თეგი: დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი: თუკი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა ჩვენ მიმართ მოდის, გამოდის, რომ მთლად ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ გვაქვს
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს პოლიტიკური მანიპულაციების გამო აკრიტიკებენ. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტში მთავარი პათოსია, რომ არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი „საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, სუვერენიტეტი, ღია კარის პოლიტიკა, სუვერენული უფლება, ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები - ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია, მკაფიო პოზიციის დაფიქსირების - ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული. ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მიგვეღო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა ტერმინი ოკუპაცია და ყველაფერს დაერქმეოდა თავისი სახელი და რუსეთის ფედერაცია იქნებოდა განსაზღვრული, როგორც ეფექტური კონტროლის გამტარებელი ოკუპანტი ქვეყანა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სტრასბურგში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი. ამ რეზოლუციის პათოსი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ომის პრევენცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში. „თუკი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა ჩვენ მიმართ მოდის, გამოდის, რომ მთლად ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ არ გვაქვს“, - დაამატა მინისტრმა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.
დავით ზალკალიანი პრორუსულ ძალებზე: არ ვფიქრობ, სერიოზულ გავლენას ახდენდეს საქართველოში პოლიტიკის ფორმირებაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოში არსებულ პრორუსულ ჯგუფებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ადამიანები სერიოზულ გავლენას ვერ ახდენენ პოლიტიკის ფორმირებაზე. მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან ამ ჯგუფებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და ამას საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნების შედეგებიც ადასტურებს. „არ ვფიქრობ, რომ ეს ძალა, ძალაც კი არ არის, რაღაც ჯგუფი ადამიანების, სერიოზულ გავლენას ახდენდეს საქართველოში და საერთოდ ჩვენი პოლიტიკის ფორმირებაზე“. „რაღაც პოლიტიკური პარტიებიც კი არის, რომლებიც არ მალავენ საკუთარ კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. მათი მხარდაჭერა ძალიან ცოტა არის, ერთი პროცენტია. ჩვენ ამ დეზინფორმაციულ კამპანიას ვუპირისპირებთ კონკრეტულ შედეგებს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სავიზო ლიბერალიზაცია, ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელსაც სიკეთეები, კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი საზოგადოება და მოქალაქეები რწმუნდებიან, რომ ეს არის სწორი გზა და არა ის, რასაც რუსეთი ჰიბრიდული სხვადასხვა მექანიზმით, პატარ-პატარა ჯგუფებით, დეზინფორმაციის კამპანიით ცდილობენ შექმნან. მათი მხარდაჭერა უნდა ტრანსფორმირდეს არჩევნებში და ყველა არჩევნებზე ისინი იღებენ სადღაც 1%-ს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
„ნაციონალური მოძრაობა“ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ საკანონმდებლო ორგანოში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს იბარებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვითხოვთ, რომ ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩრდილოეთის, ბალტიის და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს არის მცდელობა, რომ შეიქმნას ახალი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სარტყელი რეგიონში და საქართველომ უნდა შეძლოს და გამოიყენოს ეს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელი. ეს არ არის NATO-სა და ევროკავშირის ალტერნატივა, მაგრამ, როგორც მან განმარტა, ეს არის შესაძლებლობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მივიღოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისივე თქმით, „უკრაინაში რუსული აგრესიისა და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ“. „ამიტომ როგორც ეს რეზოლუციის შემთხვევაში მოხდა, როგორც ეს მოხდა უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სწორედ ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და სწორედ ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
კელი დეგნანმა და დავით ზალკალიანმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის საკითხი განიხილეს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. „საუბარი შეეხო აშშ-რუსეთის დიალოგს უსაფრთხოების თაობაზე და ამ პროცესში ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას რუსეთთან დიალოგის ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც უმნიშვნელოვანესია ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ოკუპაციის მიუხედავად, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხს. ჯეიჰუნ ბაირამოვი დაინტერესდა 13 თებერვალს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგებით და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და გააცნო ქვეყანაში სტიქიის შემდგომ არსებული მდგომარეობა. ამავე თემაზე: საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
დავით ზალკალიანმა და ტოივო კლაარმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს რუსეთის პოლიტიკის შედეგად რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემო და რუსეთის ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. ყურადღება დაეთმო რუსეთის მხრიდან განხორციელებულ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ გააქტიურებულ ნაბიჯებს, მზარდ მილიტარიზაციას, საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა ადამიანის უფლებების დარღვევებს. „აქცენტი გაკეთდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებებზე და ხაზი გაესვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების აუცილებლობას. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით და ერთიან ეროვნულ, ინკლუზიურ პროცესს, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას ისახავს მიზნად. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საფრანგეთის ელჩმა დავით ზალკალიანთან შეხვედრისას რეგიონში მიმდინარე პროცესების საქართველოზე გავლენის საკითხი განიხილა
დავით ზალკალიანმა საფრანგეთის ელჩს საფრანგეთის მიერ რუსეთთან დიალოგის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერისთვის საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს. „კიდევ ერთხელ აღინიშნა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. საფრანგეთის ელჩმა დეტალურად ისაუბრა შექმნილი კრიზისის განმუხტვის მიზნით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ განხორციელებული ვიზიტების შედეგებზე მოსკოვსა და კიევში. აღინიშნა, რომ საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალისხმევას არ იშურებს დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით. დავით ზალკალიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ რუსეთთან დიალოგის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროცესების გავლენას საქართველოზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯების შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები წარმოადგენს რეგიონის მიმართ მისი ერთიანი პოლიტიკის ნაწილს. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური გამოყენების მიზნით და აღნიშნა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობა. შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და გამოწვევებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისთვის და ხაზი გაუსვა რეგიონში დასავლელი პარტნიორების ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დმიტრო კულება: უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას. ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება უფასოდ არ მოიპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ“, - წერს უკრაინის პირველი დიპლომატი Twitter-ის პირად გვერდზე. 16 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მონაწილეობა მიიღო უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია
ის ფაქტი, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აქ იმყოფება, მოგეხსენებათ ის პირადადაა მიწვეული ვოლფგანგ იშინგერის მიერ ამ ღონისძიებაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. „პრემიერი ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილია ისაუბრეს ასევე ჩვენ რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე. დაგეგმილი არის ასევე შეხვედრები, რომელიც ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან იქნება, რადგანაც პანდემიის შემდგომ პირობებში ეკონომიკური გაჯანსაღება ქვეყნისთვის და საქართველოსთვის რაც შეიძლება მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ხელისუფლებისთვის არის პრიორიტეტი“, - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
დავით ზალკალიანი: პრემიერს შესაძლებლობა ექნება, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებულ პანელზე მიიღოს მონაწილეობა
პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებულ პანელზე მიიღოს მონაწილეობა, სადაც ფართოდ გაშლის ჩვენს პოზიციებს და მოსაზრებებს, თუ რა არის საჭირო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად -ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას აცილებული ყველაზე მძიმე სცენარი, რომელმაც შეიძლება არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოება დააყენოს თავდაყირა. დავით ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებულ ვითარებაზე და პარალელებზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოზე და 2008 წლის ომზე ისაუბრა. „მონაწილეობა მივიღეთ მიუნხენის კონფერენციის გახსნის ცერემონიალში. გარდა ამისა, იყო რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, პრემიერ-მინისტრს შეხვედრები ჰქონდა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან და საუდის არაბეთის სამეფო კარის წარმომადგენელთან, პრინც ფეიზალთან. ბუნებრივია, ამ შეხვედრებზე ძირითადი აქცენტები იყო როგორც ორმხრივი ურთიერთობის თემატიკაზე, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობებით თანამშრომლობის გაფართოებაზე. რა თქმა უნდა, საუბრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, რადგანაც ყველას აინტერესებს სიტუაცია რეგიონში, ჩვენი ხედვა, ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს გასული წლებიდან აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საინტერესო იყო პარტნიორების ხედვა და მათი პოზიციების გაგება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო განცხადებები, რომელიც გახსნით ნაწილში გაკეთდა და საზოგადოებამ იხილა, რომ იგივე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი როდესაც საუბრობს დღეს არსებულ სიტუაციაზე და პარალელებზე, ისაუბრა 2008 წელზე, საქართველოზე. ძალიან ბევრი პარალელი და მსგავსი სიტუაციაა. არსებული სიტუაციით ყველა ძალიან შეშფოთებულია, მთავარი აქცენტი და ფოკუსი იმაზეა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ომი და მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. რამდენად წარმატებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა ამაში, გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული არ არის მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაზე, ასევე დამოკიდებულია იმაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან რამდენად იქნება გამოხატული კეთილი ნება, რომ არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში, რადგანაც ამას უმძიმესი შედეგები ექნება არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მთლიანად ახალი გეოპოლიტიკური სურათი წარმოიქმნება მსოფლიოში. ყველა ლიდერი, რომელიც აქ არის ჩამოსული, ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა ცალკე პანელში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ჩვენს რეგიონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული. რა თქმა უნდა, ამ პანელზე კიდევ უფრო ფართოდ გაშლის პრემიერ-მინისტრი ჩვენს პოზიციებს და მოსაზრებებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და თავიდან იყოს აცილებული ყველაზე მძიმე სცენარი, რომელმაც შეიძლება არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოება დააყენოს თავდაყირა”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. „საქართველოს ვიცე-პრემიერიმა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას ამ ურთულეს და კრიტიკულ მომენტში. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებული მხარდაჭერის და კონსოლიდაციის მნიშვნელობას, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ვითარების დეესკალაცია და თავიდან იყოს აცილებული ინტერვენცია. ამ კუთხით, აღინიშნა ის მძიმე გამოცდილება, რაც უკრაინას და საქართველოს აქვთ შეიარაღებული კონფრონტაციის და რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაციის სახით. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ერთიანი პოზიციის და საერთო მხარდაჭერის მნიშვნელობას გავლენათა სფეროების გადანაწილების დაუშვებლობასა და ქვეყნების სუვერენული არჩევანის პრინციპის ურყეობასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო კოორდინაციას, როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ურთიერთმხადაჭერის და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს უკრაინისადმი გამოხატული სოლიდარობისათვის“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს შეხვედრა ემსახურებოდა მხარდაჭერის და სოლიდრარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას უკრაინელი მეგობრების მიმართ. „მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, განსაკუთრებით ამ მძიმე ფონზე და მართლაც, უაღრესად დაძაბული სიტუაციაა. ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, პირველი რიგში, ჩვენი უკრაინელი კოლეგები აცნობიერებენ ამას. ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მხარდაჭერის და სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. მათ ეს ძალიან კარგად იციან, მადლიერნი არიან საქართველოს პოზიციის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიუნხენში, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან. „აღინიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაინც არსებობს კიდევ საშუალება, რომ დიპლომატიური გზით მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და თავიდან იყოს აცილებული ყველაზე მძიმე განვითარება, ანუ ომი და ინტერვენცია და რა თქმა უნდა, ამას ექნება უმძიმესი შედეგები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინისთვის, მაგრამ მთლიანად ევროპული რეგიონისთვის, აღმოსავლეთ ევროპისთვის და ევროპისთვის და საერთო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უსერიოზულესი გამოწვევა იქნება. ის ფაქტი, რომ მთლიანად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკრაინის თემატიკის ირგვლივ იყო გაერთიანებული, არავის არ გაკვირვებია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა დასავლელი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, NATO, მაქსიმალურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ ომი იყოს თავიდან აცილებული და ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება მათი მცდელობები. ყველა ერთხმად აფიქსირებს, რომ მიუღებელია დღევანდელ მსოფლიოში საუბარი გავლენის სფეროებზე და იმაზე, რომ რომელიმე ქვეყანას აქვს უპირატესი უფლება, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე. ამაში ყველა თანხმდება და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გაჟღერებული, ყველა ჩვენი შეხვედრა, პრემიერ-მინისტრის იქნებოდა, თუ ჩემი შეხვედრა და ასევე ცალკე პანელი, რომელიც საქართველოს დაეთმო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძირითადი პანელი იყო უკრაინაზე ფოკუსირებული, ის, რომ საქართველოს თემატიკაც იყო ძალიან მკაფიოდ გაჟღერებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო არ არის დავიწყებული, საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, სამხრეთ კავკასია, რადგანაც სამხრეთ კავკასიაც გარკვეულწილად მოწყვლადია. ოკუპაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მიმდინარე პროცესია და ამიტომ, ყველაფერს აქვს შესაბამისი გავლენები, სწორედ იმ მძიმე სიტუაციას, რაც არის დღეს უკრაინის გარშემო შექმნილი, ამიტომ, აუცილებელია, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარე საფრთხეები და სწორედ ამ კონტექსტში იყო საუბარი იგივე სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა და ყველა ერთხმად უჭერს მხარს ამ მცდელობებს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერ-მინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მრავალი შეხვედრა ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეკონომიკური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი დიდი კომპანიის წარმომადგენელია აქ ჩამოსული და მათთან შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის განვითარება, საქართველოს მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, იმისათვის, რომ ის გარე საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და ქვეყნის, როგორც წარმატებული ფუნქცია და მიმზიდველობა წარმოვაჩინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება განიხილეს
საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილს უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება და მიმდინარე პროცესების გავლენა როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორების მხრიდან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და ერთიანი პოზიციის შენარჩუნებას. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს შექმნილი ვითარების ფონზე საქართველოსთან მუდმივი კორდინაციის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.
დავით ზალკალიანი: მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ზალკანიანის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია“, – წერს ზალკალიანი. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
საგარეო უწყება: რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის“, - საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ განცხადებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ეხმაურება. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად.
ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს მიმართ საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა
საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან დღეს გამართულ სატელეფონო საუბარს Twitter-ის პირად გვერდზე ეხმაურება. „ჩემს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოსადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას და მზაობას, დავეხმაროთ საქართველოს. აღნიშნული ასევე დავუდასტურე ჩემს მოლდაველ კოლეგასაც“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრისას, მინისტრებმა განიხილეს უკრაინის საკითხი. დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის თანმიმდევრული და მტკიცე პასუხის მნიშვნელობას. განსაკუთრებული წუხილით აღინიშნა მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებული მსხვერპლი. ჟან-ივ ლე დრიანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთისა და ევროკავშირის ძალისხმევას უკრაინაში ვითარების დე-ესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა უკრაინის და საქართველოს მიმართ ოფიციალური პარიზის სრული სოლიდარობა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველო იზიარებს და უერთდება ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების პოლიტიკურ განცხადებებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რომლებსაც საქართველო დღემდე განიცდის საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო. მინისტრებმა გაიზიარეს პოზიცია, რომ აგრესია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რომ მძიმე შედეგების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც იმ დროს, ასევე საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მედიაციით შედგა. საუბრის დასასრულს, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგი კვლავაც გაგრძელდება და წლის მეორე ნახევარში თბილისი დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფორმატს უმასპინძლებს. 26 თებერვალს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ჯოზეფ ბორელსაც ესაუბრა.
დავით ზალკალიანმა ჯეიმს კლევერლისთან უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან სატელეფონო საუბარი გამართა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და ის მყიფე გეოპოლიტიკური გარემო განიხილეს, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული და თანმიმდევრული პოზიციის მნიშვნელობას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ."კლევერლიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მკაფიოდ იაზრებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მზარდი საფრთხეების ფონზე, ქვეყანა მარტო არ არის. მან ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლზე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი: რა გგონიათ, ჩვენ თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? აქვე არიან, მათი ოკუპაციის შედეგი ავტობანიდან ჩანს
დავით ზალკალიანი: საქართველოსა და უკრაინის პრემიერებს შორის არის ძალიან კარგი ურთიერთობა - ეჭვი მაქვს, ამ „ტვიტის“ შექმნაში უშუალოდ შმიგალი არ უნდა იყოს ჩართული
პრემიერ ღარიბაშვილსა და შმიგალს შორის არის ძალიან კარგი ურთიერთობა - ამ „ტვიტის“ შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის მიერ "ტვიტერზე" გაკეთბულ განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს პრემიერსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის არსებობს ბრწყინვალე ურთიერთობა და საქართველო უკრაინის დახმარებას განაგრძობს, რაც შეეხება გაკეთებულ განცხადებას, მას გასდევს შექმნილი რთული ემოციური ფონი. “მე მითხრეს ამ "ტვიტის" შესახებ, მითხრეს, რომ ის ქართულ ენაზეა გაკეთებული. მესმის ის ემოციური ფონი, რომელიც უკრაინაშია შექმნილი. მე მინდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და პრემიერ-მინისტრ შმიგალს შორის არის მართლაც ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, ასევე, როდესაც მისი მიწვევით პრემიერი იყო უკრაინაში, ჩვენ არამხოლოდ ოფიციალური, არამედ ძალიან მჭიდრო მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერობა ჩამოგვიყალიბდა”, - განაცხადა ზალკალიანმა. მისი მოსაზრებით, პირადად მასში ეჭვს იწვევს თავად “ტვიტერის” წარმომავლობა. “მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ამ "ტვიტის" შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული.. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც ქართულად არის დაწერილი, მე ბევრ ეჭვს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება ის მოდიოდეს. მაგრამ ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ამ ემოციურ ფონზე შეიძლება, რაღაც ასეთი პოსტი ყოფილიყო გაკეთებული”, - განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის პრემიერს შორის ურთიერთობა არის ურყევი და შეუქცევადი. “საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ის ურთიერთობა, რაც პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიგალს შორის ჩამოყალიბდა და ის გვერდში დგომა, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა მის მიმართ გამოამჟღავნა, არის ურყევი და შეუქცევადი და როგორც მანამდე ვედექით ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისე დავუდგებით მომავალშიც და ამას ვერაფერი ვერ შეანელებს”, - დასძინა მან. დავით ზალკალიანის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს დენის შმიგალი: მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან - იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს
დავით ზალკალიანმა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის მოლდოველ კოლეგასთან, ნიკუ პოპესკუსთან. აღნიშნულის შესახებ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს. „მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს მოლდოველ კოლეგასთან, ნიკუ პოპესკუსთან. სიღრმისეულად განვიხილეთ, როგორც რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, ისე უკრაინაში მიმდინარე ომი. შევთანხმდით, რომ ვიმოქმედებთ კოორდინირებულად ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებების უზრუნველსაყოფად“, – წერს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
ზალკალიანი: 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით უზრუნველყოფს. თუმცა, მისივე თქმით, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობენ. „საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენს სახელისუფლებო პროგრამაში ჩადებულია, რომ 2024 წელს უნდა გავაკეთოთ განაცხადი წევრობაზე და ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამაზეა მორგებული მთლიანად ჩვენი ნაბიჯები და ქმედებები. რა თქმა უნდა, გვესმის უკრაინელი ძმების, რომლებმაც ამ სიტუაციაში, როდესაც იმყოფებიან დაბომბვის ქვეშ და არის მიმდინარე აგრესია, ეს ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მათი სოლიდარულები ვართ და, ამავე დროს, ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. როდესაც გუშინ საუბარი მქონდა ბატონ ბორელთან, არამარტო უსაფრთხოების გამოწვევებზე მქონდა საუბარი, არამედ საქართველოს შესაძლო ევროპულ პერსპექტივაზე, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გუშინ ევროკავშირის საკითხებში გაფართოების კომისართან საუბარი და მისი საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სწორედ ასოცირებული ტრიო - მოლდოვა საქართველო და უკრაინა და ჩვენი ევროპული პერსპექტივის თემა. ამაზე ვსაუბრობთ, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი ევროკავშირში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან," - განაცხადა ზალკალიანმა „რუსთავი2“-ის ეთერში.
ზალკალიანი უკრაინის მიერ ელჩის გაწვევაზე: ძალიან მოულოდნელი და სამწუხარო გადაწყვეტილებაა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას მოულოდნელი და სამწუხარო ფაქტი უწოდა. მინისტრის განცხადებით, გასაგებია, რომ უკრაინელი ძმემი მძიმე სიტუაციაში არიან და ეს ყველაფერი მძიმე დაბომბვების ფონზე ხდება და ამ კონტექსტიდან გამომდნარე არ სურს, რაიმე პრეტენზიები გამოთქვას. „მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მექნება კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და აუცილებლად გამოვალთ ამ სიტუაციიდან ისე, როგორც ჩვენს ურთიერთობას და იმ სოლიდარობას და მხარდაჭერას შეეფერება, რომელიც ხელისუფლებამ აგრესიის დაწყებამდე და მის შემდეგაც გადადგა ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებლად დაუბრუნდება ყველაფერი იმ მდგომარეობას, რომელსაც იმსახურებს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა“, - განაცხადა ზალკალიანმა „იმედის“ ეთერში. „გაუგებარი უწოდა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა და განაცხადა, რომ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. „საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ, არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა". ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში. პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა. ჩვენი მკაფიო პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. კიდევ ერთხელ გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ერთ-ერთი მცირეთაგანნი არიან, ვისაც არ დაუტოვებიათ კიევი და ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში. საქართველო პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკრაინაში გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი. ასევე, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ყველანაირი დახმარება ეწევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო უკრაინის ელჩი საქართველოში და მისი მხრიდან უკრაინის სახელით არაერთხელ იყო გამოთქმული მადლობა გაწეული დახმარებისთვის. საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
საგარეო საქმეთა სამინისტრო: 38 სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ ჰააგის სასამართლოს მიმართა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის
"38 სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ ჰააგის სასამართლოს მიმართა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „38 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, საქართველომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა უკრაინაში არსებული სიტუაციისა და ადგილზე განხორციელებული შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებისთვის, რასაც მოჰყვა პროკურორის გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის სადარაჯოზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც სოციალურ გვერდზე გავრცელდა. ასევე წაიკითხეთ: ჰააგის სასამართლოს პროკურორი: უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიებას დაუყოვნებლივ ვიწყებთ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს
დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმდჯომარეს ესაუბრა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, კონგრესმენ მაიკლ მაკქოლთან. საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმდჯომარესთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერა. „მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს და აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და კონგრესმენი მიესალმა საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს არსებულ ვითარებაში საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობისა და სიმტკიცის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და ჰიბრიდული ტაქტიკის გამოყენების შედეგად ადგილზე შექმნილ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენ მაკკოლს და აშშ-ის კონგრესს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის ოცდაათწლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რაც, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანმა სენატორ ბენ კარდინთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთიბათა კომიტეტის წარმომადგენელთან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, სენატორ ბენ კარდინთან. საუბრის მთავარ თემას უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება წარმოადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები, მიმართულია არამარტო უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის წესებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მთლიანად ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. "დავით ზალკალიანმა საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და უსაფრთხოების რთულ გარემოზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორს იმ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც აშშ-ის სენატში საქართველოს მიმართ არსებობს. თავის მხრივ, სენატორმა კარდინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. სენატორი კარდინი მიესალმა საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საუბრისას აღინიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს და ხაზი გაესვა ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
დავით ზალკალიანმა ან ლინდესთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა,დავით ზალკალიანმა შვედ კოლეგასთან ან ლინდესთან სატელეფონო საუბარი გამართა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა უკრაინაში რუსეთის აგრესია, ევროპის უსაფრთხოებასთან და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და შვედეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ჩართულობა საერთაშორისო ძალისხმევაში. აღინიშნა საქართველოსა და შვედეთის მთავრობების მიერ გაწეული საქმიანობა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის კუთხით. „შვედურმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინისადმი გამოხატული თანადგომისადმი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ამ ფონზე ხაზი გაესვა რეგიონში ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მეტი ჩართულობის აუცილებლობას. დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირში წევრობაზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაციას, უკვე მიღწეულ პროგრესს ამ გზაზე და სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და თანმიმდევრულად განხორციელებას“, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე, 9 მარტს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ვიორელ მოშანუსთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემო და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. „ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებას და აღინიშნა ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის აუცილებლობა. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას, ხაზი გაესვა ფორმატის ეფექტიანად გამოყენებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის საჭიროებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის შეხვედრების რეგულარულად გამართვის აუცილებლობაზე. შეხვედრის დასასრულს, ვიორელ მოშანუმ დაადასტურა, რომ ის როგორც სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ძალისხმევას არ დაიშურებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობისთვის“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გართულებული უსაფრთხოების გარემო, გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე და დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი. „აღინიშნა რეგიონში საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და საქართველოსადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა იმ შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, რაც რეგიონში მიმდინარე პროცესებს შეიძლება, მოჰყვეს საქართველოსთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ამ კონტექსტში, ჩეხეთის მხარემ დააფიქსირა, რომ კარგად იცნობს იმ გამოწვევებს, რასთან გამკლავებაც უწევს საქართველოს და გამოხატა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი. საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში, დავით ზალკალიანმა კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირში წარდგენილი გაწევრიანების განაცხადის თაობაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მოელის პარტნიორთა მხარდაჭერას ამ მიმართებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. მათივე ცნობით, მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, განაგრძონ ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება.
დავით ზალკალიანმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ვიდეოკონფერენცია გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ ადამ სმიტთან ვიდეოკონფერენცია გამართა. საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა კონგრესმენ სმიტს საქართველოს მიმართ მისი მრავალწლიანი ჩართულობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის. „საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და მისი ნეგატიური გავლენები რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი, შექმნილი ვითარების ფონზე პარტნიორების მხრიდან საქართველოს კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას და ჩვენი ქვეყნის მედეგობის გაძლიერების კუთხით როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანი: ევროკავშირის ლიდერების მხრიდან ჩვენ გუშინ მივიღეთ, კიდევ ერთი მძლავრი გზავნილი
ევროკავშირის ლიდერების მხრიდან გუშინ მივიღეთ კიდევ ერთი ძალიან მძლავრი გზავნილი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ასოცირებული სამ ქვეყანასთან ერთად და ვფიქრობ, რომ პროცესი უკვე შეუქცევადია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „გუშინ გაიმართა მარსელში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი. განცხადება, რომელიც იყო დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე ომთან, იყო ყოვლისმომცველი უკრაინასთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადების ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის საკითხის მიცემასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყება. ვფიქრობ, ეს უკვე არის ერთგვარი საბოლოო ბეჭედი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს პროცესი დაიწყო ფორმალურადაც და ეს იქნება შეუქცევადი. ახლა რას ველით ჩვენ – შემდეგი ეტაპი გახლავთ ის, რომ ევროკომისია კანდიდატის წევრებს გაუგზავნის შესაბამის კითხვარს და ეს იქნება ძალიან მოცულობითი, რომელიც მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის კრიტერიუმის დასაკამყოფილებლად", - განაცხადა ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს, მთავარია, რომ პროცესი დაიძრა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარს რინკევიჩისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია, გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე და დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი. "საუბარი ასევე შეეხო უკრაინის ომის შედეგად რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს, ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა. საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირში წევრობაზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე. მან ასევე აღნიშნა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაცია, უკვე მიღწეული პროგრესი ამ გზაზე და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და თანმიმდევრული განხორციელება. მინისტრები მიესალმნენ ვერსალის ე.წ. არაფორმალურ სამიტზე ლიდერთა მხრიდან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
თურქეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში განვითარებულ პროცესებზე, უკრაინაში მინდინარე ომსა და შედეგად შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის მიერ გაწეული აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობა ცეცხლის შეწყვეტის გზების ძიებისა და არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით. „სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. თავის მხრივ, თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა და დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არალეგიტიმური ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩატარების შესაძლებლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინტენსიური დიალოგის გაგრძელებისა და ორმხრივი ვიზიტების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანი: საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა
საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 30 წელი და ეს 30 წელი არის ასევე ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, დაწყებული პირველი წლიდან, ამერიკა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. „რა თქმა უნდა ჩვენი საერთაშორისო როლის და ფუნქციის აღიარებაში მართლაც ძალიან დიდი როლი მიუძღვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და აღსანიშნავია, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ეს თანამშრომლობა ყოველწლიურად ღრმავდებოდა, თვისობრივად ახალ დონეზე ადიოდა, წელს გვაქვს უპრეცედენტოდ უმაღლესი ნიშნული ამ სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის. აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ჩარჩო ფორმატი, რომელიც გახლავთ ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც მოიცავს ჩვენი თანამშრომლობის ოთხ ძირითად მიმართულებას, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური განზომილება, დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობა და ხალხთა შორის ურთიერთობა. ამ ოთხივე მიმართულებით მართლაც ხელშესახები პროგრესი გვაქვს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული კავშირები დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების სიყვარულზე, რაც ორივე სახელმწიფოსთვის ყველაფერზე მაღლა დგას
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული კავშირები დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების სიყვარულზე, რაც ორივე სახელმწიფოსთვის ყველაფერზე მაღლა დგას. დამოუკიდებლობის პირველივე დღეებში, ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, გვევლო დასავლურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისკენ მიმავალი გზით. ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან ახალგაზრდა დემოკრატიისათვის ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახლდათ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ორ ქვეყანას შორის მყარ პარტნიორობას. მინისტრმა ისაუბრა დღეს არსებულ გამოწვევებზეც. „წარმოუდგენელია, რომ დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგაც, იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ და გვიწევს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, დემოკრატია, დამოუკიდებლობა და ჩვენი უფლება, ავირჩიოთ საკუთარი ადგილი ცივილიზებული ერების მსოფლიო თანამეგობრობაში,"- განაცხადა ზალკალიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა და რომ როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა აგრძელებს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, შეუძლებელი იქნებოდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის გარეშე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა 30 წლის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარების შესახებაც. „90-იანი წლების დასაწყისიდან, მაშინ, როდესაც ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო წინსვლა, შეერთებული შტატები საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განათლების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებდა. წლების განმავლობაში, საქართველოს ათასობით მოქალაქემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში. მათ შორის არიან სტუდენტები, რომლებმაც განათლება შეერთებული შტატების წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიიღეს. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა თაცდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თავდაცვის ძალების მზაობისა და შესაძლებლობების გაძლიერებისათვის. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის მეგობრობა მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილშიც გამოიწრთო. ახლახანს ხელმოწერილი მემორანდუმი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის თაობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ფაზას გულისხმობს, კიდევ უფრო განამტკიცებს მზაობისა და თავდაცვის შესაძლებლობებს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა და დასძინა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიამ, რომელსაც ხელი 2009 წელს მოეწერა, ორი ქვეყნის მეგობრობას ოფიციალური სახე მისცა და პარტნიორობა ახალ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. მინისტრის თქმით, საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას, რათა სრულად იქნას გამოყენებული ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ეს პარტნიორობა გვთავაზობს, საერთო ინტერესების სასიკეთოდ. „ამ გადამწვეტ მომენტში, ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე პარტნიორობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საერთო მიღწევების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის. გავაგრძელოთ ერთად მუშაობა მომდევნო წლებში ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის," - აღნიშნა ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ ირაკლი ღარიბაშვილი : აშშ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და იმ დღიდან გვერდში გვიდგას, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი კელი დეგნანი: ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც აშშ-მ და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ
დავით ზალკალიანი: გაეროს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს თანასპონსორობით და მხარდაჭერით გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული კიდევ ერთი ახალი ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, ყველა ღონე უნდა იყოს მიმართული, რომ სიტუაცია შემსუბუქდეს ჰუმანიტარული მიმართულებით. „ეს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც, პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით. ჩვენ მუდმივად ვიქნებით საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების მხარდასაჭერად უკრაინასთან მიმართებაში“, - განაცხადა ზალკალიანმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციაში დაგმობილია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, ადამიანის უფლებების დარღვევა, ასევე, შეფასებულია ჰუმანიტარული კუთხით არსებული კრიზისული სიტუაცია და განსაზღვრულია ის ნაბიჯები, რომელიც უნდა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ გაეროს კოორდინაციით იმისთვის,რომ ომის პირობებში ადამიანებს, რომლებსაც შეექმნათ უმძიმესი მდგომარეობა, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მათ დახმარება.
დავით ზალკალიანის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადი ევროკავშირმა პოზიტიურად მიიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადი ევროკავშირმა პოზიტიურად მიიღო. მისივე თქმით, ახლა საკითხის განხილვა დაწყებულია ევროკომისიაში. „საზოგადოებამ იხილა, რომ ჩვენ მართლაც ძალიან სწრაფად განვახორციელეთ ყველა პროცედურა, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. გაკეთდა განაცხადი, გაიგზავნა ევროკავშირში და ასევე ევროკავშირის მხრიდან მიმღებლობა იყო ძალიან პოზიტიური. შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო იყო ის სისწრაფე და პროცედურები, რომელიც გაირა ჩვენმა განაცხადმა. ამის შემდეგ, მოგეხსენებათ, საკითხს უკვე განიხილავს ევროკომისია. საკითხის განხილვა დაწყებულია ევროკომისიაში. ჩვენ უახლოეს პერიოდში შემდგომ ნაბიჯს ველოდებით – ეს არის კითხვარი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს. დღეს ზუსტად ვერ გეტყვით, რა დროში მივიღებთ ამ კითხვარს, მაგრამ ეს არის შემდგომი აცილებელი ნაბიჯი. კითხვარი აუცილებელია. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მოცულობის კითხვარი აქვს. შეიძლება, 1 000 კითხვა იყოს, შეიძლება მეტი. ამ კითხვებში არის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური საკითხები, დემოკრატიზაციის თემები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დავით ზალკალიანი: სამხრეთ კავკასიაში არსებულმა სიტუაციის ესკალაციამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონზე და უსაფრთხოებაზე
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში არსებულმა სიტუაციის ესკალაციამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონზე და უსაფრთხოებაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც წამოყენებულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, სამხრეთ კავკასიის მშვიდობიან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ის არსებული კონკრეტული პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ნდობის აღდგენაზე და რეგიონში გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკაზე, იყოს განხორციელებული და თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში.„ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ დავადასტურე მზაობა, თბილის გახდეს და იყოს პლატფორმა დიალოგისთვის, სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანას შორის და ეს გზავნილი იქნება ასევე მიწოდებული და უკვე არის ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლების და მეგობრების მიმართ. გუშინ მე ვუმასპინძლე ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონი მინისტრი საქართველოს შემდეგ გაემგზავრება ასევე ერევანსა და ბაქოში და ბუნებრივია ლოგიკური გაგრძელება იქნება, საუბარი იმ ინიციატივებზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას", -განაცხადა დავით ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეს შეხვდა
დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ამ ფონზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის მნიშვნელობა. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. “საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რითაც უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგსა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანი: სრულად ვართ შესაბამისობაში ფინანსურ სანქციებთან, რომელსაც აწესებს საერთაშორისო საზოგადოება
სრულად ვართ შესაბამისობაში ფინანსურ სანქციებთან, რომელსაც აწესებს საერთაშორისო საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დანიელ კოლეგასთან, იეპე კოფოდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პირველ რიგში, საქართველომ გააკეთა ყველაფერი ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად საერთაშორისო პლატფორმებზე, გაერო-ს უშიშროების საბჭოში, გენერალურ ასამბლეაზე, ორივე რეზოლუცია მხარდაჭერილი იყო საქართველოს მიერ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ორივე ინიციატივას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეტანილიყო საქმე 38 ქვეყანასთან ერთად. საქართველო იყო 44-იანი ჯგუფის წევრი. ევროკავშირის განცხადებასთან ერთად, ჩვენ ლუგანსკისა და დონეცკის წინააღმდეგ სანქციებს შევუერთდით 2014 წელს. სრულად ვართ შესაბამისობაში ფინანსურ სანქციებთან, რომელსაც აწესებს საერთაშორისო საზოგადოება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ საქართველო თავის ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა
არის მცდელობა, ის მძიმე შედეგები, რომლებიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს გამეორებული და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან თანმიმდევრული ვართ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დანიელ კოლეგასთან, იეპე კოფოდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბატონი მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საოკუპაციო ხაზს და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა ამისთვის, რადგანაც ჩვენი დანიელი კოლეგები საკუთარი თვალით ნახავენ იმ აგრესიის შედეგებს, რაც მოჰყვა 2008 წლის ომს და რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, დღევანდელ მძიმე სიტუაციაშიც კვლავ გვესმის სხვადასხვა სახის მოწოდებები, რომლებიც სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომლებიც არის ღირებული როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული. ამ ტერიტორიების ოკუპაციას აქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ იქ მიმდინარეობს ოკუპაცია. ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა, მით უფრო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად, არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. აქაც გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი მეგობრების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ
დავით ზალკალიანმა ყაზახ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუხთარ ტლეუბერდისთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომის გრძელვადიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში. საუბარი შეეხო საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს და მისი განვითარების პერსპექტუვებს, განსკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკირ თანამშრომლობაზე, კერძოდ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულების შემდგომ განვითარებაზე. მინისტრები შეთანხმდნენ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე.
დავით ზალკალიანი: გააქტიურდება ნაბიჯები ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან ინდივიდუალური დიალოგის მიმართულებით
გააქტიურდება ნაბიჯები ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან ინდივიდუალური დიალოგის მიმართულებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესის თანამდებობის მქონე პირებთან, პრემიერ-მინისტრებთან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, თავადაც ჰქონდა საუბრები კოლეგებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. „ასევე ჩემი მხრიდანაც გაიმართა სატელეფონო საუბრები და შეხვედრებიც, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თბილისში იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანი: დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან და წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში
წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ რომ ჩემი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, ეს 30 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევებით აღსავსე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან, ატაშე გახლდით როდესაც 1992 წელს მივედი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩემთვის დიდი პატივი იყო რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ამ უწყების ხელმძღვანელი. მადლობას ვუხდი გუნდს იმ ნდობისთვის, რომელმა გამომიცხადა მე ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პროცესში. ბევრი იყო მიღწევები, როგორც ჩვენი მთავარი საგარეო კურსის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ისე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით, რაც არის ოკუპაცია და საქართველომ შეძლო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ ვიყავით ყველგან წარმოდგენილი, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავა მოწინავე პოზიციები, ყველა თემატიკის განხილვისას ჩვენი საკითხი იყო აქტუალური. მე მეამაყება რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში დავამტკიცეთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო უმაღლესი ლეგიტიმაციის მატარებელი და სადაც იყო მკაფიოდ გაწერილი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მე მეამაყება ასევე, რომ პრემიერთან ერთად მიღებული მაქვს მონაწილეობა ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში. შემდეგ უკვე ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა სავიზო ვიზალიბერალიზაციის მოპოვების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო, ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აქ როგორც არასდროს ისე გვჭირდება ყველას ერთიანობა“, - განაცხადა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა
დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. „ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონ დავითს აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელი ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მიღებული მონაწილეობა 30 წლის განმავლობაში. ჩვენი მთავრობის დროს ბატონი დავითი ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ მინისტრის რანგში მონაწილეობდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ევროკავშირში თუ ნატოში ინტეგრაცია. ჩვენი გუნდის და მთავრობის სახელით, მინდა დათოს მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიტანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია გაიმართა. როგორც „ფეისბუქში“ დავით ზალკალიანის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, რწმუნებათა სიგელის ასლების გადაცემის ცერემონიას სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსი, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ერიკა ოლსონი, კავკასიის საქმეთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორი ლორა ჰოჩლა და აშშ-ში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია ესწრებოდნენ. ამავე ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. აშშ-ის მხარემ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარეს საქართველოს სახელმწიფოს განვითარების 30-წლიანი მტკიცე მხარდაჭერისთვის და გამოხატა მზაობა, ახალ თანამდებობაზე საქმიანობისას, აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.
ეკონომიკის მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს შეხვდა
ვაშინგტონში ვიზიტისას, ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კონგრესმენებს დარენ სოტოსა და ბრენდან ბოილს შეხვდა. ვიცე პრემიერმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის და კონგრესის წევრების მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით რეგიონში საკმაოდ რთული ვითარების ფონზე. ლევან დავითაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. საქართველო დაინტერესებულია, რათა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ - სთან გადავიდეს ახალ საფეხურზე, რაც წარმოადგენს კიდევ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოსა და აშშ-ს შორის.
დერეკ შოლემ და დავით ზალკალიანმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და მადრიდის სამიტის მოლოდინები განიხილეს
საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს შორის შედგა საუბარი საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობას და დაადასტურეს მზაობა, აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომ გაღრმავების მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტების გააქტიურების სახით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და მადრიდის სამიტის მოლოდინები. „მხარეები მიესალმნენ და დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და ქართული მხარის მზაობას, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა აშშ-ის ინტერესს, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას. ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ზალკალიანმა და სენატორმა გრემმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებასა და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრეს
აშშ საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია დავით ზალკალიანის სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ. ელჩმა სენატორს გაუზიარა ინფორმაცია სართველოს მხარდამჭერ ქმედებებზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა აშშ-ის ფისკალური წლის საბიუჯეტო კანონი და თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მხარდამჭერი აქტის პერსპექტივას, კერძოდ შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს ექნება განგრძობითი ხასიათი აშშ-ის სენატში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრები გამართა
აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა ამერიკელ სენატორებთან ლინდსი გრემთან და ბენ კარდინთან შეხვედრები გამართა. ინფორმაცია ელჩის Facebok გვერდზე გავრცელდა. მისი მიხედვით, ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის 30-წლიანი თანამშრომლობა გადაიზარდა საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაში. „ამასთან, სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრაზე, ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ. ელჩმა სენატორს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს მხარდამჭერ ქმედებებზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა აშშ-ის ფისკალური წლის საბიუჯეტო კანონი და თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მხარდამჭერი აქტის პერსპექტივას, კერძოდ შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს ექნება განგრძობითი ხასიათი აშშ-ის სენატში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანმა აშშ-ში უკრაინის ელჩთან რუსეთის აგრესიული ქმედებები განიხილა
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა აშშ-ში უკრაინის ელჩთან, ოკსანა მარკაროვასთან. საელჩოს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ამ ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული ვითარება. დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. უკრაინის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ელჩს. ასევე, მან მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს უკრაინის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა საერთო გამოწვევებს გაუმკლავდებიან და ერთად მშვიდობიან მომავალს შექმნიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დავით ზალკალიანი: დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იდგა და დგას ჩვენ გვერდით
დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იდგა და დგას ჩვენ გვერდით, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი მადლობას უხდის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. „მადლობა სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენი, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იდგა და დგას ჩვენ გვერდით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს.
უკრაინიდან საქართველოს საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია არ იგეგმება თბილისი კიევიდან საქართველოს საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას არ გეგმავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მე ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს ამ თემაზე საუბარი მქონდა და დავარწმუნე, რომ ჩვენ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას არ ვაპირებთ, საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს. ისინი მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმზე არიან ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე ყველა სტრუქტურაში, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ საელჩომ გამართულად იფუნქციონიროს და სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ მხარდაჭერის დემონსტრირება და ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან ძალიან პოზიტიურად იყო აღქმული. მინისტრმა ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ ჩვენ საელჩოს ვინარჩუნებთ და არ ვახდენთ მათ ევაკუაციას ამ მეტად მძიმე დროს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს ელჩის ფეისბუქგვერდზე. „შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ელჩმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ხსენებული კანონპროექტის გატანა მეტად მნიშვნელოვანი და დროული იყო რეგიონში შექმნილი კრიზისისა და საფრთხეების ფონზე. ელჩმა კონგრესმენს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მხრიდან უკრაინის და უკრაინელი ხალხისადმი გაწეული მხარდაჭერის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით“,- აღნიშნულია წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში.
ადამ კინზინგერი: საქართველო არის მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენი რუსეთის წინააღმდეგ
კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩთან გამართული შეხვედრის შესახებ აღნიშნავს, რომ ბევრ საკითხთან ერთად, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი განიხილეს. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩთან, დავით ზალკანიანთან. ბევრი რამ განვიხილეთ, მაგრამ განსაკუთრებით, არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო არის მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენი რუსეთის წინააღმდეგ“, - წერს კინზინგერი. ინფორმციისთვის, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა.
დავით ზალკალიანი: ჯო ბაიდენს საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, დავით ზალკალიანსა და ჯო ბაიდენს შორის ხანმოკლე შეხვედრა შედგა. ზალკალიანმა აშშ-ის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და დაუდასტურა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ერთგული პარტნიორია რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაცია ზალკალიანის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. "ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი პირადი მხარდაჭერისთვის საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში ძალზედ მნიშვნელოვანია აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დასავლურ მისწრაფებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს შეხვდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი, აშშ-ში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს საელჩოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას 12-პუნქტიანი გეგმის და რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის მიმართ და მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
დავით ზალკალიანმა აშშ-ის „ჰერითიჯის ფონდის“ პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის „ჰერითიჯის ფონდის“ (The Heritage Foundation) პრეზიდენტთან, დოქტორ კევინ რობერტსთან, რის შემდეგაც გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია ფონდის ექსპერტებთან, რომლებიც წლებია საქართველოსა და რეგიონის თემებზე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ზალკალიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფონდის პრეზიდენტთან საუბრისას, ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კუთხით ფონდის მიერ გაწეულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას და მეგობრობას, ასევე, მადლობა გადაუხადა ფონდის პრეზიდენტს აღნიშნულ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის. „ჰერითიჯის ფონდის“ პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკული მხარის მზადყოფნას, განაგრძოს საქართველოს ყოველმხრივი მხარდაჭერა და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოწვევები. მრგვალი მაგიდის ფორმატში ფონდის ექსპერტებთან შეხვედრისას, ელჩმა ამერიკელ ექსპერტებთან აღნიშნა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რაც გახდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საფუძველი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ მიღებულ ევროპულ პერსპექტივას, რაც, დავით ზალკალიანის განცხადებით, წარმოადგენდა პოზიტიურ განვითარებას მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად იმსახურებდა იმაზე მეტს, ვიდრე ამ ეტაპზე მიიღო. საქართველოს ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ რეფორმების შემდგომი წარმატებული იმპლემენტაციის შედეგად, საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. აქვე ელჩმა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ყველაფერს გააკეთებს სამომავლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების უზრუნველსაყოფად. შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის მცოცავ ანექსიას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ პროპაგანდაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ და საქართველოს მიერ რუსული პროპაგანდის შეკავების კუთხით მიღებულ ზომებზე.
დავით ზალკალიანი: უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში - მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მძიმე დროს სოლიდარობისთვის
აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი, გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში. ჩვენი გმირი მაშველები, მედიკოსები და მფრინავები, საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს, სიცოცხლის გადასარჩენად, ტრაგიკულად დაიღუპნენ. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, ახლობლების მწუხარებას და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნავს ზალკალიანი. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა ზალკალიანმა სოლიდარობის გამოხატვისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა. „მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მძიმე დროს სოლიდარობისთვის“, - წერს ზალკალიანი. შეგახსენებთ, რომ გუდაურში მომხდარ ტრაგედიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდა
საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდა. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დაადასტურეს მზაობა, აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. „მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და 2008 წლის რუსეთის აგრესიიდან მე-14 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება. მხარეებმა განიხილეს საქათველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და ქართული მხარის ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. ხაზი გაესვა აშშ-ის ინტერესს ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას. ამ კუთხით, ამერიკული მხარე მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ ისტორიულ შეხვედრას თბილისში. შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანი: დღეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება
საქართველოში რუსეთის შეჭრის 14 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველო ელჩი დავით ზალკალიანი განცხადებას ავრცელებს. „14 წლის წინ, რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით ათასზე მეტი დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი დღემდე რჩება რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშ. ამ ვითარების ფონზე, რუსეთი კვლავ უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფაა. ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან. საქართველო სრულად ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის ერთგული. ჩვენი მთავრობა განუხრელად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელი გახადოს ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობიანი განვითარება, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა. ამ პროცესში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება უმნიშვნელოვანესია. აშშ უკვე ათწლეულებია, საქართველოს გვერდით დგას, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება და გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, განვავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ. აშშ-ის კონგრესი მუდმივად გამოხატავს ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, მათ შორის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტით. კონგრესის მიერ ინიცირებული შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, სენატორი ჯინ შაჰინისა და სენატორიი მიტ რუმნიის ავტორობით ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ხაზს უსვამს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მზარდ მნიშვნელობას. ჩვენი ახალი ინიციატივები, როგორიცაა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), რომელსაც ხელი მოეწერა აშშ-ის თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში, ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და მზარდ თანამშრომლობას. საქართველოში ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, აშშ-თან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება უმნიშვნელოვანესია. აშშ-ის ჩართულობა რეგიონში, ამერიკული იინვეტსტიციების ხელშეწყობა, ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა აუცილებელია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ მხრივ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნა საქართველოში აშშ-ის ინტერესების მკაფიო გამოხატულება და საქართველოსა და რეგიონში აშშ-ის ჩართულობის მტკიცე გზავნილი იქნება. მჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, არ დაუშვებს რუსეთის მიერ სუვერენული ერების დასჯას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მისწრაფების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და დღეს შექმნილი კრიზისიდან უფრო ძლიერები და ერთიანები გამოვალთ“, - აღნიშნავს დავით ზალკალიანი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
დავით ზალკალიანი: მჯერა, რომ რუსეთის მიერ სუვერენული ერების დასჯას აშშ არ დაუშვებს
„მჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, არ დაუშვებს რუსეთის მიერ სუვერენული ერების დასჯას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მისწრაფების გამო“, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩ რუსეთ-საქართველოს 14 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში საუბრობს. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და დღეს შექმნილი კრიზისიდან უფრო ძლიერები და ერთიანები გამოვალთ“, - აღნიშნავს დავით ზალკალიანი. უფრო ვრცლად წაიკითხეთ დავით ზალკალიანი: დღეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ამერიკელ კონგრესმენს, ბრაიან ბაბინს შეხვდა
საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ამერიკელ კონგრესმენს, ბრაიან ბაბინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში შექმნილი რთული ვითარება მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ელჩმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას. კონგრესმენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს მთავრობას და ელჩს ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანის ძალისხმევისა და ხელშეწყობისათვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის შორის არსებულ პარტნიორობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. შეხვედრას Twitter-ზე ამერიკელი კონგრესმენიც ეხმიანება. „გუშინ მქონდა პროდუქტიული შეხვედრა აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანთან. განვიხილეთ სხვადასხვა ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად“, - წერს ბრაიან ბაბინი.
აშშ-სგან მიღებული გზავნილები ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა - ზალკალიანი
აშშ-სგან მიღებული გზავნილები ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის შეხვედრასთან დაკავშირებით განახხადა. საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან, განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - ოსტინი „თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის აშშ-ში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული ვიზიტია. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. ის გზავნილები, რომელიც ჩვენ მივიღეთ აშშ-სგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა. ამერიკელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს იმ მხარდაჭერისთვის და იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველომ და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეიტანეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღევანდელი უსაფრთხოების გარემო, ის თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს აშშ-სთან, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დინამიზმით იქნება გამორჩეული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ზალკალიანი: ამერიკელ მეგობრებთან ძალიან გულწრფელი საუბარი მექნება
აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, „აშშ-სა და საქართველოს შორის გაუგებრობა აღმოიფხვრება.“ შესაბამის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის ხოლმე გაუგებრობები, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან გულწრფელი დიალოგი, საუბრები, შეფასება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ამგვარი ფაქტები ურთიერთობებში. ამერიკასთან ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს ურთიერთობა 32 წელზე მეტს მოიცავს და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს ფაქტებით იყო გამყარებული, მათ შორის კონტრიბუციით, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ გაიღეს საერთაშორისო მისიებში, საკუთარი სიცოცხლის ფასად. ვფიქრობ, ეს არის სწორედ ის საწინდარი, რაც გვაკავშირებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით და არა მხოლოდ. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა იყო ძალიან ღრმა ეკონომიკური თვალსაზრისითაც. სწორედ ეს არის თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ. ასეთი გაუგებრობები როდესაც ხდება, ამას სჭირდება შესაბამისი კომუნიკაცია, ჩართულობა. ღიად ვამბობ, რომ ქართული მხარე ამ საუბრებისთვის, ჩართულობისთვის მზად არის. მე ამაზე დღესაც მქონდა კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. ხვალ ვაშინგტონში დავბრუნდები და ეს საუბრები აუცილებლად გაგრძელდება, რათა ყველა გაუგებრობას და კითხვის ნიშანს გაეცეს პასუხი. ეს არავის ახარებს. მე ვიცი ჩვენი პარტნიორების გულისტკივილი ამასთან დაკავშირებით. ჩვენც ძალიან გვტკივა გული ამაზე. ვიმეორებ, რომ აუცილებელია მუდმივი დიალოგი. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დავძლევთ ამ გაუგებრობას და დავუბრუნდებით არა იმ მდგომარეობას, რაშიც ვიყავით, არამედ იმ მდგომარეობას, რასაც იმსახურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა,“ – განაცხადა ზალკალიანმა. ამერიკის საელჩო განმარტავს, რატომ გაუქმდა ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა