თეგი: დაგროვებითი პენსია
პუტინმა, რუსეთის მოქალაქეებს, დაგროვებითი პენსია 2025 წლის ბოლომდე გაუყინა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის საფუძველზეც, რუსეთის მოქალაქეები, დაგროვებითი პენსიას 2025 წლის ბოლომდე ვერ მიიღებენ. დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე, რომლის თანახმადაც, პენსიის გაყინვის მიზეზია საპენსიო ფონდის დეფიციტის შემცირება. „ამავე დოკუმენტის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეულ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებს, საჯარო სამსახურიდან დაფინანსების მიღება შეუჩერდებათ“, - წერს რუსული მედია.
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით ერთხმად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, დაგროვებითი პენსიის დღეს არსებული მოდელი, 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება და სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება. მოქალაქეებს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა. კანონი ასევე დაარეგულირებს საპენსიო ასაკში პენსიის დანიშვნისა და გაცემის, აგრეთვე, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების საკითხებს. სააგენტო: საპენსიო დანაზოგი არ დაიკარგება