თეგი: გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ, Europetime-ს დაუდასტურა, რომ ამ სეზონზე საქართველოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. „გუშინ დამწვრობის ცენტრში 16 წლის გოგონა შემოვიდა, რომელმაც რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში გამოიყენა. შედეგად, მე-2-მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაზიანებული აქვს კანი გულმკერდსა და ზემო კიდურებზე“, - განაცხადა ქაშიბაძემ. მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას ბავშვთა განყოფილებაში გადის. საქართველოში წელს, ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

დამწვრობის ცენტრის დირექტორი: პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა

საქართველოში ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 40% ბავშვები, ხოლო 60% მოზრდილები არიან. ამის შესახებ Europetime-ს დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. ამასთან, ქაშიბაძემ მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. "ქვეყანაში პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 40% ბავშვები არიან, ხოლო 60% მოზრდილები. საბედნიეროდ, არცერთი შემთხვევა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, სერიოზულად არავინ დაშავებულა.  მინდა კიდევ ერთხელ, საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდო. ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ პიროტექნიკის გამოყენება იციან, თუმცა ყველაფერი სამწუხაროდ, სხეულის დაზიანებით მთავრდება. კიდევ ერთხელ გეტყვით, ვიყოთ ფრთხილად", - განუცხადა ქაშიბაძემ Europetime-ს. კალაძე პიროტექნიკის გამოყენებაზე: სამომავლოდ, აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება

ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, მძიმეა - ქაშიბაძე

ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მეხი დაეცა, მძიმეა, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა. „ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს გუშინ ღამით, გადმოყვანილი იქნა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან რეანომობილით. მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად მიიღო დაზიანება. დამწვრობა აღენიშნება მკერდის წინა ზედაპირზე, ქვემო კიდურებზე და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. გუშინ, 15 ივნისს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხი დაეცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.