თეგი: გლდანი

გლდანში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

გლდანში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, ერთ-ერთ ბინაში 5 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს-ში ინფორმაციიით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა გლდანში

გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 5 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვანის სიცოცხლე შეეწირა, „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს. „მოხდა უბედური შემთხვევა! გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები. გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად“. 

გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი მაღალია როგორც Europetime-ს შსს-ს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ და ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია  

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანში, თბილისის შემოვლით გზაზე დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოავლინა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ კრიმინალური პოლიციის დახმარებით, გლდანში, თბილისის შემოვლით გზაზე დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოავლინა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა. აღნიშნულ განცხადებას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე, შპს "ეკომედის" მანქანით, სამედიცინო ნარჩენები სისტემატურად იყრება. "თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა. მან კომპანიის ბრალეულობა უარყო და პასუხისმგებლობა მძღოლს, ვ.ს.-ს დააკისრა. ვ.ს.-მ აღიარა კანონდარღვევა. კანონის თანახმად, ის დაჯარიმდა ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილით (5000 ლარის ოდენობით). თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აღნიშნულზე ინფორმაცია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურსაც მიაწოდა. საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპანიის უფლებამოსილების მოძიება სახიფათო და სამედიცინო ნარჩენების გადაზიდვაზე, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განადგურების ლიცენზიისა. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს საწარმო,სადაც უტილიზაცია უნდა განხორციელდეს," - ნათქვამია განცხადებაში.  

გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

29 ივლისს თბილისში, გლდანში მომხდარი ავტოავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაშავდა. ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა, კიდევ სამი ქალი კი, დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

„თბილისი ენერჯი“: გლდანში ავტოავარიის გამო, გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება შეიქმნა

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა.  „ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია,“ - აცხადებს კომპანია. მანამდე, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა, კიდევ სამი ქალი კი, დაშავდა.  

გლდანში მომხდარი ავტოავარის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, გლდანში მომხდარი ავტოავარის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. გლდანში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ორსულს დაეჯახა, რის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა. მის გარდა სამი ქალი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, „თბილისი ენერჯი“: გლდანში ავტოავარიის გამო, გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება შეიქმნა  

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს

გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის" წევრების - ნიკა მელიას, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო. დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს. „თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა... ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული, უბრალოდ, ეს შეუსრულებელი და მიუღწეველი მისიაა. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ხელისუფლება რომელიც დგას კრიმინალებზე. ჩვენ დავინახეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და იმ მოძალადეებს შორის, ვინც თავს დაესხნენ ჩვენს მეგობარს, არანაირი განსხვავება არ არის. ისინი ფეხაწყობილებიმ სრულ კოორდინაციაში არიან წლების განმავლობაში,“ - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს. პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა  

გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებულების მხრიდან არსებობს დაზარალებულებზე და მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები, ამიტომ, სასჯელი უნდა იყოს მკაცრი. ადვოკატებმა დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს.  ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი 23 სექტემბერს დააკავა.

გლდანში ავტოფარეხებს ცეცხლი გაუჩნდა

გლდანში, მეხუთე მიკრორაიონში ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ორ ავტოფარეხს ეკიდა. არავინ დაშვებულა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.