თეგი: გრეგორი ლეპსი
ყაზახეთში რუსი მომღერლის კონცერტი გაუქმდა
Makao Luxury Village Resort-მა, 19 ივნისს გამოაცხადა, რომ ცალმხრივად შეწყვიტა კონტრაქტი რუსი მომღერლის, გრეგორი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორებთან. კონცერტი მიმდინარე წლის ივლისში იყო დაგეგმილი ალმათის ოლქის ქალაქ კონაევში, იუწყება Radio Azattyk. კონცერტის გაუქმებას წინ უძღოდა დისკუსია სოციალური ქსელების ყაზახურ სეგმენტში. ბევრმა მომხმარებელმა გამოთქვა უკმაყოფილება რუსი მომღერლის გამო, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში ომს. კონაევში გრიგორი ლეპსის დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია დაემთხვა ლეპსის და ნიკოლაი ბასკოვის განცხადებას, რომ გადასცენ ერთი მილიონი რუბლი ყველას, ვინც ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკებს. როგორც რადიო აზატიკი აღნიშნავს, ყაზახურმა სოციალურმა ქსელებმა ნეგატიურად აღიქვა ლეპსის ყაზახეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია და მოითხოვეს მისი კონცერტის გაუქმება. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და შემდგომი სანქციების შემდეგ, რუსმა არტისტებმა დაკარგეს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი, სადაც მათ შეეძლოთ კონცერტების გამართვა. კერძოდ, ეს შეეხო მათ, ვინც ღიად უჭერდა მხარს ომს და ვინც უკრაინამ გამოაცხადა „საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, აღნიშნავს რადიო. ამასთან დაკავშირებით, რუსმა ვარსკვლავებმა დაიწყეს „მეგობრულ" ყაზახეთში დაიწყეს ჩასვლა. აქ, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი კონცერტები გაუქმდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა აუდიტორიამ კრემლთან ახლოს მდგომი მათი შეხედულებების შესახებ შეიტყო. ამდენად, ლარისა დოლინას და პოლინა გაგარინას კონცერტები არ შედგა. წარმოდგენა ომის მხარდამჭერი მსახიობის, სერგეი გლუშკოს მონაწილეობით, გაუქმდა.
ყაზახეთისა და უზბეკეთის შემდეგ, რუსი მომღერლის კონცერტი ყირგიზეთშიც გაუქმდა
ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში რუსი მომღერლის გრიგორი ლეპსის კონცერტი გაუქმდა. ინფორმაცია რადიო Azattyk-ს ორგანიზატორებმა დაუდასტურეს. მათივე თქმით, გადაწყვეტილება ქალაქის მცხოვრებლების უკმაყოფილების გამო მიიღეს. ყირგიზული მედია აზუსტებს, რომ ლეპსი ქვეყანაში პირადად იყო მიწვეული. მანამდე ცნობილი გახდა მომღერლის კონცერტების გაუქმების შესახებ ყაზახეთსა და უზბეკეთში. ცენტრალურ აზიაში ლეპსის კონცერტების გაუქმებას წინ უძღვის ფართო დისკუსიები სოციალურ ქსელებში. ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს უკმაყოფილებას ხელოვანის მიღების გამო, რადგან ის ღიად უჭერს უჭერს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. კონცერტების გაუქმების შესახებ ცნობები დაემთხვა გრიგორი ლეპსისა და მომღერალ ნიკოლაი ბასკოვის განცხადებას, რომელიც გულისხმობს ერთი მილიონი რუსული რუბლით ყველა იმ მებრძოლის დაჯილდოებას, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკს გაანადგურებენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და მომდევნო სანქციების შემდეგ, რუსმა არტისტებმა დაკარგეს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი, სადაც კონცერტების ჩატარება შეეძლოთ. კერძოდ, ეს შეეხო მათ, ვინც ღიად უჭერდა მხარს ომს და რომლებიც უკრაინამ „ეროვნული უშიშროების საფრთხედ“ გამოაცხადა.