თეგი: გრიგოლ ლილუშავილი

სუს-ი: ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 7 მლნ დოლარი და ძვირფასეულობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 17 ოქტომბერს ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. სუს-ის განცხადებით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში, 7 მლნ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით. „გუშინ, დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა, როგორც თბილისში, ასევე, დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია, იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები,“ - განაცხადე სუს-ში გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახლების და პირადი ჩხრეკა ჩატარდა - პროკურატურა