თეგი: გრეტა ტუნბერგი

გერმანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დროს გრეტა ტუნბერგი დააკავა

გერმანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დროს ცნობილი შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. რეგიონის პოლიციის სამმართველოს სპიკერის თქმით, უცნობია, რა ბედი ეწევა ტუნბერგს, რომელიც აქციას გასულ კვირას შეუერთდა. როგორც ცნობილია, დაგეგმილია სოფლის დანგრევა იმისათვის, რომ ქვანახშირის მაღარო გაფართოვდეს. ამასთან, მაღარო ენერგეტიკულ გიგანტ RWE-ს ეკუთვნის. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ მაღაროს გაფართოება სათბურის გაზების უზარმაზარ რაოდენობის გამოფრქვევას გამოიწვევს.