელაღებით, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, უმძიმესი დანაშაულის დაბრალება არ ყოფილა შუმანის, ადენაუერის, მონესა თუ ევროპული ერთიანობის სხვა არქიტექტორთა მოქმედების სტილი. ამგვარი ქცევა საბჭოთა პროპაგანდისტების სამარკო ნიშანი იყო. სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, შენიღბულ წითელარმიელთა მხარეს აღმოჩნდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებთან“, – წერს რატი ბრეგაძე.  

პრეზიდენტის კამპანიას - „ჩვენი ხმა ევროპას“, სააკაშვილი და მარგველაშვილიც შეუერთდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არის, პეტიციას ხელი თავადაც მოაწერა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. „მე მიმაჩნია ანომალიად, რომ ქვეყანაში პრეზიდენტს არ მიეცეს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს მოქმედი პრეზიდენტი თუ ყოფილი პრეზიდენტი. აქ არ აქვს მნიშვნელობა, მოგვწონს თუ არა პოლიტიკოსი. ინსტიტუტების პატივისცემა გულისხმობს არა უბრალოდ პოლიტიკოსების, არამედ ამ ინსტიტუტების დამკავებელი პოლიტიკოსებისთვის შესაძლებლობის მიცემას,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.  "ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ვივამედიდან" გავრცელებულ გზავნილში წერს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პეტიციაზე "ჩვენი ხმა ევროპას" ხელმოწერას ეხმაურება.  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის  - „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ამავე კამპანიის ფარგლებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები სიმბოლურად გადასცა.