თეგი: გრიპის ეპიდემია

ბელგიამ გრიპის ეპიდემია გამოაცხადა

ბელგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა Sciensano-მ ქვეყანაში გრიპის ეპიდემია ოფიციალურად გამოაცხადა.  „გრიპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე დაბრუნდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ახლა ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, რათა ვისაუბროთ გრიპის ეპიდემიაზე“, -აცხადებენ ბელგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში.  Sciensano-მ განმარტა, რომ გრიპის შემთხვევების მკაფიო ზრდა შეინიშნება ზოგად პრაქტიკოსებში, ასევე ლაბორატორიულ ტესტებში და ჰოსპიტალიზაციაში. ბელგიაში ვრცელდება გრიპის ვირუსის გარდა, ბრონქიოლიტის ვირუსი, კორონავირუსი და სხვა რესპირატორული ვირუსები, რომლებსაც შეუძლიათ იგივე სიმპტომები გამოიწვიონ.  „ახლა ჩვენს საავადმყოფოებში იმდენივე გრიპით დაავადებულ პაციენტს ვხედავთ, რამდენიცაა COVID-19-ით ინფიცირებული. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ჰოსპიტალიზებული გრიპის მქონე პაციენტების რიცხვი პირველ ადგილზე აღმოჩნდეს“, - თქვა სტივენ ვან გუხტმა, Sciensano-ს ვირუსოლოგმა. ჯანდაცვის სექტორი უკვე ებრძვის ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პიკი მოსალოდნელია სამიდან ოთხ კვირაში.  მაგალითად გერმანიამ და სლოვაკეთმა, უკვე გამოაცხადეს ეპიდემია და მოსალოდნელია, რომ სხვა ქვეყნებიც იგივეს გააკეთებენ. 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ოფისმა გააფრთხილა, რომ ქვეყანა კოროვირუსის, გრიპის და ბრონქიოლიტის უპრეცედენტო „სამმაგი ეპიდემიის“ წინაშე დგას, რომლის მიმდინარეობის პროგნოზირება რთულია. იმავდროულად, ევროკავშირმა ოთხშაბათს რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჩინეთიდან მგზავრებისთვის კორონავირუსის ტესტების შემოღება.