თეგი: გრემანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჯერ არ აპირებს უკრაინაში გამგზავრებას. მედიის ცნობით, ამის შესახებ შოლცმა RBB 24-ის ეთერში ისაუბრა. კანცლერმა განმარტა, რომ ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა კიევში. მან ასევე განაცხადა, რომ ტელეფონით ხშირად ესაუბრება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. „პრეზიდენტ შტაინმაიერს სურდა უკრაინაში წასვლა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა. კარგი იქნებოდა, ის კიევში მიეღოთ. მეტი კომენტარების გაკეთება არ მსურს", - განაცხადა ოლაფ შოლცმა 13 აპრილს. ცნობისათვის, 12 აპრილს, შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ კიევი მის ვიზიტს არასასურველად მიიჩნევს. 14 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გერმანიას უკრაინისთვის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტზე ოფიციალურად არ მიუმართავს. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მზადაა, უკრაინაში ჩავიდეს