თეგი: დავით რაზმაძე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებაზე კარგი წარმოდგენის არ ვარ

უკრაინის ხელისუფლებაზე კარგი წარმოდგენის არ ვარ. საქართველო უამრავ დახმარებას უწევს და "რაღაც თემებით" არიან დაინტერესებულნი, - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ განაცხადა. „ეს ნარატივი, იმის მაგივრად, რომ გაჭირვებულ ხალხს… ხალხს, თორემ,უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს, იმიტომ, რომ როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს, რაღაც თემებით არიან დაინტერესებულნი. მიხედე იქ, უკრაინაში… 45-მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, რომ ამ დაჟანგებული რუსული არმიისთვის ელემენტარული წინააღმდეგობა გაეწია“, — განაცხადა რაზმაძემ. დავით რაზმაძე ასევე, საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხევითაც გორში სტალინის მუზეუმი უნდა დაიხუროს. „პოლიტიკური პირი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, მით უმეტეს, ისეთი ქვეყანა, როგორიც პოლონეთია — ჩვენი მეგობარი და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის, მისი ეკონომიკა სერიოზულ წინსვლას განიცდის. იცით, როგორი თემაა? სტალინის აპოლოგეტი არ არის ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ არსებული მუზეუმი არის ძალიან სერიოზული შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. თან ეს მუზეუმი ექვემდებარება კულტურის სამინისტროს. მე ვფიქრობ, ეს განცხადება [ელჩის] იყო ძალიან არასერიოზული, თან პირდაპირ ეკონომიკაზე იყო დარტყმა, რომ თქვენი შემოსავლები მე არ მაინტერესებს, დახურეთო… სტალინი ვინ იყო, როგორ იყო, თქმა არ არის საჭირო, ყველამ კარგად იცის, მაგრამ დედა რომ მყავდეს რუსი და მითხრან, რომ რაზმაძე, დედაშენი გაუშვი სახლიდან, რაღაც მაგის მსგავსი იყო… ვერ ჯდება ვერფერში“, — განაცხადა რაზმაძემ.