თეგი: გრანტ შეფსი

„ტაიფუნის“ ტიპის ბრიტანული გამანადგურებლები პოლონეთში განლაგდნენ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრნა, გრანტ შეპსმა მანჩესტერში კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „ტაიფუნის“ ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები პოლონეთში განლაგდებიან. თავის მხრივ, ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის მთავრობაც. მისი ცნობით, ოთხი (RAF Typhoon) თვითმფრინავი განლაგდა პოლონეთში, რათა ესპანეთის, პოლონეთისა და იტალიის თვითმფრინავებთან ერთად წვრთნები ჩაატაროს. ტაიფუნები, რომლებიც პოლონეთში პირველ ოქტომბერს განლაგდნენ, პოლონეთში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან. ისინი სხვადასხვა შესაძლო საბრძოლო სცენარების სიმულაციას გაივლიან. განლაგების დროს მათ დახმარებას RAF-ის 50-ზე მეტი პერსონალისგან შემდგარი გუნდი გაუწევს. ეს აქტივობა წინ უსწრებს ბრიტანეთის მინისტრების ვიზიტს, რომლებიც ვარშავის უსაფრთხოების ფორუმს ამ კვირაში დაესწრებიან. თავდაცვის მინისტრი და მისი კოლეგები გამოიყენებენ ფორუმს, რათა ხაზი გაუსვან უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებას და რუსეთზე ზეწოლას. ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი ორიენტირებულია ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაზე საერთო გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც პირველად 2014 წელს მოეწყო. ის აერთიანებს მინისტრებს და მაღალჩინოსნებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. გრანტ 2023 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს. მან ბენ უოლესი შეცვალა.  

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: პუტინის გამარჯვებას თუ დავუშვებთ, შედეგები წარმოუდგენლად მძიმე იქნება მსოფლიოსთვის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შეფსმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინს გამარჯვების საშულება მიეცემა, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. „თუ ჩვენ პუტინის გამარჯვებას დავუშვებთ, შედეგები წარმოუდგენლად მძიმე იქნება ევროპისთვის, ბრიტანეთისთვის, მსოფლიოსთვის," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინის დახმარება ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციას ნიშნავს. „ჩვენ ვიცით, რა ხდება, როდესაც დიქტატორები მთელ ევროპაში მარშირებენ,“ - განაცხადა გრანტ შეფსმა. გაერთიანებულმა სამეფომ გასულ წელს უკრაინაში თავდაცვის დახმარებისთვის 2.3 მილიარდი ბრიტანული ფუნტი (დაახლოებით 2.9 მილიარდი დოლარი) დახარჯა