თეგი: დავით ჟვანია
ვინ იყო და რას საქმიანობდა დავით ჟვანია, რომელიც ზაპოროჟიესთან დაბომბვისას დაიღუპა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში, საარტილერიო ცეცხლის შედეგად უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა. ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, დავით ჟვანია რუსი ოკუპანტების ბლოკპოსტთან, ზაპოროჟიეს მხარეში, სოფელ „ნოვოპოკროვკასთან“ დაიღუპა. ამასთან ცნობილია, რომ ჟვანია რუსეთის მოქალაქეც იყო და არაოფიციალუარდ „როსატომს“ წარმოადგენდა. „ამ ისტორიაში, კითხვა უფრო ბევრია, ვიდრე პასუხი. განსაკუთრებით კი იამაში, თუ რას აკეთებდა ჟვანია „რუხ ზონაში“, - აღნიშნავს გერაშჩენკო. მედიის ცნობით, დავით ჟვანია ავტომობილ Volkswagen-ში იჯდა, რომელსაც საარტილერიო ნაღმი მოხვდა. მასთან ერთად იმყოფებოდა 1972 წელს დაბადებული კიდევ ერთი მოქალაქე. აფეთქების შედეგად ჟვანია დაიღუპა, ხოლო მგზავრი გადარჩა. წინასწარი მონაცემებით, ჟვანიას ცხედარი, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ფაქტზე უკრაინულმა მხარემ „ომის კანონონებისა და წესების“ დარღვევის მუხლით გამოძიება დაიწყო. დავით ჟვანიას დაღუპვას, ასევე ადასტურებს რადას ყოფილი დეპუტატი იგორ მოსიჩუკი. „ჩემი წყაროები ძალოვან უწყებებში, ადასტურებენ უკრაინის სახალხო დეპუტატისა და ოლიგარქის დავით ჟვანიას დაღუპვას, არტილერიის ცეცხლის შედეგად. ჟვანია ცდილობდა უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვებას და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას ФСБ-ს თანამშრომლები ელოდნენ. ჟვანია მოსკოვში უნდა ჩასულიყო და შემდეგ ისევ უკრაინაში ბრუნდებოდა“, - ამბობს მოსიჩუკი. ამასთან, მოსიჩუკი აცხადებს, რომ დავით ჟვანია იყო „ჩვენი ფსევდო ელიტის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, რომელსაც სურდა მშვიდობა კრემლთან ეროვნული ინტერესების დათმობით, მარიონეტული პროპუტინის მთავრობის შექმნის უფლების სანაცვლოდ... ეს არის ღალატიც და გადატრიალების მცდელობაც. მოსკოვის ინტერესებიდან გამომდინარე". ვინ იყო და რას საქმიანობდა დავით ჟვანია დავით ჟვანია თბილისში 1967 წელს დაიბადა, ცნობილ და შეძლებულ ოჯახში. სწავლობდა თვილისის 61-ე სკოლაში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტი, ეკონომისტის სპეციალობით და ჩავიდა კიევში. ის 1999 წლიდან უკრაინის მოქალაქეა. პოლიტიკოსი დავით ჟვანიას კარიერა კი 2002 წლიდან იწყება. უკრაინის უმაღლეს რადაში ის ბლოკ "ნაშა უკრაიანას" სიით მოხვდა. ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ჟვანია იყოუკრაინის რადას მე-4 და მე-7 მოწვევების დეპუტატი. 2005 წელს ეკავა საგანგებო სიტუაციების მინისტრის თანამდებობა. (იულია ტიმოშენკოს მთავრობაში). 2012 წელს კი კიდევ ერთხელ გახდა რადას წევრი, ოღონდ ამჯერად როგორც უპარტიო, ის სახელმწიფო მშენებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. დავით ჟვანიას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. რას წერს მედია დავით ჟვანიას ბიზნესზე 1993 წლის ნოემბერში ჟვანიამ დააარსა Diamantbank, რომელიც რამდენჯერმე გაეხვია სკანდალში. მათ შორის 2016 წელს მოხდა შპს Donbass Mine Administration-ის ანგარიშების დაკავება, რომელიც ყიდდა ნახშირს ORDLO-დან უკრაინის კონტროლირებად ნაწილში. „დიამანტბანკის“ მეშვეობით მიღებული მოგება ქვეყნიდან გაიტანეს. ამ ამბავმა განაპირობა ის, რომ 2016 წელს ბანკმა 528 მილიონი იზარალა. ბირთვული ბიზნესი ჟვანიას და მისი ბიძაშვილის ალექსანდრე იოსელიანის ფირმები Brinkford Cons ltd (ირლანდიური Brinkford Limited-ის სტრუქტურული სამმართველო) და 1997 წელს დაარსებული Brinkford CJSC (ყოფილი Brinkford Ukraine Limited) მონაწილეობდნენ შუამავლობით უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის რუსული საწვავის ელემენტების მიწოდებაში. (NAC "Energoatom"). ეს მიუთითებს ჟვანიას კავშირზე როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან. 2005 წელს, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ჟვანიამ შეძლო ფულის გამომუშავება ენერგოატომისთვის არაერთი კომერციული სერვისით. 2015 წელს, იაცენიუკის პრემიერობის დროს, მარტინენკოს ბრალი წაუყენეს კორუფციაში, გაფლანგვასა და გაფლანგვაში და მთლიანად გაათავისუფლეს Energoatom-ის მენეჯმენტიდან. გარდა ამისა, გამოძიება დაიწყო ჟვანიას, იოსელიანის, მარტინენკოსა და კერეზის ფინანსური გამდიდრების სქემებზე ურანის საბადოზე, რომელიც სახელმწიფო საწარმო „აღმოსავლეთის სამთო და გადამამუშავებელი ქარხანა“ გაბერილ ფასებში შეიძინა ავსტრიული კომპანიისგან, რომელიც რეგისტრირებული იყო 1945 წელს დაბადებულ პირზე. ხოლო ყველა გადახდა განხორციელდა ჟვანიას „დიამანტბანკის“ მეშვეობით. გარდა ამისა, ჟვანია ნიკოლაი მარტინენკოსთან, იგორ კერზემთან და ალექსანდრე იოსელიანთან ერთად არიან არაერთი სხვა საწარმოს თანამფლობელები, მათ შორის კვიპროსის ბანკი Glomain Holding ltd და Edelweiss condominiums. 2014 წელს ჟვანიამ კონტროლი მოიპოვა სახელმწიფო საწარმო „უკრხიმტრანსამმიაკზე“, რომელიც 2014 წლიდან 2015 წლამდე იყო მისი მენეჯმენტის ქვეშ. საწარმოს მოგება შემცირდა 64 მილიონიდან 2.6 მილიონ გრივნამდე, ხოლო თავად საწარმომ მიიღო სესხები სახელმწიფო გარანტიით რუსული „ალფა-ბანკისგან“ 42 მილიონი დოლარის ოდენობით.