თეგი: გრაფიკი
კიევსა და ცენტრალურ ოლქებში, ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მკაცრდება
რუსული ძალების მიერ კიევის ოლქის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული შეტევის გამო, უკრაინის დედაქალაქსა და ცენტრალურ ოლქებში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები მკაცრდება. „კიევში ელექტროენერგიის დეფიციტმა შესაძლოა 30%-მდე მიაღწიოს. ჩვეულებრივ კიევი მოიხმარს 1000-1200 მეგავატს. დღეისათვის სავარაუდო სიმძლავრე 600-800 მეგავატია. ანუ კიევის თითქმის ნახევარი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. სრული გათიშვის თავიდან ასაცილებლად, სადისტრიბუციო სისტემის ოპერატორები უკრენერგოს დავალებით შეზღუდავენ ელექტროენერგიის მოხმარებას. სამწუხაროდ, გამორთვა უფრო ხანგრძლივი იქნება და გავლენას მოახდენს მომხმარებელთა გაცილებით დიდ რაოდენობაზე. სტაბილიზაციის სავარაუდო გამორთვის გრაფიკები ჯერ არ არის აქტუალური“, - წერს უკრაინული მედია. 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის რიგ რეგიონებზე თავდასხმა დაიწყო. დაფიქსირდა მასიური დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. კიევში ელექტროენერგიის დეფიციტი დაიწყო.