თეგი: გრენლადია
აშშ ევროპის რამდენიმე ქვეყანას 10%-იან ტარიფებს უწესებს
გრენლადიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი 10%-იან ტარიფებს უწესებს დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 2026 წლის პირველი თებრვლიდან, აღნიშნულ ქვეყნებს 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, რაც 2026 წლის პირველი ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება, და ტარიფები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება.” ევროპული სამხედრო კონტინგენტი გრენლანდიაში ჩავიდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა აცხადებს, რომ ის „ერთობლივ რეაგირებას კოორდინაციას უწევს.“ ტრამპის მოულოდნელი განცხადების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას კოშტა ამბობს: „ევროკავშირი ყოველთვის ძალიან მტკიცე იქნება საერთაშორისო სამართლის დაცვაში... რაც რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე იწყება.“