თეგი: გურამ თუშიშვილი

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაშკენტში, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ტემურ რახიმოვი ვაზარით დაამარცხა. ჯამში საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა, 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა, -90 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ.  

გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო

ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა. ქართველმა თანაბარ ორთაბრძოლაში ვაზარი გაუშვა და რინერმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.