თეგი: დაბომბვა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარში, აზერბაიჯანის პოზიციები დაბომბეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალბაჯარში, აზერბაიჯანის პოზიციები დაბომბეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ივლისის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის ოლქში, დემირჩიდამის დასახლების მიმართულებით, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვა მსხვილი კალიბრის იარაღიდან, აზერბაიჯანის მოსაზღვრედ, სომხეთის ბასარკეჩერის რაიონის დასახლების,ზიარქანდის მიმართულებიდან განხორციელდა. აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს. ბოლო მონაცემებით, ამ მიმართულებით ვითარება სტაბილურია. ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები სრულად აკონტროლებენ.
რუსეთმა ხარკოვი დაბომბა. არის მსხვერპლი
ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შემდეგ, ამ დროისთვის ერთი დაღუპულსა და ოთხი დაშავებულის შესახებაა ცნობილი. „დაბომბვის გამო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები გათიშულია, რის შედეგადაც ხარკოვს ელექტროენერგია და წყალი არ მოეწოდება“, - განაცხადა იგორ ტერეხოვმა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ხარკოვის მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების შესახებ. ენერგეტიკის ინჟინრები, მაშველები და კომუნალური სამსახურები მუშაობენ დაბომბვის შედეგების აღმოსაფხვრელად. სინეგუბოვის თქმით, დაბომბეს ხარკოვის ორი უბანი - ოსნოვიანსკი და კიევი.
ხარკოვი ისევ დაიბომბა. არიან დაჭრილები
რუსეთის ჯარებმა ქალაქ ხარკოვის სლობოდასა და კიევის რაიონები დაბომბა. ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა. „დაიბომბა საცხოვრებელი სახლები სლობოდსკის რაიონში. წინასწარი ინფორმაციით, სახლთან მანქანა იწვის, დაზიანებულია კომუნიკაციები", - წერს ის Telegram-ში. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა დააზუსტა, რომ სლობოდსკის და კიევსკის რაიონებში სარაკეტო იერიში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 3.30 საათზე დაფიქსირდა. მისივე თქმით, მსუბუქი ჭრილობები ორმა ზრდასრულმა და ორმა ბავშვმა მიიღო.
სირიის ჩრდილოეთით, სარაკეტო იერიშს 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა
სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ აზაზში სარაკეტო იერიშს ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა. ამასთან, ამ დრომდე დაუდგენელია, რომელი ტერიტორიიდან დაიბომბა ქალაქი აზაზი, რომელიც თურქეთის საზღვრის მახლობლად, ისლამისტი მეამბოხეების კონტროლის ქვეშაა. გავრცელებული ცნობით, სარაკეტო დაბომბვის შედეგად კიდევ ხუთმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
რუსეთის ძალების მიერ, კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
რუსეთის ძალების მიერ, კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს. კიევი იუწყება, რომ რუსეთი დედაქალაქის რამდენიმე რეგიონს ბომბავს უკრაინა: ხორვატია კიევის დასახმარებლად ორ ვარიანტს განიხილავს "რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა", - წერს გერაშჩენკო. კიევის მერის თქმით, აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
მედია: რუსეთის ძალებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს
რუსულმა ძალებმა ხერსონი სასტიკად დაბომბეს. ინფორმაცია Unian-სა და ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება. ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლისა და ხანძრის შესახებ, უკრაინულ მხარეს არ გაუვრცელებია, თუმცა გენშტაბის საღამოს ცნობებში მომხდარზე მცირე ინფორმაცია მაინც მოხვდა.
მედია: დონეცკის დე ფაქტო პარლამენტის წევრი პიროგოვა, ქალაქის დაბომბვისას დაიღუპა
DPR-ის (დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკა) სახალხო საბჭოს წევრი მარია პიროგოვა დონეცკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია „რია ნოვოსტი“ წერს. მისი ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს. მანამდე პიროგოვა ჰუმანიტარული მისიით დონბასის სხვადასხვა ქალაქებს ეწვია, მათ შორის დებალცევეს და ასევე მოაწყო შემოქმედებითი მასტერკლასები „რესპუბლიკის ბავშვების“ პროგრამის ფარგლებში. ის ასევე დონბასში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარების არხს კურირებდა.
უკრაინა: რუსეთი ირანულ დრონებს ისევ იყენებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, თავის რეგულარულ მოხსენებაში განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა „14 ერთეული „შაჰედ-136 თავდასხმის დრონი“ ჩამოაგდეს. ბრიტანეთის ცნობით, რუსეთმა თითქმის ამოწურა ირანში წარმოებული დრონების მარაგი ამრიგად, უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთი, ირანული წარმოების კამიკაძე დრონებს ისევ იყენებს. უკრაინელი სამხედროები არ აკონკრეტებენ, რომელი ობიექტები გახდა ირანული დრონების სამიზნე. „ოთხშაბათს ღამით, სოციალური მედიის მომხმარებლებმა დაიწყეს ვიდეოების გამოქვეყნება, რომლებშიც მათ ესმოდათ ძრავის მუშაობა, რომელიც დამახასიათებელია ირანული თვითმფრინავებისთვის. დილით დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს „მტრის 8 თვითმფრინავი, რომელიც ოკუპანტმა რეგიონში გაგზავნა". მისივე თქმით, თავდასხმები ასევე დაფიქსირდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. შეგახსენებთ, რომ ბოლოს რუსეთის არმიამ „შაჰედის დრონები“ 17 ნოემბერს გამოიყენა, მას შემდეგ ასეთი ფაქტის შესახებ უკრაინულ მხარეს ცნობები არ გავრცელებულა. ირანმა 5 ნოემბერს აღიარა პირელად, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.
რუსეთის ძალების მიერ ხერსონის დაბომვის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა
ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ხერსონის რეგიონული პროკურატურის ცნობით, შაბათს დილით, ხერსონის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მანამდე ცნობილი იყო ხუთი გარდაცვლილის შესახებ. „რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე დაზიანებებით. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობები და მანქანები", - ნათქვამია რეგიონული პროკურატურის ანგარიშში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ხერსონის ბარბაროსული დაბომბვა არამხოლოდ მორიგი სამხედრო დანაშაული, არამედ შურისძიებაა - რეზნიკოვი
უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს ასეთი ტრაგედიები, რომელთაგან ერთ-ერთი დღეს ხერსონში მოხდა, თუ მეტი იარაღი მიიღებს. რუსეთის ძალების მიერ ხერსონის დაბომვის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსების მიერ ხერსონის დღევანდელი ბარბაროსული დაბომბვა არა მხოლოდ ომის დანაშაულია, არამედ შურისძიებაა ქალაქის მოსახელეობაზე, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა. ბრიჯიტ ბრინკი ხერსონის დაბომბვაზე: ეს მართლაც საშინელებაა, განსაკუთრებით შობის წინა ღამეს „უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს მსგავსი ტრაგედიები, თუ მას ექნება მეტი კონტრ-ბატარეის იარაღი, მეტი არტილერია და მეტი შორი მოქმედების საბრძოლო მასალა. ამგვარად, რუსი მკვლელები დაისჯებიან და განიდევნებიან უკრაინიდან", - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ხეროსნზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქში ბაზარი დაბომბეს
9 იანვარს, დილით, რუსეთის ძალებმა, ხარკოვის ოლქის შევჩენკოვის ბაზარზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცნობებს მომხდარზე, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო ავრცელებენ. სასწრაფო დახმარების რეგიონული ცენტრი ამბობს, რომ სულ დაშავებული 7 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 13 წლის გოგო. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: ოკუპანტებმა კუპიანსკი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, დააზიანა კერძო სახლები და შენობები. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე გაავრცელა. "დღეს დილის 07:00 საათზე კუპიანსკს კვლავ დაბომბეს. დაზიანდა 3 კერძო საცხოვრებელი სახლი და კომერციული შენობა, იყო ხანძარი", - წერს სინეგუბოვი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.